Sunday, October 12, 2014

"ხევისბერი გოჩა" – ტრადიციები და ადათ–წესები

       „ხევისბერი გოჩას“ შესწავლისას მნიშვნელოვანია იმ ტრადიციებისა და ადათ–წესების განმარტება, რომელიც ასე მრავლადაა აღწერილი მწერლის მიერ.  მოხევეების ჩვეულებები, ტრადიციები მათ ზნეობრივ პრინციპებს ეყრდნობა, მათი ცხოვრების სტილის გამომხატველია. ამდენად ამაზე ყურადღების შეჩერება ერთ–ერთი საკვანძო საკითხია „ხევისბერი გოჩას“ შესწავლისას.


  •  დროშებისა და ხატების გამოსვენების რიტუალი – დროშები და ხატები მოხევეთათვის  სიწმინდეებია, მათ წინაშე ნათქვამი თითოეული სიტყვა არის ფიცი, „დროშის თავის შეხება“ შეუძლიათ მხოლოდ ორკვირიანი მარხვით განწმენდილ ხევისბერსა და თანაშემწეებს. ამიტომ გაიყინა თემი, როდესაც მოთხრობის ბოლოს ონისემ გოჩას საუბარი შეაწყვეტინა და დროშის ტარს შეეხო. ამით ალ.ყაზბეგმა  ვითარება დაძაბა და მღელვარება შემოიტანა.


  • უფროს–უმცროსობის ტრადიაცია –  უფროსის მიმართ პატივისცემა, მისი სიტყვის ყურის გდება, მოვალეობაა ყმაწვილი მოხევესათვის. უფროსების სტატუსის გამო, მათი მიგებება სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვაა.  



·         ქალის სიწმინდის კულტი – ამ საზოგადოებისთვის ქალის უმანკოება ოჯახის სიწმინდის, სიმტკიცის წინაპირობაა. ამიტომაც არ შეიძლება ჯვრისწერამდე ნეფე–პატარძლის ერთი მარხილით მგზავრობა.
·         კერიასთან სტუმრის შემოტარების ტრადიცია – კერია (კერა) სიმბოლურად გამოხატავს ოჯახს. ყველაზე საპატიო სტუმრების კერასთან შემოტარებით მოხევე გამოხატავს სტუმრის მიმართ პატივისცემას, რომელიც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.
·         „ხმა ღვთისა – ხმა ერისა“ – თემის გადაწყვეტილება მოხევეებისთვის არის კანონი, ხევისბერი რელიგიურ–სოციალური ინსტიტუტია, მისი პირით ღმერთი ამბობს სათქმელსა და აცნობს გადაწყვეტილებას, ამიტომ განსჯას აღარ ექვემდებარება და  ყველა ემორჩილება.
·         დამწყალობება – დამწყალობებისას ხევისბერი იხსენებს მათ, „ვინც სათემოდ თავი გამოიჩინა“, სისხლი და ოფლი დაღვარა ქვეყნისთვის. მსგავსი რიტუალი აგულიანებს მოხევეებს თავის გამოსაჩენად.
·         თემიდან მოკვეთა – ამ სასჯელით სჯიან თემის შემარცხვენელს. თემიდან მოკვეთა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მთაში მარტო, საზოგადოების გარეშე, ყველასგან ზურგშექცეული ადამიანი განწირულია სასიკვდილოდ. 


ა.ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“





 თავისებურება 1. ალ.ყაზბეგის შემოქმედებით მკითხველი ეცნობა ხევის (საქართველოს ერთ–ერთი კუთხის) მცხოვრებთა სამყაროს.  თავისებურია ის ტრადიციები, ადათ–წესები, სხვადასხვა საკულტო დღესასწაულთან დაკავშირებული ქმედებები, რომელთაც მოხევეები აღასრულებენ. ასეთი ჩვეულება კი მრავლადაა აღწერილი მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“:

პრობლემა. თუკი არ იქნება სათანადოდ განმარტებული თითოეული ადათ–წესის, ჩვეულების თუ ქმედების უკან რა დგას, რას ეფუძნება თითოეული მათგანი და რას გამოხატავს, მოსწავლისთვის გაუგებარი იქნება, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.                                         ამ ჩვეულებებს ეფუძნება მოხევეების ზნეობრივი პრინციპები, ამ ადათ–წესებში იკვეთება მათი ცხოვრების ძირითადი პოსტულატები. 

აქტივობა. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები გახდეს, რა კავშირია ადათ–წესებსა და მოხევეთა ზნეობრივ პრინციპებს შორის, გამოვიყენებ შემდეგ აქტივობას.  ფორმატზე დავიტან სამგრაფიან დიაგრამას.
1.      
  1.     პირველი გრაფაში  განთავსდება ტრადიციის თუ ადათ–წესის პირობითი სახელწოდება,
  2.         მეორე გრაფა დაეთმობა ეპიზოდებს მოთხრობიდან, მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ ის ეპიზოდი , რომელშიც ამ კონკრეტულ ჩვეულებაზეა საუბარი.
  3.      და ბოლოს, მესამე გრაფაში ჩავწერთ  მოხევის იმ თვისებებს, რომელიც ამ კონკრეტული ეპიზოდიდან და ადათ–წესიდან გამომდინარეობს.


აღნიშნული დიაგრამა ტექსტის შესწავლის კვალდაკვალ შეივსება და ბოლოს თვალსაჩინოების სახით გამოიფინება საკლასო ოთახში.
გთავაზობთ ნიმუშს, რომელიც, ცხადია, არასრულად ასახავს იმ მასალას , რომელიც ტექსტის შესწავლის განმავლობაში ამოიკრიფება. 




მოცემული ცხრილი მოიცავს  მხოლოდ                    3 მაგალითს:                                                                            დასახელებულია ტრადიცია / ჩვეულება, მისი შესაბამისი ეპიზოდი და მოხევის თვისება, რომელიც ვლინდებააღნიშნული ჩვეულებიდან. უფრო ვრცლად ტრადიციების შესახებ იხილეთ აქ 







თავისებურება 2. ძალიან თავისებური და შთამბეჭდავია ხევისბერის ფსიქოლოგიური პორტრეტი. ალ.ყაზბეგი მოთხრობის პირველივე თავში ახსენებს ადამიანს, რომელიც                 მე–7 თავამდე არ ჩანს. მაგრამ გოჩას პირველი ხსენება მკითხველს მისდამი  უდიდესი პატივისცემით განაწყობს.

პრობლემა. თუ კარგად არ  გავიაზრეთ ხევისბერის პიროვნება, მისი ზნეობრივი პოზიცია, ცხოვრების პრინციპი, ვერ გავიგებთ, რატომ "აკმარა" გუგუას  თემიდან განკვეთა (მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელიც ძალიან მძიმეა და განკვეთილის სასიკვდილოდ განწირვას გულისხმობს) და რატომ დასაჯა ონისე (და საკუთარი თავიც მასთან ერთად) ასე სასტიკად?
 მოსწავლემ ეს პრობლემა, შესაძლოა,ასეთი ფორმულირებით წარმოადგინოს : რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი მაშინ, როცა მსგავსი ღალატის გამო გუგუასთვის ასეთი განაჩენი არ გამოუტანია?
აქტივობა. პასუხამდე მოსწავლე თავად უნდა მივიყვანოთ.  მასწავლებელმა  ერთგვარი მედიატორის როლი უნდა შეასრულოს მოსწავლესა და ნაწარმოების  იმ ეპიზოდებს შორის, რომლებშიც ჩამალულია ამ კითხვაზე პასუხი. მოსწავლეებს კიდევ ერთხელ უნდა წავაკითხოთ გოჩას ლოცვის ეპიზოდი, ხევისბერისა და ონისეს  საუბრის ეპიზოდები. 
ის, რაც ეპატიება გუგუას, არ ეპატიება ონისეს– ესაა ხევისბერის სამართალი. ონისემ ვერ შესძლო ტვირთის ტარება, დაივიწყა, ვისი გორის იყო და საპირადო საქყვეყნოზე მაღლა დააყენა. 
ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკლასო დისკუსია თემის უფრო მრავალმხრივ და საინტერესოდ გასაშლელად. მსგავსი ფსიქოლოგიური პორტრეტები ძალიან კარგი მასალა საკლასო დისკუსიის გასამართად. (კარგი იქნება, თუ მოსწავლეები გაეცნობიან პროსპერ მერიმეს  „მატეო ფალკონეს“ და 



"გოჩა –მამა თუ ხევისბერი"–გაკვეთილის გეგმა






 გაკვეთილის  მთავარი თემა

იყო თუ არა ხევისბერი გოჩას განაჩენი ონისეს მიმართ სამართლიანი?
                                „გოჩა - მამა თუ ხავისბერი“
სწავლების საფეხურიXI1 კლასი
 მოსწავლეთა პროფილი26 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი აქტუალურია, რამდენადაც მოსწავლეები განივითარებენ ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა  და  სინთეზისა და 
 ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემაზე  ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარს;
ეს გაკვეთილით დაეხმარება მოსწავლეებს სხვა მსგავსი თემატიკის ნაწარმოებების გაანალიზებასა  და ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების მიმართ საკუთარი სამართლიანი აზრის  ჩამოყალიბებაში.



გაკვეთილის მიზნები  და შედეგები
მოსაწავლეები შეისწავლიან  ხევის ტრადიციებს, იმუშავებენ ტექსტში არსებული არგუმენტების საშუალებით საკუთარი პოზიციების დასაბუთებაზე და შეძლებენ დასკვნების გამოტანას.
განივითარებენ მსჯელობის, ანალიზის, არგუმენტირების , პრეზენტაციის უნარებს.
ჯგუფური მუშაობისა და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარებს განივითარებენ;
გაუჩნდებათ საკუთარი დამოკიდებულება მამისაგან შვილის მოკვლის პრეცენდენტთან დაკავშირებით.


ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

მოსწავლე:წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან, რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·        
წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“; უნდა ფლობდნენ დამოუკიდებლად  და ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევებს და ასევე პრეზენტაციის უნარს.


შეფასების საგანი და პროცედურები
ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, ჯგეფში მუშაობის უნარი.
განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ჯგუფური მუშაობის
კრიტერიუმები: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, პრეზენტაციის

უნარი, ჯგუფური მუშაობის უნარი, ტექსტის ცოდნა.შეფასება მოხდება ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად წინასწარ შექმნილი შეფასება რუბრიკით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ გაკვეთილის კოლექციაში.



 სასწავლო მასალა დატექნიკურირესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფორმატის ფურცლები, მარკერები.
ტექსტი “ხევისბერი გოჩა”,
RowerPoint, Youtube, Word.



გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა:მისალმება, სიის ამიკითხვა - (1წთ.0
სამ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს ეძლევათ შესაბამისი დავალებები:
I ჯგუფს-მოძებნონ არგუმენტებეი, რომელთა მიხედვითაც გოჩას გადაწყვეტილება ონისეს მოკვლისა იყო მიღებული, როგორც მამის გადაწყვეთილება; II ჯგუფს -მოძებნონ არგუმენტები იმისა, რომ ონისე ხევისბერმა დასაჯა და არა მამამ; III ჯგუფს-წარმოადგინონ სამების თემთა საბჭოს გადაწყვეტილება მოღალატეების დასჯის თაობაზე. (10წთ.)
პრეზენტაცია: თითოეულ ჯგუფს (5-5 წთ)

გამოწვევა:პრეზენტაცია: “იყო თუ არა ხევისბერი გოჩას გადაყვეტილება ონისეს მოკვლისა სამართლიანი?!” (7წთ.)პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ გაკვეთილის კოლექციაში.
B ფაზა:დისკუსია: ჯგუფებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა.(7წთ.)
კითხვები დისკუსიისათვის:
მოუსმინა თუ არა გოჩამ თემს?
ეკუთვნოდა თუ არა სამართლებრივად ონისეს სიკვდილით დასჯა?
როგორ გაგრძელდებოდა გოჩასა და ონისეს ცხოვრება ონისეს დანდობის შემთხვევაში?
დასკვნა: თითოეული ჯგუფის ლიდერსათვის (1-1 წთ.)
Dფაზა:დავალების მიცემა:პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე”წასაკითხად და დასაწერად თხზულება: მატეოსა და ხევისბერი გოჩას მხატვრული სახეები და მათი შედარება.
გოგოლის „ტარას  ბულბას“)



თორნიკე ერისთავი

გაკვეთილის თემა
თორნიკე ერისთავიპირველი კარი (I - III)
სწავლების საფეხური
II   საფეხური IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
          15 მოსწავლე
     არ არის განსაკუთრებული მიდგომის მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
     შეძლონ მსჯელობა ისტორიულ     პოემაზე.გამოიტანონ დასკვნა ტექსტის 
მონაკვეთის საფუძველზედაახასიათონპერსონაჟები მისი გარეგნული 
ნიშნისა და ქცევისმიხედვით.გამოხატო საკუთარი დამოკიდებულება.

    
 მისაღწევი შედეგი.
ქართ . IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე 
წარმოადგინოს  სხვადასხვათვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ . IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების 
მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციოამოცანისა და აუდიტორიის გათვალის-
წინებით.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავოსაკითხებზე სხვა-
დასხვა თვალსაზრისის შემცველიმხატვრული და არამხატვრული ტექსტე-
ბის გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
თანმიმდევრობა
 აქტივობა 1 : გონებრივი იერიშით გამოვიკითხავთუ რა იციან –X და XIX 
საუკუნის საქართველოსა შსახებ.
 ვუჩვენებ X საუკუნის საქართველოს რუკას  და ათონის მთის ფოტოებს.
აქტივობა 2. კითხვა-პასუხი
1. რას გვიყვება პოემის შესავალი ქართველი გმირების შესახებ?
2. პოეტის როგორი განწყობაა გადმოცემული პოემის შესავალში? (მოიყვა-
ნეთ შესაბამისი ადგილი ტექსტიდან)
3. შესავალი ნაწილის მიხედვით საქართველოს ისტორიისათვის რომელი 
ეპოქა იყო უფრო წარმატებული:ისრომელსაც ეძღვნება პოემათუ ის
რომელშიც ესნაწარმოები დაიწერა?
4. რა მიაჩნია აკაკის საქართველოს ძლიერების ორ უმთავრეს მიზეზად
ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობაიყო აკაკის თანადროულ საქართველო-
ში?
   აქტივობა 3: კლას  გავაცნობ სქემას:
ვიციმინდა ვიცოდერა ვისწავლე“ და შევავსებინებ Iდა II გრაფას.

    აქტივობა 4: ტექსტზე მუშაობა.
  ტექსტის პაუზებით კითხვასტროფების პერიფრაზირება.შეფასება და 
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.შინაარსის საკუთარი სიტყვებით 
გადმოცემა.
   აქტივობა 5 :განმტკიცება.
  • რომელი დეტალი მიგვანიშნებს იმაზეთუ სად და რომელ ეპოქაში 
  • ხდება პოემაში აღწერილიამბავი.
  • რა იყო იმ დროისთვის ქართველებისთვის"მადლი ზენა?"
  • რა მოხდა სასახლეში გამართულლხინზე,რომელიც ამბის შემდგომ 
  • გაგრძელებასმოითხოვს?
  • რას შეიძლება შევადაროთ ჩვენს თანამედროვეცხოვრებაში მეფის 
  • დარბაზის კრება?
  • მეფე თვლის რომ თორნიკემ სახალხოდ უნდაიმართლოს თავი.
  • როგორ ხსნის ამგადაწყვეტილებას?
  • რა ბრალდება წაუყენა მეფემ თორნიკეს?
  • რა მოლოდინს გვიქმნის თორნიკეს გარეგნობისაღწერა?
ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
     რა ეწოდება ჟღერადობით მსგავს და მნიშვნელობით განსხვავებულ სიტ-
ყვებს
    მოძებნეთ ხუმარასა და ორბელიძის ზმებში ომონიმები და განმარტეთ  
მათი სხვადასხვა მნიშვნელობა.
     განმარტეთ, რას ნიშნავს ხატოვანი გამონათქვამი"წარბის შეხრა" და მო-
უძებნეთ სინონიმები.
წყვილებში განმარტეთ შემდეგი გამონათქვამები"წარბისშეკვრა", "წარბის გახსნა", წარბის აწევა".
   შეჯამება
 შევაფასებ  მოსწავლეთა პასუხებ და მათი დახმარებით შევასებინებ   სქემას “ ვიცი,მინდა ვიცოდე,    ვისწავლესმე-3 გრაფას
  საშინაო დავალება: თორნიკე ერისათავის დახასიათება  I  კარის მიხედით.
შეფასება
შეფასების რუბრიკ
რესურსები
წიგნი, რვეული ,ცარცი, , დაფა. რუკა.






.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’– როცა კონკრეტული პერსონაჟის სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებად იქცევა
გაკვეთილის მთავარი  თემა
.ჯავახიშვილის ,ჯაყოს ხიზნები’’–როცა კონ-
კრეტული პერსონაჟის სახე-
ლი ზოგადი მოვლენის სახელწოდე-
ბად იქცევა
სწავლების  საფეხური
საშუალო  - XII  კლასი
მოსწავლეთა  პროფილ
მასწავლებელი
26  მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
 ნაწარმოების შინაარსის გაგებამთავარი თემისიდეის
განსაზღვრა.წამოჭრილი მთავარი საკითხის
განზოგადებისზოგადსაკაცობრიო, 
პრობლემად დანახვისა და შეფასების უნარის 
გამომუშავება
გაკვეთილის  მიზნები  და შედეგები
განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუ-
ალურ იდეას *ახასიათებს ნაწარმოებში აღწე-
რილ ადგილსდროკულტურულ-სოცია-
ლურ გარემოს;   *ახასიათებს პერ-
სონაჟებს (ადარებსდა უპირისპირებს მათ 
ერთმანეთს);   *ქმნის პერსონაჟთა 
ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონ-
ტექსტისმიხედვით(საქციელიგადაწყვეტი-
ლებამსჯელობა და .);  *განსაზღვრავს კონ-
ფლიქტის არსს და აანალიზებსპერსონაჟთა 
დამოკიდებულებასმიმართებას კონფლიქ-
ტთან;  *აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გა-
მომსახველობით საშუალებებს (განწყობის
პერსონაჟთა სახეების შექმნანაწარმოების სტი-
ლი და ენალექსის რიტმირითმა და სხვადა-
სხვა ენობრივი საშუალებებირომლებიც 
ქმნიან მხატვრულ ეფექტებსდა მსჯელობს
რამდენადშეესაბამება ეს საშუალებები ნაწარ-
მოების ძირითად  შინაარსს;* იყენებს ციტა-
ტებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების
 დასასაბუთებლად; *ტექსტში ასახული პრობ-
ლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს 
კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს(კულ-
ტურულისტორიულფსიქოლოგიურ ასპექ-
ტებს);*  ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნი-
ვერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას
რომლებიცდამახასიათებელია გარკვეული ის-
ტორიული პერიოდისადა კულტურისათვის;
 რაც განაპირობებს კონკრეტული პიროვ-
ნების სახეში ზოგადი მოვლენის წარმოჩენას.
*წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზ-
ღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობასარ-
ჩევს მთავარ სათქმელს,ამზადებს ვიზუალურ 
მასალასალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმ-
დევრობის შესაბამისად და ..);  *განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამა-
ხასიათებელთემებსიდეებსა და პრობლემებს 
სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხო-
ლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირე-
ბულებებისა და ფასეულობებისკონტექსტში
არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
*მარტივადგასაგებად აყალიბებს სათქმელს 
(თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინა-
დადებებსიყენებს მარტივი წყობის ნომინა-
ლურ წინადადებებს სქემატური
აღწერისათვისმოსალოდნელი შედეგების 
მკაფიოდ წარმოსადგენად);

წინასწარი  ცოდნა
  .ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“– ნაწარმო
ების ცოდნა

აქტივობა  1 
მონაწილეობს  მთელი  კლასი.
მასწავლებელი  სვამს  კითხვას..გავიხსენოთ   
.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“, რომელი 
პერიოდია ამ ნაწარმოებში გაცოცხლებული 
და რა მთავარი პრობლემაა წარმოდგენილი
რა იყო   ძირითადი  მახასიათებელი  ამ ეპოქის-
ათვის.   ,..მოსწავლეები  მასწავლებლის  მიერ 
დარიგებულ   ფერად  ფურცლებზე  წერენ  ეპო-
ქის მახასიათებლებსშემდეგ  რამდენიმე   მოს-
წავლეს აკითხებს  ამ  მახასიათებლებს  .
აქტივობა  2  
წყვილებში  მუშაობა..
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დაახასიათონ 
მთავარი პერსონაჟები და გამოკვეთონ მათი 
ინდივიდუალური სახეებიახსნანრომელი 
პერსონაჟი იქცევს მათ ყურადღებას და რატომ?
აქტივობა  3  
ინდივიდუალური მუშაობა
ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება 
ნაწარმოებში დასმული პრობლემის მიმართ
გამოკვეთონ მთავარი პრობლემაახსნან რა 
შემთხვევაში იქცევა კონკრეტულიპერსონაჟის 
სახელი ზოგადი მოვლენის სახელწოდებად.
  აქტივობა 4.
 დისკუსიის გამართვა
დისკუსიის დროს მოსწავლეები მსჯელობენ 
ნაწარმოებში  მოცემული  ,,ჯაყოობის“ , რო-
გორც ზოგადი მოვლენის  შესახებ.
კლასში გამართული  დისკუსიის  დროს მას-
წავლებელი აკვირდება  და  ინიშნავს ყველაზე
 აქტიურ მოსწავლეებს  და  მათვინც  ყველაზე
  ადეკვატურ პასუხს  სცემს  კითხვებს  და  არ-
გუმენტულად  ასაბუთებს თავის  აზრს მოცე-
მული საკითხის მიმართ.
შეფასება და საშინაო დავალება 
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაავლონ
 პარალელი  იმ ნაწარმოებებთან  (ნაწარმოებ-
თან), რომელშიც  პერსონაჟის სახელი ზოგადი
 მოვლენის სახელწოდებადაა მიჩნეული.
შესაძლებელია მოსწავლემ წარმოადგინოს ზე-
პირი ან წერილობითი პრეზენტაცია მოცემულ
 საკითხზეგათვალისწინებული იქნებარამდე-
ნად კარგად ფლობს მოსწავლე  პრეზენტაციისმსჯელობისწერის და ..
უნარებს.
წიგნი  .ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’,
ვიდეო მასალაქართული მხატვრული ფილმი.
ფოტომასალა.კომპიუტერი, დაფა, ცარცი

No comments:

Post a Comment