Monday, October 20, 2014

1.     როგორი პოემაა ,,თორნიკე ერისთავი“?
ა) სათავგადასავლო; ბ) დეტექტიური; გ) ისტორიული.
2.      რასთან არის შედარებული ქართველ გმირთა სანაქებო საქმეების აღნუსხვის სიძნელე?
ა) ბნელ ღამესთან;  ბ) ცაში ვარსკვლავებისა და ზღვაში ქვიშის დათვლასთან;  გ) ტანჯვა-წამებასთან.
3.      აკაკის აზრით, ჯერ კიდევ რა არ გამქრალა?
ა) წარსულის ხსოვნა;  ბ) წინაპართა საქმეები;  გ) ნაშთი ძველი დიდებისა.
4.      რომელ მეფესთან წვეულებაა აღწერილი პოემაში?
ა) ვახტანგ მეფესთან; ბ) დავით აღმაშენებელთან; გ) დავით კურაპალატთან.
5.      რა სიმღერას მღეროდა წვეულებაზე შეკრებილი ხალხი?
ა) ოროველას; ბ) ჯვარულს; გ) მრავალჟამიერს.
6.      რა მიზეზი ჰქონდათ ქართველებს მხიარულებისა?
ა) მეფის დაბადების დღე იყო; ბ) მეფეს ძე შეეძინა;
გ) სამეფოში მშვიდობა იყო და გარეშე მტერიც ვერაფერს უბედავდა.
7.      დარბაზობაზე პირველ ბრალმდებლად ვინ გამოვიდა?
ა) ვაზირი;  ბ) მეფე;  გ) მსაჯული.
8.      ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: ,,და შეუმცდარი  ამ ქვეყნად .......... ნუ გეგონებათ“.
ა) ბრძენიცა; ბ) მეფეცა; გ) ხალხიცა.
9.      რატომ გადაწყვიტა თორნიკემ საერო სამსახურზე ხელის აღება?
ა) იფიქრა, დავბერდი ჩემზე უკეთესები ახალგაზრდები არიან და მათ დავუთმობ პირველობასო;               ბ) მეფეზე იყო განაწყენებული;     გ) ბოლო ბრძოლა წააგო.
10.  ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: ,,და რად დახვდეს ....... იმათ ჩემი პირველობა“.
ა) კედლად;    ბ) ღობე-ყორედ;    გ) დაბრკოლებად.
11.  ვინ იბრძოდნენ  ბარდა სკლიაროსის მხარეზე?
ა) მონღოლები და თურქები;  ბ) სომხები და თურქები;    გ) სპარსელები და სომხები.
12.  რომელი მდინარის პირას დაბანაკდა ქართველთა ჯარი?
ა) ევფრატის; ბ) ნილოსის;  გ)ჰალისის.
13.  ვინ ვის მიმართავს: ,,...ნუ გეშინიან!  ხმლიანი უხმლოს
                                          რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,
                                         მხოლოდ თანასწორ იარაღითა
                                         შენი დაჩაგვრა მე მენატრება!..“
ა) ორბელიძე აფრანიკს;  ბ) სკლიაროსი თორნიკეს; გ) პარაკიმემონი სკლიაროსს.
14.  ვინ არის: ...,,სიბერე ახლავს, მაგრამ ჯერ კიდევ გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომია.“
ა) ხუმარა;  ბ) თორნიკე ერისთავი; გ) დავით კურაპალატი.

15.  რაზე ამხედრებული გაემართა თორნიკე ბრძოლის ველისკენ?
ა) ცხენზე; ბ) ვირზე;  გ) ბერკვიცზე.
16.  თორნიკემ ბრძოლის შემდეგ რა უბრძანა ჯარს?
ა) ახლავე საქართველოსკენ გავბრუნდეთო;    ბ) დაჭრილი ქართველები გამოარჩიეთ და მოუარეთო;
გ) განურჩეველად, ნებისმიერი ერის მებრძოლს, თუ დაჭრილია, მოუარეთ, თუ მკვდარია, დამარხეთო.
17.  ვინ ვის ეუბნება: ,,ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა.“
ა) თორნიკე ჯოჯიკს;   ბ) ორბელიძე აფრანიკს;   გ) თორნიკე ჯარს.
18.  რა სიმღერას მღეროდა საქართველოში გამარჯვებით დაბრუნებული ჯარი?
ა) მრავალჟამიერს;  ბ) ამირანს;  გ) ოროველას.
19.  რა აღთქმა ჰქონდა დადებული გაბრიელ სალოსს?
ა) ყველას უნდა დახმარებოდა;  ბ) განმარტოებით უნდა ეცხოვრა;
გ) მუდამ მდუმარე უნდა ყოფილიყო.
20.  როდის დაარღვია გაბრიელ სალოსმა დუმილის აღთქმა?
ა) როდესაც გამარჯვებული ქართველი  ჯარი დაინახა;  ბ) როდესაც ერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა;
გ) როდესაც მეფე და თორნიკე ვერ შეთანხმდნენ ნაჩუქარი სიმდიდრის განაწილებაზე.
21.  ვისთან ერთად გაემართა თორნიკე ათონის მთისკენ?
ა) იოანესთან ერთად;  ბ) გაბრიელთან ერთად;  გ) ჯოჯიკთან ერთად.
22.  რა სასწაული მოხდა ათონის მთაზე?
ა) ერთ ბერს წმინდა გიორგი გამოეცხადა;  ბ) ერთ ბერს ღვთისმშობელი გამოეცხადა;
გ) ღვთისმშობლის ხატმა მოსცურა მდინარის ნაპირთან.
23.  ვინ გამოასვენა მდინარიდან ღვთისმშობლის ხატი?
ა) თორნიკემ; ბ) ერთმა ბერმა;  გ) გაბრიელმა.
24.  რა ეწოდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მდინარიდან გამოასვენეს?
ა)მფარველი;    ბ) ობოლთა შემწე;    გ) კარის ღვთისმშობელი.
25.  საქართველოს ,,სულმნათმა“ რა ჩვენება იხილა?
ა) ნინო, ქეთევანი და თამარი ქვეყნად ჩამოსულიყვნენ და ღვთისმშობელს საქართველოს შემწეობასა და შველას ევედრებოდნენ;  ბ)დავით აღმაშენებელი ღმერთს ავედრებდა საქართველოს;
გ) ივერია გაბრწყინებულიყო.

გაკვეთილის გეგმა : "თორნიკე ერისთავი"

1.გაკვეთილის თემააკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“
შემაჯამებელი გაკვეთილი
2.სწავლების საფეხური და კლასისაბაზო  საფეხური. მე-9 კლასი


4.მოსწავლეთა რაოდენობა:15 მოსწავლე
5.გაკვეთილის ხანგრძლივობა:2 აკადემიური საათი
6.მეთოდი:მოკლე ლექცია პრეზენტაციით, ინტერაქტიური და ჯგუფური მუშაობა
7.განსაკუთრებული მიდგომების  საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილიკლასში ასეთი საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.
8.გაკვეთილის მიზნებია) პოემის ჟანრის გაცნობა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება;
ბ) ისტორიული ფაქტისა და მხატვრული გამონაგონის გამიჯვნა ნაწარმოებში;
გ) სიუჟეტისა და ფაბულის ერთმანეთისაგან გარჩევა;
დ) ნაწარმოების იდეური ანალიზი.
9.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორებიVII – 7,8,9,10,11,12,13,14.
ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას, საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე
დააფიქრა წაკითხულმა, ამოიცნობს  მთავარ აზრს, განასხვავებს ფაქტს დამოკიდე-
ბულებებისაგან და აჯამებს ყოველივეს. აფასებს პერსონაჟების მოქმედებას, ახასი-
ათებს მათ, აფასებს მთხრობელის დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ.
ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში, ასხვავებს ერთმანეთისაგან სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს, ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (ავტორი-
სეული დახასიათება, მეტყველება, პორტრეტი...).
ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა, ეპითეტი,),
 ზოგიერთ სტილისტურ ეფექტს, სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყო-
ბას  ტექსტში. განმარტავს სად იწყება და მთავრდება  სიუჟეტის განვითარების სა-
ფეხურები.
წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას, აგროვებს და ახარისხებს მასალას, ადგენს ტექსტის გეგმას, იყენებს სხვადასხვა რესურსს.
წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას(პლაკატს, სქემას, ან რაიმე სხვა თვალსაჩინოებას.)
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას, მოიძიებს ინფორმაციას, გა-
აცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს, გამოდის მომხსენებლის როლში და გა-
მოხატავს ჯგუფის საერთო აზრს, შემოიფარგლება კონკრეტული თემით, ისმენს და-
 ეთანხმება , ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს.  
10.თანმიმდევრობა: აქტივობა და დროშემაჯამებელ გაკვეთილს წინ უძღვის ტექსტზე მუშაობის  8საგაკვეთილო საათი.
მუშაობას ვაწარმოებდი პაუზებით კითხვის მეთოდით. გარკვეული ეპიზოდის წა-
კითხვის შემდეგ ვსვამდი ტექსტის შცნობისათვის საჭირო და აუცილებელ კითხვებს. ვადგენდით ასოციაციურ რუკებს, ყურადღებას ვამახვილებდით პოემის მნიშვნელოვან და საყურადღებო ადგილებზე. ვიძიებდით
ინფორმაციას შესაბამის ისტორიულ ფაქტსა და მე-19 საუკუნის ისტორიულ სინამ-
დვილეზე.

შემაჯამებელი გაკვეთილი

აქტივობა I  -  10-12 წთ. მინი ლექცია პრეზენტაციით;

  დაბადება, მშობლები, ბავშვობა, სწავლის წლები, შემოქმედების ძირითადი ას-
პექტები, აკაკი - საზოგადო მოღვაწე, ილიას მხარდამხარ, აკაკის პოპულარობა,
გარდაცვალება, სხვიტორიდან - მთაწმინდისკენ;

აქტივობა II  -  8-10 წთ.   მოსწავლეთა პროვოცირება, ინტერაქტიული მეთოდით
საყურადღებო მასალაზე კონცენტრირება.

მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ვყვები აკაკი შანიძის მოგონებას აკაკი წერეთლის
 იუბილეს სამზადისის შესახებ 1908 წელს: „ეს დღესასწაული მით უფრო სანუკვა-
რი იყო, რომ წინა წელს ვერაგულად მოკლეს დიდი ილია და საჭირო იყო, რომ წიწა-
მურის ტრაგედიით ღრმად დაკოდილი ეროვნული სხეული მცირეოდენად მაინც მო-
შუშებულიყო. აკაკის იუბილე ერთგვარი სალბუნი  იყო ამ დიდი ეროვნული ტკივი-
ლის დასაამებლად, რადგანაც აკაკის დროშა იგივე ილიას დროშა იყო და უკეთესი
მომავლის იმედებით მაინც ყველას უღვივოდა გულში.“ ასევე მოსწავლეებს ვუამბობ
 ერთ საინტერესო ფრაგმენტს როდიონ ქორქიას მოგონებიდან. იგი იხსენებს ფოთში
გამართულ აკაკის იუბილეს და ყვება: „ვიღაცამ საოცარი პათოსით წაიკითხა: „არ
მომკვდარა! მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!“ - ატყდა ტაშის გრიალი და,
 იმავე დროს, ბევრი ატირდა, დარბაზში თეთრი ცხვირსახოცები აფრიალდა. მე,
14 წლის ბავშვმა, პირველად ვიგრძენი, რომ დაჩაგრული ერის შვილი ვიყავიო“.
ამის შემდგომ მოსწავლეებს გამოვიწვევ სასაუბროდ და კითხვა-პასუხის ფორმატით
წარმოვაჩენ XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობას; გამოვკვეთთ პოეტი-ლიდე-
რის როლს და ხაზს გავუსვამთისტორიული ნაწარმოების შექმნის  მნიშვნელობას. სა-
განგებოდ შევჩერდები პოემის შესავალზე: დიდებული წარსული, უბადრუკი აწმყო-
 გმირი ხალხის მთვლემარე შვილები; მომავლის იმედი - ცისარტყელა, „არ მომკვდა-
რა, გაიღვიძებს ისევ ერი!“, „წარსულ ნერგზე ახალ ნამყნის  შეხორცებას“
ასევე ყურადღებას გავამახვილებ ნაწარმოების ფინალზე. ძლევამოსილ, გამარჯვე-
ბულ ჯარს, წესით, არ უნდა ემღერა მიჯაჭვულ და მკერდდაფლეთილ, ყვავ-ყორნე-
ბისაგან შეწუხებულ ამირანზე, რომელიც შესაფერის დროს ელოდება, რომ თავი და-
იხსნას გასაჭირისაგან. ძლევამოსილი ჯარის ეს სიმღერა  მე-19 საუკუნის საქართვე-
ლოს ტკივილს წარმოგვიდგენს, მაგრამ იქვე ხაზგასმაა გმირებსა და მათ აღმზრდელ
დედებზე და იქვე ჩნდება იმედი, იმედი უკეთესი მომავლისა, რასაც ადასტურებს
სულ ბოლო აკორდი პოემისა - სიზმარი; ლოცვა, და ისევ ცისარტყელა. სამი ქალი:
რწმენის, სახელმწიფოებრივი ძლიერების, და სიმტკიცისა და სიწმინდის სიმბოლო:
ნინო, თამარი, ქეთევანი.იქვე გვახსენდება: ენა, მამული, სარწმუნოება. აი, რაზე
უნდა დადგეს ქართველობა,რომ ცისარტყელა ისევ გადაიჭიმოს ნიკოფსიითგან და-
რუბანდამდის. აი, რა უნდა დაუსახოს მიზნად ლიდერმა - პოეტმა ერს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.
ამ დასკვნებამდე მისვლის შემდგომ ოთხ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს მივცემ კონ-
კრეტულ დავალებებს, რომლებიც ბარათებზე  გამზადებული მექნება წინასწარ.
ჯგუფებს პირობითად ვუწოდებ სახელებს.

აქტივობა III – 25 წთ. ჯგუფური მუშაობა;

I ჯგუფი - “ მკვლევრები“ (იმუშავებენ პოემაში ისტორიული სინამდვილისა და
მხატვრული გამონაგონის გამიჯვნაზე, ფაბულისა და სიუჟეტის ურთიერთმიმართე-
ბაზე).
დავალება ბარათზე:
1. ჩამოაყალიბეთ ისტორიული სინამდვილე, რომელიც საფუძვლად დაედო პოემას.
რა იცით ბარდა სკლიაროსის აჯანყებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა
 მონაწილეობის შესახებ?
2. რა ინფორმაციას გვაწვდის ივანე სულისძის წარწერა ზარზმაში?
3. დააჯგუფეთ პოემაში: ერთი მხრივ, ისტორიული სინამდვილე და მეორე მხრივ
მწერლის გამონაგონი; ასევე - ისტორიული პირები და ლიტერატურული პერსონაჟე-
ბი.(შეგიძლიათ წარმოადგინოთ სქემების სახით).
4. პოემის შინაარსზე დაყრდნობით გამოკვეთეთ სიუჟეტის განვითარების საფეხურე-
ბი.
5. განმარტეთ რა არის: ფაბულა, სიუჟეტი, პროლოგი, ეილოგი, ექსპოზიცია, კულ-
მინაცია, კვანძის გახსნა.

II ჯგუფი - “ ლიტერატორები“ (იმუშავებენ რომ წარმოაჩინონ ჟანრი - ისტორი-
ული პოემა, გამოკვეთონ ნაწარმოების მხატვრული ელფერი და კომპოზიცია).
დავალება ბარათზე:
1. ისაუბრეთ ნაწარმოების ჟანრზე: რა არის პოემა? დააკონკრეტეთ რა არის ისტო-
რიული პოემის მახასიათებლები.
2. როგორია „თორნიკე ერისთავის“ არქიტექტონიკა? ისაუბრეთ ნაწარმოების კომპო-
ზიციაზე.
3. გამოკვეთეთ ნაწარმოების მხატვრული ელფერი! ისაუბრეთ მწერლის სტილსა და
ინტონაციაზე, (მაღალფარდოვანია მეტყველება, თუ სადა და მოხდენილი, არქაიზ-
მებითაა დატვირთული, თუ ნათელი და გამჭვირვალეა ყოველი სტრიქონი).
4. რა დატვირთვა აქვს პოემაში მხატვრულ გამონაგონს (ყურადღება გაამახვილეთ
პეიზაჟზე, სიზმარსა და ლოცვაზე)?
5. დაასახელეთ ეპითეტის, მეტაფორისა და შედარების მაგალითები. როგორია რით-
მა და რიტმი?

III ჯგუფი - “ ანალიტიკოსები“ (ეცდებიან წარმოადგინონ ნაწარმოების იდეური
ანალიზი, დააკავშირონ  წარსული და მე-19 საუკუნის საქართველო).
დავალება ბარათზე;
1. როგორ საქართველოსა და ქართველობას წარმოგვიდგენს მწერალი და როგორია
მე-19 საუკუნის საქართველო?
2. რა დატვირთვა აქვს პოემაში სიზმარს, ლოცვას, სამშობლოში დაბრუნებული ჯა-
რის სიმღერას?
3. ნინოს, ქეთევანის, თამარის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. რატომ დააკავში-
რა მწერალმა ეს სამი სხვადასხვა ეპოქის ქალი და შექმნა დიადი სამეული? სხვა რო-
მელ სამეულებს გაიხსენებთ?
 4. რას წარმოგვიდგენს ცისარტყელას მხატვრული სახე პოემის შესავალსა და ფინალ
ში?
5. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სცადეთ წარმოადგინოთ მწერლის ჩანაფიქრი:
რა იყო ამ ისტორიული პოემის შექმნის იდეა?

IV ჯგუფი - “ შემოქმედები“ (იმუშავებენ, რომ შექმნან ჩანახატი, ლექსი ან ნახატი
 შეთავაზებული თემებიდან რომელიმეზე).
დავალება ბარათზე:
შექმენით ჩანახატი, ლექსი ან ნახატი შემოთავაზებული თემებიდან რომელიმეზე:
ნახატი: 1. ლხინი, ან სამსჯავრო დავით კურაპალატის სასახლეში;
2. ბრძოლა  ჰალისის პირას;
3. გამარჯვებული მეომრების დაბრუნება სამშობლოში;
4. საქართველოსთვის მლოცველი დედები.
თხზულება:
1.      „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული შვიდფეროვანი სარტყელი“;
2.      „აკაკისა და ჩემი საქართველო“;
3.      „დღევანდელი საქართველოს ტკივილი“.

ჯგუფებს საშუალება ექნებათ  პრეზენტაციისთვის გამოიყენონ ფორმატები, ფერადი
 ფანქრები, კომპიუტერი და პროექტორი. თავიანთი ნამუშევრის წარმოდგენას  მო-
ახდენენ როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად.
11.შეფასებააქტივობა IV. 10-12 წთ.

შეჯამების მიზნით ბავშვებს ვთხოვ, შეაფასონ მოწინააღმდეგე გუნდის ნამუშევრები
 (განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ნაშრომის ღირსებაზე), და თუ უკმა-
რისობის განცდა აქვთ რომელიმე გუნდის მიერ წარმოდგენილ მასალაზე, განავ-
რცონ ის თავიანთი ინფორმაციით (ასეთ შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით
ქულას).
ბოლოს თვითონვე შევაჯამებ გაკვეთილს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბ-
რიკის მიხედვით.

ჯგუფური მუშაობის შეფასებვის რუბრიკა:



შედეგი1-3 ქულა4-5ქულა6-7 ქულა8-9-10 ქულა
კომუნიკაციაჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. არ უზიარებენ ერთმანეთს აზრს და გამოცდილებას. ვერ ახერხებენ შეთანხმებულ მუშაობას.ცდილობენ თანამშრომლობას, აქვთ სურვილი გამოხატონ თავიანთი აზრი და გაიზიარონ მეგობრებისაც. მუშაობენ შეთანხმებულად, მაგრამ პერიოდულად.მოახერხეს თანამშრომლობა ერთმანეთთან. შეძლებისდაგვარად გამოხატავენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის სხვა წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანხმებულად.თანამშრომლობა ერთმანეთთან მაღალია. გამოთქვამენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანმებულად.
აქტიური სმენა (ჩართულობა)არ არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი.არ უსმენენ ერთმანეთს და ვერ ერთვებიან დავალების შესრულების პროცესში. სმენადობა დაბალია.უსმენენ უგულისყუროდ, პერიოდულად.ცდილობენ მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება. პერიოდულად ერთვებიან დავლების შესრულების პროცესში.სმენადობა არის მაგრამ პერიოდულად.უსმენენ ერთმანეთს. არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში, სმენადობა მაღალია.უსმენენ ერთმანეთს ავითარებენ ერთმანეთის აზრს, არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში. აქვთ მზაობა და დავალების მაღალ დონეზე შესრულების სურვილი. სმენადობა მაღალია.
საინტერესო პრეზენტაზიაშესავალი არ აქვს. იწყებს უინტერესოდ. ვერ ახდენს პრობლემის განსაზღვრას, ვერ გეგმავს და წყვეტს დასმულ ამოცანას. ვერ ახდენს მის გადაჭრას. ვერ მეტყველებს გამართულად.შესავალი არის, მაგრამ უინტერესო და ტრაფარეტული. ცდილობს ორგანიზებას და პრობლემის გადაჭრას. ნაწილობრივ წყვეტს დასმულ ამოცანას. საუბარი არის ფრაგმენტული, ხარვეზებით.ცდილობს შესავალი წარმოადგინოს საინტერესოდ. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას. მეტყველებს გამართულად.საინტერესოდ და დამაჯერებლად იწყებს თხრობას. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარდგენას. ირჩევს ეფექტურ სტრატეგიებს და მოკლედ აღწერს ამოცანის გადაჭრის საფეხურებს და მიჰყვება არჩეულ გზას. მეტყველებს გამართულად, მოჰყავს დამატებითი ინფორმაცია, აკავშირებს ძველს ახალთან.
ვიზუალური წარდგენაარ აქვს თვალსაჩინო მასალა, ვერ ახერხებს შექმნას იგი და წარმოადგინოს.აქვს თვალსაჩინოება, მაგრამ მწირი, არაესთეტიური. არ ცდილობს შეავსოს და საინტერესო გახადოს.თვალსაჩინო მასალა შესრულებულია სრულად, ესთეტიურად. ცდილობს შეავსოს და კიდევ უფრო საინტერესო გახადოს.მასალა წარმოდგენილია სრულყოფილად და საინტერესოდ, დიდი პასუხისმგებლობით, მაღალ ესთეტიურ დონეზე. ყველასათვის გასაგებად.
უკუკავშირი დასკვნავერ დააინტერესა აუდიტორია, არ აქვს არგუმენტაცია ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას.აუდიტორიის ინტერესი პერიოდულია. ცდილობს მოიყვანოს არგუმენტები და გასცეს კითხვებზე პასუხი.აუდიტორიის დაინტერესება შეძლო. ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს შესაბამისი არგუმენტებით. ნაწილობრივ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა.აუდიტორიის ინტერესი მაღალია, ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს, მოჰყავს დასაბუთებული არგუმენტები. სწორად და გამართულად სცემს კითხვებზე პასუხს.

აქტივობა V. 3 წთ. საშინაო დავალება:

მოსწავლეებს ვთხოვ, გააგრძელონ ფიქრი ამ საკითხზე და დაწერონ თემა:
„აკაკის სიზმარი დღეს“
(ასეთი დავალება განავითარებს მათ ფანტაზიას და ასწავლის  ათვისებული მასა-
ლის თანამედროვეობასთან დაკავშირებას.)
12.საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები გაკვეთილისთვის დაგვჭირდება: დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდები, თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, საწერკალმები, აკაკის ფოტოსურათი,
წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა,
 ქსელში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი.

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“
საძიებო საიტები: google.ge ; vikipedia
Microsoft office powerpoint
Creative Commons License

ჯაყოს ხიზნები


  • მარგო საქართველოს სახე-სიმბოლო მგონია... ოხრად დარჩენილი რომ აძღობს ყვავ-ყორნებს...

  •  სულ ლოდინი და ლოდინი? გაფაჩუნებასავით? ( კაცია-ადამიანი?!) 
  •  მეც ასე მგონია. თეიმურაზი - უძლური პატრონი, რომელმაც ვერ დაიცვა მარგო (მამული) ჯაყო - ჩრდილოეთიდან შემოვარდნილი უხეში ძალა. მაინც ჯავახიშვილია, ხომ იცი, არა მგონია, საფუძველს იყოს მოკლებული ეს მოსაზრება.


  •  სათანადო პატრონი რომ არ ჰყავს და თავხედურად სხვა რომ ეპატრონება,იმ საქართველოს გავს არა,ნინ?


  • მარგო-საქართველოს ყველაზე მეტად ახლა უჭირს... თანამედროვე თეიმურაზები კი უფრო საშიშები არიან , ვიდრე საცოდავები ...


  • უსუსური ქვეყანაა მარგო, თავისი თავის ბატონ-პატრონი რომ არაა და ,,ძლიერს" ნებდება, ასე გათელილი იარსებებს, სანამ ვინმე არ გამოჩნდება და დამპყრობელის კლანჭებიდან არ გაათავისუფლებს...


  •  აბა რაა,ყველაზე საშიში თავხედი ადამიანია,რომელსაც ძალაც მოსდევს დაუპირატესობასაც გრძნობს.....


  •  ზოგადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა
  • ''მარგო არის, საგანძური, რომელიც თეიმურაზმა ვალში მისცა, რადგან სხვანაირად ვერ გადაიხადა ვალი.ვალი იმიტომ დაედო, რომ მასში მცონარობა, უხერხემლობა, ცრუაქტიურობა და უმწეობა ბატონობს.მარგო,(მარგალიტი) ანუ საგანძური- საქართველო მოკვდა, მოძალადეს დაემორჩილა და , ფაქტობრივად, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა...თეიმურაზი(ქართველობა) ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ რის ფასად, ვიცით..მარგოს დანებება პროტესტია თეიმურაზის წინააღმდეგ, თვითგვემაა, შურისძიებაა... ამ ხასიათზე ასე ვფიქრობ, თუმცა სხვა ვერსიებიც მაქვს..






No comments:

Post a Comment