Monday, October 20, 2014

ისტორიის მხატვრული ანარეკლი, (აკაკი წერეთელი, „თორნიკე ერისთავი“)





თორნიკე ერისთავის პირველწყარო გიორგი ათონელის იოანესა და ექვთიმეს ცხოვრე-
ბა უნდა ყოფილიყო [5,173].
თხზულებას ახლავს მინაწერი: ისტორიული პოემა.
საქართველოს წარსული აკაკისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. პოეტის ღრმა
 რწმენით,წარსულის უარყოფა სასიკვდილოთაც თავის გადადებაა. მხოლოდ პირუტყვი 
ივიწყებს წარსულსარჰფიქრობს მომავალზე და მარტო აწმყოთია კმაყოფილი (მცირე შე-
ნიშვნა) [2,352].
აკაკი სიამაყით წერდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ: არსად დე-
დამიწისზურგზედ სხვა საქრისტიანო ერი არ გვეგულება იმოდენად ჭირნახული და ისე 
თავგადასავლიანი,როგორც ქართველებითოთხმეტი საუკუნის განმავლობაში მათი მოწ-
მობა რჯულისა და ქვეყნისგულისათვის არ შეყენებულა; ერთხელვე მათგან კისრად ღებუ-
ლი ჯვარი შეუბღალავად მოიტანესმეცხრამეტე საუკუნის კარებამდე... [3,33].
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფურცელს მიაპყრო მზერა აკაკიმ. პირ-
ველად „თორნიკე ერისთავი“ „დროების“ რედაქციაში, მწერალთა წრეში წაუკითხავს.
 „დროება“ აღნიშნავდა:ამ დღეებში ჩვენ დაგვატკბო აკაკიმ თავისი ახალი პოემის წაკით-
ხვითპოეტის ნიჭიკილო ენისა დამშვენიერი ლექსთაწყობა ცხადად იხატება პოემაში.
თორნიკე ერისთავი მხნე და მამაცი სარდალია მეფე დავით კურაპალატისა (მეათე საუკუ-
ნე); თორნიკეაუმთავრესი მოქმედი პირი პოემაში და პოეტსაც ამ სახელით - თორნიკე 
ერისთავი - მოუნათლავსთავისი პოემა [„დროება“ № 60, 1883 წლის 20 მარტი].
1884 წლის იანვარში აკაკი პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს სწერდა, რომ გარდასული
წელიწადი მისთვის ნაყოფიერი იყო - ფსიქოლოგიური ეტიუდებისა და „წვრილმანი ლექ-
სების“ გარდა, დაეწერა ორი ისტორიული პოემა: „ანდრია პირველწოდებული“ და „თორ-
ნიკე ერისთავი“: ჯერ არდაბეჭდილანმაგრამ სახალხო კი გახდნენარ შეგიძლიანწარმო-
იდგინოთუ რა შთაბეჭდილებასახდენს ყველაზედ ის თხზულებასახალხო მტერი და 
მოყვარე ერთნაირად ღელავს და ეს ჭეშმარიტადმიკვირსმე ამას დროს ვაწერ და არა 
თხზულების ღირსებას... ქალაქელმა ხბოს თავებმა წინდაწინვეგაჰკიცხეს თურმე ჩემი პოე-
მამაგრამ, როცა მოისმინესმუუუობღაოდნენ.
„დროება“ 1884 წლის 18 იანვარს კვლავ დაჰბრუნებია „თორნიკე ერისთავის“ თემას: შინა-
არსი ამპოემისა ისტორიულია და შეეხება იმ დროსროდესაც თორნიკე ერისთავი 12 000 
მეომარი ქართველითწავიდა საბერძნეთში ბერძნების მისაშველებლად სპარსეთის მმარ-
თველისსკლიარუსის წინააღმდეგ,რა თქმა უნდაროგორც ლექსიისე ენა აკაკის კალმის 
შესაფერიაზოგიერთი აღწერილობა,მაგალითადათონის მთისა და დილისა ომის წინ
ხელისხელ საგოგმანებ მარგალიტსავით ბრჭყვინავენ მთელ პოემაშიჩვენს მკითხველებ-
თან ერთად უნდა ვინატროთ, ეს პოემა მალე დაბეჭდილიყოს.
1884 წლის 31 მარტს საცენზურო კომიტეტი პოემის დაბეჭდვის უფლებას იძლევა, მხო-
ლოდ შესავლიდან იღებს თორმეტ სტრიქონს:
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებსარ მომკვდარაგაიღვიძებს ისევ ერი!
ამ იმედით ფრთაშესხმული ჩვენი გული სიამით სძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს.
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას.
მინიშნება მეტისმეტად აშკარა და გამჭვირვალე იყო. ბუნებრივია, „ქართული მწერლობის
 ჯალათად“ წოდებულ ლუკა ისარლოვს აწმყო ნაღვლის მიზეზს ვერვინ გამოაპარებდა,
 ვერც წარსულ-ნერგზედახალ-ნამყნის შეხორცების მაღალ იმედს...
1884 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში „თორნიკე ერისთავი“ ცალკე წიგნად გამოიცა.
1901 წელს თელავში ლიტერატურულ დილაზე წაუკითხავთ და, „ცნობის ფურცლის“ ცნო-
ბით, 18 სურათად წარმოუდგენიათ. 1912წ. ცნობილ ქველმოქმედს, პავლე თუმანიშვილს
განუზრახავს, დასურათებული სახით გამოეცა პოემის ქართული ორიგინალი და ალექსან-
დრე ყანჩელისეული რუსული თარგმანი.
საინტერესოა აკაკის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. 1909წ., პოეტის პარიზში სტუმრობისას,
ფრანგული გაზეთი „Les NouveIIes“ [„ახალი ამბები“] წერდა საქართველოს შესახებ: ამ პა-
ტარა ქვეყნის ძველიკულტურა და ცივილიზაცია ყოველთვის განცვიფრებას იწვევდაქარ-
თველები ამაყობენ იმითრომისინი ჩამოყალიბებულ ერს წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ შო-
რეულ საუკუნეებშიქრისტიანულ ერამდე.ამ მძლავრი და მტკიცედ სიცოცხლის მოყვარე 
ერის შვილია აკაკი წერეთელი და გარეგნულადაც მისნიშნებს ატარებს...
აკაკი წერეთლის ნიჭის თაყვანისმცემლებმა სთხოვეს მას, წარედგინა თავისი ნაწარმოებები ნობელის პრემიაზე.
- მშვიდობის პრემია ჩემთვის? - ღიმილით თქვა მან, - ყველა ჩემი ნაწარმოები ბრძოლის 
სულისკვეთებით არის გამსჭვალული.
მაგრამ საქმე მართლა ასე როდია.
- ყველაფერზე უფრო გულმოწყალებალმობიერება მიყვარს, - გვითხრა დიდმა პოეტმა, -
და, თუ იარაღს ხოტბა შევასხი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლებისათვის ვიბ-
რძვით“ [2,460].
ის, რაც ფრანგულ ჟურნალთან საუბრისას აკაკიმ პირდაპირ თქვა („ჩვენ თავისუფლებისა
თვის ვიბრძვით“), პოემაში მეტაფორულად გამოიხატა („წარსულნერგზედ ახალ-ნამყნის
 ველოდებით შეხორცებას“) [ვაჟასთანაც ხმელი წიფლის ერთადერთი იმედი მის ერთს 
ფესვის ბოლოზე ამოსულიპატარა დასახული ყლორტიარომელიც მზეს და წვიმას უც-
დისრომ გაიზარდოს - ალეგორია აქაცგამჭვირვალეა].
„ბრძოლის სულისკვეთებასთან“ ერთად, „გულმოწყალება და ლმობიერებაა“ უპირველე-
სი თვისებები პოემის უპირველესი პერსონაჟისა. თორნიკე ერისთავის პიროვნებაში ილან-
დება მაღალი ასკეტისა და მხედრის იდეალი. ქართველ ბერ-მონაზონთა ცხოვრებარო-
გორც იგი ჰაგიოგრაფიულ თხზულებებშიწარმოდგებამიზანსწრაფულად ეპასუხება საზო-
გადოებრივ ინტერესებსისინი იმიტომ განუდგებიანემპირიულ საზოგადოებრივ სარბი-
ელს და საპირადო ინტერესებსიმისათვის დააფუძნებენ ახალსოფელს (ეფრემ ასური), 
რათა გაერთიანებული ძალისხმევით და თავდაუზოგავი ღვწით იქიდანშეეწიონ ამ სოფ-
ლის განწმენდასა და გაჯანსაღებას [7,130].
აკაკი განსაკუთრებული პატივისცემით საუბრობს სასულიერო წოდების წარმომადგენლებ-
ზე:ძველად ჩვენში სამღვდელოებამ იცოდა საფუძვლიანად დედაენა, შესწავლილი ჰქონ-
და ძველი დაახალი აღთქმასაღმრთო ისტორია... შეტყობილი ჰქონდა მამათა ცხოვრება და
 წმინდა მოწაფეთა თავგადასავალივარჯიშობდნენ სასულიერო ლიტერატურაშირომ
ლითაც დიაღ მდიდარია ჩვენი ენა დაამაებით აღჭურვილნიმიჰმართავდნენ სამწყსოდ 
ერსროგორც მათ ერთ სისხლ და ერთ ხორცნამდვილ შვილებსსასოებით ყურს უგდებ-
დნენ მათ გულისძგერასესმოდათ და მამაშვილურპასუხსაც აძლევდნენ (მოხსენება)
[3,338].
„თორნიკე ერისთავი“ ოთხი კარისაგან შედგება.
პერსონაჟთაგან პირველს მეფე დავით კურაპალატს წარმოაჩენს აკაკი.
ქართული ენციკლოპედიის მონაცემებით, დავით მესამე კურაპალატი (გარდაიცვალა
1001წ.), ადარნასე მესამის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე იყო.
დავით მესამე ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოსბასიანსა და მომიჯნავე სომხეთის თე-
მებსმეათესაუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა
დავით მესამისმეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილისბაგ-
რატ მესამის გამეფებისა დაერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმაროდესაც 
ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილოქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შე-
იპყრეს ბაგრატი, მისი მამა - გურგენი და დედოფალიგურანდუხტიდავით მესამემ ისინი 
გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა.
დავით მესამის დროს აიგო ოშკისხახულისპარხლის ტაძრებიტაოს კულტურულ ცენ-
ტრებშიმწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერადავით მესამე ათონზე მო-
ღვაწე ქართველ მამებს(ექვთიმე ათონელსა და სხვებსუკვეთავდა ქართულ წიგნებს.
დავით მესამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო.
979 წელს დაეხმარა იმპერატორ ბასილ მეორეს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში
ამისათვისიმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი
სამმართველოდსიცოცხლის მანძილზეამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დავით მესამეს 
თავად გაეთავისუფლებინამაჰმადიანთაგანჩანსდავით მესამეს იმედი ჰქონდარომ შემო-
ერთებულ ქვეყნებს ერთიანისაქართველოს სამეფოს უანდერძებდაალბათამის გამო და-
უჭირა მხარი ბასილ II-ის წინააღმდეგბარდა ფოკასაჯანყების დამარცხების შემდეგდა-
ვითი იძულებული გახდა, პატიება ეთხოვაიმპერატორისათვის და აღეთქვარომგარდა-
ცვალების შემდეგ, მისი სამფლობელო იმპერიასგადაეცემოდა.
დავით მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი
 ატყდასაქართველოსა და ბიზანტიას შორის [9,334].
„2003 წლის შემოდგომაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენა დაფიქსირდა ახლა უკვ თურქეთის
საკუთრებად ქცეულ ოშკის ტაძარზე - ქართულმა ექსპედიციამ, პროფესორ ვალერი სი-
ლოგავას მეთაურობითმიაკვლია ოშკის ტაძრის კედელში ჩაშენებულ დავით კურაპალა-
ტის საფლავის წარწერიან ქვას.სავარაუდოდაქვე უნდა იყოს დიდი მეფის საფლავიც 
[11,17].
აკაკი პოემა „თორნიკე ერისთავს“ სწორედ დავით III კურაპალატის კარზე გამართული
წვეულების აღწერით იწყებს. მშვიდობიან დროს ჩვეულებად ჰქონდათ მოლხენა ქარ-
თველ მეფეებს. ჰშვენოდათ კიდეც, რადგან იმ დროს გადმოსული იყო ქართლზე
მადლი ზენა:
გარე მტერი დათრგუნვილი შუღლს მათ ვეღარ უბედავდა
და შინაგან მშვიდობასაცვინ იყორომ ვერ ჰხედავდა?!...
ამით გული უხაროდათ ბატონს და ყმასყველას ერთად,
კაცსა კაცად აფასებდნენადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად.
კაცს რომ კაცად აფასებდნენ და ღმერთს ღმერთად ადიდებდნენ, იმიტომაც გადმოსუ-
ლიყო ქართლზე მადლი ზენა.
წვეულებაც დახვეწილი და ზომიერი იცოდნენ [ლირიკული გადახვევაჩვენი ლხინი 
რომ ენახათ,სირცხვილითაც დაიწვოდნენ]; პირველ სადღეგრძელოს საქართველოს და
უფალს აღუვლენდნენ, მეორეს - მეფე-დედოფალს, მესამეს - ომში დაღუპული გმირებისას

 და მღვდელმთავრის კურთხევით მათ შესანდობარს სვამდნენ.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოილხინეს. ორბელიძისა და მასხარას ზმებმა მეფეს დიდი თორ-
ნიკე მოაგონა (მასხარამ წამოსძახა სარდალს, „ვერ იქმ თორნიკობას, თუმც მის ადგილს
სულელიო“) - ტრადიციისამებრ, მასხარას ათქმევინეს ძნელად სათქმელი - დიდი მხედა-
რთმთავარი ქვეყნის სამსახურზე ხელს იღებდა.
მეფის ბრძანებით, ბედი მთავარსარდლისა დარბაზს უნდა გადაეწყვიტა - დარბაზსანუ 
სამეფო საბჭოს.ტერმინი მომდინარეობს სპარსული დარვაზე-დან (კარისასახლის კა-
რი); დარბაზი მეფესთანარსებულ ფეოდალთა სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა XI-
XVIII სსსაქართველოშიდარბაზისწევრებს ეწოდებოდათ დარბაზის ერნი (საიდანაც 
მოგვიანებით წარმოიშვა ტერმინი დარბაისელი),დარბაზის სხდომას დარბაზობა 
ერქვა.
დარბაზობას ჰქონდა განსაზღვრული წესიდარბაზობის გამართვის ბრძანებას მეფე გას-
ცემდამეფევეწარმართავდა.
ბაგრატ IV-ის დროს დარბაზის ერნი მეფის პირდაპირთამარის ჟამს კი - მეფის ორივე 
მხარესსხდებოდნენ - რაც უფრო საპატიო იყო სტუმარიმით უფრო ახლოს იჯდა მეფეს
თან - ვაზირები დაერისთავები - ოქროჭედილ სელებზე, რომლებზეც ნატი და სასთაუ-
ლი (ხალიჩა და ბალიშიეფინა,ნაკლები რანგის სტუმრებისათვის მხოლოდ ნატი ეგო... 
დარბაზობის მომსახურე ნაწილი (მაგ.,მწიგნობრებიფეხზე იდგა წესისაებრ სიახლო-
ისა ტახტთან.
დარბაზი იკრიბებოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველ გადასაწყვე-
ტად ანდღესასწაულ-ზეიმებისათვის.
დარბაზის განსაგებელი იყოკანონმდებლობაუზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოც-
ხადებადიდხელისუფალთა არჩევა-დანიშვნა (დალოცვა-ხელდასხმა).
ბერძენიშვილის აზრითაღმაშენებლის ეპოქაში დარბაზი მეფეს ემორჩილება, გიორგი
 მეორის დროსკი მეფე იყო დარბაზის მორჩილიმისივე მოსაზრებით, დარბაზი ნახევარ-
ხელმწიფეთა კრებულიიყოივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, თამარის მეფობაში ყუთ-
ლუ-არსლანის დასის გამოსვლას მიზნადდაესახა დარბაზის უფლებათა გაფართოება და 
სახელმწიფო მმართველობაში ერთნებობა-თანადგომის(ანუ მეფის მიერ დიდებულებ-
თან ერთად სახელმწიფოს განგებისპრინციპისდაკანონება [9,379].
აკაკი წარმოაჩენს დარბაზის წინაშე პირნათლად წარმდგარ მამულიშვილს, რომელიც დარ-
ბაისელთაგან ჯერ ბრალდებას, შემდეგ კი განჩინებას ელის.
კანონის („დარბაზის წესის“) მიხედვით, ბრალმდებელი თავად მეფეა, მაგრამ მასაც ყელში
 ეჩრება სიტყვები - „მრავალწლიანი“ (ხანდაზმული) თორნიკეს მზირალს.
სიტყვაც მეფური აქვს კურაპალატს, დარბაზს მიმართავს:
„მეცა ადამის შვილი ვარ, თქვენსავით შვილი ქართლისა
(შდრსიბრძნე სიცრუისა - ჯუმბერი ჰკადრებს მშობელსრაგინდ დიდებული და 
მძლავრი მეფეიყოსცან ესე - მიწა ხარ და მიწად მიიქცევიღვთის სათნო გიჯობს კაცთა 
სათნოსა) [16,54].
თავდადებული ქართლისთვის, მაძიებელი მართლისა,
მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი, ხელთა მაქვს მეთაურობა...
ერთ კაცის ნდობა ძნელია, გინდა გადიქცეს გონებად,
და შეუმცდარი ამ ქვეყნად მეფეცა ნუ გეგონებათ!
ჩვენის წინაპრის გონებას ადრევე გადუწყვეტია,
რომ სამსჯავროში ისა სჯობს, მსაჯული რაც რომ მეტია“.
ქართული დარბაზობის უზენაეს სამართლიანობას წარმოაჩენს დეტალი [ვეფხისტყაოსან-
შიცვაზირთ უბრძანებს მეფეგკითხავ(!) საქმესაერთგან სასაუბნაროსა; სიბრძნე 
სიცრუისასმიხედვითმეფეთაგან... ინატრიან ქვეყანანი... სიმართლესა უზაკველსა...].

მეფის მრწამსით, „დიდ მამულიშვილს ურჩობა ქვეყნის არ შეეფერება!“ კადნიერებად, „ქვე-
ყნისთვის ყურზე ხახვის დაჭრად“ უთვლის თორნიკეს საქვეყნო სამსახურზე ხელის აღე-
ბას და ითხოვს განმარტებას - „მიზეზს, შესაწყნარ-პატივსადებს“.
საერო ნება-სურვილს მამულიშვილნიც უნდა დაჰმორჩილდნენ და „გულზე ჯვარად ხელ-
გადაჭდობილი,“ ცრემლის მარგალიტით შემკული, ახოვანიმშვენიერი, თეთრწვერა 
დათეთრთმიანი თორნიკე, მეფისა და ერის კრძალვით თაყვანისმცემელი, განმარტავს
მიზეზს თავისი მაღალი განდგომისა, იფიცებს რა პირველმიზეზს, ყოველ მიზეზის მი-
ზეზს (ღმერთს) და ხელმწიფის მზეს:
„... მივყვები საგანსა აწ უფრო უდიდესსაო...
დრომ მოითხოვა აწ ჩემგან სხვაგვარი სამსახურიო“...
[შდრზემომოყვანილი მოსაზრება გრივერ ფარულავასი - .].
რევაზ სირაძე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ანალიზისას აღნიშნავს, რომ ბიბლიური
 „ანალოგიები ნათელყოფენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ძირითად მიზანდასახუ-
ლობას და ამ აზრით აშინაარსებენ მისი ცხოვრების გზას: ტყვექმნილი სულიერი სამშობ-
ლოს დატოვება (ქართლიდანწასვლა), უდაბნოს მისვლა და იქაურობაზე ზრუნვა (სული-
ერი გამოცდადა სულიერისამშობლოსკენ კვლავმიბრუნება (აღთქმული ქვეყანა)
[5,144].
თორნიკეს „სხვაგვარი სამსახურის“ მაგალითად თავისი წინამორბედი, მხედართმთავარ
-თუხუცესი იოანე ჰყოლოდა, რომელმაც, დამშვიდებულ განძლიერებული დაიგულა თუ
არა სათაყვანებელი მამული, თორნიკეს გადასცა სარდლობაცა და ხმალიც და, ვალმოხდი-
ლმა, ულუმბოს მიაშურა.
მოძღვრისა და წინამორბედის კვალს შედგომა ეოცნებებოდა მამულიშვილს, ხმლის ორბე-
ლიძესთვის გადაცემა გადაეწყვიტა.
ერთიღა ჰკითხა გულაჩუყებულმა მეფემ, უცხოეთს რად უნდა მიაშურო, ნუთუ ჩვენი 
ქვეყნის ტაძრებსარ აქვს იგივ ძალ-დიდებაო. აქ რომ დავრჩე, გაზრდილნი ხშირად მომი-
კითხავენ, ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ, სოფლის ზრახვას გადავყვებიო.
ულუმბოს მონასტერი წარმოადგენდა ძველ ქართულ სასულიერო და მწიგნობრულ კერას 
მცირეაზიაში (ბითვინიაში). საფიქრებელიარომ ქართველი მოღვაწენი ულუმბოს მთაზე 
დამკვიდრნენ IX.-ის შუა წლებამდემკვიდრი საფუძველი კი ქართველთა კოლონიას ილა-
რიონ ქართველმა ჩაუყარა 864-869წწ., აქ მოღვაწეობდნენ იოანე მთაწმინდელიექვთიმე 
მთაწმინდელი... ტიმოთე გაბაშვილი,რომელმაც 1757იმოგზაურა მცირე აზიაშიუკვე 
არაფერს წერს იქ ქართველთა მოღვაწეობისნაკვალევზე [10,141].
ულუმბოდან ათონს წასულიყო იოანე... ათონზე წასვლა ეოცნებებოდა თორნიკესაც.
პოემის პირველი კარის მეექვსე თავში აკაკი წარმოაჩენს ათონის ლავრის დიდებულებას
(გავიმეორებთ „დროების“ ზემოთ დამოწმებულ შეფასებას: „ზოგიერთი აღწერილობა, მა-
გალითად, ათონის მთისა და დილისა ომის წინ, ხელის-ხელ საგოგმანებ მარგალიტსავით
ბრჭყინავენ მთელს პოემაში“), გამორჩეულია ლავრა დიდი ათანასესი (დაარსდ. 963წ.).
ჯერ კიდევ „ასურელ მამათა მოსვლით (VIს.) ქართველთა ცხოვრებაში შემოდის ახალი პი-
ოვნება - განდეგილი. განდეგილობა არაა მხოლოდ ბერმონაზვნობა - ბერმონაზვნობა მი-
სი ქრისტიანული სახეა. განდეგილობის მიზეზად მხოლოდ „სოფლის მდურვა“ ვერ ჩაით-
ვლება. მისი მიზანი შეიძლება იყოს თავისთავთან ყოფნა, შემოქმედებითი მარტოობა. რო-
ცა ექვთიმე ათონელი ტოვებს ივირონის წინამძღვრობას, რათა მთლიანად მიეცეს მწიგ-
ნობრობას, ესაა უკვე ბერის ახალი განდგომა. მარტოობისაკენ სწრაფვა ხშირად ამაღლე-
ბისაკენ სწრაფვაა, მარტოსულობის განცდაც ხშირად ამაღლებული სულის წუხილია...
ჩვენში მეექვსე საუკუნეშივე ჩამოყალიბებული ჩანს მონასტერთა სამი ძირითადი სახე:
მარტომყოფლური ანუ ანაქორეტული (მარტყოფი,ზედაზენი), საძმო ანუ კინოვია (დავით-
გარეჯი) დალავრა (ანაქორეტულისა და კინოვიის ნაზავი (შიომღვიმე) [6,72].
ათანასეს, დედით ლაზს, სიყვარულით შეუტკბია ქართველნი.
მთაწმინდა (ათონი - ბერძნწყნარი ადგილი) დარსა თუ ავდარში სამოთხის კარს ჰგავ-
და; საღმრთო ნათელს მზის სხივთა ნათელი ეხორცებოდა. გავსილი „მთვარე და ვარ-
სკვლავები დასჭიკჭიკებდნენ. მორუკრუკებდა „წმინდა აიაზმის წყარო“ [აიაზმა - ბერძნ
ნაკურთხი წყალი]; მზერას ატკბობდა ზეთისხილის მთა, ბრწყინავდნენ ყვავილები ვე-
ლისასაკურთხად აღმომფშვენელნი ბუნებითსაკმეველისა.
[შდრშემოღამება მთაწმინდაზედ:
ძირს გაშლილს ლამაზ ველსა ყვავილნი მოჰფენენ,
ვითა ტაბლას წმიდასა,
დავით გუნდრუკსა სამადლობელსაშენდა აღკმევენ სუნნელებასა!].
იოანე დიდი ათანასეს სულიერი ძმა ყოფილიყო, სახელგანთქმული ბერი. მამულის მონატ-
რებისას განმარტოვდებოდა ხოლმე და სულს ბუნების ჭვრეტით იბრუნებდა...
იოანე იოანე ვარაზ-ვაჩეა, ჩორდვანელი, სამცხელი დიდებული, X საუკუნის სასულიერო
მოღვაწე, ივერთა მონასტრის დამაარსებელი ათონის მთაზე, მამა ექვთიმე ათონელისა.
იოანე იყო „მშობელთა და პაპათაგან დიდებული და წარჩინებული და საჩინო მთავართა
შორის დავითკურაპალატისათა, მხნე და ახოვანი და განთქმული წყობათა შინა [მეომარი]
... ფრიად საყუარელი და საკუთარი [ახლობელი, დაახლოებული პირი] კეთილად ხსენებუ-
ლისა დავით კურაპალატისა“... მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გვამი-
სათა და ბრძენი და გონიერი გონებითა და გულისხმისყოფითა და სავსე შიშითა ღმრთისაი
თა... ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაი გულსა მისსა მძაფრად აღეტკინა, ყოველივე
დიდებაი ამის სოფლისაი შეურაცხყო და ნაგევად შეჰრაცხა... ფარულად ყოველთაი სივ-
ლტოლაი იხუმია“ [განერიდა]. ჯერ ოთხთა ეკლესიას მიაშურა, ფარულად მიიღო მონაზ-
ვნის კურთხევა. როცა მისი იქ ყოფნა შეიტყვეს, ულუმბოს მიაშურა, „ჟამთა არამცირედ-
თა
ჯორთა მსახურებისა ღვაწლი ახოვნად თავს იდვა“... სიმდაბლით აღასრულა...
მძევლად წარგზავნილი შვილი [ექვთიმე] ბერძენთა მეფისაგან გამოითხოვა, ულუმბოდან
მთაწმინდას მიაშურა. მთაწმინდაზე შეურაცხ საქმეს მოჰკიდა ხელი - ორ წელიწადს მზა-
რეულობდა.
სწორედ იოანემ დამოძღვრა ძე, ბრწყინვალე სასულიერო მოღვაწე და მთარგმნელი, ექვთი-
მე ათონელი: „ქართლის ქვეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნ-
ნი აკლან, და ვხედევ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაითა განამრავ-
ლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“...
„და მათ ჟამთა შინა თვისი მისი [მოკეთე] დიდი თორნიკ თვისსა ქვეყანასა მონაზონ იქმნნა
... ფრიადი სიყუარული აქუნდა [თორნიკეს იოანეს მიმართ], მისსა მოჰმართა... [ულუმ-
ბოზე ვერ იპოვაშეიტყო,მთაწმინდაზეაო და] თვინიერ ცნობისა მეფეთაისა იდუმალ
მთაწმინდას მოვიდა [გიორგი ათონელისცნობას არ თანხვდება აკაკის პოემის მონაცემი,
თორნიკე მეფის უკითხავად არ წასულა ბიზანტიას - ..] და კურთხევაი მონაზონებისაი
ხელთაგან იოვანესთა მიიღო... ვინაითგან დაფარვაი არღარა ეგებოდა, ურთიერთას გამო-
ეცხადნეს და სიყვარულითა სულიერითა შეიტკბნეს. ფრიადი სიხარული იქმნა მონასტერ-
სა შინა მას დღესა, რამეთუ არცა დიდი ათანასი უმე ცარ იყო თორნიკის საქმესა და წარჩი-
ნებულობასა და ახოვნებასა... ღირსთა თვისთა ღმერთი გამოაცხადებს და ადიდებს, - მო-
გვითხრობს გიორგი ათონელი [8,10-11].
იოანესა და თორნიკეს შეხვედრას მთაწმინდაზე ასე აღწერს აკაკი:
ზღვასა და ხმელეთს გადასცქეროდა განმარტოებული, ნეტარების განმცდელი იოანე
[შდრპასაჟებიილიას აჩრდილიდანგანდეგილიდან - .]. ჩვენებასავით გამოეცხა-
და მწირი. ბერძნულად ჰკითხა ბერმა ვინაობა, მსხემმა კი „ტკბილქართულად“ უპასუხა.
ჟრუანტელდავლილი, დაჩოქილი მწირისაკენ დაიხარა იოანე და... „იმ გლახაკის სამოსელ-
ში იცნო თორნიკ ერისთავი“...
პოემის მეორე კარს აკაკი იწყებს ბერძენთა [ბიზანტიელთა] თავს დატეხილი უბედურების
აღწერით. ტკივილი აჯერებს თხრობას: სხვადასხვა ჭირმა ბერძნების დაცარა [გააცამ-
ტვერაძველი დიდებაარამხოლოდ გარეშეშინაური მტრებიც აღლაღდნენ - სპარსთა 
მმართველისკლიაროსი კონსტანტინესქალაქს (კონსტანტიპოლს) დაემუქრა [იგულისხმე-
ბა ბარდა სკლიაროსის აჯანყება - 976-979 წწ.].ჭმუნვით აევსო გული მცირეწლოვანი იმპე-
რატორების - ბასილისა და კონსტანტინეს დედას -თეოფანიასმჭმუნვარებდა კარისკაც-
თაგან პირველი - პარაკიმომენიც. ისიც კი იფიქრესსამეფო ხომ არშევავედროთ ამბოხე-
ბულ სკლიაროსს, იქნებარ ინებოსო სახელმწიფოს მოოხრება...
იგივე ამბები იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში ამგვარადაა მოთხრობილი: და მას ჟამ-
სა იქმნაგანდგომილებაი სკლიაროსისაი და ხმელით კერძი ყოველი დაიპყრადა მეფენი 
და დედოფალიშემწყვდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითადა 
ამას რაი შინა იყვნეს,განიზრახესვითარმედჩვენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე
 [გარდა დავით კურაპალატისა - ..] არავინ არს... [8,11].
აკაკისთან ამ წინადადებას სევისტოფორი - დარბაისელთაგან გამორჩეული მიაწვდის დე-
დოფალს. პატივისცემით საუბრობს ბიზანტიელი დიდებული „ქრისტეს სჯულის მპყრობე-
ლ“, „ღვთისმშობლის წილხვდომილ“ საქართველოზე, და, თუმც იმედმიცემული დარბა-
ზი თავად სევისტოფორს იგულებს მოციქულად, ეს უკანასკნელი ათონზე დავანებული
იოანეს ან თორნიკეს წარგზავნას ურჩევს კრებულს საქართველოში. ნათლისმცემლის ეკლე-
სიაში მკვიდრობენო ბერები, ჰყვებოდა დიდებული.
მთელი საქართველო შეგვეწევაო, სჯეროდათ.
გიორგი მთაწმინდელის ცნობით, იოვანეცა და თორნიკეც შეუურვებია ათონს აბრძანებუ-
ლი სევისტოფორის თხოვნას. ამაოდ ემუდარებოდა თურმე თორნიკე ათანასესა და იოა-
ნეს:
„ვინაითგან ღმერთმან ღირს მყო და სახე მონაზონობისაი შევიმოსე, მე ამიერითგან არცა-
ღა მეფეთა თანა მიც შესაპოვარი, არცაღა სხვასა ვის ქვეყანასა ზედა (შდრგრიგოლ 
ხანძთელის ცხოვრება:სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვის-
სა ხელმწიფებასა ქუეშე არიან,ვინაითგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროისათა ნებსით 
და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაიადგილსა გლოვისათა [15,557]). ღმრთისა სიყვა-
რულისათვის შემინდვეთ... უკუეთუ წავიდე, ამის სოფლისავე შფოთთა შთამაგდებენ“.
ათანასემ და იოანემ დაარწმუნეს, თუ ვეურჩებით, „რისხვასა მოვაწევთ ჩვენ ზედა და მო-
ნასტერსა ამას ზედაო“. „ძალით დაარწმუნეს წარსვლაი“.
ბიზანტიას დედოფალი და პარაკიმენონი [მესაწოლეთუხუცესი, დიდვეზირი] განაგებ-
დნენ, რადგან „ბასილი და კოსტანტი მას ჟამსა წუთღა ყრმა იყვნეს“.
გიორგი ათონელი აღწერს გულისამაჩუყებელ სცენას, როგორ ზეწამოუდგა დედოფალი
თორნიკეს და უბრძანა უფლისწულებს ბერის „ფერხთა შევრდომა“ (დაჩოქება ბერის წინა-
შე), თავად კი უთხრა წვეულს:
„წმიდაო მამაო, რაიცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა... რაიცა
 მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქვენსა ბრძანებასა არა გარდავჰხდე... შრომაი თავს
იდევ და, რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატისა წინაშე და ყოველი ჭირი
 ჩვენი აუწყე, და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმერთოი სკლიაროსი და ჩუენ ჭი-
რისაგან განგვარინნეთ“.
ამაოდ ემუდარებოდა „მოუდრეკელ“ დედოფალს თორნიკე, „ჩემთა ცოდვათათვის შევი-
მოსე სახე მონაზონებისაი“, კვლავ ერში დაბრუნება „სწორად სიკვდილისა მძიმე არსო“.
„ოდენ ამათ ობოლთა ხელი აღუპყარ და, რაიცა ბრალი იყოს, ღმერთმან ჩვენგან იძიენო“,
 დაარწმუნეს დედოფალმა და დიდებულებმა.
„თორნიკე ერისთავში“ ასე დაწვრილებით არ არის აღწერილი დედოფლისათვის თანხმო-
ბის მიცემის სცენა. მხოლოდ ისაა მოთხრობილი, რომ მთელ საქართველოში გავარდნილა 
ხმა თორნიკეს დაბრუნების შესახებ. ყველა ბრძოლის ჟინით ანთებულა, ოღონდ ჯოჯიკსა
და გამრეკელს უბრძანებიათ (ორბელიძეც მათ ეთანხმებოდა):
„თორნიკე თუ არ გვესარდლა, ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო!
წაგვიძღვეს ძველი არწივი, ჩვენც მივყვეთ შავარდნულადო...“
„ეკლესიისგან შეკრული“ თორნიკე „გასალდა“, მხოლოდ მღვდელმთავარს ხელეწიფებო-
და მისთვის - ბერისთვის - ჯარის სარდლობის უფლების მინიჭება.
(გიორგი მთაწმინდელთან ეს დეტალი საერთოდ არ არის წარმოჩენილი. მთაწმინდელი 
ლაკონურადჰყვებაკურაპალატსა წინაშე მიიწია თორნიკ... იხილა რაი იგი კურაპალატ-
მანფრიად განიხარა დაწიგნები მეფეთაი მიითვალა (ბიზანტიის მმართველთა წერილები 
გადასცეს)... განზრახვაი ქმნესრაითალაშქარნი წარმოგზავნენ საბერძნეთს და სპასალა-
რად თორნიკ განაჩინეს[8,14].
კათალიკოსისა და ბერის მაღალი საუბარი ერთი უკეთეს ეპიზოდთაგანია პოემისა.
„არსენი იყო იმა დროს ქართველთა კათალიკოსი, პატივცემული ყველასგან, ბრძენი და
იიტიკოსი, გაბრძნილი საღრმთო მადლითა, გაბრწყინებული“ [იგულისხმება არსენ კათა-
ლიკოსი, არსენ II (დაახლ. 955-980წწ.)].
მარტოა კათალიკოსი [ეს მარტოობა კათალიკოსის სიმაღლის წარმომჩენია], „ჩვეულებ-
რივად ცრემლით მლოცველი ეძლევა საღმრთო ნეტარებასა“.
„ომებში მოპოვებული გამარჯვება ლოცვის სიმყუდროვეში შემზადდა...
ჯერ ლოცვის მშვიდი ატმოსფერო უნდა დაიხატოსშემდეგ კი - ბრძოლის ზედმიწევნით 
ექსპრესიულისურათი- წერს როდონაია ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი- შესა-
ხებ- საისტორიოთხზულებაში არაერთხელ არის ნახსენები თამარის ცრემლი. თამარი 
ბრძოლის წინ ცრემლითავედრებს ღმერთს დავით სოსლანს და დროშასბედნიერად
ხმარებულს. მეორეგან ღმრთისა წინაშეტირილის შემდეგ მეფის დანაჩოქ მიწას ცრემ-
ლით დალტობილს იხილავენ... ეს ცრემლები შემწეა,ძალის მომცემია - არამედ აწ ჯერ 
არს მოხსენებადთუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგანსპათა ჩუენთაერი
 ღვთისა და თამარის მოიმედეამინდობილია ღმერთსა და თამარის ცრემლს.მტერზე 
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნათქვამიაესოდენი დიდებული ძლევა მიჰმადლა
მერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთაცრემლს გარკვეული როლი 
აკისრიაქრისტიანულ ღვთისმეტყველებაშისვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით
ცრემლი მოგვანიჭებსშეწევნასა ღმრთისასა [17,448].
საბასთან ლოცვა არს ლიტონითა სიტყვითა ღვთისა შემწედ მოწოდებახოლო ვედრება -
ცრემლიანითა თვალითა და სიტყვითა [18,423].
ქვეყნის წადილის აღსრულება ურჩია კათალიკოსმა ბერს, რომელიც ამაოდ უმტკიცებდა,
მსოფლიო საეკლესიო კრების კანონს ვერ გარდავალ, ბერ-მონაზონს საიქიოსკენ უნდა
ეჭიროს თვალიო. ბიზანტიელნი, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართლს ჰპირდებიან ზემო 
ქვეყნების დამონებასო[იგულისხმება ბიზანტიის იმპერიის უკიდურეს ჩრდილოეთ 

საზღვარზე მდებარე მიწებიუშუალოდრომ ესაზღვრებოდნენ საქართველოს იმდროინ-
დელ საზღვარს], ჰკადრა კათალიკოსს, მაგრამ, საზღაურის ფასეულობის მიუხედავად,
 უწყოდა, რომ ქართველთა ჯარის სარდლობა მის აღზრდილთაგან მრავალს შეეძლო. თა-
ნახმა იყო, ჯვრითა და ცრემლით წარსძღოლოდა მხედრიონს.
კათალიკოსმა დაარწმუნა, რომ მაცხოვარი, ორმოცდღიანი მარხვისას სოფელს განშორე-
ბული, ქვეყნადსაერო საქმებს ზრახვიდა... დადიოდა დაბად და სოფლადხალხის ჭირს 
და ლხინს შუა იყოფდა...
ხმა ღვთისა - ხმა ერისაო... დღეს ერი გირჩევს ერთხმად წინამძღვრად...
... ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის არ იყოს ისევ ღვთის სამსახური?
გასავრცელებლად ქრისტიანობის საკმაო არისდიახაცჯვარი,
მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი...
კათალიკოსის მტკიცებით, საუფლო ძღვენია კეთილი საქმექრისტიანობის სვეტიცხო-
ველი [იგივლოდ საკიდურ - .].
ზემო ქვეყნების საქართველოსთვის გადაცემის შესახებ გიორგი მთაწმინდელი წერდა
რომბიზანტიას დაბრუნებულმა თორნიკ(ემკურაპალატისა და თავისი წიგნები მეფეთა 
წინაშე წარსცა დაყოველი ნებაი კურაპალატისაი აუწყადა მაშინ მისცნეს მეფეთა ზემონი 
ქვეყანანი საბერძნეთისანიკურაპალატსა, რაითა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ...
თორნიკეს ნატყუენავი [ალაფიაღუთქვეს ბიზანტიელებმა.
მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მხედარი რჩეული თორნიკს.
ის, რასაც აკაკი წერეთელმა პოემის მთელი მესამე კარი (ექვსი თავისაგან შემდგარი) მიუძ-
ღვნა, გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება“ ერთადერთი
წინადადებითაა წარმოჩენილი:
და [თორნიკემშეწევნითა ქრისტესითა აოტა (დაამარცხა, გაანადგურაგააქციასკლი-
აროსი დავიდრე სპარსეთამდე მეოტად წარიქცია...
აკაკი წერეთელი ჰყვება ბარდაველი მთავრის, სკლიაროსის ღალატის შესახებ; სკლიაროს-
მა გათიშა ბიზანტია, „ორად გააპო სამეფო... სპარსელები და სომხები შემოჰხვევიან გარსაო“.
გრიგოლ და ბაგრატ ტარონელები, მოქის თავადი, აფრანიკი, სომეხთა გმირი სკლიაროსის
 მხარდამხარ იბრძოდნენ.
სჯულისთვის მეომარ ქართულ მხედრიონს წინ ქრისტეს ჯვარი უძღოდა [შდრფსალმუ-
ნიუკეთუუფალმან არა აღაშენნა სახლიცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი]. თორ-
მეტი ათას ქართველვაჟკაცს ასოცათასიანი სპით დაუპირისპირდებოდა სკლიაროსი 
(თითოს შეგვხვდება ათიო).
ჰალისის პირას დაბანაკებულიყო სპა.
(მოქი მხარეა სპარსეთში, ჰალისი ძველ წყაროებში დადასტურებული სახელია მცირეაზი-
ული მდინარისა, რომელსაც დღეს ყიზილ-ირმაქი (თურქ. „წითელი მდინარე“) ჰქვია.
ჰალისი (ყიზილ-ირმაქი) სათავეს თურქეთში, ყიზილ-დაღის მთებში იღებს, ანატოლიის
ზეგანზე მიედინება, შავ ზღვას ერთვის) [10,642-643].
ძვ. წ. აღ.-ის 550 წელს, მას შემდეგ, რაც სპარსეთის მეფემ, კიროსმა (კიროს II) მიდია დაიპ-
ყრო, მდინარე ჰალისი იქცა ბუნებრივ საზღვრად ლიდიისა და სპარსეთის სამეფოებს შო-
რის [19,119].
აკაკი დიდი ექსპრესიით ჰყვება ბრძოლის პერიპეტიებს.
ბზარი თვით ქართველ-ბერძენთა შორისაც გაჩენილა - ბიზანტიელებმა ქართველის (თორ-
ნიკეს) სარდლობა ითაკილეს.
გამწყრალმა სარდალმა სპარსელ-სომეხთა პირისპირ მარტო დატოვა „უმიზეზოდ შემომ-
წყრალი“ ბერძნები. სკლიაროსმა ქართველთა გარეშე დარჩენილ ბიზანტიელთ სასტიკი
მარცხი აწვნია. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვნენ ბრძოლაში ქართველნი - თორნიკემ ეს
ხერხი (ბიზანტიელთა დროებითი მიტოვება) განგებ გამოიყენა, სომეხი სარდლები რომ
საფრებიდან ბრძოლის ველზე გამოეტყუებინა.
თუმც იდუმალ შეეძლო თავდასხმა, არ იკადრა თორნიკემ, „ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვი-
ლიაო...“[შდრვეფხისტყაოსანიესე მე დამსვრის...].
თორნიკე, გამოცდილი მთავარსარდალი, ყოველ მხედართმთავარს განსაზღვრულ დავალე-
ბას აძლევს: ასაკოვან ჯავშანიძეს ღამით იდუმალ უნდა აეღო საფარი, რათა, მეორე დღეს,
მთავარი ჯარისგან დევნილ მტერს შერკინებოდა; ასევე, წინასწარ უნდა გადაეხერხა ხიდე-
ბის თაღები ჰალისზე, რათა უკუქცეული ჯარის სიმძიმისათვის ვერ გაეძლო ბურჯებს...
მოწინავე ორბელიძეს ოთხი ათასი რჩეული ახალგაზრდისათვის უნდა ესარდლა, „მემარ
ჯვნე“ და „მემარცხენე“ სარდლებად გამრეკელი და ლომკაც სავარსამიძე დანიშნა, სამ-სამი
 ათასი მხედარი აახლა;
ჯოჯიკს „დანარჩენი ათასი კაცი“ გადასცა და თავად იახლა, სპისათვის „გაჭირვების დროს
 მოსაშველებლად“.
გამომშვიდობებისას გზა დაულოცა ლაშქარს: აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი და მაღლით
 ღმერთმამოგცეთ კურთხევა! (შდრვაჟა-ფშაველას ბახტრიონი - სპას წმინდა გიორგი 
მიუძღვის), დათვითონ კი იქ დარჩა სულ მარტოდ მლოცველად ღვთისა და მადიდებ-
ლად.
დიდებულია ალიონის სურათი. ბუნების იდილია ამკვეთრებს ბრძოლის უაზრობის შე-
გრძნებას:
ვითა ეთერი მზეთუნახავისაყვარლის მლოდეთრთის და კანკალებს,
სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს,
ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა
და ფერმიხდილად ნათელ-ძლიერი მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა.
თითქოს ქვეყანაცმით მოხიბლულიგანმსჭვალულიყო მისის თანგრძნობით
და უგალობდა ციურ ნანინას საიდუმლო და უცნაურ გზნობით.
სუნნელთა მფენი დილის ნიავიბალახთ ბიბინიფოთოლთ შრიალი
ბანსა აძლევდნენ ღვთიურს ნანინას
და ათანხმებდა მათ ძალთა ძალი...
(მსგავსია ალიონის სურათი გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელოში... ორივეგან ბულ-
ბულის სტვენააპრელუდია ხმლების საზარი ჩახაჩუხისა...
აკაკის პოემასთან მიმართებითაც შეიძლება განმეორებულ იქნეს გრ.ორბელიანის სტრიქო-
ნები:
ღმერთოვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილსმის ფერ-უთვალავს შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელითსიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!...
ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?! [23,370]).
... ორბელიძის პირისპირ თავად მოქის თავადი, აფრანიკე გამოვიდა. ერთურთს შეერკინ-
ნენ თეთრ და შავცხენიანი მხედრები ჯერ ისრით, შემდეგ ხმლით. როდესაც ქართველმა
მტერს ხმალი მარილივით გადაუმტვრია, დალაჩრებული აფრანიკე ბრძოლის ველიდან
უკუიქცა, თუმც გამარჯვებული გულმოწყალედ ელოდა, როდის აღიჭურვებოდა ძლე-
ული (გმირთა წესია ლმობიერება!).
თურმე უკუქცევა ვერაგი აფრანიკეს ხრიკი ყოფილიყო - ხეობაში შეიტყუა მეწინავე ლაშ-
ქარი, იქ, სადაც სკლიაროსს ჯარი ჩაესაფრებინა...
როდესაც ბრძოლის ველს მადლით გადამზირალმა თორნიკემ უმხედროდ იხილა ორბე-
ლიძის თეთრი ბედაური, ცუდად ენიშნა. „შავი დღეების გმირი“, ჯოჯიკი წარგზავნა მაშ-
ველად; თარონელი ძმები, გრიგოლი და ბაგრატი, სომეხი დიდგვაროვანნი, „შავი კლდის
მელად და მიწის მგლად“ წოდებულმა გამრეკელმა უკუაქცია; ლომებრ იბრძოდა სავარსა-
მიძეც და, როცა „გაერთდა ბრძოლა“, სწორედ მა- შინ ჩაერთო ბერკვიცზე ამხედრებული
თორნიკე, „გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომი“ ომში. წინასწარ გაეფრთხილებინა თანამებრ-
ძოლნი, გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს, დაეგაიქც()ენმიეცითნებაო [თორნიკე-
საც მიემართება ზემოთ ორბელიძეზე თქმულიგმირთა წესია ლმობიერება... - ..].
სამი მხრით შეუტიეს ქართველებმა მტრებს (მეოთხე - თავის საშველად დაუტოვეს)... ჰა-
ლის-მდინარეზე გადასულნი წყალში ჩაცვივდნენ - ჯავშანიძეს დავალება ბრწყინვალედ შე-
ესრულებინა...
მოისრა ჯარი...
გადარჩა მხოლოდ თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით
და გაეშურა ბაღდადისაკენ სასომიხდილი უბედურობით...
(ბარდა სკლიაროსის შესახებ ქსე-ში ვკითხულობთრომ იგი იყო X.-ის ბიზანტიელი სა-
ხელმწიფო მოღვაწეპატრიკიოსი (ბიზანტიელთა სამოხელეო წოდება, ტიტულთა პირ-
ველ კლასიენიჭებოდათ პროვინციათა მმართველებს), დომესტიკოსი, უზურპატორი
დაწინაურდა იმპერატორ იოანე ციმისხისდროს (969-976). პირველად მასვე აუჯანყდა
მაგრამ დამარცხდა და შეიწყნარეს.
976კვლავ აჯანყდა უკვე ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის დროს
მალე თითქმის მთელი მცირეაზია სკლიაროსის განმგებლობაში მოექცა და საფრთხე
 შეექმნა დედაქალაქსაციმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ბარ-
და ფოკა (სარდალიდა აჯანყების ჩახშობა დაავალამაგრამ 
ფოკაც დამარცხდა... ბიზანტიამ დავით კურაპალატს მიმართა ათონის მონასტერში მყოფი
თორნიკეერისთავის საშუალებითთორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული მეომრით ფოკა 
ბარდასთან ერთადდაამარცხა სკლიაროსი 979 წლის მარტში. ძლეულმა სარდალმა 
აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარსშეაფარა თავი [თორნიკე ერისთავის მიხედვით
ბაღდადს მიაშურა - .]. 987 წელს შეუერთდააჯანყებულ ბარდა ფოკას [რომელიც ბასი-
ლის აუჯანყდა], მაგრამ უკანასკნელმა მოატყუა სკლიაროსიდა დაატყვევა. 989., ფოკა ბარ-
დას სიკვდილის შემდეგაჯანყებულმა სკლიაროსმა პატიება სთხოვაიმპერატორ ბასილი 
მეორეს და შეწყალებულ იქნახანდაზმული სკლიაროსის ბედი უცნობია.გარდაიცვალა 
991 წლისათვისთრაკიაში [24,425]).
ბრძოლის შემდეგ კვლავ ლმობიერებას იჩენს მთავარსარდალი:
 ... გაურჩეველადქართველი იყოსგინდა სპარსელი,
გინდა ბერძენიგინდა სომეხი - სულ ერთნაირად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებსთვისიანსუცხოსმტერს და მოყვარეს!
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს - სამარეს.
ნურვინ გაჰბედავსდატყვევებულებს რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებსდასატანჯავად ისიც ეყოფა!
ეს უზენაესი კაცთმოყვარეობაა, ზნემაღალ გმირთა სულიერების წარმომჩენი. სიტყვაძუნ-
წია მწერალი:ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდაახლა შექმნილა ლეში და მძორი...
 „ცუდად, ღალატით“ მოეკლათ ორბელიძე. შური ეძია ჯოჯიკს, ლახტით გადაეფხრიწა
 თავი აფრანიკესათვის, სასიკვდილოდ გაეპო გული. ზურგში (!) ჩაეცა მახვილი მტერს,
გულზე ფარი ედო.
მამულიშვილის უკვდავი ვალი მოეხადა, მაგრამ ვინ იცისრა და რა საიდუმლო მან სა-
იქიოს თანწარიტანა?
შორს სადმე ქართლში დედამ გამოსცნოსან გულის სატრფომ ეს გამოცანა...
[თითქოს ახდომოდა წყევლა - წინასწარმეტყველებათაგან უსაზარლესი:
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულშიჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისანუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის...
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცმიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
(ბარათაშვილი)].
კიდევ ერთხელ წარმოაჩენს აკაკი ყოველი ომის უსაზარლეს ბოლოს:
სომხურქართულიბერძნულსპარსული - არეულია სხვადასხვა ენა.
გამწარებული გამოთქმის კილო და დედა-აზრი ერთი აქვს ყველას:
სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას და გასაჭირში ითხოვენ შველას...
კვლავ კონტრასტი - ბრძოლის ველს ნაზად გადმომცქირალი მთვარე -
კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა
მაღლით ციური აფენდა ნათელს...
გიორგი მთაწმინდელი იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში ბრძოლისშემდგომი მოვლენე-
ბის შესახებწერს:
და მერმე [თორნიკშეიქცა და სიტყვისაებრ მეფეთაისა დატყვევნა ყოველნი დიდებულ-
ნისაბერძნეთისანი და მონაგები მათი იავარყო და რომელიმე ლაშქართა განუყორომელი-
მე თვითდაიმჭირა ნატყვევანი დიდძალი ფრიადოქროი და ვეცხლი და სტავრაი და 
სხვაი ესევითარიდაუკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა [8,14].

აკაკი თხრობას სწორედ ამ ეპიზოდიდან აგრძელებს.
მეფე დავით ბედნიერითავის შვილობილ ბაგრატთან ერთად ქალაქგარეთ გაეგება გა-
მარჯვებულჯარსა და მხედართმთავარ ბერს [გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედ-
ვითაც ხელმწიფენიზეწამოუდგებოდნენსიყვარულითა და სიმდაბლით მოიკითხავდნენ 
წმინდა ბერებს].
(გრა III - X.-ის 60-იანი წლები - 7 მაისი, 1014- გაერთიანებული საქართვე-
ლოს პირველი მეფე,ბაგრატიონიგურგენ მეფეთმეფისა და გურანდუხტ 
დედოფლის შვილიტაოს მეფეთ-მეფის - დავით IIIკურაპალატის შვილობილი 
(ბაგრატის მამაგურგენიდავით კურაპალატის ბიძაშვილი იყო) [20,19].
დავით III უშვილო იყობაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე 
გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის 
გადამწყვეტ ეტაპს. X საუკუნის დასაწყისიდან შიდაქართლს აფხაზთა [ანუ 
დასსაქართველოსმეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდალუ-
რიომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდაანარქიამ გან-
საკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღოთეოდოსი III უსინათლოს მეფობისას (975-978). 
ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმადა დაიწყეს ბრძოლა ქარ-
თლისათვის (ცენტრი - უფლისციხე). 975 წელს ტაოს მეფეთ-მეფე დავით IIIკურაპა-
ლატი ქართლელი დიდებულისიოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და 
აქგააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III (თანაგამგებლადმცირეწლოვანების გამო
მამამისიგურგენი დაუნიშნაბაგრატის დედათეოდოსი III-ის დააფხაზთა მეფის შვი-
ლი იყოთეოდოსსშვილი არ ჰყავდა (უშვილო იყო დავით კურაპალატიც). ამრიგადბაგ-
რატ III დედით დასავლეთსაქართველოს და ქართლის, მამითა და მამობილით - სამხრე-
 საქართვეოლო კანონიერი მემკვიდრეიყო. 978. დავით კურაპალატმა და იოანე მარუ-
შისძემ ბაგრატ III აფხაზეთში გაამეფეს. 980.-  კი,სრულწლოვანი გახდა თუ არახელში 
აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა.80-იანი წლების დასაწყისშიდაამარცხა ქართლის ფეო-
დალთა აჯანყებარომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა, 989- რატირატის ძე ბაღვაში 
და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.
1001., როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბი-
ზანტიისიმპერატორმა ბასილ II- დაიკავა. Bბაგრატ მესამისა და გურგენის ცდადაუფლე-
ბოდნენ დავით III-ისმემკვიდრეობასუშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიტორია 
საქართველოსა და ბიზანტიასშორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო...
ქვეყნის გაძლიერებისათვის ბაგრატი უკიდურეს ზომებსაც მიმართავდამაგალითად, 
ფანასკერტშიმიწვეული ნათესავებიკლარჯეთელი ბაგრატიონებისუმბატ და გურგენ 
არტანუჯელებითმოგვისციხეში გამოამწყვდიასადაც გარდაიცვალნენ კიდეც 1012.
ბაგრატ მესამემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატის მე-
ფობისას აიგობაგრატის ტაძარიბედიანიკორწმინდა. გარდაიცვალა ტაოშიფანასკერ-
ტის ციხეშიდაკრძალულიაბედიაში [25,128]).
ჯარს გაგებებულ „ცხებულს“ - მეფე დავით კურაპალატს „თან არა აქვს... გვირგვინი და 
სამეფოსამკაული - „მაღალთა თავმდაბლობის“ უზენაესი ნიჭის დამმარხველს (მსგავსი 
პასაჟი გრიგოლხანძთელის ცხოვრებაშიც გვხვდება - ჯავახეთის კრებაზე მობრძანებუ-
ლი გრიგოლ ხანძთელი თავისიგარეგნობითაც კრძალვას აღუძრავს მზირალთიხილეს
 წმიდაი იგი მომავალი კარაულითა შორისკრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილ-
ვითარამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსამოხუცებულსა მასესრეთ ჩნდა
ვითარცა სამოსელი ბრწყინვალისა განუცდელისა, ხოლო თავსა მისსაკუკული იხილ-
ვებოდავითარცა გვირგვინი სამეუფოი პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდა-
უდებელთაგან აღმკული) [15,586].
დავით კურაპალატის პიროვნული თავმდაბლობა და ზნემაღლობაა წარმოჩენილი დეტა-
ლით, სულის ის უზენაესი უნარი, დავითისავ შთამომავალს რომ „გალობათა სინანული-
სათა“-ს დააწერინებს...
ერი აღტაცებით მიეგებება „მძლეველ“ ჯარს, საგმირო სიმღერით რომ მიეახლება მეფეს
და თაყვანს სცემს.
„საგმირო სიმღერაში“ კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი წარმოჩნდება საქარ-
თველოს ალეგორიულ ხატებად, ჯაჭვს რომ გაწყვეტს და ჭირი ლხინად შეეცვლება...
თორნიკე გამარჯვებული ლაშქრის დროშასა და დედოფლის „გრამატას“ [ფარმანს] მიარ-
თმევს ხელმწიფეს, ბასილისა და კონსტანტინეს მიერ დამოწმებულს - ბიზანტიელნი 
უთმობენ ზემოქვეყნებს თქვენს შვილსა და შვილიშვილსო.
(თუკი აკაკისთან ზემოქვეყნებს დავითის შვილსა და შვილიშვილს უმტკიცებდნენ ბიზან-
ტიელნი,გიორგი მთაწმინდელის ცნობითმისცნეს მეფეთა ზემონი ქვეყანანი საბერძნე-
თისანი კურაპალატსა,რაითა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ [8,14]).
თორნიკე მეფეს წარმოუჩენს საკუთრივ მისთვის ნაწყალობევ სამკაულს, ოქროს, ვერცხლს,
 თვალ-მარგალიტს, რომელიც „საწყალ ბერს“ არად სჭირდება:
ჯვარია და სახარება მხოლოდ ბერის სიმდიდრეო;
ეს სიმდიდრე ქვეყნის არის და თქვენც - მისი მემკვიდრეო!
და, რადგან ბერი ვერ იქმს „საქმეს, ღვთის საწყენს“, ნაბოძები ძვირფასეულობის ნახევარს
 მეფეს, ნახევარს ქვრივ-ობლებს აღუთქვამს. მეფე ნახევარზეც უარს ეუბნება, შენვე გქონ-
დეს, შენს ღვაწლს რაღა ძღვენი სჭირდებაო...
ცრემლმორეული ბერის ვედრების მიუხედავად, ვერ შეთანხმდნენ.
გაბრიელ სალოსის ბრძნულმა რჩევამ გადაწყვიტა ყველაფერი. აქამდის მდუმარე ბერმა
მხოლოდ იმად დაარღვია დუმილის აღთქმა, წარმოეთქვა:
მეფევსიმდიდრე და ეს საუნჯე არც შენ გეკუთვნის და არც თორნიკეს!
ეს ნახევარი სხვებისა არის... სისხლის სანაცვლოდ იმათ მოიმკეს!...
მთაწმინდის იყოს ეს თქვენი ძღვენიიქ ააშენთ მით მონასტრები,
რომ სუყოველდღეწირვა-ლოცვის დროს,
იხსენებოდ()ენ ქართველი მკვდრები.
აუგეთ ერთიც ახალი ლავრა ყოვლად წმინდისა დედის სახელსა,
რომ მის წილხვედრი მცირე ივერი
მსხვერპლს სწირავდეს მის მფარველს და მხსნელსა.
მეცნიერების და მწიგნობრობის იქ აენთება ერთ დროს ლამპარი
და შვილიშვილთა სხივებს მიაფენს იმათი მამა და წინაპარი!
(გაბრიელის წინასწარმეტყველურ სიტყვებს ეხმიანება კორნელი კეკელიძე: რომ არ ყოფი-
ლიყო ათონის ქართველთა სავანექართულ კულტურას ალბათ სხვა სახე ექნებოდა [6,71]).
იმ დღის შემდეგ საქართველოში არავის უხილავს გაბრიელ ბერი. ღამის წკვარამში ორი 
მოხუციენახათ გზაზე ხელყავარჯნებით შორს მიმავალი, ათონისაკენ მიემართათ მათ 
პირდაპირი გზა დასწორი კვალიისე ვიდოდ()ენ, ვით ბნელ ღამეში თითქოს უძღოდათ 
რაღაც ნათელი.
ერთი მათგანი იყო თორნიკე და მეორე კი ის გაბრიელი [ამის შემდეგ პოემაში თორნიკე 
არ ჩანს -ერთადერთხელ იხსენიებაროდესაც კარის ღვთისმშობლის ხატს გამოაბრძანე-
ბენ ზღვიდან დალიტანიობენ].
გიორგი მთაწმინდელთან თორნიკეს ბიზანტიაში დაბრუნების შესახებ ვკითხულობთ: 
და მერმეშეიქცა და სიტყვისაებრ მეფეთაისა დატყვევნა ყოველნი დიდებულნი საბერძნე-
თისანი და მონაგებიმათი იავარყო და რომელიმე  აშქართა განუყო და რომე ლიმე 
თვით დაიმჭირა ნატყვენავიდიდძალი ფრიად [განსხვავებით აკაკის პოემის პასაჟისაგან]: 
ოქროი და ვეცხლი და სტავრაი და სხვაიესევითარი.
და უკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა და იჯმნა [წავიდა] და მე-
ფეთავე წინაშემოვიდახოლო იგინი დიდითა პატივითა მიეგებნეს და მოწლედ [მოწა-
დინითა და მხიარულითათვალითა და გულითა - საბა, I, გვ.514]. იჯმნა უკუე მათგანცა
 და გამოეთხოვა და კვალადმთაწმინდასვე მოიქცალავრად დიდისა ათანასესსახოლო 
მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორსუყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსარომელმან
კუალად მოაქცია მშვიდობით [8,14].
მეოთხე კარის უკანასკნელი, მეოთხე თავი უმშვენიერესია და
უმნიშვნელოვანესი აკაკი წერეთლის პოემაშსანამ მასზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ მიმოვი
ხილოთ გიორგი მთაწმინდელის თხზულების(იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების) ეპი-
ზოდები:
 მთაწმინდაზე მყოფმა წმინდა ბერებმა განიზრახესქართული ტაძრის აგება (კაცნი ვართ 
სახელოვანნი და ქართველნი მოგვმართებენ). იოვანეს დიდადუმძიმდაგარნა ქარ-
თველთა განსვენებისა და უფროის ხოლო თორნიკის აშენებისათვის [სიკეთისმისაგებად]

 თავს იდვა ამისი ხელყოფაიდა ღმრთისა მომადლებითა პოვეს ადგილი შუენიერი შუა-
მთაწმიდისა და აღაშენეს მონასტერი და ეკლესიანი წმიდისა ღმრთის მშობელისა სახელ-
სა ზედა დაწმიდისა იოვანე ნათლისმცემელისასა ფრიადითა ოფლითა და ღვაწლითა. 
ადგილნი მრავალნი,მონასტერნი და სადაყუდებულონი (სოხასტერისენაკი) გარემოის 
დიდისა მონასტრისა ვიდრეიმიერად ზღვადმდე თვისითა საფასითა იყიდნეს...
[ბიზანტიისათვის გაწეული უდიდესი სამსახურის საზღაურად] „მეფეთა... [ბერებს], რო-
მელნიცა ადგილნი და სოფელნი სთხოვნეს, ყოველნი ოქრობეჭდითა დაუმტკიცნეს...
თორნიკეს ენებარაითა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკვიდრნი ყოველნი,
 მაგრამ მაინციძულებულნი გახდნენბერძნებიც შეეწყნარებინაც (მონასტერს სჭირდებო-
დნენ ხურონიკალატოზნი,მევენახენიმენავენიმჭედელნი)...
ხოლო თორნიკვინაითგან იოტა სკლიაროსი და კვალად აქავე მოიქცა ურიცხვითა საფა-
სითა დაგანძითარამეთუ უფროის ათორმეტისა კენდინარისა (კენდინარი = 100 ლიტრი
მოიღო განძი ოდენ,სხვათა ტურფათაგან კიდე - რომელი იგი ყოველივე მამისა თვისისა 
სულიერისა იოვანეს ხელთა მისცადა თავი თვისი სრულიად უარყო და არცა თუ მცირე-
დი რაიმე დაუტევა ხელმწიფებასა ქუეშე თვისსა,არამედ ეგევითარმან მან განთქმულმან 
და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაი თვისი მოიკვეთა დასრულებით შეუდგა მორჩილე-
ბასა მისსა... სულიერი მოძღვრის ბრძანების გარეშე არც წყლის გემოსიხილავდაარც 
სიტყვას აღმოთქვამდა - სათნოებათა ყოველთა თავი მორჩილებაი არს სულიერთა მამა-
თაი და ნებისა თვისისა განკვეთაი
ჭეშმარიტად ყოვლითავე სათნოებითა სავსე იყო ნეტარი ესესიმდაბლითა, სიწრფოები-
თა დაუმანკოებითა. მარადის ეუბნებოდა თავის მოძღვარსიოვანეს: დიდად ცოდვილ 
ვარ და სიკვდილიჩემი მოახლებულ არს... ნებაი ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა 
შენდა მომიცემია... აცხოვნესული ჩემი... [დიდად ცოდ ვილ ვარ - თორნიკესეული 
თვითდამდაბლება მეხსიერებაშიაცოცხლებს აღმაშენებლის სტრიქონსმე ვარვითარცა 
უფსკრულიშესაკრებელი ბილწებისაღვართაი (გალობა III)].
ხედავდნენ რა თორნიკეს საღმრთო შურსა და მხურვალებასჯეროვნად პატივ სცემნ 
მას დაერიდებინ და განუსვენებენ და სწყალობნ სიბერესა მისსა. ხოლოვინაითგან დიდი 
თორნიკ წყობათა[მხედრობაომიშინა აღზრდილ იყო და სალაშქროთა საქმეთაამათ 
ესევითართა პირთათვის უბნობაიდა ჰამბავი უყვარდა... სთხოვა სულიერმა მოძღვარმა 
თავშეკავებამხოლოდ გაბრიელ ხუცესს ეუბნეო.
ხუცესი [გაბრიელი] იგი ესევითარი კაცი იყორომელ პირსა მისსა მსოფლიო სიტყუაი 
არაგამოვიდოდაარამედ ყოველივე საღმრთოი და სულიერი.
აქამდის რად არ მამხილეოცრემლით ჰკითხა დაჩოქილმა თორნიკემ ღმერთშემოსილ 
მამას.
მას შემდეგ მხოლოდ მონასტერში მოსულ უცხოს თუ გაესაუბრებოდაესევითარსა ამას 
სულიერსაცხოვრებასა შინა აღასრულნა დღენი თვისნი და ღმრთისა მივიდა... ღმერთმან 
შეუნდვნა ცოდვანიმისნი და საუკუნესა ცხოვრებასა ღირს ყო.
თორნიკეს სიკვდილის შემდეგიოვანემ თავის ძესა და რამდენიმე მოწაფეს- თან ერთად 

სპანიად(ესპანეთშიწასვლა განიზრახააბიდოსს მიაღწიამაგრამ, მეფეთა ბრძანებით,
კონსტანტინოპოლშიიხმესგანმარტა იოვანემგლახაკი ესე ერისკაცი ვიყავ სოფელსა ში-
ნა მყოფი და თანამდები ყოვლისაბრალისაი და მენება, რაითა უცხოებასა სამე წარვიდე და
 სული ჩემი ვიცხოვნო და გლახაკებითვიყოფებოდი... და თუ ვითა მოხდაარა უწყი - მო-
ვიდა თვისი ჩემი (ნათესავი) თორნიკ და მისითაგზითა დიდთა შუღლთა შთავვარდი და
 ერისკრებასა და მნებავსრაითა ამის ყოვლისაგან თავისუფალვიქმნა და სულისა ჩემისა
 ზრუნვასა შეუდგე...

ხელმწიფეთ დიდი საბოძვარითა და ხვეწნით სპანიად წასვლა გადააფიქრებინეს და ბი-
ზანტიაში,თავისსავ მონასტერშიათონზე დაამკვიდრეს იოანე ... [იოანეს ძემექვთიმემ 
თარგმნნა წიგნნისაღმრთონირომელთა აღრიცხვაი კნინ-ღა შეუძლებელ არს...].
აკაკი თხრობას ათონის მთაზე სასწაულის აღწერით ასრულებს: მოსცურა ახლოს ღვთის-
მშობლისხატმა და დაიყენა თავს ნათელიოამაოდ ცდილობდნენ ბერები ყოვლადწმი-
დის ხატის გამობრძანებას, მიახლოებისთანავე შორს მიცურავდა, არვის იკარებდა. ყველა
 ვერც ხედავდა - ღამითნათელი და დღისით რაღაც ნისლი ბურავდა.
[ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისაკენ მიმავალ ისრაელიანთ უფალი დღისით ნისლით შე-
ბურვილი, ღამით - ცეცხლის სვეტად უძღოდა (გამოსვლათა წიგნი)].
„სიწმინდის შეხების ღირსი“ არვინ აღმოჩნდა. ღვთის რისხვად აღიქვეს მომხდარი ბერებ-
მა, ლოცვა და მარხვა გააორკეცეს...
ერთ ბერს ჩვენება ჰქონდა - ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ მხოლოდ ივი-
რონელ წმინდა ბერს, გაბრიელს ძალევდა, შესასვლელ კართან დაებრძანებია ხატი სასწა-
ულმოქმედი, რომელსაც „კარის ღვთისმშობელი“ [პორტაიტისა] დაერქმეოდა.
გალობა იწყეს დამშვიდებულმა მამებმა, კელაპტრებით ხელში გარს უვლიდნენ ტაძრებს,
 ლიტანიობდნენ...
ნეტარებით აღვსილებმა დააბრძანეს ბრწყინვალე ხატი, იხილეს ბრწყინვალე ჩვენება:
გამოიხატა ცაზე გვირგვინივარსკვლავებისგან გამოჭედილი,
დაადგა თავზე ივერთ მონასტერს და გაანათა წმინდა ადგილი...
დიდი ხანია, ეს ნიშანი აღარ ჩანსო, წუხილით აღნიშნავს აკაკი, მიზეზსაც აკონკრეტებს:
უეჭველია,ჩვენს გულგრილობას გარისხებიაჩვენზე გამწყრალა!
(აკაკი აქ პროვიდენციალისტად გვევლინება - თავსდამტყდარ უბედურებას ღვთის სამარ-
თლიანრისხვად აღიქვამსპროვიდენციალიზმი დამახასიათებელია ქრისტიანული მსო
ფლაღქმისათვისრომარაფერი ვთქვათ ჟამთააღმწერლის პროვიდენციალისტობაზე, 
უკვე პირველსავე ქართულ ნაწარმოებშიწარმოჩნდება ამგვარი მსოფლმხედველობა - 
იაკობ ხუცესი აღნიშნავსროდესაც შევიტყვეთო ვარსქენისგამაზდეანებააღვივსენით 
მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ გამწარებულნიცოდვათა ჩვენთა წარ-
მოჩინებისათვის [15,226]).
„სულმნათსა საქართველოსას“ ღვთისმშობლობა დღეს ეხილა სიზმარი - ქვეყნად ჩამოსუ-
ლიყვნენ ნინო, თამარი, ქეთევანი.
თამარს ძლევის, ქეთევანს - წმინდა მოწამის გვირგვინი ედგა, ნინოს ხელთ ჯვარი ვაზისა
ეპყრა; „შეერთებით, ხმაშეწყობით“ გალობდნენ, ღვთისმშობელს ავედრებდნენ მრავალ-
ტანჯულ მამულს:
დედაო ღვთისავშენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვანუ ააღებ ხელსლმობიერებით იბრუნე გული!
მოეც კურთხევა ზეცითმაღალოდა გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!
მისსა მხნეობასმისსა ზნეობას განუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენს საქებრადსადიდებელად ნუ დაავიწყებ იმ ტკბილს ენასა,
რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდაქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!...
(აკაკის პოემის ეს პასაჟი საოცრადა ჰგავს პასაჟს ილიას აჩრდილისა:
დედავ ღვთისაოეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლირომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოონუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანატანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სულიგული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთოშენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციანრა არს მშვიდობა,
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდესშეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!
ჰოისახიეროცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა! [26,160]).
აკაკი ემუდარებაენას ნუ დაავიწყებინებს ქართველთ ღვთისმშობელი, რადგან ენა უპირ-
ველესინიშანია ეროვნებისაეს ენა ღვთისმშობლის სადიდებლად ებოძა ღვთისმშობლის-
ავ წილხვდომილ ერს...
(ენის შემნახველადმფარველად ქალს მოიაზრებს აკაკი - ამადაც მოჰყავს მაგალითად ნი-
ნოთამარი,ქეთევანი.
ტკივილით წერს აკაკიდღეს ბევრ ქალს ნახავთ ჩვენშირომ დავიწყებული ჰქონდეს
 წმიდათა-წმიდა და ქართულად ვეღარ ლაპარაკობდესთუ არ სოფლელი ქალისხვები
 მიწერ-მოწერასერთმანეთში ვეღარ ახერხებენთუ არ უცხო ენაზესასწავლებელს ათავე-
ბენ და თავს მითიმართლულობენ [იმართლებენ], რომ არ გვასწავლიანომაგრამ ეს ტყუი-
ლი თავის მართლებააიქ,სადაც შობილან და სადაც გაზრდილანადვილია ენის შესწავ-
ლარომ გულიდან ამოფხვრილი არჰქონდეთ სრულიად ქართველობაქართველი ქალები
რომ ერთად მოიყრიან ხოლმე თავსუცხო ენაზელაპარაკობენერთ მათგანს რომ შეეშა-
ლოსვერ გამოსთქვამს კარგად იმ ენაზესხვები საცინლადაიგდებენ დაქართული რომ 
სულ არ იციან, ის არაფერი! [4,414]).
საქართველოს წმინდა მეოხთგანასრულეს თუ არა ლოცვადაინახეს ცაზე გამოსახული 
ცისარტყელა[ასევე მთავრდება აჩრდილიც - მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა 
შვიდფეროვანი სარტყელიცისა...].
(პასაჟი ბიბლიურია - წარღვნის დასასრული ცისარტყელას გამოჩენით ეუწყა ნოესთქვა 
უფალმაღმერთმავდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყა-
ნას შორისროდესაცქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბლებში ცისა-
რტყელამაშინ გავიხსენებ აღთქმასჩემსა და თქვენ შორის... აღარ გადიქცევა წყალი წარ-
ღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად...[1,19]).
ერთი დეტალიც: „დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა ბასილი
მეორემ დაიპყრო სამხრეთი ტაო, იხმო საქართველოს მეფე, ბაგრატ III, უბოძა მას კურა-
პალატობა, ხოლო მამამისს, გურგენს უფრო დაბალი - მაგისტროსის თანამდებობა. ამით
იმპერატორს, როგორც მემატიანე სუმბატ დავითის ძე შენიშნავს, მამა-შვილს შორის
შუღლის ჩამოგდება უნდოდა, მაგრამ მიზნისთვის ვერ მიუღწევია. ბიზანტიის იმპერა-
ტორისაგან სამხრეთი ტაოს დაკავება დავით კურაპალატის სამემკვიდრეოს ჩამორთმევას
ნიშნავდა. ამ სამფლობელოზე ბაგრატ მესამეს იურიდიული უფლება აღარ ჰქონდა, რად-
გან დავით კურაპალატს ბასილისათვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ სიკვდილის შემ-
დეგ თავის სამფლობელოს მას დაუტოვებდა. ამასთან, ტაოელმა აზნაურებმაც ფიცით მის-
ცეს პირობა, რომ დავითის გარდაცვალების შემდეგ თავის ციხეებს ბასილს გადასცემდნენ..
. ბასილმა სამხრეთ ტაოსაგან შექმნა იბერიის თემი - საკატაბანო და იქ მმართველად ბიზან-
ტიელი მოხელე დანიშნა... რომელიც, ფაქტობრივად, მომავალი საყრდენი იყო საქართვე-
ლოს საქმეებში ჩასარევად“ [21,159].
(ნიკო მართან კამათისას აკაკის დავით კურაპალატიც მოუხსენიებია:
თუ გულდაგულ გადავავლებთ თვალს ისტორიასჩვენ დავინახავთრომ ეს ხალხი [სომ-
ხები], სადაცკი შეხიზნულა და თავი შეუფარებიაცოტა სულის მობრუნების შემდეგდა-
პატრონება მოუნდომებია,თავიც იქაურ მკვიდრად უღიარებია და ბოგანოდ მოსულობა 
გადაუფუჩეჩებიამიუხედავად ქართულ-ბერძნული ისტორიის წყაროებისამათმა ისტო-
რიამ მეფის წართმევაც კი მოგვინდომა და დიდი დავითკურაპალატი თავის მეფედ აღია-
რარასაკვირველიაიმ განზრახვითრომ ქვეყანა დაერწმუნებინათუმეფე ჩვენი იყო
მაშასადმემისი სამფლობელოც სასომხეთი ყოფილაომომავლის გასაკვლევად სხვისი
წარსულის მისაკუთრება და მისივე ყოფილის უარის-ყოფა უპირველეს ხერხად უჭირავთ 
ხელში[2,323]).
ამავე ისტორიულ ეპიზოდებს უკავშირდება პორტაიტისას ისტორიაც.
გადმოცემით, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მოციქულს დაუწერია. IXს.-მდე მისი
ისტორია უცნობია. IXს.-ში ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს ბრძანე-
ბით, ხატებს ანადგურებდნენ. მცირე აზიის ქ. ნიკეაში, კეთილმორწმუნე ქვრივის ოჯახ-
ში, მხედრებმა იპოვეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი; ერთმა მათგანმა „მახვილი
 დასცა პირსა ხატისასა“ - ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. ქვრივმა დიდძალი გამოსასყიდი
 აღუთქვა მხედრებს, თავად კი, მთელი ღამისგანმავლობაში მუხლმოყრილი ლოცვის
შემდეგ, ღვთის განგებით, ზღვის ტალღებს მიანდო ხატი, რომელიც, ტალღებზე აღმარ-
თული, დასავლეთისაკენ გაემართა. მცირე ხნის შემდეგ ათონის მთაზე დამკვიდრებულმა
ვაჟმა ქვრივისა მეუდაბნოე მამებს უამბო მახვილდაკრული ხატის ამბავი.
XIს.-ის დამდეგს, დიდმარხვისას, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე ნათლის
სვეტი - ღვთისმშობლის ხატს რომ ადგა. ბერებს (და თავად გაბრიელსაც) ჰქონდათ ხილვა,
 რომ ტალღებზე რწმენით უნდა გაევლო გაბრიელს და ყველა იხილავდა ღვთისმშობლის
სიყვარულს ქართველთა სავანისადმი [22,68].
ქართველთა კლასიკური წარსულის საერთო სურათი პირველად ჩამოაყალიბა ანტონ 
ბაგრატიონმათავის წყობილსიტყვაობაშიიგი ემყარებოდა ისტორიოსოფიის კულტუ-
რულ-რელიგიურკონცეფციას.
შემდგომ ცდას ეროვნული კლასიკური წარსულის საერთო სურათის შექმნისა წარმო-
ადგენს გრიგოლორბელიანის სადღეგრძელოგაოცებას იწვევსრომ სადღეგრძელოში
განდიდებულ გმირთა შორისარ გვხვდება თორნიკე ერისთავი, რომელმაც ბიზანტიის 
დამმარცხებელი ბარდა სკლიაროსი დაამარცხადა რომლის მონაგებთა წყალობით და-
არსდა ივირონი და განივრცო ქვეყანა.
სადღეგრძელოში მოცემული კლასიკური წარსული მოწოდებულია საერთო კულტუ-
რულ-ისტორიული თვალთახედვითმეტადრე მას მართებდა თორნიკეს ღვაწლთა აღწე-
რაგარკვეულიაზრითაღნიშნული ხარვეზის ამოვსებაა თორნიკე ერისთავი აკაკი წერე-
თლისა [5,174].
აკაკი ისტორიულ პიროვნებათა ცხოველმყოფელ გალერეას ქმნიდაწარმოსახული პერსო-
ნაჟებითაცამდიდრებდა გმირთა დასსერთიღა ეოცნებებოდამოვა დროროდესაც მო-
მავალი ჩვენიისტორიკოსები მოუყრიან თავს... ნაწყვეტ-ნაწყვეტებს, გამოარკვევენდა 
ისეროგორც ხელოვან-მოსაქნარემ სხვა-და-სხვა ნაწყვეტნაწყვეტ ფერადებისაგან მოქარ-
გოს ძვირფასი სამოსელიშეადგენენერთ ვრცელ ისტორიას ჩვენი სამშობლოისასმაგრამ 
ეს იქნება... საქართველოს ტრაგედია საზოგადოთდა კერძოთ - მოწმობა ენისარჯულის 
და ერთობისათვის [3,261

                 აკ.წერეთელი    „თორნიკე ერისთავი“( კარი I)   
გაკვეთილის თემა
   .წერეთელი - „თორნიკე ერისთავი
        კარი (ტექსტზე მუშაობა)
სწავლებისსაფეხურიდა კლასი
     საბაზო საფეხური  
 !x კლასი

საგანი,მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
  
მოსწავლეთა რაოდენობა
    15 მოსწავლე
ანსაკუთრებულიმიდგომების საჭიროებისმქონე მოსწავლეთა რაოდენობა
პეციალური საგანმანათლებლო საჭიროების 
მქონემოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის სასწავლომიზნები
ააზრებული კითხვისა და ანალიზისმარტივი 
კვლევითი უნარების განვითარებამოსწავლეები გა-
მოთქვამენ ვარაუდებს ნაწარმოების პირველ კარში გა-
მოყვანილი პერსონაჟებისა და მათი ისტორიულობის 
შესახებ.შეეცდებიანახსნანრის თქმა სურდა მწერალს
ისტორიულ ამბის გადმოცემით.
























ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევიშედეგი/ინდიკატორები

II.1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის
შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმა-
ციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
* ისმენს ჩუმადჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა დადე-
ბულებებსსაკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს
არავერბალური ხერხებითყურადღებიანი მზერით
თავის დაქნევითღიმილით და სხვ.;
* მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს.
* ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციი-
დან.
* წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებულიგადა-
წყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთანდაკავში-
რებით და ყვებაროგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილე-
ბამდე;
VII. 7 . მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატ-
ვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გა-
ანალიზებამათ მიმართ საკუთარიდამოკიდებულე-
ბის გამოხატვა და ახსნა.
* კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებსსხვადასხვა
 მიზნით
 (შესწავლისესთეტიკურისიამოვნების მიღებისგარკვეული ინფორ-
მაციის
მოძიებისგამოხმაურებისშეფასების);
* საუბრობს იმის შესახებრაზე დააფიქრა წაკითხულ-
მა;რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები
რა -უცნობი და გაუგებარი;
* ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად დააჯ-
გუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
* ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავსფაქტებსა 
დამოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედ-
ვით;
VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზე-
ბა სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების
მიხედვით.
 ამოიცნობს და განმარტავსროგორ ქმნის ავტორი გან-
წყობას ნაწარმოებში;განმარტავსრა იქცევს მკითხვე-
ლის ყურადღებას;
* ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების 
შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასი-
ათებასმეტყველებასპორტრეტსინტერიერს დასხვ.);
* ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას,შედა-
რებასმეტაფორასდა განმარტავს მათს ფუნქციას
 ტექსტში;
* განმარტავსსად იწყება და სად მთავრდება სიუჟე-
ტის განვითარების საფეხურები.





თანმიმდევრობა    (აქტივობადა დრო)
კლასის ორგანიზება -    წთ.
   მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას და  შეფა-
სების რუბრიკებს
2. პრეზენტაცია ისტ-ის გამოყენებით  -  4 წთ.
    მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციას ისტ-ის 
გამოყენებითსაუკუნის საქართველო და თორნი-
კე ერისთავი.
3. მინი ლექცია - წთ.
     მოკლედ ვისაუბრებ XIX საუკუნის საქართველოს
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.აგ-
რეთვე ბერების ცხოვრებაზე.
4.საკლასო დავალება - 12 წთ.
   მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ მცირე ჯგუფებად.თი-
თოეულ ჯგუფს სამუშაოდ ვაძლევ ტექსტის განსაზ-
ღვრულ მონაკვეთს თანდართული კითხვებითა დაც-
ხრილით. (იხდანართი #1) მათ ევალებათ წაიკით-
ხონ ტექსტიუპასუხონ კითხვებს და ცხრილის სახით
წარმოადგინონდასახელებული პერსონაჟებიდან 
რომელია ისტორიული პირი და ვინ შეიძლება იყოს
გამოგონილი.
     ჯგუფი - შესავალიპირველი კარის I თავი.
 1. როგორი პოემაა „ თორნიკე ერისთავი?“
2. რომელი სიტყვებიდან ჩანსრომ პოემა წარსულში
მომხდარს ეძღვნება?
3. საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს ეძღვნე-
ბა პოემა.
4. როგორ ახასიათებს ავტორი ქართული ნადიმის
ტრადიციას და რას ამბობს ამ კუთხით აწმყოში არსე-
ბული ჩვევის შესახებ?
5. რას მიიჩნევს ავტორი საქართველოს ძლიერების 
ორ უმთავრეს მიზეზად?
    II ჯგუფი - პირველი კარის  II და  III თავი.
1. რა მიზეზი  ჰქონდათ ქართველებს მხიარულებისა?
2. რას ამბობს მეფე ერთი კაცის განსჯისა და რას -
სამსჯავროს შესახებ?
3.დარბაზობაზე პირველ ბრალმდებლად ვინ გამოვიდა?
4რაში დასდეს ბრალი თორნიკე ერისთავს?
5.აღწერეთ თორნიკე ერისთავის პორტრეტი!
6გადმოეცით ეპიზოდითორნიკე სამსჯავროს წინაშე!
7. რატომ გადაწყვიტა თორნიკემ  საერო სამსახურზე 
ხელის აღება?
    III ჯგუფი - პირველი კარის IV და V თავი
1.საქართველოს წარსულზე საუბრისას რას უსვამს 
ხაზს მხედართმთავარიროგორ მოახერხა ქართველო-
ბამ,განსაცდელისთვის დაეღწია თავი?
2. რა მნიშვნელობას იძენს თორნიკე ერისთავის სიტ-
ყვები XIX საუკუნის გადასახედიდან?
3. რას ახასიათებს თორნიკე ერისთავი თავის წინამორ-
ბედ მხედართმთავარს?
4. რა არგუმენტით ასაბუთებს მხედართმთავარი საკუ-
თარ გადაწყვეტილებას?
5. რა შეგიძლიათ თქვათპოემის მიხედვითსიტყვის
ძალაზე?
   IV ჯგუფი - პირველი კარის  VI და VII თავი
1.რომელ მონასტერში მოღვაწეობდა იოანე ათონელი,
 ვინიყო ამ მონასტრის წინამძღოლი?
2. აღწერეთ წმინდა მთაზე მდებარე ათანასის ლავრა,
როგორ გვიხატავს ავტორი პეიზაჟს ამ ეპიზოდში?
3. რა არის განსაკუთრებით თვალშისაცემი ბუნების
აღწერისას?
4. იოანეს შესახებ პოეტი წერს: „მაგრამ გული-კი 
ისევე უღელავს ხოლმე ვნებითა. - რა არისპოემის 
მიხედვით,იოანეს ღელვის მიზეზი?
5. საკლასო დავალების პრეზენტაცია - 20 წთ.
    ჯგუფები თანმიმდევრობით წარმოადგენენ ნაშრო-
მებს კლასის წინაშე.
6. გონებრივი იერიში - წთ.
    თქვენი აზრით,რატომ აღწერს აკაკი წერეთელი 
XIX საუკუნეში   X საუკუნის ამბებს?
7. შეფასება და საშინაო დავალება  - 2 წთ.
    მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ წარდგენილი
რუბრიკების მიხედვითმოსწავლეები უნდა გაეცნონ
სახელმძღვანელოში მოცემულ ნაწყვეტებს იოანესა და
ექვთიმეს ცხოვრებიდანმოძებნონ მათი შესაბამის
ეპიზოდები პოემაში და შეავსონ ცხრილი. (იხ.სახელ-
მძღვანელო .პოემის ბოლოს) 
--
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
საკლასო მენეჯმენტი -საგანმანათლებლორესურსები
კომპიუტერიპროექტორი.ნ. ღონღაძე-  ქართული ენა დალიტერატურა  ixკლასი;
ფორმატები ცხრილებითმარკერებიფურცლები კითხვარებით.


 დანართი #1

No comments:

Post a Comment