Wednesday, January 14, 2015

საატესტატო გამოცდის დავალებათა ნიმუშები ქართული ენა და ლიტერატურა 1. რომელი სტილის ნიმუშია მოცემული ტექსტი? ფუტკრები (Apoidea), მწერების ზეოჯახი სიფრიფანასებრთა რიგისა, შეიცავს რამდენიმე ოჯახს. ფუტკრის სხეულის სიგრძე 1,5 მმ – 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათად“, რომელშიც ფუტკარი გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებს ყვავილის მტვერს. მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ა) მხატვრულის. ბ) ოფიციალურ-საქმიანის. გ) პუბლიცისტურის. დ) სამეცნიეროსი. 2. რომელი არ არის სინონიმები? ა) ალპინისტი - მთამსვლელი. ბ) არქიტექტურა - ხუროთმოძღვრება. გ) ბიბლიოთეკა - წიგნთსაცავი. დ) კომეტა - თანამგზავრი. 3. რომელ წინადადებაში არ არის სტილისტური ხარვეზი? ა) ამერიკელმა რეჟისორებმა ამ თემაზე ორი მხატვრული ფილმის გადაღება აწარმოეს. ბ) არქეოლოგიურ გათხრებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები ერთად აწარმოებენ. გ) გასულ წელს ახალშექმნილმა კომპანიებმა 10 მილიონი ლარის პროდუქცია აწარმოეს. დ) ექიმები მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას აწარმოებენ. 4. რომელი მეტყველების ნაწილია ხაზგასმული სიტყვა? ახალგაზრდებმა ამ დავალებას თავი ვერ გაართვეს. ა) ზმნიზედა. ბ) კავშირი. გ) ნაწილაკი. დ) შორისდებული. 5. რომელია სწორი? ა) თხუთმეტიათას რვაას ოცდაცხრამეტი. ბ) თხუთმეტიათას რვაასოცდაცხრამეტი. გ) თხუთმეტი ათას რვაასოცდაცხრამეტი. დ) თხუთმეტი ათას რვაას ოცდაცხრამეტი. 6. რომელია არასწორი ფორმა? ა) ააღორძინებს. ბ) აუღმართავს. გ) აღნიშნავს. დ) აღუზრდის. 7. რომელია არასწორი ფორმა? ა) გალახავს. ბ) გაფხიკავს. გ) გარეცხავს. დ) გაფანტავს. 8. რა ტიპის არის წინადადება: კარგად თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ვიწრო ბილიკზე მიმავალ მგზავრს. ა) მარტივი. ბ) შერწყმული. გ) რთული თანწყობილი. დ) რთული ქვეწყობილი. 9. იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ: „და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაისა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“. რას ნიშნავს „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“? ა) ეშმაკი განეშორა. ბ) ეშმაკი დაიმორჩილა. გ) ეშმაკი შვებას ჰგვრიდა. დ) ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი. 10. იოვანე საბანისძის თხზულებაში „აბო თბილელის წამება“ მსაჯული აბოს ეკითხება: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალოს თავი შენი“? რა უპასუხა აბომ მსაჯულს? ა) ვერც ერთი მაჰმადიანი ამას ვერ გაიგებსო. ბ) ირწმუნე ქრისტეს მოძღვრება და თვითონ გაიგებო. გ) რაკიღა ერთხელ ვაღიარე ქრისტე, რწმენას ვეღარ დავთმობო. დ) როგორც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ გაიგებო. 11. გიორგი მერჩულის თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გრიგოლი ეუბნება ეფრემს: „ეფრემ სანატრელო... უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა. და შენ უწყი, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოსობაი არსენისი“. რით ასაბუთებს გრიგოლ ხანძთელი არსენის გაკათალიკოსების აუცილებლობას? ა) ამით არსენის სურვილი დაკმაყოფილდებაო. ბ) ამით ეკლესიის ღირსება ამაღლდებაო. გ) ამით ღვთის ნება აღსრულდებაო. დ) ამით შენ პატივი მოგემატებაო. 12. დატყვევებული ნესტან-დარეჯანი ტარიელს სწერს: „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე“. ნესტანის რა სულიერი მდგომარეობა ჩანს სტრიქონში: „ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე“? ა) იმედიანობა. ბ) სასოწარკვეთილება. გ) სინანული. დ) შეუპოვრობა. 13. გაიხსენეთ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“. რა არის ის, რასაც ადამიანს ვერავინ წაართმევს? ა) გვარიშვილობა. ბ) ვაჟკაცობა. გ) სილამაზე. დ) ცოდნა. 14. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან „გოგჩა“: „მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარმწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!“ რა მხატვრული საშუალებაა „დროის მსვრელი ცელი“? ა) ალიტერაცია. ბ) გაპიროვნება. გ) მეტაფორა. დ) ჰიპერბოლა. 15. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან „საღამო გამოსალმებისა“: „ან მე უგუნურს, რად მრწამდა ბედისა დაუსრულება? აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა!“ რა არის მოცემული ტექსტის სათქმელი? ა) ადამიანმა უგუნური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ბ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მარტო დარჩება. გ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბედნიერება უსასრულო არაა. დ) უგუნური ადამიანი მუდამ ბედის წყალობას ელოდება. 16. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან „რად ჰყვედრი კაცსა...“: „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!“ ავტორის აზრით, რა ბადებს ჭეშმარიტ სიყვარულს? ა) ზეციურ ძალთა ნება. ბ) მშვენიერ სულთა კავშირი. გ) ურთიერთობა და დრო. დ) შემთხვევითობა და ბედისწერა. 17. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პოემიდან „განდეგილი“: „განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი“. რა მიზნით დათმო წუთისოფელი განდეგილმა? ა) ამქვეყნიური სევდა გადაეყარა გულიდან. ბ) რათა სულიერი სრულყოფისათვის მიეღწია. გ) საკუთარი ზრახვები გულში ჩაეკლა. დ) საკუთარ ფიქრებთან განმარტოება შეძლებოდა. 18. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“. როგორ შეაფასა ბათუმ საფარ-ბეგის გადაწყვეტილება ცხენის მოპარვის შესახებ? ა) აზრის გამოთქმას მოერიდა. ბ) მოუწონა ძუძუმტეს განზრახვა. გ) ტრადიციის დაცვად მიიჩნია. დ) უღირს საქმედ მიიჩნია. 19. დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“ ვკითხულობთ: „მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა... და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა“. ბეკინას რა წინათგრძნობა ახდა მისი სიკვდილის შემდეგ? ა) პლატონი ძმას საერთოდ არ ნახულობდა. ბ) პლატონი ძმას სასტიკად ჩაგრავდა. გ) პლატონი ძმას ყველგან მფარველობდა. დ) პლატონი ძმის მიმართ გულგრილი იყო. 20. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ჯაყოს ხიზნები“ ვკითხულობთ: „კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა: – ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა!“ ჯაყოს ხასიათის რა კონკრეტული თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში? ა) თავხედობა. ბ) ლაჩრობა. გ) სიხარბე. დ) წინდაუხედაობა. პასუხები: 1. დ); 2. დ); 3. გ); 4. გ); 5. დ); 6. ბ); 7. ბ); 8. გ); 9. დ); 10. ბ); 11. გ); 12. ბ); 13. დ); 14. გ); 15. გ); 16. ბ); 17. ბ); 18. დ); 19. ბ); 20. ა).

მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც . თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.
მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.
მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.
არსებობს აგრეთვე ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

დიეტა, რომელიც 1 დღეში 2 კილოს მოგაკლებინებთ


1.200 ლიტრი წყალი უნდა ვადუღოთ 1 ლიტრამდე.
1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი არაყი და 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი ავურიოთ ერთმანეთში და ამ 1 ლიტრ ადუღებულ წყალში.
მთელი დღე მიიღეთ-დალიეთ მაშინ როცა მოგშივდებათ.
შედეგად 1 დღეში იკლებ 2 კილოს.

თმისა და ფრჩხილების სამკურნალო კოქტეილი
თმისა და ფრჩხილების სამკურნალო კოქტეილი
თუ თმამ ბზინვარება დაკარგა, ფრჩხილები კი მტვრევადი გაგიხდათ, დროა, გემრიელი და რაც მთავარია, ვიტამინებით სავსე კოქტეილი მოამზადოთ. 


ვიტამინებისა და ენერგეტიკული ღირებულების წყალობით, მას შეუძლია საუზმეც შეგიცვალოთ. 

დაგჭირდებათ: 300 მლ რძე; 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი ("ჰერკულესი"); 1 ცალი ბანანი და 1 სადილის კოვზი თაფლი. 

შვრიის ფანტელებს დაასხით იმდენი რძე, რომ ფანტელები კარგად დარბილდნენ და მასა მოცულობაში გაიზარდოს. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და ისევ დააბლენდერეთ. 

ეს კოქტეილი 10-14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიირთვათ. შემდეგ შეისვენეთ და სურვილის მიხედვით ისევ გაიმეორეთ. იგი სასარგებლო და აუცილებელია განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. 

Tuesday, January 13, 2015

ქართული ენა - ეს არის მუსიკა,მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა!
ქართული ენა - ეს არის მუსიკა,მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა!
იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი
"წმინდანთა ცხოვრებებს კი ვკითხულობთ, მაგრამ მათი მადლის გარეშე ვრჩებით. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: პირადად ის რას აკეთებს იმისათვის, რისთვისაც წმინდა ილია მართალი მოგვიწოდებდა, სახელდობრ, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისათვის". 

"ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა".

"ქართული დამწერლობა შეიქმნა ჯერ კიდევ ქრისტეს ხორციელად შობამდე III საუკუნეში და ამჟამად მსოფლიოში მოქმედ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესია. ისევე, როგორც ქართველი ერი და ქართული ენა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის". 

"IV საუკუნიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ მდებარე ქართულ მონასტრებში საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და ითარგმნებოდა საქვეყნოდ აღიარებული სასულიერო თუ საერო თხზულებანი... დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებენ ჩვენი თანამედროვეები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისის უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ინსტიტუტი ინტენსიურ მუშაობას ეწევიან ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევისა და წარმოჩინებისათვის. ჩვენი წინაპრებისა თუ თანამედროვეთა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა კვლავ მოელის წარმოჩინებას კაცობრიობის წინაშე". 

"ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულითა მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა". 

"მახსოვს, რომის პაპმა იოანე-პავლე 
II-მ რუკაზე მონახა საქართველო და მისი პირველი სიტყვები ასეთი იყო: რა მძიმე გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონიაო. ვკითხე, - რატომ-მეთქი. გარშემო სულ მუსლიმანები არიან, თვითონ კი ქრისტიანული კუნძულიაო. ამიტომაა საქართველო ძლიერი, სულ ბრძოლაში რომ იყო-მეთქი, ვუთხარი. ამ ბრძოლაში შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი მიწა (თუმცა მთლიანად ვერა...), ჩვენი საყვარელი ენა, ის შინაგანი გენია, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა". 

"ჩვენ ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს: როგორ შეძლო ქართველმა ერმა, რომელსაც გამუდმებული ბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავად, ამგვარი დიდებული კულტურის შექმნა, როდის მოიცალა ჯვრისა და სვეტიცხოვლის, სიონისა თუ გელათის ასაშენებლად, როდის მონახა დრო, შეექმნა ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი მწერლობა. ყველაფერი ეს შედეგი იყო ღვთის წყალობისა და ქართველი კაცის შემოქმედებითი გენიისა". 

"საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს". 

"ყოველ ერს, ისევე როგორც ადამიანს, თავისი საუნჯე აქვს. ჩვენი დიდი წმინდანი და საზოგადო მოღვაწე ილია მართალი გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გვმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. ჩვენ მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფრთხილებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. მის დასაცავად და მოსაფრთხილებლად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ. ჩვენ კი ეს ხშირად არ შეგვიძლია, არა იმიტომ, რომ ღმერთმა მადლი და სიყვარული მოგვაკლო, არამედ იმიტომ, რომ ხშირად მხოლოდ განდიდებისა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭისათვის ვიღვწით".

"მოგეხსენებათ, რომ წმინდა ლაზარე ქართულ ენასთანაა დაკავშირებული. ქართულმა ეკლესიამ ლაზარეს შაბათს ქართული ენის დღესასწაული დააწესა. ყოველ წელს, ლაზარეს შაბათს, არის დღესასწაული ქართული ენისა". 

"გადიდებ შენ და გმადლობ შენ, მოწყალეო, რამეთუ გვქმენ მსგავსად შენდა, რამეთუ მოგვანიჭე ენა ქართული და რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა, მოგვფინენ ნათელი გონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!" (პატრიარქის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ლოცვიდან). 

"დიდმოწამეო გიორგი, განგვინათლე გონება, რომ ვცნათ უფალი, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; აღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა ჩვენი" (პატრიარქის მოკრძალებული თხოვნიდან წმინდა გიორგისადმი). 

"განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო. ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში. ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები". 

"ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმინდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს: საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ". 

"სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა; მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული". 

"გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს".

"ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ, უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისი", მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს". 

"ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცეს". 

"რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ, იოანე-ზოსიმემ, თქვა: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს". 

"არის ღირებულებანი, რომელნიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და მწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ". 

"სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენას. 

ძველქართული პოეზიის ბრწყინვალე ძეგლის, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის", ავტორი, ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".

წმინდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღვთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმინდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას, იესო ქრისტეს.

მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს!.. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს... გვახსოვდეს, რომ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას. ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რაიც ავალებს ყოველ ქართველს უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხურის ცოდნას... ყოველმა საშუალოსკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს. 

დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი...

ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ". 

"ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დონე მისი შემოქმედებითი ნიჭის მაჩვენებელია, მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.

ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე გაშლილი პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახალამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი. 

ქართული ენის უჩვეულო სილამაზეს იმთავითვე გრძნობდნენ ჩვენი მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი შექმნეს მის სადიდებლად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ამ ღვთივბოძებულ საგანძურს, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისა, სასოებით დაცვა და გაფრთხილება სჭირდება".

"ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი".

Saturday, December 27, 2014

ჟულიენი - გემრიელი და ნოყიერი

5 / 0
ჟულიენი - გემრიელი და ნოყიერი
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
ინგრედიენტები:
სოკო
300 გ
ხახვი
1 თავი
ქათმის, საქონლის ან ღორის ხორცი
300 გ
ნაღები 10-20%
300 მლ (შეიძლება არაჟნითაც შეიცვალოს)
მარილი და პილპილი
ყველი
200 გ
ქათმის, ღორის ან ძროხის  ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად (კარგი იქნება, თუ მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე ხორცს თეთრი ღვინის მარინადში ჩადებთ).

სოკო  დაჭერით თხელ ფირფიტებად. წვრილად დაჭერით ხახვიც და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე სოკოსთან ერთად .

მეორე ტაფაც გაახურეთ, დაასხით 3-4 ს.კ. ზეთი და მოშუშეთ ხორცი საშუალო ტემპერატურაზე. თან ხშირად  ურიეთ.

ხახვთან ერთად მოშუშული სოკო გადაიტანეთ ხორციან ტაფაზე და კარგად აურიეთ.
ქოთანში გადაიტანეთ ხორციანი მასა, დაამატეთ ნაღები, ზემოდან მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი. 

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ ყველი გადნება და დაიბრაწება.

Tuesday, November 11, 2014

პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები
თარიღი: 11 ნოემბერი 2014
ავტორი: რუსუდან გონაშვილი
პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. ვინაიდან დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, მსურს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეთოდები. იმედი მაქვს, ეს თვალსაჩინო კონკრეტული მეთოდები დაგეხმარებათ პროექტების განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებებს!
კონკრეტული პროექტის განხორციელების მეთოდი
სტრუქტურა
მოქმედების ალგორითმი
პრაქტიკული პროექტი
კვლევითი პროექტი
საინფორმაციო პროექტი
შემოქმედებითი პროექტი
მიზანი
პროექტის მონაწილეთა ან დამკვეთის ინტერესების სოციალური ამოცანების გადაწყვეტა.
სასწავლო კვლევისთვის საჭირო უნარების ფორმირება.
რაიმე ობიექტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.
შედეგი
დასაწყისშივე ზუსტად და კონკრეტულად არის განსაზღვრული მისაღწევი შედეგი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.
ყოველთვის არ არის ცნობილი კვლევის დაწყებისასაკეთებენ შედეგების ჰიპოთეზასრომელიც შემდეგ მოწმდება ექსპერიმენტულად ან თეორიულად.
დასაწყისშივე ზუსტად არის განსაზღვრული შედეგირომელიც შესაძლებელია გამოიყენონ კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.
პროექტის დასრულებამდე უცნობია
სტრუქტურა
საჭიროებს კარგად მოფიქრებულ სტრუქტურას, მთელი მოქმედების სცენარს, სადაც გაწერილი იქნება ყველა მონაწილის ფუნქცია;
საჭიროა კოორდინირებული მოქმედება;
 სიტუაციის პროექტისწინა ანალიზი
ხელმძღვანელთან ერთად პროექტის თემის, პრობლემის, ჰიპოთეზების ფორმირება;
 გაშლილი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
 ეტაპობრივი განხილვა და საჭიროებისამებრ კორექტირების შეტანა საპროექტო მუშაობაში;
 სასწავლო პროდუქტის დამზადება და გაფორმება;
 მიღებული პროდუქტის მომზადება საპრეზენტაციოდ და მისი საჯაროდ წარმოდგენა;
 პრაქტიკაში მისი გამოყენების შესაძლო გზების მონახვა;
 მიღებული პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენება (გაშვება);
 თვითანალიზი და თვითშეფასება.
ასეთი პროექტი მთლიანად ექვემდებარება ერთიან ლოგიკას და გააჩნია სტრუქტურა, რომელიც მიახლოებულია სამეცნიერო კვლევის სტრუქტურასთან ან მთლიანად ემთხვევა მას.
კერძოდ:
 აქტუალურობის არგუმენტაცია,გამოყოფილია კვლევის პრობლემა და მიზნები;
 ფორმირებულია კვლევის ჰიპოთეზა;
 განსაზღვრულია კვლევის მეთოდები, ინფორმაციის წყარო;
 შეიცავს განხილვასანალიზს და მიღებული შედეგები გაფორმებულია.
საჭიროებს კარგად მოფიქრებულ სამოქმედო სტრუქტურას, რომლის კორექციაც შესაძლებელი იქნება სამუშაოს შესრულების პარალელურად.
სტრუქტურის თავისებურება:
 მიზანი;
 აქტუალურობა;
 ინფორმაციის წყარო;
 ანალიზი,განზოგადება,ცნობილ ფაქტებთან შეპირისპირება;
არგუმენტირებული დასკვნები;
 განხილვა.
როგორც წესიარ გააჩნია ერთობლივი მუშაობის დეტალურად შემუშავეული სამოქმედო სტრუქტურა
კეთდება მხოლოდ გეგმის მონახაზი. შემდეგ მასსრულყოფენ მონაწილეთა ინტერესებისა და ერთობლივი მუშაობისას მიღებულიგადაწყვეტილებების შედეგად.
შემოქმედებით პროექტებში ხშირად ხდება ისე, რომ არ ხერხდება შედეგების შუალედური შეფასება, მაგრამ მუშაობისათვის თვალყურის დევნება მაინც საჭიროა, რომ პრობლემების შემთხვევაში მონაწილეებს დახმარება გავუწიოთ.
საპროექტო საქმიანობის პროდუქტის ფორმა
 გამოფენა;
 გაზეთი,ჟურნალი;
 მოქმედი ფირმა;
 კანონპროექტი;
 კაბინეტის მოწყობა;
 სკოლის თვითმართველობის სისტემა;
 მულტიმედიური პროდუქტი;
 სასწავლო რესურსი;
 ვებგვერდები;
 რუკა;
 ვიდეოფილმი და სხვა.
 საკვლევი თემის ირგვლივ შედარებით- შეპირისპირებითი ანალიზი;
 სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემების ანალიზი;
 ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნება;
 ვებგვერდი;
 რუკა;
 ცნობარი და სხვა
 ვიდეოფილმი;
 გაზეთი,ჟურნალი;
 ექსკურსია;
 კოლექცია;
მულტიმედიური პროდუქტი;
 პროგნოზი;
 ცნობარი;
 ვებგვერდი და სხვა.
 მოდელი;
 მუსიკალური ნაწარმოები;
 თზულებათა კრებული;
 ლექსების, ნახატების კრებული;
 ვიდეოფილმი;
 გამოფენა;
 დღესასწაული;
 თამაში;
 კოლექცია;
პრეზენტაციის შესაძლო ფორმა
 ვიდეოფილმის დემონსტრაცია;
 სამეცნიერო კონფერენცია;
 კვლევითი ექსპედიციის ანგარიში;
 მოგზაურობა;
 რეკლამა;
 ტელეგადაცემა.
 ვიდეოფილმის დემონსტრაცია;
 სამეცნიერო საბჭოზე დაცვა;
 ფაქტების, დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის ილუსტრირებული შეპირისპირება;
 სამეცნიერო კონფერენცია და სხვა.
 საქმიანი თამაში;
 ვიდეოფილმის დემონსტრირება (ან საინფორმაციო ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტის დემონსტრირება);
 ფაქტების, დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის ილუსტრირებული შეპირისპირება;
 სამეცნიერო კონფერენცია;
 სამეცნიერო მოხსენება;
 რეკლამა;
 ტელეგადაცემა და სხვა.
 საქმიანი თამაში;
 რეალური ან გამოგონილი სიტუაციის ინსცენირება;
 რეკლამა;
 შეჯიბრი;
 სპექტაკლი;
 თეატრალიზება;
 ტელეგადაცემა;
 ექსკურსია და სხვა.
შეფასება
სისტემატური გარე შეფასების ორგანიზება:დაინტერესებული პირებისა და სტრუქტურების შეფასება.
გარე შეფასების აუცილებლობა:ხელმძღვანელის შეფასებასხვა დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასება
გარე შეფასების ორგანიზება:სპეციალისტების შეფასებები.
პრეზენტაციის სახით.
ღირებულება
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლადმოგვარების შესაძლებლობა.
სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარება
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა.
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა