Monday, August 18, 2014

ვხედავ სადღაც ჩარჩენილა წლები.... წუთისოფლის დავემსგავსე ხიზანს.... ნაბიჯ-ნაბიჯ მწველი ცრემლის დენით ავცდენილვარ მე სიცოცხლის მიზანს....... მერე რა ,თუ გამითეთრდა თმები..... გაილია სიკეკლუცის წლები...... მერე რა თუ ამერია გზები..... და შორსაა მშობლიური მთები........ მაინც მყარად ვეჭიდები მიწას,დაცემული ისევ ფეხზე ვდგები......ქართველურად,ქართულ გულით გლოცავთ.....მე ხომ თქვენი სიყვარულით ვთბები......მერე რა ,თუ დავემსგავსე ხიზანს.......სადღაც------მაინც ერთდებიან გზები.!!!

No comments:

Post a Comment