Wednesday, January 14, 2015

საატესტატო გამოცდის დავალებათა ნიმუშები ქართული ენა და ლიტერატურა 1. რომელი სტილის ნიმუშია მოცემული ტექსტი? ფუტკრები (Apoidea), მწერების ზეოჯახი სიფრიფანასებრთა რიგისა, შეიცავს რამდენიმე ოჯახს. ფუტკრის სხეულის სიგრძე 1,5 მმ – 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათად“, რომელშიც ფუტკარი გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებს ყვავილის მტვერს. მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ა) მხატვრულის. ბ) ოფიციალურ-საქმიანის. გ) პუბლიცისტურის. დ) სამეცნიეროსი. 2. რომელი არ არის სინონიმები? ა) ალპინისტი - მთამსვლელი. ბ) არქიტექტურა - ხუროთმოძღვრება. გ) ბიბლიოთეკა - წიგნთსაცავი. დ) კომეტა - თანამგზავრი. 3. რომელ წინადადებაში არ არის სტილისტური ხარვეზი? ა) ამერიკელმა რეჟისორებმა ამ თემაზე ორი მხატვრული ფილმის გადაღება აწარმოეს. ბ) არქეოლოგიურ გათხრებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები ერთად აწარმოებენ. გ) გასულ წელს ახალშექმნილმა კომპანიებმა 10 მილიონი ლარის პროდუქცია აწარმოეს. დ) ექიმები მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას აწარმოებენ. 4. რომელი მეტყველების ნაწილია ხაზგასმული სიტყვა? ახალგაზრდებმა ამ დავალებას თავი ვერ გაართვეს. ა) ზმნიზედა. ბ) კავშირი. გ) ნაწილაკი. დ) შორისდებული. 5. რომელია სწორი? ა) თხუთმეტიათას რვაას ოცდაცხრამეტი. ბ) თხუთმეტიათას რვაასოცდაცხრამეტი. გ) თხუთმეტი ათას რვაასოცდაცხრამეტი. დ) თხუთმეტი ათას რვაას ოცდაცხრამეტი. 6. რომელია არასწორი ფორმა? ა) ააღორძინებს. ბ) აუღმართავს. გ) აღნიშნავს. დ) აღუზრდის. 7. რომელია არასწორი ფორმა? ა) გალახავს. ბ) გაფხიკავს. გ) გარეცხავს. დ) გაფანტავს. 8. რა ტიპის არის წინადადება: კარგად თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ვიწრო ბილიკზე მიმავალ მგზავრს. ა) მარტივი. ბ) შერწყმული. გ) რთული თანწყობილი. დ) რთული ქვეწყობილი. 9. იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ: „და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაისა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“. რას ნიშნავს „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“? ა) ეშმაკი განეშორა. ბ) ეშმაკი დაიმორჩილა. გ) ეშმაკი შვებას ჰგვრიდა. დ) ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი. 10. იოვანე საბანისძის თხზულებაში „აბო თბილელის წამება“ მსაჯული აბოს ეკითხება: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალოს თავი შენი“? რა უპასუხა აბომ მსაჯულს? ა) ვერც ერთი მაჰმადიანი ამას ვერ გაიგებსო. ბ) ირწმუნე ქრისტეს მოძღვრება და თვითონ გაიგებო. გ) რაკიღა ერთხელ ვაღიარე ქრისტე, რწმენას ვეღარ დავთმობო. დ) როგორც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ გაიგებო. 11. გიორგი მერჩულის თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გრიგოლი ეუბნება ეფრემს: „ეფრემ სანატრელო... უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა. და შენ უწყი, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოსობაი არსენისი“. რით ასაბუთებს გრიგოლ ხანძთელი არსენის გაკათალიკოსების აუცილებლობას? ა) ამით არსენის სურვილი დაკმაყოფილდებაო. ბ) ამით ეკლესიის ღირსება ამაღლდებაო. გ) ამით ღვთის ნება აღსრულდებაო. დ) ამით შენ პატივი მოგემატებაო. 12. დატყვევებული ნესტან-დარეჯანი ტარიელს სწერს: „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე“. ნესტანის რა სულიერი მდგომარეობა ჩანს სტრიქონში: „ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე“? ა) იმედიანობა. ბ) სასოწარკვეთილება. გ) სინანული. დ) შეუპოვრობა. 13. გაიხსენეთ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“. რა არის ის, რასაც ადამიანს ვერავინ წაართმევს? ა) გვარიშვილობა. ბ) ვაჟკაცობა. გ) სილამაზე. დ) ცოდნა. 14. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან „გოგჩა“: „მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარმწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!“ რა მხატვრული საშუალებაა „დროის მსვრელი ცელი“? ა) ალიტერაცია. ბ) გაპიროვნება. გ) მეტაფორა. დ) ჰიპერბოლა. 15. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან „საღამო გამოსალმებისა“: „ან მე უგუნურს, რად მრწამდა ბედისა დაუსრულება? აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა!“ რა არის მოცემული ტექსტის სათქმელი? ა) ადამიანმა უგუნური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ბ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მარტო დარჩება. გ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბედნიერება უსასრულო არაა. დ) უგუნური ადამიანი მუდამ ბედის წყალობას ელოდება. 16. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან „რად ჰყვედრი კაცსა...“: „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!“ ავტორის აზრით, რა ბადებს ჭეშმარიტ სიყვარულს? ა) ზეციურ ძალთა ნება. ბ) მშვენიერ სულთა კავშირი. გ) ურთიერთობა და დრო. დ) შემთხვევითობა და ბედისწერა. 17. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პოემიდან „განდეგილი“: „განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი“. რა მიზნით დათმო წუთისოფელი განდეგილმა? ა) ამქვეყნიური სევდა გადაეყარა გულიდან. ბ) რათა სულიერი სრულყოფისათვის მიეღწია. გ) საკუთარი ზრახვები გულში ჩაეკლა. დ) საკუთარ ფიქრებთან განმარტოება შეძლებოდა. 18. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“. როგორ შეაფასა ბათუმ საფარ-ბეგის გადაწყვეტილება ცხენის მოპარვის შესახებ? ა) აზრის გამოთქმას მოერიდა. ბ) მოუწონა ძუძუმტეს განზრახვა. გ) ტრადიციის დაცვად მიიჩნია. დ) უღირს საქმედ მიიჩნია. 19. დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“ ვკითხულობთ: „მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა... და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა“. ბეკინას რა წინათგრძნობა ახდა მისი სიკვდილის შემდეგ? ა) პლატონი ძმას საერთოდ არ ნახულობდა. ბ) პლატონი ძმას სასტიკად ჩაგრავდა. გ) პლატონი ძმას ყველგან მფარველობდა. დ) პლატონი ძმის მიმართ გულგრილი იყო. 20. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ჯაყოს ხიზნები“ ვკითხულობთ: „კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა: – ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა!“ ჯაყოს ხასიათის რა კონკრეტული თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში? ა) თავხედობა. ბ) ლაჩრობა. გ) სიხარბე. დ) წინდაუხედაობა. პასუხები: 1. დ); 2. დ); 3. გ); 4. გ); 5. დ); 6. ბ); 7. ბ); 8. გ); 9. დ); 10. ბ); 11. გ); 12. ბ); 13. დ); 14. გ); 15. გ); 16. ბ); 17. ბ); 18. დ); 19. ბ); 20. ა).

მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც . თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.
მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.
მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.
არსებობს აგრეთვე ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

დიეტა, რომელიც 1 დღეში 2 კილოს მოგაკლებინებთ


1.200 ლიტრი წყალი უნდა ვადუღოთ 1 ლიტრამდე.
1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი არაყი და 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი ავურიოთ ერთმანეთში და ამ 1 ლიტრ ადუღებულ წყალში.
მთელი დღე მიიღეთ-დალიეთ მაშინ როცა მოგშივდებათ.
შედეგად 1 დღეში იკლებ 2 კილოს.

თმისა და ფრჩხილების სამკურნალო კოქტეილი
თმისა და ფრჩხილების სამკურნალო კოქტეილი
თუ თმამ ბზინვარება დაკარგა, ფრჩხილები კი მტვრევადი გაგიხდათ, დროა, გემრიელი და რაც მთავარია, ვიტამინებით სავსე კოქტეილი მოამზადოთ. 


ვიტამინებისა და ენერგეტიკული ღირებულების წყალობით, მას შეუძლია საუზმეც შეგიცვალოთ. 

დაგჭირდებათ: 300 მლ რძე; 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი ("ჰერკულესი"); 1 ცალი ბანანი და 1 სადილის კოვზი თაფლი. 

შვრიის ფანტელებს დაასხით იმდენი რძე, რომ ფანტელები კარგად დარბილდნენ და მასა მოცულობაში გაიზარდოს. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და ისევ დააბლენდერეთ. 

ეს კოქტეილი 10-14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიირთვათ. შემდეგ შეისვენეთ და სურვილის მიხედვით ისევ გაიმეორეთ. იგი სასარგებლო და აუცილებელია განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. 

No comments:

Post a Comment