Monday, October 20, 2014

1.     როგორი პოემაა ,,თორნიკე ერისთავი“?
ა) სათავგადასავლო; ბ) დეტექტიური; გ) ისტორიული.
2.      რასთან არის შედარებული ქართველ გმირთა სანაქებო საქმეების აღნუსხვის სიძნელე?
ა) ბნელ ღამესთან;  ბ) ცაში ვარსკვლავებისა და ზღვაში ქვიშის დათვლასთან;  გ) ტანჯვა-წამებასთან.
3.      აკაკის აზრით, ჯერ კიდევ რა არ გამქრალა?
ა) წარსულის ხსოვნა;  ბ) წინაპართა საქმეები;  გ) ნაშთი ძველი დიდებისა.
4.      რომელ მეფესთან წვეულებაა აღწერილი პოემაში?
ა) ვახტანგ მეფესთან; ბ) დავით აღმაშენებელთან; გ) დავით კურაპალატთან.
5.      რა სიმღერას მღეროდა წვეულებაზე შეკრებილი ხალხი?
ა) ოროველას; ბ) ჯვარულს; გ) მრავალჟამიერს.
6.      რა მიზეზი ჰქონდათ ქართველებს მხიარულებისა?
ა) მეფის დაბადების დღე იყო; ბ) მეფეს ძე შეეძინა;
გ) სამეფოში მშვიდობა იყო და გარეშე მტერიც ვერაფერს უბედავდა.
7.      დარბაზობაზე პირველ ბრალმდებლად ვინ გამოვიდა?
ა) ვაზირი;  ბ) მეფე;  გ) მსაჯული.
8.      ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: ,,და შეუმცდარი  ამ ქვეყნად .......... ნუ გეგონებათ“.
ა) ბრძენიცა; ბ) მეფეცა; გ) ხალხიცა.
9.      რატომ გადაწყვიტა თორნიკემ საერო სამსახურზე ხელის აღება?
ა) იფიქრა, დავბერდი ჩემზე უკეთესები ახალგაზრდები არიან და მათ დავუთმობ პირველობასო;               ბ) მეფეზე იყო განაწყენებული;     გ) ბოლო ბრძოლა წააგო.
10.  ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: ,,და რად დახვდეს ....... იმათ ჩემი პირველობა“.
ა) კედლად;    ბ) ღობე-ყორედ;    გ) დაბრკოლებად.
11.  ვინ იბრძოდნენ  ბარდა სკლიაროსის მხარეზე?
ა) მონღოლები და თურქები;  ბ) სომხები და თურქები;    გ) სპარსელები და სომხები.
12.  რომელი მდინარის პირას დაბანაკდა ქართველთა ჯარი?
ა) ევფრატის; ბ) ნილოსის;  გ)ჰალისის.
13.  ვინ ვის მიმართავს: ,,...ნუ გეშინიან!  ხმლიანი უხმლოს
                                          რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,
                                         მხოლოდ თანასწორ იარაღითა
                                         შენი დაჩაგვრა მე მენატრება!..“
ა) ორბელიძე აფრანიკს;  ბ) სკლიაროსი თორნიკეს; გ) პარაკიმემონი სკლიაროსს.
14.  ვინ არის: ...,,სიბერე ახლავს, მაგრამ ჯერ კიდევ გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომია.“
ა) ხუმარა;  ბ) თორნიკე ერისთავი; გ) დავით კურაპალატი.

15.  რაზე ამხედრებული გაემართა თორნიკე ბრძოლის ველისკენ?
ა) ცხენზე; ბ) ვირზე;  გ) ბერკვიცზე.
16.  თორნიკემ ბრძოლის შემდეგ რა უბრძანა ჯარს?
ა) ახლავე საქართველოსკენ გავბრუნდეთო;    ბ) დაჭრილი ქართველები გამოარჩიეთ და მოუარეთო;
გ) განურჩეველად, ნებისმიერი ერის მებრძოლს, თუ დაჭრილია, მოუარეთ, თუ მკვდარია, დამარხეთო.
17.  ვინ ვის ეუბნება: ,,ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა.“
ა) თორნიკე ჯოჯიკს;   ბ) ორბელიძე აფრანიკს;   გ) თორნიკე ჯარს.
18.  რა სიმღერას მღეროდა საქართველოში გამარჯვებით დაბრუნებული ჯარი?
ა) მრავალჟამიერს;  ბ) ამირანს;  გ) ოროველას.
19.  რა აღთქმა ჰქონდა დადებული გაბრიელ სალოსს?
ა) ყველას უნდა დახმარებოდა;  ბ) განმარტოებით უნდა ეცხოვრა;
გ) მუდამ მდუმარე უნდა ყოფილიყო.
20.  როდის დაარღვია გაბრიელ სალოსმა დუმილის აღთქმა?
ა) როდესაც გამარჯვებული ქართველი  ჯარი დაინახა;  ბ) როდესაც ერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა;
გ) როდესაც მეფე და თორნიკე ვერ შეთანხმდნენ ნაჩუქარი სიმდიდრის განაწილებაზე.
21.  ვისთან ერთად გაემართა თორნიკე ათონის მთისკენ?
ა) იოანესთან ერთად;  ბ) გაბრიელთან ერთად;  გ) ჯოჯიკთან ერთად.
22.  რა სასწაული მოხდა ათონის მთაზე?
ა) ერთ ბერს წმინდა გიორგი გამოეცხადა;  ბ) ერთ ბერს ღვთისმშობელი გამოეცხადა;
გ) ღვთისმშობლის ხატმა მოსცურა მდინარის ნაპირთან.
23.  ვინ გამოასვენა მდინარიდან ღვთისმშობლის ხატი?
ა) თორნიკემ; ბ) ერთმა ბერმა;  გ) გაბრიელმა.
24.  რა ეწოდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მდინარიდან გამოასვენეს?
ა)მფარველი;    ბ) ობოლთა შემწე;    გ) კარის ღვთისმშობელი.
25.  საქართველოს ,,სულმნათმა“ რა ჩვენება იხილა?
ა) ნინო, ქეთევანი და თამარი ქვეყნად ჩამოსულიყვნენ და ღვთისმშობელს საქართველოს შემწეობასა და შველას ევედრებოდნენ;  ბ)დავით აღმაშენებელი ღმერთს ავედრებდა საქართველოს;
გ) ივერია გაბრწყინებულიყო.

გაკვეთილის გეგმა : "თორნიკე ერისთავი"

1.გაკვეთილის თემააკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“
შემაჯამებელი გაკვეთილი
2.სწავლების საფეხური და კლასისაბაზო  საფეხური. მე-9 კლასი


4.მოსწავლეთა რაოდენობა:15 მოსწავლე
5.გაკვეთილის ხანგრძლივობა:2 აკადემიური საათი
6.მეთოდი:მოკლე ლექცია პრეზენტაციით, ინტერაქტიური და ჯგუფური მუშაობა
7.განსაკუთრებული მიდგომების  საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილიკლასში ასეთი საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.
8.გაკვეთილის მიზნებია) პოემის ჟანრის გაცნობა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება;
ბ) ისტორიული ფაქტისა და მხატვრული გამონაგონის გამიჯვნა ნაწარმოებში;
გ) სიუჟეტისა და ფაბულის ერთმანეთისაგან გარჩევა;
დ) ნაწარმოების იდეური ანალიზი.
9.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორებიVII – 7,8,9,10,11,12,13,14.
ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას, საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე
დააფიქრა წაკითხულმა, ამოიცნობს  მთავარ აზრს, განასხვავებს ფაქტს დამოკიდე-
ბულებებისაგან და აჯამებს ყოველივეს. აფასებს პერსონაჟების მოქმედებას, ახასი-
ათებს მათ, აფასებს მთხრობელის დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ.
ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში, ასხვავებს ერთმანეთისაგან სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს, ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (ავტორი-
სეული დახასიათება, მეტყველება, პორტრეტი...).
ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა, ეპითეტი,),
 ზოგიერთ სტილისტურ ეფექტს, სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყო-
ბას  ტექსტში. განმარტავს სად იწყება და მთავრდება  სიუჟეტის განვითარების სა-
ფეხურები.
წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას, აგროვებს და ახარისხებს მასალას, ადგენს ტექსტის გეგმას, იყენებს სხვადასხვა რესურსს.
წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას(პლაკატს, სქემას, ან რაიმე სხვა თვალსაჩინოებას.)
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას, მოიძიებს ინფორმაციას, გა-
აცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს, გამოდის მომხსენებლის როლში და გა-
მოხატავს ჯგუფის საერთო აზრს, შემოიფარგლება კონკრეტული თემით, ისმენს და-
 ეთანხმება , ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს.  
10.თანმიმდევრობა: აქტივობა და დროშემაჯამებელ გაკვეთილს წინ უძღვის ტექსტზე მუშაობის  8საგაკვეთილო საათი.
მუშაობას ვაწარმოებდი პაუზებით კითხვის მეთოდით. გარკვეული ეპიზოდის წა-
კითხვის შემდეგ ვსვამდი ტექსტის შცნობისათვის საჭირო და აუცილებელ კითხვებს. ვადგენდით ასოციაციურ რუკებს, ყურადღებას ვამახვილებდით პოემის მნიშვნელოვან და საყურადღებო ადგილებზე. ვიძიებდით
ინფორმაციას შესაბამის ისტორიულ ფაქტსა და მე-19 საუკუნის ისტორიულ სინამ-
დვილეზე.

შემაჯამებელი გაკვეთილი

აქტივობა I  -  10-12 წთ. მინი ლექცია პრეზენტაციით;

  დაბადება, მშობლები, ბავშვობა, სწავლის წლები, შემოქმედების ძირითადი ას-
პექტები, აკაკი - საზოგადო მოღვაწე, ილიას მხარდამხარ, აკაკის პოპულარობა,
გარდაცვალება, სხვიტორიდან - მთაწმინდისკენ;

აქტივობა II  -  8-10 წთ.   მოსწავლეთა პროვოცირება, ინტერაქტიული მეთოდით
საყურადღებო მასალაზე კონცენტრირება.

მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ვყვები აკაკი შანიძის მოგონებას აკაკი წერეთლის
 იუბილეს სამზადისის შესახებ 1908 წელს: „ეს დღესასწაული მით უფრო სანუკვა-
რი იყო, რომ წინა წელს ვერაგულად მოკლეს დიდი ილია და საჭირო იყო, რომ წიწა-
მურის ტრაგედიით ღრმად დაკოდილი ეროვნული სხეული მცირეოდენად მაინც მო-
შუშებულიყო. აკაკის იუბილე ერთგვარი სალბუნი  იყო ამ დიდი ეროვნული ტკივი-
ლის დასაამებლად, რადგანაც აკაკის დროშა იგივე ილიას დროშა იყო და უკეთესი
მომავლის იმედებით მაინც ყველას უღვივოდა გულში.“ ასევე მოსწავლეებს ვუამბობ
 ერთ საინტერესო ფრაგმენტს როდიონ ქორქიას მოგონებიდან. იგი იხსენებს ფოთში
გამართულ აკაკის იუბილეს და ყვება: „ვიღაცამ საოცარი პათოსით წაიკითხა: „არ
მომკვდარა! მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!“ - ატყდა ტაშის გრიალი და,
 იმავე დროს, ბევრი ატირდა, დარბაზში თეთრი ცხვირსახოცები აფრიალდა. მე,
14 წლის ბავშვმა, პირველად ვიგრძენი, რომ დაჩაგრული ერის შვილი ვიყავიო“.
ამის შემდგომ მოსწავლეებს გამოვიწვევ სასაუბროდ და კითხვა-პასუხის ფორმატით
წარმოვაჩენ XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობას; გამოვკვეთთ პოეტი-ლიდე-
რის როლს და ხაზს გავუსვამთისტორიული ნაწარმოების შექმნის  მნიშვნელობას. სა-
განგებოდ შევჩერდები პოემის შესავალზე: დიდებული წარსული, უბადრუკი აწმყო-
 გმირი ხალხის მთვლემარე შვილები; მომავლის იმედი - ცისარტყელა, „არ მომკვდა-
რა, გაიღვიძებს ისევ ერი!“, „წარსულ ნერგზე ახალ ნამყნის  შეხორცებას“
ასევე ყურადღებას გავამახვილებ ნაწარმოების ფინალზე. ძლევამოსილ, გამარჯვე-
ბულ ჯარს, წესით, არ უნდა ემღერა მიჯაჭვულ და მკერდდაფლეთილ, ყვავ-ყორნე-
ბისაგან შეწუხებულ ამირანზე, რომელიც შესაფერის დროს ელოდება, რომ თავი და-
იხსნას გასაჭირისაგან. ძლევამოსილი ჯარის ეს სიმღერა  მე-19 საუკუნის საქართვე-
ლოს ტკივილს წარმოგვიდგენს, მაგრამ იქვე ხაზგასმაა გმირებსა და მათ აღმზრდელ
დედებზე და იქვე ჩნდება იმედი, იმედი უკეთესი მომავლისა, რასაც ადასტურებს
სულ ბოლო აკორდი პოემისა - სიზმარი; ლოცვა, და ისევ ცისარტყელა. სამი ქალი:
რწმენის, სახელმწიფოებრივი ძლიერების, და სიმტკიცისა და სიწმინდის სიმბოლო:
ნინო, თამარი, ქეთევანი.იქვე გვახსენდება: ენა, მამული, სარწმუნოება. აი, რაზე
უნდა დადგეს ქართველობა,რომ ცისარტყელა ისევ გადაიჭიმოს ნიკოფსიითგან და-
რუბანდამდის. აი, რა უნდა დაუსახოს მიზნად ლიდერმა - პოეტმა ერს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.
ამ დასკვნებამდე მისვლის შემდგომ ოთხ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს მივცემ კონ-
კრეტულ დავალებებს, რომლებიც ბარათებზე  გამზადებული მექნება წინასწარ.
ჯგუფებს პირობითად ვუწოდებ სახელებს.

აქტივობა III – 25 წთ. ჯგუფური მუშაობა;

I ჯგუფი - “ მკვლევრები“ (იმუშავებენ პოემაში ისტორიული სინამდვილისა და
მხატვრული გამონაგონის გამიჯვნაზე, ფაბულისა და სიუჟეტის ურთიერთმიმართე-
ბაზე).
დავალება ბარათზე:
1. ჩამოაყალიბეთ ისტორიული სინამდვილე, რომელიც საფუძვლად დაედო პოემას.
რა იცით ბარდა სკლიაროსის აჯანყებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა
 მონაწილეობის შესახებ?
2. რა ინფორმაციას გვაწვდის ივანე სულისძის წარწერა ზარზმაში?
3. დააჯგუფეთ პოემაში: ერთი მხრივ, ისტორიული სინამდვილე და მეორე მხრივ
მწერლის გამონაგონი; ასევე - ისტორიული პირები და ლიტერატურული პერსონაჟე-
ბი.(შეგიძლიათ წარმოადგინოთ სქემების სახით).
4. პოემის შინაარსზე დაყრდნობით გამოკვეთეთ სიუჟეტის განვითარების საფეხურე-
ბი.
5. განმარტეთ რა არის: ფაბულა, სიუჟეტი, პროლოგი, ეილოგი, ექსპოზიცია, კულ-
მინაცია, კვანძის გახსნა.

II ჯგუფი - “ ლიტერატორები“ (იმუშავებენ რომ წარმოაჩინონ ჟანრი - ისტორი-
ული პოემა, გამოკვეთონ ნაწარმოების მხატვრული ელფერი და კომპოზიცია).
დავალება ბარათზე:
1. ისაუბრეთ ნაწარმოების ჟანრზე: რა არის პოემა? დააკონკრეტეთ რა არის ისტო-
რიული პოემის მახასიათებლები.
2. როგორია „თორნიკე ერისთავის“ არქიტექტონიკა? ისაუბრეთ ნაწარმოების კომპო-
ზიციაზე.
3. გამოკვეთეთ ნაწარმოების მხატვრული ელფერი! ისაუბრეთ მწერლის სტილსა და
ინტონაციაზე, (მაღალფარდოვანია მეტყველება, თუ სადა და მოხდენილი, არქაიზ-
მებითაა დატვირთული, თუ ნათელი და გამჭვირვალეა ყოველი სტრიქონი).
4. რა დატვირთვა აქვს პოემაში მხატვრულ გამონაგონს (ყურადღება გაამახვილეთ
პეიზაჟზე, სიზმარსა და ლოცვაზე)?
5. დაასახელეთ ეპითეტის, მეტაფორისა და შედარების მაგალითები. როგორია რით-
მა და რიტმი?

III ჯგუფი - “ ანალიტიკოსები“ (ეცდებიან წარმოადგინონ ნაწარმოების იდეური
ანალიზი, დააკავშირონ  წარსული და მე-19 საუკუნის საქართველო).
დავალება ბარათზე;
1. როგორ საქართველოსა და ქართველობას წარმოგვიდგენს მწერალი და როგორია
მე-19 საუკუნის საქართველო?
2. რა დატვირთვა აქვს პოემაში სიზმარს, ლოცვას, სამშობლოში დაბრუნებული ჯა-
რის სიმღერას?
3. ნინოს, ქეთევანის, თამარის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. რატომ დააკავში-
რა მწერალმა ეს სამი სხვადასხვა ეპოქის ქალი და შექმნა დიადი სამეული? სხვა რო-
მელ სამეულებს გაიხსენებთ?
 4. რას წარმოგვიდგენს ცისარტყელას მხატვრული სახე პოემის შესავალსა და ფინალ
ში?
5. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სცადეთ წარმოადგინოთ მწერლის ჩანაფიქრი:
რა იყო ამ ისტორიული პოემის შექმნის იდეა?

IV ჯგუფი - “ შემოქმედები“ (იმუშავებენ, რომ შექმნან ჩანახატი, ლექსი ან ნახატი
 შეთავაზებული თემებიდან რომელიმეზე).
დავალება ბარათზე:
შექმენით ჩანახატი, ლექსი ან ნახატი შემოთავაზებული თემებიდან რომელიმეზე:
ნახატი: 1. ლხინი, ან სამსჯავრო დავით კურაპალატის სასახლეში;
2. ბრძოლა  ჰალისის პირას;
3. გამარჯვებული მეომრების დაბრუნება სამშობლოში;
4. საქართველოსთვის მლოცველი დედები.
თხზულება:
1.      „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული შვიდფეროვანი სარტყელი“;
2.      „აკაკისა და ჩემი საქართველო“;
3.      „დღევანდელი საქართველოს ტკივილი“.

ჯგუფებს საშუალება ექნებათ  პრეზენტაციისთვის გამოიყენონ ფორმატები, ფერადი
 ფანქრები, კომპიუტერი და პროექტორი. თავიანთი ნამუშევრის წარმოდგენას  მო-
ახდენენ როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად.
11.შეფასებააქტივობა IV. 10-12 წთ.

შეჯამების მიზნით ბავშვებს ვთხოვ, შეაფასონ მოწინააღმდეგე გუნდის ნამუშევრები
 (განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ნაშრომის ღირსებაზე), და თუ უკმა-
რისობის განცდა აქვთ რომელიმე გუნდის მიერ წარმოდგენილ მასალაზე, განავ-
რცონ ის თავიანთი ინფორმაციით (ასეთ შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით
ქულას).
ბოლოს თვითონვე შევაჯამებ გაკვეთილს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბ-
რიკის მიხედვით.

ჯგუფური მუშაობის შეფასებვის რუბრიკა:



შედეგი1-3 ქულა4-5ქულა6-7 ქულა8-9-10 ქულა
კომუნიკაციაჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. არ უზიარებენ ერთმანეთს აზრს და გამოცდილებას. ვერ ახერხებენ შეთანხმებულ მუშაობას.ცდილობენ თანამშრომლობას, აქვთ სურვილი გამოხატონ თავიანთი აზრი და გაიზიარონ მეგობრებისაც. მუშაობენ შეთანხმებულად, მაგრამ პერიოდულად.მოახერხეს თანამშრომლობა ერთმანეთთან. შეძლებისდაგვარად გამოხატავენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის სხვა წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანხმებულად.თანამშრომლობა ერთმანეთთან მაღალია. გამოთქვამენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანმებულად.
აქტიური სმენა (ჩართულობა)არ არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი.არ უსმენენ ერთმანეთს და ვერ ერთვებიან დავალების შესრულების პროცესში. სმენადობა დაბალია.უსმენენ უგულისყუროდ, პერიოდულად.ცდილობენ მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება. პერიოდულად ერთვებიან დავლების შესრულების პროცესში.სმენადობა არის მაგრამ პერიოდულად.უსმენენ ერთმანეთს. არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში, სმენადობა მაღალია.უსმენენ ერთმანეთს ავითარებენ ერთმანეთის აზრს, არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში. აქვთ მზაობა და დავალების მაღალ დონეზე შესრულების სურვილი. სმენადობა მაღალია.
საინტერესო პრეზენტაზიაშესავალი არ აქვს. იწყებს უინტერესოდ. ვერ ახდენს პრობლემის განსაზღვრას, ვერ გეგმავს და წყვეტს დასმულ ამოცანას. ვერ ახდენს მის გადაჭრას. ვერ მეტყველებს გამართულად.შესავალი არის, მაგრამ უინტერესო და ტრაფარეტული. ცდილობს ორგანიზებას და პრობლემის გადაჭრას. ნაწილობრივ წყვეტს დასმულ ამოცანას. საუბარი არის ფრაგმენტული, ხარვეზებით.ცდილობს შესავალი წარმოადგინოს საინტერესოდ. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას. მეტყველებს გამართულად.საინტერესოდ და დამაჯერებლად იწყებს თხრობას. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარდგენას. ირჩევს ეფექტურ სტრატეგიებს და მოკლედ აღწერს ამოცანის გადაჭრის საფეხურებს და მიჰყვება არჩეულ გზას. მეტყველებს გამართულად, მოჰყავს დამატებითი ინფორმაცია, აკავშირებს ძველს ახალთან.
ვიზუალური წარდგენაარ აქვს თვალსაჩინო მასალა, ვერ ახერხებს შექმნას იგი და წარმოადგინოს.აქვს თვალსაჩინოება, მაგრამ მწირი, არაესთეტიური. არ ცდილობს შეავსოს და საინტერესო გახადოს.თვალსაჩინო მასალა შესრულებულია სრულად, ესთეტიურად. ცდილობს შეავსოს და კიდევ უფრო საინტერესო გახადოს.მასალა წარმოდგენილია სრულყოფილად და საინტერესოდ, დიდი პასუხისმგებლობით, მაღალ ესთეტიურ დონეზე. ყველასათვის გასაგებად.
უკუკავშირი დასკვნავერ დააინტერესა აუდიტორია, არ აქვს არგუმენტაცია ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას.აუდიტორიის ინტერესი პერიოდულია. ცდილობს მოიყვანოს არგუმენტები და გასცეს კითხვებზე პასუხი.აუდიტორიის დაინტერესება შეძლო. ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს შესაბამისი არგუმენტებით. ნაწილობრივ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა.აუდიტორიის ინტერესი მაღალია, ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს, მოჰყავს დასაბუთებული არგუმენტები. სწორად და გამართულად სცემს კითხვებზე პასუხს.

აქტივობა V. 3 წთ. საშინაო დავალება:

მოსწავლეებს ვთხოვ, გააგრძელონ ფიქრი ამ საკითხზე და დაწერონ თემა:
„აკაკის სიზმარი დღეს“
(ასეთი დავალება განავითარებს მათ ფანტაზიას და ასწავლის  ათვისებული მასა-
ლის თანამედროვეობასთან დაკავშირებას.)
12.საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები გაკვეთილისთვის დაგვჭირდება: დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდები, თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, საწერკალმები, აკაკის ფოტოსურათი,
წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა,
 ქსელში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი.

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“
საძიებო საიტები: google.ge ; vikipedia
Microsoft office powerpoint
Creative Commons License

ჯაყოს ხიზნები


  • მარგო საქართველოს სახე-სიმბოლო მგონია... ოხრად დარჩენილი რომ აძღობს ყვავ-ყორნებს...

  •  სულ ლოდინი და ლოდინი? გაფაჩუნებასავით? ( კაცია-ადამიანი?!) 
  •  მეც ასე მგონია. თეიმურაზი - უძლური პატრონი, რომელმაც ვერ დაიცვა მარგო (მამული) ჯაყო - ჩრდილოეთიდან შემოვარდნილი უხეში ძალა. მაინც ჯავახიშვილია, ხომ იცი, არა მგონია, საფუძველს იყოს მოკლებული ეს მოსაზრება.


  •  სათანადო პატრონი რომ არ ჰყავს და თავხედურად სხვა რომ ეპატრონება,იმ საქართველოს გავს არა,ნინ?


  • მარგო-საქართველოს ყველაზე მეტად ახლა უჭირს... თანამედროვე თეიმურაზები კი უფრო საშიშები არიან , ვიდრე საცოდავები ...


  • უსუსური ქვეყანაა მარგო, თავისი თავის ბატონ-პატრონი რომ არაა და ,,ძლიერს" ნებდება, ასე გათელილი იარსებებს, სანამ ვინმე არ გამოჩნდება და დამპყრობელის კლანჭებიდან არ გაათავისუფლებს...


  •  აბა რაა,ყველაზე საშიში თავხედი ადამიანია,რომელსაც ძალაც მოსდევს დაუპირატესობასაც გრძნობს.....


  •  ზოგადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა
  • ''მარგო არის, საგანძური, რომელიც თეიმურაზმა ვალში მისცა, რადგან სხვანაირად ვერ გადაიხადა ვალი.ვალი იმიტომ დაედო, რომ მასში მცონარობა, უხერხემლობა, ცრუაქტიურობა და უმწეობა ბატონობს.მარგო,(მარგალიტი) ანუ საგანძური- საქართველო მოკვდა, მოძალადეს დაემორჩილა და , ფაქტობრივად, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა...თეიმურაზი(ქართველობა) ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ რის ფასად, ვიცით..მარგოს დანებება პროტესტია თეიმურაზის წინააღმდეგ, თვითგვემაა, შურისძიებაა... ამ ხასიათზე ასე ვფიქრობ, თუმცა სხვა ვერსიებიც მაქვს..






Sunday, October 12, 2014

მანანა კვაჭანტირაძე - "სიტყვა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში"



ჭეშმარიტი მწერლობა ღმერთის პირისპირ დგომაა. მწერალს
ნიშანი აქვს დადებული განგებისგან: ,,მე ცა მნიშნავს და
 ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა (ილია)”. მწერალი არის
 არსება, რომელსაც ევალება და ხელეწიფება, იდგეს ,,ზეციურ
 მამასა” და ხალხს შორის, რათა არ შეწყდეს ის კავშირი,
რომელსაც სიტყვა - ლოგოსი უზრუნველყოფს. გერმანელი
პოეტი ჰიოლდერლინი წერდა:
,, მაგრამ ჩვენ გვმართებს ღმერთის ავდარში
         თავშიშვლად დგომა,
და მამის სხივის, თავად ამ სხივის,
საკუთარ ხელით შეპყრობა, რათა
მადლი ზეცისა ხალხს მივაწოდოთ, ღრმად
      დაფარული სიმღერის წიაღ.”
მწერლის მისიაა ,,ზეციურ ხმათა ახსნა და განმარტება”. იგი
 უნდა დაეხმაროს ღვთისგან გაუცხოებულ ერსა და კაცობრი-
ობას უფალთან შერიგებაში, მოამზადოს  ღვთის სიტყვის მი-
საღებად, ჭეშმარიტ სამშობლოში, დაკარგულ ედემში, სიყვა-
რულის მხარეში დასაბრუნებლად, რომლის წილიც ყველა
ადამიანშია. ღმერთთან და ხალხთან მიმართებაში იკვეთება
ჭეშმარიტი მწერლის დანიშნულება, მისი, როგორც შუამავ-
ლისა და მშვიდობისმყოფელის როლი.
სწორედ ეს როლი  და მისია იტვირთა ჩვენი დროის წყვდი-
ადში, მართლაც რომ ,,ღმერთის ავდარში”, მწერალმა გოდერძი
 ჩოხელმა, რომლის გარდაცვალებიდან უკვე რამდენიმე წელი
 გავიდა. იგი, როგორც მშვიდობისმყოფელი ისე ჩადგა ხალხსა
 და ღმერთს შორის, თავისი უცოდველი და დაუცველი ხელებით დაიჭირა ,,მამის თვალისმომჭრელი სხივი” და იმ სითბო
თი და სინათლით, ,,ზეციური საკურთხევლის ცეცხლად” რომ ენთო მის გულში, დღესაც გვინათებს ღამეს, რომელიც უფ-
რო და უფრო მძიმდება.
ამ კუთხით გოდერძი ჩოხელის შემოქმედების შესახებ გვესაუბრება ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი,ფილოლო-
გიურ მეცნიერებათა დოქტორი, მანანა კვაჭანტირაძე.

-  რამდენად ახერხებს გოდერძი ჩოხელი, ადამიანის ცოდვილ სულში მადლის რაღაც მარცვლები  აღმოაჩინოს, ,,ცის
 ნამი აპკუროს, მზის სხივი მოუმარჯვოს”; დააჯეროს ადამიანი იმაში, რომ მასში არის ღვთის ხატება,რომელსაც გამო-
ღვიძება ჭირდება?
- გოდერძი ჩოხელი მწერალია და ნამდვილი მწერლობის დანიშნულებაც დღემდე ესაა - ადამიანის სულში მადლის მარც-
ვლები დათესოს, სიკეთეს ძალა შემატოს და ,,ღვთის ხატი” გამოაღვიძოს. ჩოხელი ამას პირდაპირაც ათქმევინებს თავის
გმირებს და ირიბადაც - ,,შთაგრძნობის” ცნობილი ხერხით. ალბათ, გახსოვთ, იგი ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, ამ სოფ-
ლიდან წასვლაზე,  ამქვეყნად მოსვლის მიზანზე, ადამიანში ღმერთის წილის განსაზღვრას ცდილობს. მოკლედ, თუკი
 რაიმეზე წერს, სწორედ ამაზე
- ჰუმანიზმი, მოყვასისადმი სიყვარული რამდენად გვევლინება იმ მთავარ ღერძად, რაზედაც მწერლის პიროვნება
დგას. უარყოფითი გმირისადმი თავისი პრინციპული დამოკიდებულების მიუხედავად რამდენად ახერხებს გ.ჩოხე-
ლი იყოს მიმტევებელი?
- არა მგონია, რომელიმე მწერალს თავისი უარყოფითი გმირი უყვარდეს, მით უფრო, ჩოხელს. უარყოფითს ხომ იმიტომ
ხატავს, დადებითის ფასი შევიგრძნოთ, ავი კარგისგან გამოვარჩიოთ, დადებითი მივიჩნიოთ სამაგალითოდ. ლიტერატუ-
რული პერსონაჟები საუკუნეების მანძილზე უწევდნენ მეგზურობას საზოგადოებას სწორი ღირებულებების ჩამოყალიბე-
ბაში. ნამდვილი მწერლობა დღესაც სწორედ ამითაა დაკავებული, ამ ტრადიციას აგრძელებს, უბრალოდ, ხერხები, ფორმე-
ბი შეიცვალა, სიახლის მოთხოვნილება გაჩნდა თვით მკითხველშიც. არც დღევანდელი ადამიანია გუშინდელის მსგავსი.
 დღეს ადამიანს, როგორც არასდროს, ისე უჭირს და მწერლობამ არ უნდა შექმნას ილუზია ამასთან დაკავშირებით. მწერა-
ლი ჩვეულებრივი ადამიანია და ვერ მოვთხოვთ მას, უარყოფითი გმირი უყვარდეს. გ. ჩოხელს ადამიანი უყვარს ზოგა-
დად, ადამის მოდგმას და ჯიშს თანაუგრძნობს და ებრალება იგი. თითქოს მკაცრია, ხანდახან სასტიკიც, მაგრამ ყოველ-
თვის მიმტევებელი. ამ მიმტევებლობას მის იუმორში ვგრძნობთ, ირონიაშიც. ის კაცი მახსენდება, ულვაშზე ცხიმს რომ
ისვამდა, ამპარტავნებით შეპყრობილს შვილი რომ შემოაკვდა და მერე მის საფლავთან დგომით მუხლამდე ჩავიდა მიწაში
.მონანიების ისეთი მაგალითია, შეუძლებელია არ შეგებრალოს. ჰოდა ჩოხელსაც ებრალება, რაკიღა ამას წერს.
ჩოხელის მხატვრული მეთოდი, შეიძლება ითქვას, ჩაურევლობაა. პერსონაჟების მიმართ მორალისტური ტონი არ ახასია-
თებს, სულერთია, დადებითია გმირი თუ უარყოფითი. სამაგიეროდ, მისი დამოკიდებულების ამოკითხვა სხვადასხვა
გზით შეიძლება და არ უნდა დაგვეზაროს ამ ნიშნების ამოცნობა. ჩოხელი სწორედ ამ პოეტიკის ერთგულია და შესაძლოა,
 ეს იყოს კიდეც მწერლის ამოცანა. დღეს ყველაფერი ისეთი შეფუთული სახით გვეძლევა, რომ განსხვავება ავსა და კარგს
 შორის ძნელი ამოსაცნობი გახდა. მეჩვენება, რომ გ. ჩოხელი ამ პოლარული საწყისების ურთიერთშეჭრის ტენდენციას,
ფორმათა აღრევას უკვე 80-იან წლებში საკმაოდ კარგად გრძნობდა და ფხიზლად იცავდა ,,სამანს”, თუმცა მორალისტური
პოზიცია საგანგებოდ არ შეჰქონდა თავის მოთხრობებში. იქ ამის ადგილი ნამდვილად არ იყო.
- გ. ჩოხელის შემოქმედებაში ერთ მხარეს დგას რწმენისა და სიკეთის ცნებებით გაჯერებული, წარსულისპატივისმცე-
მელი და ტრადიციების მიმდევარი გუდამაყარი, მეორე მხარეს კი - რწმენადაკარგული დატრადიციების უარმყოფე-
ლი დედაქალაქი, თავისი ცივილიზაციით, კულტურით, კანონებით. როგორ გვიხატავსმწერალი კონფლიქტს ცივილი-
ზაციასა და ბუნებას შორის, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს გაუცხოებასადამიანის სულში. სად ხედავს გ. ჩოხე-
ლი შერიგების გზას ამ პოლარულ გარემოებებს შორის?
- ქალაქის და სოფლის დაპირისპირება დღეს, ფაქტობრივად ბუნება - კულტურის ოპოზიციად იქცა, თუმცა ეს მხარეები
ისევე, როგორც მათი მნიშვნელობები, დაშორდნენ თავდაპირველ გაგებას და სამყოფ სივრცეს. როგორც ჩანს, ჩოხელის-
თვის ეს მტკივნეული საკითხი იყო და მხარეთა განლაგებასაც მტკივნეულად აღიქვამდა: ერთი ქალაქში, მეორე - სოფ-
ლად, გუდამაყარში. თუმცა გუდამაყარი, თუ მხატვრულ სახედ განვიხილავთ და ასეც უნდა შევხედოთ, მხოლოდ ,,სოფე-
ლი” არაა და ამ დაპირისპირებაში ცოტა სხვაგვარადაა ჩართული. დღეს, როცა კულტურის ცნება კეთილდღეობის, რაციო-
ნალიზმის, ტექნიკური პროგრესისა და გლობალიზაციის ცნებებს დაუკავშირდა, ცხადია, ჩვენი სიმპათიები ბუნებისკენ
 იხრება, როგორც ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის, ტრადიციული კულტურისა და ღირებულებების სამყოფისა-
კენ, თუმცა რეალურად ამ ცნებათა განლაგების ადგილი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სოფელი, თუნდაც გუდამაყარი.
უბრალოდ, გუდამაყარი პირობითი სახელწოდებაა იმ სივრცისა, სადაც მისთვის ძვირფასი ინახება: სიყვარული, სიკეთე,
რწმენა, ღირსება და სხვა ადამიანური ქველობები. ჩოხელის მიერ აღწერილი გუდამაყარი ბუნებრივად ესთეტიური
სამყაროა. ეს ბუნებრიობა მის გმირებსაც ახასიათებთ. რაღაც უბრალო, მარტივიც კი, მაგრამ მშვენიერი და სუფთა სახით შენახული.
- გ. ჩოხელი ზოგიერთ ნაწარმოებში ღმერთთან შუამავლობასაც კისრულობს, ადამიანებისათვის დახმარებასითხოვს. 
რამდენად არის მწერლის დანიშნულება, გამოექომაგოს დაჩაგრულ უბიწოებას, შებღალულ სიკეთესა დასილამაზეს, 
შეახსენოს, შეურხიოს  მკითხველს ის ღვთით ნაბოძები გრძნობები, რომელიც დროის ტრიალმაგააქრო და  დაასუსტა?

- გ. ჩოხელი ქართული მწერლობის და ზოგადად, ჭეშმარიტი მწერლობის ტრადიციის ერთგულია, თუმცა ერთგულება
სულაც არ უშლის ხელს, მწერლის მისიის საკუთარი ხედვა, ვერსია შემოგვთავაზოს. არსი იგივე რჩება: მწერალი
ადამიანის ქომაგია, მისი ,,დარდების შემგროვებელი”. რეზო ინანიშვილი ბრძანებდა, მწერალს მხოლოდ დარაჯის
ფუნქციაღა დარჩაო. იგი წარსულიდან მოყოლილ რაღაც-რაღაცეებს დარაჯობს ბალახიდან ბავშვებამდეო. მასაც უმწეოდ
 აქვს გაშლილი ხელები დარაჯივითო. როგორ უხდება ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელს. იგი გუდამაყარს დარაჯობს,
გუდამაყარს უდგას მცველად, ანუ  იმას, რაც მისი ხილული კონკრეტულობის მიღმა იმალება: სიკეთეს, ერთგულებას,
უბრალოებას, გულუბრყვილობას, თავდადებას. მართლაც დარაჯობს და თანაც სწორედ ბალახებიდან ბავშვებამდე.
მწერალი ამისთვის ჩნდება, ამისთვის აჯილდოებს ღმერთი ენის განსაკუთრებული შეგრძნებით, თხრობის განსაკუთ-
რებული უნარით, განუწყვეტელ დიალოგში რომ იყოს ადამიანებთან, შეახსენოს, უთანაგრძნოს, რადგან ღმერთი, ლოგო-
სი-სიტყვაა, სიტყვით მოვლენილი და განხატებული.ყველაზე უფრო სწორედ მწერალს, სიტყვის მომპატრონებელს,
 სიტყვის მადლით დასაჩუქრებულს შეუძლია საღვთო საქმის კეთება, ამისთვისაა მოვლენილი. გავიხსენოთ, როგორი
სიყვარულით, სიბრალულით, კრძალვით საუბრობს ვაჟა სიტყვაზე: ,,სიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? -
ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ჯავრით ნაკვები, სნეული, გულ-გაგმირული, ბეჩავი, თავს მანდილ-ჩამოხეული.”
ჩვენ განსაკუთრებული განძის მფლობელები ვართ და ეს უნდა გვახსოვდეს. მთის ენას ვგულისხმობ - ამაყსა და ღონიერს,

 უცნაური მადლითა და ღირსებით მოსილს, ნებისმიერი მკითხველის გულის კარს რომ შეხსნის თავისი ძალითა და
 სიბრძნით, მათ შორის ისეთებისაც, სულაც რომ არ დაუდგამთ მთაში ფეხი. მწერალი მთაშიც და ბარშიც, დედამიწის
 ყოველ კუთხეში, ყველაზე მეტად სიტყვას ერთგულებს და ამით ემსახურება, ცხადია, იმ კულტურასა და ღირებულებებ-
საც, ამ სიტყვამ რომ შვა; დროსაც, ადამიანის ღვაწლად და ტრადიციად რომ გარდაისახა და ცნობიერებასაც, რომელმაც ის
შექმნა, ამით მიაგებს პატივს. არც ისაა შემთხვევითი, ჩოხელთან სწორედ წიგნი რომაა სამყაროს მეტაფორა, არც ის,
სწორედ მწერალი რომ ედარება სამყაროს შემოქმედს.
- მწერალი ადამიანებს ზეცისაკენ ახედებს. ცისკენ სწრაფვის, ცისა და მიწის შერიგების იდეა განმსჭვალავს გ.ჩოხე-
ლის შემოქმედებას. მაინც რა სამანი აერთიანებს დედამიწასა და ცას, სად ხედავს მწერალი ადამიანისნამდვილ 
ადგილს და რაზე მიგვანიშნებს  უგუმბათო ეკლესია?
- ადამიანის ადგილი ჩოხელისთვის დედამიწაა. დედამიწაა ადამიანებისა და სიცოცხლის სამყოფი სივრცე. ამიტომაც
ამბობს: თუ დედამიწას გაუმარჯვდება, სიცოცხლეც გამარჯვებული იქნებაო. დედამიწაზე ჩოხელი ადამიანივით წერს,
 ადამიანის ტერმინებით აღწერს და შეფასებებიც აქ უნდა ამოვიკითხოთ. მოთხრობაში ,,წერილი ნაძვებს” ამბობს:
სუნთქავს მიწა, როგორც კაცი ამოისუნთქავს და როდის-როდის ჩაისუნთქავსო. რაც შეეხება ცას, იგი ღვთის სადგომია
 ამაზეც პირდაპირ ამბობს ჩოხელი: ,,მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ ყველანი დედამიწის ნაწილი
 ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია... როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსახული სახეები,
თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთსა....’’ ჩოხელის კოსმოსი ერთი მთლიანობაა, დაუნაწევრებელი. განცალკევება
დროებითია, საბოლოოდ ყველაფერი - სულიერიც და მატერიალურიც - ერთმანეთს ერთვის. ასეთია ღვთიური კოსმოსის
წესი. ამიტომ იქცევიან ადამიანი და ნაძვი ერთსახედ, ამიტომ გრძნობს კაცი ნაძვის ფესვებს და არ ეთმობა ეს ერთიანობა. ,
,ცასწავალა” პატარა უფლისწულის - ლიტერატურული პერსონაჟის ხსოვნას ეძღვნება. ეს მიძღვნა მიგვანიშნებს, რამდენად
 პირობითი და არაარსებითია ჩოხელისათვის წარმოსახვასა და რეალურს შორის არსებული მიჯნა. მეორეს მხრივ, დედა-
მიწის სივრცე გუდამაყრელისათვის მკაცრადაა დასაზღვრული და ამ საზღვარს თუ სამანს ადამიანის მიერ გაკეთებული
საქმე მონიშნავს.
სამანს აქეთ და სამანს იქეთ ორი განსხვავებული სამყაროა, ადამიანურ საქ
მეთათვის ბოძებული საზღაური - სივრცის სახით. სხვათა შორის,
 ჩოხელის გმირები სხვა საზღვრებსაც ამჩნევენ, მაგალითად,
თამაშსა და სერიოზულობას შორის და მკაცრად იცავენ ამ უკანას-
კნელს; არ მოსწონთ, ადამიანი რომ საკუთარი პიროვნებიდან გა-
დის და სხვა კაცს თამაშობს.
ჩოხელი ძირითადად ამ სივრცეზე ფიქრობს - ადამიანის ამქვეყ-
ნურ სადგომზე, რომელიც ხან ხნულია, ხან საფლავი - ყანწიანი
თუ ხელეჩოიანი კაცის გამოსახულებით, ხან კი წვრილი თეთრი
ქვებისგან აკინძული, კედელში ჩალესილი ხაზი, კაცის სავალი
ბილიკივით, სივრცეს შეაშრებაო - ამბობს ჩოხელი გაქრობაზე,
 სიკვდილზე; სულ ფერებში ხედავს სიკვდილ-სიცოცხლის მოძრა-
ობას: ,,სიზმარივით გადავხუნდებიო” - ამოიკვნესებს. ნახეთ,
რამდენი რამით ესაუბრება, როგორ ერთგულებს ამ სივრცეებს,
როგორ ეძებს სულის კვლებს და ხატებს ადამიანის სადგომში,
მისი ხელით გაკეთებულ საგნებში. როგორ საუბრობენ მკვდრები
 ამ საგნების მეშვეობით და აუცილებლად იგრძნობთ, რას ნიშნავს
ჩოხელისთვის დედამიწა და სიცოცხლე, რაშია ადამიანის დანიშ-
ნულება. ერთი ნატვრა მაქვსო, ამბობს: ღმერთმა თავისი ძალა მამ-
ცეს, რომ დედამიწა ავიყვანო და ხელისგულზე დავისვაო. რატომ?
 ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდიო. რით არაა
დარაჯი - ბავშვებს, უმწეოებს, დაღლილებს რომ დარაჯობს, მათ
შორის ისეთ უცნაურ დაღლილსაც, როგორიცაა დედამიწა?
ცხადია, ჩოხელის გმირები ზეცისკენაც იხედებიან და არც ისაა
შემთხვევითი, მისი უსაყვარლესი გმირი რომ დონ-კიხოტია. რა
მცირე და თანაც, რა გადაულახავი ზღვარია ცასა და მიწას შორის
და რამხელა მსხვერპლს მოითხოვს ამ მიჯნის გადალახვა. ამას
ბუნება გვასწავლის, ერთი პაწია ჩიტი, ცასწავალა რომ ჰქვია.
ჩოხელთან მშვენიერება უცნაურია და სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე იშვება. ჩემს ძვლებზე იების ამოსვლას
ვინატრებდიო - ამბობს ათნოხელი გორია და ვხედავთ, როგორ ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იშვება
სილამაზე არამხოლოდ სიცოცხლის, არამედ სიკვდილის წიაღშიც. ყველაფერი ერთმანეთში გადადის და ამ გადასვლაშიც

ღვთის ხელი ურევია, ღვთის კანონი დგას და ჩოხელისთვის სწორედ ეს კანონია მშვენიერი.
- მწერალი სვამს კითხვებს: საით მივდივართ, რატომ და რისთვის მივდივართ? და ამით ადამიანს ამქვეყნადმოს-
ვლის დანიშნულებას შეახსენებს. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მარადიული სიყვარულის ვარდიყვავილობსო - 
ამბობს გ. ჩოხელი. რა არის ეს ვარდი?
- ჩოხელი ხშირად სვამს მარადიულ კითხვებს. ზოგზე აქვს პასუხი, ზოგ კითხვას კითხვადვე ტოვებს. ასე უფრო ბუნებრი-
ვია. ყველა კითხვაზე პასუხი არც მწერალს აქვს. ამიტომაც წერს, რათა ცოტა სინათლე შეიტანოს გაურკვევლობაში, სამყა-
როს საზრისი ამოიცნოს და აბსურდის შეგრძნების გაბატონებას შეუშალოს ხელი. ადამიანი სიყვარულისთვის იბადება.
 ა სიყვარულის ხარჯვა და განაწილება, მისი სიცოცხლს აზრი - ასეთია ჩოხელის კონცეფცია. მაგრამ ეს ცოდნა თუ მისია
სადღაც დაიკარგა, თითქოს წარსულს გაჰყვა თან. ამიტომაც იხსენებს ძველებს, წინაპრებს, ტრადიციებს. წარსული აქვეა,
აწმყოს გვერდით, მხოლოდ დანახვა უნდა შეძლოს ადამიანმა. ამ ცოდნას გუდამაყრელი ტრაგიკულ წამში იბრუნებს და
ამიტომაც უყვარს ჩოხელს ეს ტრაგიკული წამი. ტრაგიკული ბგერა მის საზეიმო განწყობასაც ახლავს ხოლმე. ჩოხელი
სიკვდილის სილამაზეში გვარწმუნებს და მზესა და მთვარეს ადარებს მას. მწერალი იმისთვისაა, სიკვდილი მოუშინაუ-
როს და მისი შიში დააძლევინოს ადამიანს. ჩოხელი სიკვდილის საზარელი ხატის გამშვენიერებას ცდილობს და მას
 მოცეკვავე ახალგაზრდა ვაჟის სახით წარმოგვიდგენს. ეს იგივე, ხელოვნებისათვის კარგად ნაცნობი, ცელიანი კაცის ცეკ-
ვაა, ოღონდ ჩოხელის ვარიანტით მოწოდებული არა ირონიული, არამედ ტრაგიკული ელფერით, ადამიანთა დაუნდობ-
ლობით რაღაცნაირად გასაწყლებული.
დასასრულში დგას დასაწყისი. სიკვდილი და სიცოცხლე ყოფიერების ორი სახეა, ორი სეგმენტი. ისინი ისე ავსებენ
ერთმანეთს, როგორც გარიჟრაჟი იშვება ღამისაგან, როგორც მწუხრი ერწყმის ღამის სიბნელეს. სამყარო წიგნია და ამ წიგ
ნის წაკითხვა თუ გინდა, ორივე უნდა აღიარო - დასაწყისიც და დასასრულიც. ამიტომ ამბობს ქართველი კაცი: ,,ღმერთმა
 გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო”. სიკვდილი ფორმას ანიჭებს მედინ ყოფიერებას, სამანს უდებს და
ახალსაც თავადვე იწყებს. ჩოხელი ყურს უგდებს ყოფიერების ამ ხმაურს, ამ მიქცევა-მოქცევას და თავის დასკვნასაც
აკეთებს: ,,სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.... სიკვდილიც სევდა არის, ოღონდ ადამიანად არყოფნის
 სევდა’’. ამ ბოლო ფრაზას, პირველისგან განსხვავებით, ერთი სიტყვა აკლია, მსაზღვრელი, და ჩოხელის შეფასებაც ესაა.
 ჩვენ არ ვიცით, როგორია არყოფნის სევდა, არც ჩოხელმა იცის და არ ცდილობს მკითხველის მოტყუებას.
- გ. ჩოხელთან, ვფიქრობ, კიდევ ერთი კონფლიქტია - ერთია ქართულ მითოლოგიაზე, ფოლკლორზეაღმოცენებული 
რწმენა და მეორეა - ქრისტიანული. როგორ ხდება ამათი მორიგება მწერალთან?
- არა მგონია ისინი ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და მოსარიგებლად იყოს საქმე. ისინი ორივენი კვებავენ ჩოხელის მხატ-

ვრულ აზროვნებას, როგორც ორი დიდი წყარო შთაგონებისა, ხან გაუცნობიერებლად, ხან ცნობიერად. ნიჭიერ მწერალს
 არ უჭირს მითს, თქმულებას ქრისტიანული შინაარსი მოარგოს, თანაც სრულიად ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანე-
ბის გარეშე. ბუნების, სულდგმულის, ადამიანის ისეთი თანაგრძნობა, როგორიც  ჩოხელთან გვხვდება, მხოლოდ ღრმა რწმე-
ნის შედეგი შეიძლება იყოს. თუმცა, ცხადია, მწერალს, ხელოვანს ვერ მოვთხოვთ, ამ ყველაფერს საეკლესიო ნორმების
ზუსტი დაცვით ახორციელებდეს. პოეტი ბესიკ ხარანაული მახსენდება: ,,ამ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა
ღმერთისგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვეს.” გ. ჩოხელი ამ სიძნელით, ამ ძნელი სიყვარულით ცხოვრობდა,

ვფიქრობ, ამიტომაც წავიდა ამ ქვეყნიდან ასე ადრე.
- გ.ჩოხელის გმირები ცას შეჰყურებენ იმედის თვალით,  ცისკენ მიილტვიან, გაფრენას ლამობენ. მისნაწარმოებებში 
ჩანს სულისა და სხეულის კონფლიქტი. სული უნდა განთავისუფლდეს სხეულისგან. სულის ხსნაკი რწმენის საქმეა. 
როგორ დგას  მწერალთან ეს საკითხი: რწმენის ტრაგედიის და რწმენის გამარჯვების (ანუპესიმიზმის და 
ოპტიმიზმის)?
- სულისა და სხეულის მარადიული კონფლიქტი ჩოხელთან ცოტა სხვაგვარად წყდება: სულისა და გაუხეშებული,
სახეცვლილი მთის ტრადიციის კონფლიქტი, ადამიანის სულისა და სოციალური კანონების კონფლიქტი, ოცნებისა და
რეალობის დაპირისპირება. ,,ჩრჩილის აღსარებაში” ამბობს, სულში სხვანაირი სინათლე ჩამეღვარა და მივხვდი, რომ ეს
ქვეყანა სულის დროებითი სუდარააო. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდეო. ხორცი იგივეა, რაც
წიგნისთვის ქაღალდი, სოფელი წიგნსა ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ სოფლის
ამაოებასო. იმასაც ამბობს, სულის გარდა ყველაფერი უკუიქცევაო. რაც შეეხება მწერლის ამქვეყნად მოსვლის მიზანს,
თავის მისიას, ალბათ, ისე ხედავდა, როგორც ერთ მოთხრობაში ამბობს: ,,დაწერეთ ისეთი წიგნი, როგორიც ბავშვის
ტირილია. მაშინ თქვენ ჭეშმარიტად დიდი მწერალი იქნებით. ეცადეთ სიცოცხლეშივე მოიპოვოთ თქვენი სულის
გარდაცვალება.”
აი, ასეა. ჩოხელი გარდაცვალებაზე ლაპარაკობს და არა სიკვდილზე. ეს გარდაცვალება და არა სიკვდილი არის
გაკეთებულ საქმეთა საზღაური. მოთხრობაში ,,გუდამაყრელი დედაკაცები” სიტყვისა და გუდამაყრელი ქალის
მსგავსებაზე ლაპარაკობს. ეს სიტყვა - ,,ავაჰმე” - დატირებასავითაც ჟღერს და ჰიმნივითაც. როგორი გულწრფელია ამ
შედარების ფონზე მისი ბოლო ამოძახილიც: ,,რად, რად გიღონავთ გული.... რა, რა გიშველოთ....ავაჰმე, მოგიკვდეთ ჩემი
თავი.”
მოთხრობაში ,, რატომ ტირის ადამიანი”- ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. დასასრული არ არსებობს, დასასრულში
 ყოველთვის დასაწყისი დგას. ,,შეიძლება სხვაგნიდანა ვართ მოსულნი და რაკი ვეღარ წავედით და აქ უნდა დავიმარხოთ,
 იმიტომ ვტირით. ამ განცდას ეგზისტენციალისტები ,,გადმოსროლილობას”, ,,მიტოვებულობას’’ ეძახიან. იმიტომ ტირის,
რომ ,, თავისუფლება უნდა”, ცასწავალასავით. მერე აღარ იტირებს, რადგან ,,თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.”

- არის სხვა დაპირისპირებებიც - სიკეთეს ებრძვის ბოროტება და უსამართლობა, სილამაზეს - უსახურება. როგორ
ხატავს მწერალი ამ ბრძოლას და რამდენად ცდილობს გადაარჩინოს, აამაღლოს, განწმინდოს, გაანათოს რეალობადა
 მკითხველი დააფიქროს სიკეთისა და სილამაზის უძლეველობაზე?
- გ. ჩოხელის თითქმის ყველა მოთხრობა სწორედ ამ ბრძოლაზე და ადამიანში სიკეთისა და სილამაზის გადარჩენაზეა
დაწერილი. რა ემახსოვრება შენს სულს? -  კითხულობს ჩოხელი და პასუხობს: ადამიანები, სიხარული და მწუხარება,
მარტოობის სევდა, ცოდვა-მადლი, ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში. მიწა,
რომელზედაც დადიოდი, საგნები, რომელთაც შეეჩვიე. შენს სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში. ჩოხელის
გმირებმა იციან, რომ ადამიანად ყოფნა ტვირთია და ამ ტვირთის ტარება ზოგჯერ იმდენად მძიმე და უიმედო
ეჩვენებათ, რომ ადამიანობაზე უარს ამბობენ და თევზად იქცევიან. მოტივაცია დამაჯერებელია, თუმცა ეს წამიერი, დროებითი ფიქრია. მოთხრობის ბოლოშივე, შეძრწუნებულ ხალხს რომ უყურებს, ჩოხელს უკვე აქვს პასუხი კითხვაზე - ღირს თუ არა ადამიანად ყოფნა: ,,ღირს! ღირს!”- ამ სიტყვებს რწმენა და სიყვარული ამბობს მწერლის პირით.
- არის სხვა კონფლიქტიც - წარსულსა და მომავალს შორის. ერთის მხრივ, არსებობს საქართველოს გმირულიწარსული და, მეორეს მხრივ, - რეალობა. მხოლოდ წარსულით ვერ ვიცხოვრებთ. საჭიროა განახლება( ,,განახლებაან სიკვდილი”). როგორ არიგებს წარსულსა და მომავალს გ. ჩოხელი?
- როგორც ჩოხელი ამბობს, სულს ,,გაფხავება” უნდა. მას ეკიდება შენი წარსული. არსენა( მოთხრობიდან ,,მეფის დაძახილი”) საქართველოს სიყვარულს აღმა-დაღმა სირბილით გამოხატავს. გაქურდულ ფშაველ გამახარეს კი მხოლოდ ის ადარდებს, ფშავის მთები ისევ დგანან თუ არა. ორივე მოთხრობა ღიმილნარევი გულისტკივილითაა დაწერილი. ორივეს  პერსონაჟები ,,შერეკილები” არიან. სწორედ მათი პირით ამბობს სიმართლეს ჩოხელი. ,,შერეკილები” 80-იანი წლების ქართული ლიტერატურისა და კინოს საყვარელი თემა იყო, ძალზე საჭირო და აქტუალური, რადგან რეალობაც, ტრადიციაც და ,,საღი აზრიც” თითქოს ადამიანებისთვის გასაგებ და მისაღებ საზღვრებს კარგავდა, კარგავდა ავტორიტეტს და აუდიტორიას.
- დაბოლოს, თითოეული ადამიანი - მოთხრობაა, მთელი სამყაროა, რომელსაც თავის სათაური აქვს:  ,,სუყველასზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი.” როგორ არქმევს მწერალი თითოეულ მოთხრობას (ადამიანს)
 თავისსათაურს?
- ჩოხელი თავგადასავალს, მოვლენის არსს იღებს და სათაურად გამოაქვს. თითქოს სათაური წინასწარ მოხაზავს ძირითად
 სათქმელს. ხან პერსონაჟის სახელს არქმევს, ხან მოვლენის. საერთოდ, მის მოთხრობებში ბევრი სახელია - კაცების,
ქალების, მთების, მდინარეების. ეს სახელები გუდამაყარს ფერადოვნებას მატებს. სახელები მხოლოდ კოლმეურნეობის
 თავმჯდომარეებსა და ბრიგადირებს არ ჰქვიათ. ვფიქრობ, ეს პრინციპია. სახელს მეხსიერება ახლავს, სულის მეხსიერება,

და შესაძლოა, უსახელობა უსულო ადამიანების მიმართ გამოტანილი სამომავლო განაჩენიც იყოს მწერლის მხრიდან.
ყოველი კოსმოლოგიური აქტი ხომ, როგორც წესი და შემოქმედის კანონი, სახელის შერქმევით იწყება.

ქართველთა „პატარა უფლისწული“ /გოდერძი ჩოხელი/

ცნობილი ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის პატარა უფლისწულის ლამაზ თავგადასავალს თითქმის ყველა ქართველი იცნობს. ყველამ კარგად იცის, თუ როგორ ზრუნავდა იგი თავისი ასტეროიდების სისუფთავეზე, როგორ უნდოდა დაეცვა ისინი ბაობაბებისაგან, ანუ ბოროტებისაგან, როგორ შენატროდა იგი ისეთ მარადიულ ღირებულებებს, როგორიცაა: სიკეთე, სილამაზე, წესიერება, პატიოსნება, კაცთმოყვარეობა. . .
ჩვენ, ქართველებსაც, გვყავდა ჩვენი `პატარა უფლისწული~, რომელიც ვაი, რომ ვერ შევიფერეთ, სათანადოდ ვერ დავაფასეთ, და არათუ ვერ დავაფასეთ, არამედ აქ, ამ შეშლილ, შეშლილ სამყაროში ცხოვრებას ვაიძულებდით, ვსაყვე- ურობდით /მათ შორის, მეც/: რა გახდა, რით ვერ მოერიე საკუთარ თავს, რით ვერ დაძლიე საკუთარი დეპრესია და რატომ ვერ დაუბრუნდი ჯანსაღ, ნორმალურ ცხოვრებას-თქო. თითქოს ჯანსაღი და ნორმალური ის ცხოვრება ყოფილიყო, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით, გოდერძის ცხოვრება კი არაჯანსაღი, დასაწუნი, ილუზორული.
ახლა, როცა, სამწუხაროდ, ბატონი გოდერძი აღარ არის ამქვეყნად, შეძლებისდაგვარად, მინდა დავხატო მისი ნამდვილი პორტრეტი, მისი ზნეობრივი სახე, უფრო სწორად, ალბათ, ცალკეული შტრიხები მისი ნამდვილი პორტრეტისათვის. გოდერძი ჩოხელის როლისა და ადგილის განსაზღვრა ქართული მწერლობის ისტორიაში მომავლის საქმეა.
ამჯერად კი . . . მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებს გიამბობთ გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, კერძოდ კი იმ ფილოსოფიურ-ზნეობრივი გაკვეთილების შესახებ გიამბობთ, რომელსაც ეს ნამდვილი სახალხო ტალანტი თავაზობდა ჩვენს ახალგაზრდობას.
გოდერძი ჩოხელი არა მარტო თვითნაბადი ტალანტი იყო, არამედ უწესი- ერესი, უპატიოსნესი, კრისტალივით წმინდა და მზის სხივივით ნათელი ადამიანი. ღვთიური მადლით ცხებული ეს საოცარი კაცი ისე ცხოვრობდა ამ შეშლილ და უზნეო სამყაროში, ისე უვლიდა გვერდს მის გარეშემო გამეფებულ ჭუჭყსა და სიბინძურეს, თითქოს პატარა უფლისწულივით სხვა პლანეტიდან ყოფილიყო ჩამოფრენილი. ის საოცარი შარმი და არაჩვეულებრივი პოპულარობა, რაც მას ჩვენს საზოგადოებაში ჰქონდა, არსებითად და უმეტესწილად იმან განაპირობა, რომ მისი სიტყვა და საქმე არასოდეს დასცილებია ერთმანეთს, არასოდეს წასულა ზნეობრივ კომპრომისზე, არასოდეს უკმევია გუნდრუკი არცერთი ხელისუფლებისათვის /ამის უამრავი ფაქტი პირადად მე ვიცი. ერთ-ერთზე იმ წერილშიც მქონდა ლაპარაკი, რომელსაც პროფ. ლევან სანიკიძის მიბაძვით ჩვენი საზოგადოების 310-ე სირცხვილი ვუწოდე და რომელიც, ჯერ კიდევ გოდერძის სიცოცხლეში, `ასავალ-დასავალში~ დავბეჭდე/. ამ აბსოლუტურად არაპრაგმატულ ადამიანს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ცხოვრებაში მისი კომფორტისა და მატერიალური კეთილდღეობის მოსაწყობად. ადამიანთა უმეტესობისაგან განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდა, სხვაგვარი შეხედულებები, სხვაგვარი ღირებულებები. მაგრამ თავი არასოდეს არავისთვის წაუყვედრებია, ქრისტიანული თავმდაბლობითა და უბრალოებით გამოირჩეოდა, ოღონდ ღვთის რჩეული რომ იყო, ამას, ალბათ, მაინც გრძნობდა, რაკი ღმერთი ყველა მის მხურვალე ლოცვას ისმენდა და ყველა მის თხოვნას უსრულებდა /ამაზე იგი ერთ-ერთ თავის მოთხრობაში საუბრობს/. საერთოდ, გოდერძის მოთხრობების დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია, სადაც არა მარტო მის თვისებებსა და ხასიათს ვეცნობით, არამედ მის დედასაც და ცოლ-შვილსაც /მაგრამ ამაზე ქვემოთ/.
გოდერძი ჩოხელი ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში ჩამოვიდა გუდამაყრიდან, კერძოდ კი ჩოხიდან, თბილისში. მისაღები გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა /სხვათაშორის, ამის შესახებ მსუბუქი იუმორით ჰყვება ერთ მის პატარა მოთხრობაში `ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა~/ და მერე მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა. და მაინც, იგი მთელი არსებით მიჯაჭვული იყო იმ კუთხესთან, სადაც იგი დაიბადა და ბავშვობა გაატარა. მრავალი მისი მოთხრობა გუდამაყარს და ჩოხს ეძღვნება.
ბევრი ამას ნაკლად უთვლიდა: რა არის, რით ვერ მოსწყდა თავის ჩოხსა და გუდამაყარსო, – ქირქილებდნენ /გულბოროტსა და ენამწარე ადამიანს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე/. იმას კი არ ამბობდნენ, რომ ამას შეგნებულად აკეთებდა, აკეთებდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პირველქმნილ სისუფთავესა და სიწმინდეში, უმანკოებასა და უბიწოებაში. იგი ვერა და ვერ იტანდა მოზუზუნე ქალაქს თავისი შეშლილი, ცივი და აგრესიული ადამიანებით, სულ რომ სადღაც მიეჩქარებათ. მაგრამ ეს მისი ნაკლი კი არა, მისი ადამიანური პოზიცია იყო, თუ გნებავთ, მსოფლმხედველობრივი კრედო.
გოდერძი ჩოხელმა კარგად იცოდა ქალაქური ცხოვრების შუქ-ჩრდილები, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, თავად იყო `გადმოხვეწილი~ თბილისში. იცოდა, როგორი ბოროტი, ხარბი, შურიანი ადამიანებითაა იგი არსებითად დასა-ხლებული. ამიტომაც როგორმე თავი რომ დაეხსნა ქალაქში გამეფებული უწესობისა და უზნეობისაგან, თავისი მიკროსამყარო შექმნა, სრულიად განსხვავებული ადამიანებით დასახლებული.
აქ, ამ პატარა, მაგრამ საოცარ სამყაროში, სრული ჰარმონია, სრული ურთიერთგაგება სუფევს ბუნების ყოველ მოვლენას შორის. აქ ადამიანებს ისევე ადვილად ესმით ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, როგორც ერთმანეთის, ისევე ყურადღებიანი და მზრუნველები არიან სხვა არსებათა მიმართ, როგორც ერთმანეთის მიმართ. ამ სამყაროში ისეა ერთმანეთთან გადაჯაჭვული და შერწყმულ-შედუღაბებული ნამდვილი და გამონაგონი, რეალური და ირეალური, ცხადი და სიზმრისეული, რაციონალური და ირაციონალური, რომ გიჭირს მათი ერთმანეთისაგან გარჩევა. გიჭირს, რაკიღა ყველაფერი ეს ისეთი დიდი ოსტატობითაა გაკეთებული, ისე მართლად, გულალალად, უშუალოდ არის მოწოდებული, რომ შენ, როგორც მკითხველს, აღარავითარი პირობითობა აღარც გიკვირს და აღარც გაღიზიანებს. პირიქით, დიდი სიამოვნებითაც შედიხარ ამ სამყაროში.
არ გიკვირს, როგორ შეიყვარა დათვმა საღარამ ქალი სამძივარი. როგორ შესტრფის ირემი ირემს და როგორ იკლავს თავს ხარლაღი სატრფოს სიკვდილის შემდეგ.
არ გიკვირს, როგორ ელაპარაკება თინა თავის ძროხა თუნას, რა საოცარი სითბო და „ურთიერთგაგება“ მყარდება მათ შორის. როგორ ეხვეწება სულთმობრძავი თინა ექიმს: ნუ მომკლავ ჩემი თუნას უნახავათო, ხოლო სწორედ ამ დროს როგორ გამოიპარება გამოსაზამთრებლად სხვა სოფელში წაყვანილი თუნა, მიადგება თინას ეზოს და ღმუილით ითხოვს პატრონს.
სხვათაშორის, არც ის გიკვირს, როგორ ამოდის ადამიანს მხარზე ნაძვის ხე და რატომ უვლის ეს ადამიანი მას ასე სათუთად და მზრუნველობით.
არ გიკვირს, როგორ ესაუბრება ენძელა სხვა ყვავილებსა და ბალახებს, ან როგორ იქცევა სიკვდილის შემდეგ ყვავილად კესანე.
და ბოლოს, არც ის გიკვირს, როგორ ესმის ყვავის ან ოფოფის ენა გოდერძის დედას, როგორ გებულობს მათგან შვილთან დაკავშირებულ სიახლეებს, მათ შორის იმასაც კი, როდის და რითი ჩამოვა იგი – ციდან ჩამოეშვება ვეტმფრენით თუ `სახმელეთო გზით~ მიადგება დედას მისი ერთადერთი.
ამ უცნაურ გოდერძისეულ სამყაროში არა მარტო ყველას ყველაფერი ესმის, არამედ ყველას ყველა უყვარს. ვინ მოთვლის, რამდენი ამაღლებული სიყვარულის ისტორიაა გოდერძის მოთხრობებში გადმოცემული მათგან მე მხოლოდ ორ ისტორიაზე შევჩერდები: ერთ-ერთი ბებოს სალომეს ეხება, ობოლ ბებოს სალომეს. იგი სოფელში ბებოს მოყოლილ ზღაპრებზე იზრდებოდა.ქალაქი არასოდეს უნახავს. ოცნებობდა კი მის ნახვაზე. ზუსტად ამ დროს თბილისში მთაწმინდის უბნელმა ბიჭებმა, სწავლის დამთავრების აღსანიშნავად, სიგარეტის კვამლით ჰაერის ბურთები გაბერეს, შიგნით თავიანთი მისამართები და ფოტოსურათები ჩადეს, ფუნიკულიორზე ავიდნენ და იქედან გაუშვეს. სწორედ ერთ-ერთი ამ ბურთთაგანი მიიტანა ქარმა იმ მთის წვერზე, სადაც პატარა სალომე იყო წამოსკუპული. სალომემ ბურთი გახსნა და შიგ ვინმე გურამის სურათიც ნახა და თბილისის მისამართიც. და, ამ დღიდან გამოუღეს ღვთიურმა ანგელოზებმა სალომეს გულის კარი სიყვარულს.
წლები გადიოდა. სალომე იზრდებოდა და მშვენდებოდა, გურამის სიყვარული კი არ უნელდებოდა. და აი, ერთხელაც იგი, ბებოს თანხმობით და თანაკლასელი გოგოს თანხლებით, თბილისში ჩამოვიდა და სწორედ იმ მისამართზე მივიდა, მორცხვად და მორიდებით, რომელიც სურათზე იყო აღნიშნული. გურამის დედა თბილად მიეგება მისი შვილის ნაცნობ უცხო სტუმარს და, ვიდრე იგი მეორე ოთახში შევიდა და ისევ უკან დაბრუნდა, სალომემ თვალი მოჰკრა შავ ჩარჩოში ჩასმულ გურამის სურათს.
სალომეს გული წაუვიდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. როცა გონს მოვიდა, გურამის დედამ უამბო, თუ როგორ წავიდა გურამი ომში თავის მამასთან ერთად და როგორ დაიღუპა.
ისევ სოფელში დაბრუნდა სალომე, ფერწასული, მტირალი, ობოლი და სიყვარულით გაძარცული, უიღბლო, უმწეო, უნუგეშო. დაბრუნდა და გურამის ქვრივად გამოაცხადა თავი, იმ გურამისა, რომელიც ცოცხალი არასოდეს უნახავს, არც მისი ხმა გაუგონია და არც მისი კოცნის სიტკბო დამახსოვრებია.
მეორე ისტორია კესანეს სევდიანი სიყვარულის ამბავია /კესანე ბორბალოს მთაზე/. კესანე ფშაველი გოგოა. მის წაწალს ჩალხია ჰქვია. კესანეს შეუყვარდა ჩალხია, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას როგორ გაბედავს. მთის ტრადიციის მიხედვით, ამის გულში გავლებაც კი უდიდესი მკრეხელობაა.
დადგა კესანეს გათხოვების დრო, ანუ უმძიმესი ჟამი კესანესა და ჩალხიას განშორებისა. და თუმცა კესანესა და ჩალხიას ურთიერთობა ნებადართულს არაფრით გასცდენია და ამ მხრივ არც გათხოვების ეშინია, მას არ შეუძლია იყოს იმ კაცის ცოლი, ვინც არ უყვარს. ამიტომაც გარბის ფშავიდან, გარბის ანგარიშმიუცემლად,არც ნადირისა ეშინია და არც ჭოტის ჩხავილისა.
მიდის მთის წვერისაკენ. არადა, საშინლად თოვს. კესანე მუხლამდე ეფლობა თოვლში. მერე უკვე წელამდე, მაინც არ ჩერდება, მაინც აღწევს მთის წვერამდე და სწორედ აქ, ამ მთის წვერზე, თოვლში გაიყინება. გაზაფხულზე კი მთლიანად ჩალღვება მიწაში. და როცა მზე გალაღდა დედამიწაზე, კესანე ამ მთის წვერზე ყვავილად ამოვიდა. ჩალხიამ კესანეს თმების სურნელით იცნო ეს ყვავილი. იმ დღიდან აღარ მოშორებია მას და ასე უჭმელ-უსმელი ლევდა სულს.
ჩალხიას ტანჯვას ვეღარ გაუძლო ღმერთმა და ის ყვავილი ისევ ქალად აქცია. მაგრამ წაწლები ფშავში მაინც ვეღარ დაბრუნდნენ და ამიტომაც ქისტეთისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგნენ `ერთ ხორც და ერთ სულ ქცეული ადამიანები.
ეს პატარა ულამაზესი მოთხრობა ასეთი სიტყვებით მთავრდება: სიყვარული და უპირველესად სიყვარული გადაარჩენს ამ ქვეყანას. ეს სიტყვები ლამაზი მოთხრობის ლამაზი დასასრული კი არ არის მარტო, არამედ გოდერძი ჩოხელის შინაგანი რწმენაა.
როგორც უკვე ითქვა, გოდერძი ჩოხელის გმირები მაღალი ზნეობის ადამიანები არიან. რაკი ამ ადამიანებს ვაჟას მინდიასავით /გველის მჭამელიდან/ ესმით ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა ენა, რაკი თითქმის ყოველი მათგანი ბუნების მესაიდუმლეა, ამიტომ ყველა ყველას უფრთხილდება, ყველა ყველაზე ზრუნავს. ამიტომაც სულაც არ გიკვირს, როცა სება აფრთხილებს შვილს: წინ დაიხედე, ჭიანჭველას ფეხი არ დაადგაო. ისიც ხომ ხვთის გაჩენილია. მაგასაც თავისი ცხოვრება აქვს, მაგასაც უნდა დიდხანს სიცოცხლეო.
სხვათაშორის, ასევე არიგებს გოდერძი თავის შვილს,Lლუკას, და თვითონაც იგივე ცხოვრების წესით ცხოვრობს.
გოდერძი ჩოხელის გმირებს კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვთ. მათ, პატარა უფლისწულივით, საოცრად უყვართ მშვენიერება, სილამაზე. ამის გამოხატულებაა სიყვარულისათვის თავგანწირული, ყინულად ქცეული კესანეს ყვავილად მოვლინება /აქ უმაღლესი ზნეობრივი კატეგორია გადადის უმაღლეს ესთეტიკურ კატეგორიაში – ამაღლებულის კატეგორიაში/, კაცის მხარზე ნაძვის ხის ამოსვლა და მერე მასზე ზრუნვა ამ კაცის მხრიდან.
იგივე სილამაზის გამოხატულებაა ენძელა, რომელიც გულწრფელადაა შეწუხებული ცუდი კაცების ასეთივე ცუდი საქციელით. ჩემი აზრით, გოდერძის `ენძელა~ საოცრად ეხმიანება ვაჟას `იას~. ოღონდ აქ `ეხმიანება~ არ ნიშნავს ვაჟას პიდაპირ გავლენას გოდერძიზე. ეს ნიშნავს, რომ ბუნების ორი დიდი მესაიდუმლე ერთნაირად აღიქვამს მოვლენებს და ერთნაირ შეფასებას აძლევს.
რაც შეეხება ცუდი კაცების ცუდ საქციელს, აქ არ შეიძლება კვლავ პატარა უფლისწულთან არ გაგვიჩნდეს ასოციაცია: პატარა უფლისწული საოცრად გაკვირვებულია: დიდებს რომ უთხრა, ლამაზი სახლი ვნახე, ფანჯრებში ნემსიწვერა ჰყვაოდა, სახურავზე კი მტრედები ჩამომსხდარიყვნენო, გაუჭირდებათ ასეთი სახლის წარმოსახვა. ამათ მაინცადამაინც უნდა უთხრა: ასი ათას ფრანკიანი სახლი ვნახეო და მაშინ აღტაცებით შესძახებენ: ოჰ, რა ლამაზი სახლი ყოფილაო.
ლამაზი სახლი, ფანჯრებში ნემსიწვერა, სახურავზე მტრედები, ყვავილები – ეს მშვენიერებაა, სილამაზეა. ვინც ამ სილამაზით არ იხიბლება, ვისაც არ შესწევს უნარი დატკბეს განთიადის პირველი აკიაფებით, ქარის სუნთქვაში ჩაქსოვილი ბალახის სურნელით, ის არც არის ადამიანი,
და მაინც, გოდერძი ჩოხელის გუდამაყრელი გმირებისათვის სილამაზისა და მშვენიერის სიყვარული სულაც არ არის თვითმიზანი. იგი ის საშუალებაა, რომელიც იწვევს ადამიანთა გრძნობების გაფაქიზებას, მათ გაკეთილშობილებას, ზნეობრივ სრულყოფილებას.
რაკი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია, მის შემოქმედებაში დედის თემას დიდი ადგილი უჭირავს. ამბობს, მაგალითად, რომ დედამისი ბუნების შვილი იყო და არ შეეძლო მთების გარეშე სიცოცხლე და რომ იგი ელაპარაკებოდა ხეს, ქვას, ყვავილებს, ყვავს, ოფოფს.
`ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ დამემოწმებიან, რომ, რაც უფო მეტი დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც გიცხოველდება. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედა ჩამდგარა შენსა და სიკვდილს შორის~.
მოთხრობაში `დევების ნასოფლარი~ ასეთი ამბავია აღწერილი: შვილი ისე მომენატრა, რომ ღამით ფეხშიშველი დავადექი ოცკილომეტრიან გზას, – იგონებს გოდერძი. ნოემბერია. ცივა. თოვს. აქა-იქ მგლებიც ყმუიან. თანდათან ვუახლოვდები დევების ნასოფლარს /ეს ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებაა, ახლაც რომ ცოცხლობს მის მეხსიერებაში და შიშის ზარს სცემს/. უკანიდან დედაჩემის ხმა მომესმა: ~გოდერძი, შვილო!~ მივიხედე და რას ვხედავ: დედაჩემი მოდის ჩემსკენ, გულზე ჩემი ფეხსაცმელები აქვს მიხუტებული. მე მეგონა, რომ დედაჩემის სახით დევი გამომეცხადა. გავიქეცი. დედაჩემი გამომედევნა. მე დედაჩემს ჯოხით ვიგერიებ და გავრბივარ. მაგრამ ფეხი დამიცდა და წავიქეცი. ამასობაში დედაჩემიც წამომეწია და მეუბნება: ფეხსაცმელები მაინც ჩაიცვი, შვილო, და მერე გინდა მომკალი. ყინვაში გაიყინები. დაჯდა და ტირილი დაიწყო. ტიროდა და თან ჩემ ფეხსაცმელებს იკრავდა გულში. ტირილზე ვიცანი დედაჩემი. მივედი და პატიება ვთხოვე. დედა კი:
– ჩემო შვილო, ჩემო ერთადერთო და საყვარელო შვილო, გაგეყინა ფეხები. ჰა, თბილი წინდები წამოგიღე, გამოიცვალე და უბიდან ჭრელი წინდები ამომიღო და თვითონ ჩამაცვა.
ძნელია ამ სულისშემძვრელ ფაქტს რაიმე კომენტარი გაუკეთო. აღარც გოდერძი ამბობს რამეს, ერთი მნიშვნელოვანი ფრაზის გარდა: რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდით ჰყავსო.
კიდევ ერთ ამბავს ჰყვება გოდერძი, რომელიც კარგად აჩვენებს დედამისის სიბრძნესაც, სიკეთესაც, მაღალ ზნეობასაც:
ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიის ზემოთ ხატის დარბაზებია. ხატის მოედანზე შესვლა არათუ ქალებისათვის, კაცებისთვისაც კი აკრძალულია. მარტო ბავშვებს მიესვლებოდაო იქ, – ჰყვება გოდერძი და მერე აგრძელებს: სწორედ იქ, იმ ადგილას, აღმოვაჩინე, რომ, თუ გულწრფელად ვილოცებდი, ღმერთი აუცილებლად შემისრულებდა თხოვნას. ასე მოხდა `ბაკურციხელი ხევსურის~ გადაღებისას – თოვლის მოსვლა ვინატრე და მეორე დღეს მართლა მოვიდა თოვლი. საღამოს კი დედაჩემმა დამიმარტოხელა და მითხრა:
-შვილო, მე ვიცი, რომ მართლა შეგისრულა ღმერთმა თხოვნა, მაგრამ მე ხომ შენი დედა ვარ და შენც შემისრულე ერთი თხოვნა: აღარასოდეს არ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვა ღმერთს.
– რატომ, დედი, მე ხომ კეთილი საქმე ვთხოვე.
– შენთვის რაც კეთილია, სხვისთვის ხომ არ არის კეთილი, შვილო. აბა, რა იყო ახლა ამ თოვლის მოსვლა? რამდენი ყვავილი ჩაჭკნება შიგ, რამდენ მწერს გაუმწარდება ცხოვრება, რამდენი კიდევ სხვა რამე აირია ამ თოვლის მოსვლით.
დააკვირდით: შენთვის რაც კეთილია, უმეტესად ის სხვისთვის არაა კეთილიო და ამ სხვაში ბუნების მესაიდუმლე ამ ბრძენმა ქალმა, პირველ რიგში, ყვავილი და მწერი დაასახელა.
წერილის დასაწყისში მე ვახსენე – გოდერძი თვითნაბადი ტალანტი იყო-მეთქი. როცა ამას ვამბობდი, პირველ რიგში, იმას ვგულისხმობდი, რომ გოდერძის ბევრ მოთხრობაში დგას წმინდა ფილოსოფიური პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მას საგანგებო ფილოსოფიური განათლება არ მიუღია, მარადიული პრობლემების დაყენებით და მათზე გაცემული პასუხებით, იგი ნამდვილი ფილოსოფოსია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს კითხვები: რა არის სიკეთე? რა განსვავებაა ზოგად სიკეთესა და შენთვის სიკეთეს შორის? რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ? ვისი გონით გონივრობს გონი? და ბოლოს ჰამლეტის `ყოფნა, არ-ყოფნის~ სადარი კითხვა: `რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო, ნისლივით მღვრიე?~
ამ კითხვებით დამძიმებული გოდერძი ჩოხელი სევდითა და წუხილით სავსე კაცი იყო /აქ მარტო ბოლოდროინდელ დეპრესიას არ ვგულისხმობ/. ვინც მის შემოქმედებას კარგად გაიაზრებს, მიხვდება ამ ადამიანური სევდის, თუ `ადამიანთა სევდის~ ნამდვილ მიზეზს. მისი უმთავრესი მიზეზი კი ის შეუსაბამობაა, რაც არსებობს გოდერძის გმირებსა და დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს შორის. გოდერძის გმირები, სამწუხაროდ, ცოტანი არიან, მაგრამ მთის წყაროსავით ანკარა და ახლმოსულ თოვლივით სუფთა, დანარჩენი სამყარო კი უზარმაზარია, მაგრამ უაზრო, უშინაარსო, ყოველგვარი სიბინძურისა და ჭუჭყის ბუდე. გოდერძი ჩოხელმა კარგად იცოდა, რა ცოდვა-მადლი ტრიალებდა ამ უკანასკნელ სამყაროში. იცოდა და ამიტომაც, იშვიათად, მაგრამ მაინც წერდა: პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც, არჩევნებსა და მის გაყალბებაზე, ლენინზე, სტალინზე, კოლმეურნეობაზე, ზვიად გამსახურდიაზე, მხედრიონზე, `ესენგეზე~, წერდა შურზე, მტრობაზე, გაუტანლობაზე, სიხარბეზე, კაცთმოძულეობაზე, ურთიერთგაუცხოებაზე, ადამიანების მანქურთად ქცევაზე, წერდა, როგორც უბედურებაზე, როგორც შავ ჭირზე, როგორც დამღუპველ რამეზე. წერდა დიდი წუხილით, რადგან გოდერძი ჩოხელი სხვა სიწმინდისა და სისუფთავის, სხვა მორალის კაცი იყო.
რასაკვირველია, ცალკე საუბრის თემაა გოდერძი ჩოხელის პოეზია, მისი უნიკალური მხატვრული სახეებით: მეტაფორებით, შედარებებით, ეპითეტებით, ჰიპერბოლებით და ა. შ.
საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ:
`საოცარია, გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა
დაიძინეს და ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ~ /`თოვლი~/.
~როგორც ზამთარში თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი.
ისე შემორჩა სულში ბავშვობა~ /~თოვლიან ტყეში მწიფე ძახველი~/.
`მთები, საწუთროს დევები,
მხარგაშლილები, მაღლები,
არაგვრზე წყლის დასალევად
ჩამოსულები, დამსხდრები~ /`მთები~/.
გოდერძი ჩოხელი მრავალმხრივი ხელოვანი იყო. იგი არა მარტო რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს წერდა, არამედ წერდა სცენარებს და, როგორც რეჟისორი, იღებდა უბრწყინვალეს ფილმებს. ეს ფილმებია: `ადგილის დედა~, `ბაკურხეველი ხევსური~, `აღდგომა~, `მიწისმზომელები~, `მეკვლე~, `ადამიანთა სევდა~, `წერილი ნაძვებს~, `უცხო~, `ცოდვის შვილები~, `სამოთხის გვრიტები~, `ლუკას სახარება~, `მიჯაჭვული რაინდები~. მიღებული აქვს საერთაშორისო და ეროვნული კინოფესტივალების პრიზები და პრემიები.
როგორც თავშივე ითქვა, გოდერძი ჩოხელი უწესიერესი და უსპეტაკესი ადამიანი იყო. იგი ვერ იტანდა უპირობას, უსამართლობას, ზნეობრივ კომპრომისს, ვერ იტანდა სიყალბეს, თვალთმაქცობას, ფარისევლობას. ამიტომაც ვერ გაუძლო მისმა მართალმა გულმა `დღესაც რომ იყიდება და იძარცვება საქართველო~. ვერ გაუძლო ნაწილ–ნაწილ მიტაცებულ ქართულ მიწა-წყალს, ერთმანეთზე წაკიდებულ ქართველებს. . . და ასე თანდათანობით დაილია ეს სანთელივით სუფთა კაცი.
დღეს გოდერძი ჩოხელი აღარა ჰყავს საქართველოს. რაგინდ მძიმეც არ უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც უნდა ვთქვათ, რომ იგი ჩვენ მოვკალით ჩვენი უყურადღებობით, უსულგულო დამოკიდებულებით.
მაგრამ გოდერძისნაირი ადამიანები არ კვდებიან. ისინი მაღალი სულიერების სიმბოლოებად რჩებიან და ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში ზნეობრივი სიწმინდის გაკვეთილებს გვიტარებენ