- ეს შესიტყვება ("ბოდიში მომითხოვია", "ბოდიშს ვითხოვ") ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის. მას წარმოთქვამენ: პარლამენტარები, მთავრობის წევრები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, განათლებულებიცა და გაუნათლებლებიც....
ბიდიში კი არ უნდა "მოითხოვო"(!!!), არამედ - უნდა "მოიხადო". უნდა თქვა: "ბოდიში მომიხდია!" და არა - "ბოდიში მომითხოვია!". ვისგან ითხოვ? ჩვენგან? ანუ მსმენელებისაგან ან მკითხველთაგან?
ბარემ აქვე მემილიონედ გავიმეორებ: "მინდა მადლობა მოვუხადო" კი არა - "გადავუხადო"!....
როგორ დავიმახსოვროთ?
- წარმოიდგინეთ, რომ "ბოდიში" - არის "ქუდი" (რომელიც უნდა მოიხადო), ხოლო "მადლობა" არის - "ვალი" (რომელიც უნდა გადაიხადო). აწმყოში ორივეჯერ ითქმის "ვიხდი" ("მადლობას ვიხდი", "ბოდიშს ვიხდი"), შეცდომის წყაროც ესაა!!!
ამის დამახსოვრება სუსტ გონებასაც კი არ უნდა გაუჭირდე
No comments:
Post a Comment