თორნიკე ერისთავის“ პირველწყარო გიორგი ათონელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრე-
ბა“ უნდა ყოფილიყო“ [5,173].
თხზულებას ახლავს მინაწერი: „ისტორიული პოემა“.
საქართველოს წარსული აკაკისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. პოეტის ღრმა
რწმენით,„წარსულის უარყოფა სასიკვდილოთაც თავის გადადებაა. მხოლოდ პირუტყვი
ივიწყებს წარსულს, არჰფიქრობს მომავალზე და მარტო აწმყოთია კმაყოფილი“ („მცირე შე-
ნიშვნა“) [2,352].
აკაკი სიამაყით წერდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ: „არსად დე-
დამიწისზურგზედ სხვა საქრისტიანო ერი არ გვეგულება იმოდენად ჭირნახული და ისე
თავგადასავლიანი,როგორც ქართველები; თოთხმეტი საუკუნის განმავლობაში მათი მოწ-
მობა რჯულისა და ქვეყნისგულისათვის არ შეყენებულა; ერთხელვე მათგან კისრად ღებუ-
ლი ჯვარი შეუბღალავად მოიტანესმეცხრამეტე საუკუნის კარებამდე...“ [3,33].
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფურცელს მიაპყრო მზერა აკაკიმ. პირ-
ველად „თორნიკე ერისთავი“ „დროების“ რედაქციაში, მწერალთა წრეში წაუკითხავს.
„დროება“ აღნიშნავდა:„ამ დღეებში ჩვენ დაგვატკბო აკაკიმ თავისი ახალი პოემის წაკით-
ხვით. პოეტის ნიჭი, კილო ენისა დამშვენიერი ლექსთაწყობა ცხადად იხატება პოემაში.
თორნიკე ერისთავი მხნე და მამაცი სარდალია მეფე დავით კურაპალატისა (მეათე საუკუ-
ნე); თორნიკეაუმთავრესი მოქმედი პირი პოემაში და პოეტსაც ამ სახელით - „თორნიკე
ერისთავი“ - მოუნათლავსთავისი პოემა“ [„დროება“ № 60, 1883 წლის 20 მარტი].
1884 წლის იანვარში აკაკი პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს სწერდა, რომ გარდასული
წელიწადი მისთვის ნაყოფიერი იყო - ფსიქოლოგიური ეტიუდებისა და „წვრილმანი ლექ-
სების“ გარდა, დაეწერა ორი ისტორიული პოემა: „ანდრია პირველწოდებული“ და „თორ-
ნიკე ერისთავი“: „ჯერ არდაბეჭდილან, მაგრამ სახალხო კი გახდნენ. არ შეგიძლიან, წარმო-
იდგინო, თუ რა შთაბეჭდილებასახდენს ყველაზედ ის თხზულება; სახალხო მტერი და
მოყვარე ერთნაირად ღელავს და ეს ჭეშმარიტადმიკვირს! მე ამას დროს ვაწერ და არა
თხზულების ღირსებას... ქალაქელმა ხბოს თავებმა წინდაწინვეგაჰკიცხეს თურმე ჩემი პოე-
მა, მაგრამ, როცა მოისმინეს, მუუუო, ბღაოდნენ“.
„დროება“ 1884 წლის 18 იანვარს კვლავ დაჰბრუნებია „თორნიკე ერისთავის“ თემას: „შინა-
არსი ამპოემისა ისტორიულია და შეეხება იმ დროს, როდესაც თორნიკე ერისთავი 12 000
მეომარი ქართველითწავიდა საბერძნეთში ბერძნების მისაშველებლად სპარსეთის მმარ-
თველის, სკლიარუსის წინააღმდეგ,რა თქმა უნდა, როგორც ლექსი, ისე ენა აკაკის კალმის
შესაფერია; ზოგიერთი აღწერილობა,მაგალითად, ათონის მთისა და დილისა ომის წინ,
ხელისხელ საგოგმანებ მარგალიტსავით ბრჭყვინავენ მთელ პოემაში. ჩვენს მკითხველებ-
თან ერთად უნდა ვინატროთ, ეს პოემა მალე დაბეჭდილიყოს“.
1884 წლის 31 მარტს საცენზურო კომიტეტი პოემის დაბეჭდვის უფლებას იძლევა, მხო-
ლოდ შესავლიდან იღებს თორმეტ სტრიქონს:
„შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი და გვამღერებს: „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!“ ამ იმედით ფრთაშესხმული ჩვენი გული სიამით სძგერს და ოცნებაც ლაჟვარდფერად წარმოგვიდგენს ქართლისა ერს. წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას! მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას“.
მინიშნება მეტისმეტად აშკარა და გამჭვირვალე იყო. ბუნებრივია, „ქართული მწერლობის
ჯალათად“ წოდებულ ლუკა ისარლოვს „აწმყო ნაღვლის“ მიზეზს ვერვინ გამოაპარებდა,
ვერც „წარსულ-ნერგზედახალ-ნამყნის“ შეხორცების მაღალ იმედს...
1884 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში „თორნიკე ერისთავი“ ცალკე წიგნად გამოიცა.
1901 წელს თელავში ლიტერატურულ დილაზე წაუკითხავთ და, „ცნობის ფურცლის“ ცნო-
ბით, 18 სურათად წარმოუდგენიათ. 1912წ. ცნობილ ქველმოქმედს, პავლე თუმანიშვილს
განუზრახავს, დასურათებული სახით გამოეცა პოემის ქართული ორიგინალი და ალექსან-
დრე ყანჩელისეული რუსული თარგმანი.
საინტერესოა აკაკის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. 1909წ., პოეტის პარიზში სტუმრობისას,
ფრანგული გაზეთი „Les NouveIIes“ [„ახალი ამბები“] წერდა საქართველოს შესახებ: „ამ პა-
ტარა ქვეყნის ძველიკულტურა და ცივილიზაცია ყოველთვის განცვიფრებას იწვევდა. ქარ-
თველები ამაყობენ იმით, რომისინი ჩამოყალიბებულ ერს წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ შო-
რეულ საუკუნეებში, ქრისტიანულ ერამდე.ამ მძლავრი და მტკიცედ სიცოცხლის მოყვარე
ერის შვილია აკაკი წერეთელი და გარეგნულადაც მისნიშნებს ატარებს...
აკაკი წერეთლის ნიჭის თაყვანისმცემლებმა სთხოვეს მას, წარედგინა თავისი ნაწარმოებები ნობელის პრემიაზე.
- მშვიდობის პრემია ჩემთვის? - ღიმილით თქვა მან, - ყველა ჩემი ნაწარმოები ბრძოლის
სულისკვეთებით არის გამსჭვალული.
მაგრამ საქმე მართლა ასე როდია.
- ყველაფერზე უფრო გულმოწყალება, ლმობიერება მიყვარს, - გვითხრა დიდმა პოეტმა, -
და, თუ იარაღს ხოტბა შევასხი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლებისათვის ვიბ-
რძვით“ [2,460].
ის, რაც ფრანგულ ჟურნალთან საუბრისას აკაკიმ პირდაპირ თქვა („ჩვენ თავისუფლებისა
თვის ვიბრძვით“), პოემაში მეტაფორულად გამოიხატა („წარსულნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას“) [ვაჟასთანაც ხმელი წიფლის ერთადერთი იმედი „მის ერთს
ფესვის ბოლოზე ამოსულიპატარა დასახული ყლორტია, რომელიც მზეს და წვიმას უც-
დის, რომ გაიზარდოს“ - ალეგორია აქაცგამჭვირვალეა].
„ბრძოლის სულისკვეთებასთან“ ერთად, „გულმოწყალება და ლმობიერებაა“ უპირველე-
სი თვისებები პოემის უპირველესი პერსონაჟისა. თორნიკე ერისთავის პიროვნებაში ილან-
დება მაღალი ასკეტისა და მხედრის იდეალი. „ქართველ ბერ-მონაზონთა ცხოვრება, რო-
გორც იგი ჰაგიოგრაფიულ თხზულებებშიწარმოდგება, მიზანსწრაფულად ეპასუხება საზო-
გადოებრივ ინტერესებს. ისინი იმიტომ განუდგებიანემპირიულ საზოგადოებრივ სარბი-
ელს და საპირადო ინტერესებს, იმისათვის დააფუძნებენ „ახალსოფელს“ (ეფრემ ასური),
რათა გაერთიანებული ძალისხმევით და თავდაუზოგავი ღვწით იქიდანშეეწიონ ამ სოფ-
ლის განწმენდასა და გაჯანსაღებას“ [7,130].
აკაკი განსაკუთრებული პატივისცემით საუბრობს სასულიერო წოდების წარმომადგენლებ-
ზე:„ძველად ჩვენში სამღვდელოებამ იცოდა საფუძვლიანად დედაენა, შესწავლილი ჰქონ-
და ძველი დაახალი აღთქმა, საღმრთო ისტორია... შეტყობილი ჰქონდა მამათა ცხოვრება და
წმინდა მოწაფეთა თავგადასავალი; ვარჯიშობდნენ სასულიერო ლიტერატურაში, რომ
ლითაც დიაღ მდიდარია ჩვენი ენა და, ამაებით აღჭურვილნი, მიჰმართავდნენ სამწყსოდ
ერს, როგორც მათ ერთ სისხლ და ერთ ხორცნამდვილ შვილებს. სასოებით ყურს უგდებ-
დნენ მათ გულისძგერას, ესმოდათ და მამაშვილურპასუხსაც აძლევდნენ“ (მოხსენება)
[3,338].
„თორნიკე ერისთავი“ ოთხი კარისაგან შედგება.
პერსონაჟთაგან პირველს მეფე დავით კურაპალატს წარმოაჩენს აკაკი.
ქართული ენციკლოპედიის მონაცემებით, დავით მესამე კურაპალატი (გარდაიცვალა
1001წ.), ადარნასე მესამის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე იყო.
დავით მესამე ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანსა და მომიჯნავე სომხეთის თე-
მებს. მეათესაუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა.
დავით მესამისმეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის, ბაგ-
რატ მესამის გამეფებისა დაერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. როდესაც
ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილოქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შე-
იპყრეს ბაგრატი, მისი მამა - გურგენი და დედოფალიგურანდუხტი, დავით მესამემ ისინი
გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა.
დავით მესამის დროს აიგო ოშკის, ხახულის, პარხლის ტაძრები. ტაოს კულტურულ ცენ-
ტრებშიმწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით მესამე ათონზე მო-
ღვაწე ქართველ მამებს(ექვთიმე ათონელსა და სხვებს) უკვეთავდა ქართულ წიგნებს.
დავით მესამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო.
979 წელს დაეხმარა იმპერატორ ბასილ მეორეს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში.
ამისათვისიმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი“
სამმართველოდსიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დავით მესამეს
თავად გაეთავისუფლებინამაჰმადიანთაგან. ჩანს, დავით მესამეს იმედი ჰქონდა, რომ შემო-
ერთებულ ქვეყნებს ერთიანისაქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ალბათ, ამის გამო და-
უჭირა მხარი ბასილ II-ის წინააღმდეგბარდა ფოკას. აჯანყების დამარცხების შემდეგ, და-
ვითი იძულებული გახდა, პატიება ეთხოვაიმპერატორისათვის და აღეთქვა, რომ, გარდა-
ცვალების შემდეგ, მისი სამფლობელო იმპერიასგადაეცემოდა.
დავით მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი
ატყდასაქართველოსა და ბიზანტიას შორის [9,334].
„2003 წლის შემოდგომაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენა დაფიქსირდა ახლა უკვ თურქეთის
საკუთრებად ქცეულ ოშკის ტაძარზე - ქართულმა ექსპედიციამ, პროფესორ ვალერი სი-
ლოგავას მეთაურობითმიაკვლია ოშკის ტაძრის კედელში ჩაშენებულ დავით კურაპალა-
ტის საფლავის წარწერიან ქვას.სავარაუდოდ, აქვე უნდა იყოს დიდი მეფის საფლავიც“
[11,17].
აკაკი პოემა „თორნიკე ერისთავს“ სწორედ დავით III კურაპალატის კარზე გამართული
წვეულების აღწერით იწყებს. მშვიდობიან დროს ჩვეულებად ჰქონდათ მოლხენა ქარ-
თველ მეფეებს. ჰშვენოდათ კიდეც, „რადგან იმ დროს გადმოსული იყო ქართლზე
გარე მტერი დათრგუნვილი შუღლს მათ ვეღარ უბედავდა და შინაგან მშვიდობასაც, ვინ იყო, რომ ვერ ჰხედავდა?!... ამით გული უხაროდათ ბატონს და ყმას, ყველას ერთად, კაცსა კაცად აფასებდნენ, ადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად“.
კაცს რომ კაცად აფასებდნენ და ღმერთს ღმერთად ადიდებდნენ, იმიტომაც გადმოსუ-
ლიყო ქართლზე მადლი ზენა.
წვეულებაც დახვეწილი და ზომიერი იცოდნენ [ლირიკული გადახვევა: „ჩვენი ლხინი
რომ ენახათ,სირცხვილითაც დაიწვოდნენ“]; პირველ სადღეგრძელოს საქართველოს და
უფალს აღუვლენდნენ, მეორეს - მეფე-დედოფალს, მესამეს - ომში დაღუპული გმირებისას
და მღვდელმთავრის კურთხევით მათ შესანდობარს სვამდნენ.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოილხინეს. ორბელიძისა და მასხარას ზმებმა მეფეს დიდი თორ-
ნიკე მოაგონა (მასხარამ წამოსძახა სარდალს, „ვერ იქმ თორნიკობას, თუმც მის ადგილს
სულელიო“) - ტრადიციისამებრ, მასხარას ათქმევინეს ძნელად სათქმელი - დიდი მხედა-
რთმთავარი ქვეყნის სამსახურზე ხელს იღებდა.
მეფის ბრძანებით, ბედი მთავარსარდლისა დარბაზს უნდა გადაეწყვიტა - დარბაზს, ანუ
სამეფო საბჭოს.ტერმინი მომდინარეობს სპარსული „დარვაზე“-დან (კარი, სასახლის კა-
რი); დარბაზი მეფესთანარსებულ ფეოდალთა სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა XI-
XVIII სს. საქართველოში; დარბაზისწევრებს ეწოდებოდათ „დარბაზის ერნი“ (საიდანაც
მოგვიანებით წარმოიშვა ტერმინი „დარბაისელი“),დარბაზის სხდომას „დარბაზობა“
ერქვა.
დარბაზობას ჰქონდა განსაზღვრული წესი. დარბაზობის გამართვის ბრძანებას მეფე გას-
ცემდა, მეფევეწარმართავდა.
ბაგრატ IV-ის დროს დარბაზის ერნი მეფის პირდაპირ, თამარის ჟამს კი - მეფის ორივე
მხარესსხდებოდნენ - რაც უფრო საპატიო იყო სტუმარი, მით უფრო ახლოს იჯდა მეფეს
თან - ვაზირები დაერისთავები - ოქროჭედილ სელებზე, რომლებზეც ნატი და სასთაუ-
ლი (ხალიჩა და ბალიში) ეფინა,ნაკლები რანგის სტუმრებისათვის მხოლოდ ნატი ეგო...
დარბაზობის მომსახურე ნაწილი (მაგ.,მწიგნობრები) ფეხზე იდგა „წესისაებრ სიახლო-
ისა“ ტახტთან.
დარბაზი იკრიბებოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველ გადასაწყვე-
ტად ანდღესასწაულ-ზეიმებისათვის.
დარბაზის განსაგებელი იყო: კანონმდებლობა, უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოც-
ხადება, დიდხელისუფალთა არჩევა-დანიშვნა („დალოცვა-ხელდასხმა“).
ნ. ბერძენიშვილის აზრით, აღმაშენებლის ეპოქაში დარბაზი მეფეს ემორჩილება, გიორგი
მეორის დროსკი მეფე იყო დარბაზის მორჩილი. მისივე მოსაზრებით, დარბაზი „ნახევარ-
ხელმწიფეთა კრებული“იყო. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, თამარის მეფობაში ყუთ-
ლუ-არსლანის დასის გამოსვლას მიზნადდაესახა დარბაზის უფლებათა გაფართოება და
სახელმწიფო მმართველობაში „ერთნებობა-თანადგომის“(ანუ მეფის მიერ დიდებულებ-
თან ერთად სახელმწიფოს განგების) პრინციპისდაკანონება“ [9,379].
აკაკი წარმოაჩენს დარბაზის წინაშე პირნათლად წარმდგარ მამულიშვილს, რომელიც დარ-
ბაისელთაგან ჯერ ბრალდებას, შემდეგ კი განჩინებას ელის.
კანონის („დარბაზის წესის“) მიხედვით, ბრალმდებელი თავად მეფეა, მაგრამ მასაც ყელში
ეჩრება სიტყვები - „მრავალწლიანი“ (ხანდაზმული) თორნიკეს მზირალს.
სიტყვაც მეფური აქვს კურაპალატს, დარბაზს მიმართავს:
„მეცა ადამის შვილი ვარ, თქვენსავით შვილი ქართლისა
(შდრ. „სიბრძნე სიცრუისა“ - ჯუმბერი ჰკადრებს მშობელს: „რაგინდ დიდებული და
მძლავრი მეფეიყო, სცან ესე - მიწა ხარ და მიწად მიიქცევი; ღვთის სათნო გიჯობს კაცთა
სათნოსა“) [16,54].
თავდადებული ქართლისთვის, მაძიებელი მართლისა, მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი, ხელთა მაქვს მეთაურობა...
ერთ კაცის ნდობა ძნელია, გინდა გადიქცეს გონებად,
და შეუმცდარი ამ ქვეყნად მეფეცა ნუ გეგონებათ!
ჩვენის წინაპრის გონებას ადრევე გადუწყვეტია,
რომ სამსჯავროში ისა სჯობს, მსაჯული რაც რომ მეტია“.
ქართული დარბაზობის უზენაეს სამართლიანობას წარმოაჩენს დეტალი [„ვეფხისტყაოსან-
შიც“ვაზირთ „უბრძანებს“ მეფე: „გკითხავ(!) საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა“; „სიბრძნე
სიცრუისას“მიხედვით, „მეფეთაგან... ინატრიან ქვეყანანი... სიმართლესა უზაკველსა...“].
მეფის მრწამსით, „დიდ მამულიშვილს ურჩობა ქვეყნის არ შეეფერება!“ კადნიერებად, „ქვე-
ყნისთვის ყურზე ხახვის დაჭრად“ უთვლის თორნიკეს საქვეყნო სამსახურზე ხელის აღე-
ბას და ითხოვს განმარტებას - „მიზეზს, შესაწყნარ-პატივსადებს“.
საერო ნება-სურვილს მამულიშვილნიც უნდა დაჰმორჩილდნენ და „გულზე ჯვარად ხელ-
გადაჭდობილი,“ ცრემლის მარგალიტით შემკული, „ახოვანი, მშვენიერი, თეთრწვერა
დათეთრთმიანი“ თორნიკე, მეფისა და ერის კრძალვით თაყვანისმცემელი, განმარტავს
მიზეზს თავისი მაღალი განდგომისა, იფიცებს რა პირველმიზეზს, ყოველ მიზეზის მი-
ზეზს (ღმერთს) და ხელმწიფის მზეს:
„... მივყვები საგანსა აწ უფრო უდიდესსაო...
დრომ მოითხოვა აწ ჩემგან სხვაგვარი სამსახურიო“...
[შდრ. ზემომოყვანილი მოსაზრება გრივერ ფარულავასი - ნ. კ.].
რევაზ სირაძე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ანალიზისას აღნიშნავს, რომ ბიბლიური
„ანალოგიები ნათელყოფენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ძირითად მიზანდასახუ-
ლობას და ამ აზრით აშინაარსებენ მისი ცხოვრების გზას: ტყვექმნილი სულიერი სამშობ-
ლოს დატოვება (ქართლიდანწასვლა), „უდაბნოს“ მისვლა და იქაურობაზე ზრუნვა (სული-
ერი გამოცდა) და სულიერისამშობლოსკენ კვლავმიბრუნება („აღთქმული ქვეყანა“)“
[5,144].
თორნიკეს „სხვაგვარი სამსახურის“ მაგალითად თავისი წინამორბედი, მხედართმთავარ
-თუხუცესი იოანე ჰყოლოდა, რომელმაც, დამშვიდებულ განძლიერებული დაიგულა თუ
არა სათაყვანებელი მამული, თორნიკეს გადასცა სარდლობაცა და ხმალიც და, ვალმოხდი-
ლმა, ულუმბოს მიაშურა.
მოძღვრისა და წინამორბედის კვალს შედგომა ეოცნებებოდა მამულიშვილს, ხმლის ორბე-
ლიძესთვის გადაცემა გადაეწყვიტა.
ერთიღა ჰკითხა გულაჩუყებულმა მეფემ, უცხოეთს რად უნდა მიაშურო, „ნუთუ ჩვენი
ქვეყნის ტაძრებსარ აქვს იგივ ძალ-დიდებაო“. აქ რომ დავრჩე, გაზრდილნი ხშირად მომი-
კითხავენ, ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ, სოფლის ზრახვას გადავყვებიო.
ულუმბოს მონასტერი წარმოადგენდა ძველ ქართულ სასულიერო და მწიგნობრულ კერას
მცირეაზიაში (ბითვინიაში). საფიქრებელია, რომ ქართველი მოღვაწენი ულუმბოს მთაზე
დამკვიდრნენ IXს.-ის შუა წლებამდე, მკვიდრი საფუძველი კი ქართველთა კოლონიას ილა-
რიონ ქართველმა ჩაუყარა 864-869წწ., აქ მოღვაწეობდნენ იოანე მთაწმინდელი, ექვთიმე
მთაწმინდელი... ტიმოთე გაბაშვილი,რომელმაც 1757წ. იმოგზაურა მცირე აზიაში, უკვე
არაფერს წერს იქ ქართველთა მოღვაწეობისნაკვალევზე [10,141].
ულუმბოდან ათონს წასულიყო იოანე... ათონზე წასვლა ეოცნებებოდა თორნიკესაც.
პოემის პირველი კარის მეექვსე თავში აკაკი წარმოაჩენს ათონის ლავრის დიდებულებას
(გავიმეორებთ „დროების“ ზემოთ დამოწმებულ შეფასებას: „ზოგიერთი აღწერილობა, მა-
გალითად, ათონის მთისა და დილისა ომის წინ, ხელის-ხელ საგოგმანებ მარგალიტსავით
ბრჭყინავენ მთელს პოემაში“), გამორჩეულია ლავრა დიდი ათანასესი (დაარსდ. 963წ.).
ჯერ კიდევ „ასურელ მამათა მოსვლით (VIს.) ქართველთა ცხოვრებაში შემოდის ახალი პი-
როვნება - განდეგილი. განდეგილობა არაა მხოლოდ ბერმონაზვნობა - ბერმონაზვნობა მი-
სი ქრისტიანული სახეა. განდეგილობის მიზეზად მხოლოდ „სოფლის მდურვა“ ვერ ჩაით-
ვლება. მისი მიზანი შეიძლება იყოს თავისთავთან ყოფნა, შემოქმედებითი მარტოობა. რო-
ცა ექვთიმე ათონელი ტოვებს ივირონის წინამძღვრობას, რათა მთლიანად მიეცეს მწიგ-
ნობრობას, ესაა უკვე ბერის ახალი განდგომა. მარტოობისაკენ სწრაფვა ხშირად ამაღლე-
ბისაკენ სწრაფვაა, მარტოსულობის განცდაც ხშირად ამაღლებული სულის წუხილია...
ჩვენში მეექვსე საუკუნეშივე ჩამოყალიბებული ჩანს მონასტერთა სამი ძირითადი სახე:
მარტომყოფლური ანუ ანაქორეტული (მარტყოფი,ზედაზენი), საძმო ანუ კინოვია (დავით-
გარეჯი) დალავრა (ანაქორეტულისა და კინოვიის ნაზავი (შიომღვიმე) [6,72].
ათანასეს, დედით ლაზს, სიყვარულით შეუტკბია ქართველნი.
მთაწმინდა (ათონი - ბერძნ. „წყნარი ადგილი“) დარსა თუ ავდარში სამოთხის კარს ჰგავ-
და; საღმრთო ნათელს მზის სხივთა ნათელი ეხორცებოდა. გავსილი „მთვარე და ვარ-
სკვლავები დასჭიკჭიკებდნენ. მორუკრუკებდა „წმინდა აიაზმის წყარო“ [აიაზმა - ბერძნ.
ნაკურთხი წყალი]; მზერას ატკბობდა ზეთისხილის მთა, ბრწყინავდნენ „ყვავილები ვე-
ლისა, საკურთხად აღმომფშვენელნი ბუნებითსაკმეველისა“.
[შდრ. „შემოღამება მთაწმინდაზედ“: „ძირს გაშლილს ლამაზ ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და, ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“].
იოანე დიდი ათანასეს სულიერი ძმა ყოფილიყო, სახელგანთქმული ბერი. მამულის მონატ-
რებისას განმარტოვდებოდა ხოლმე და სულს ბუნების ჭვრეტით იბრუნებდა...
იოანე იოანე ვარაზ-ვაჩეა, ჩორდვანელი, სამცხელი დიდებული, X საუკუნის სასულიერო
მოღვაწე, ივერთა მონასტრის დამაარსებელი ათონის მთაზე, მამა ექვთიმე ათონელისა.
იოანე იყო „მშობელთა და პაპათაგან დიდებული და წარჩინებული და საჩინო მთავართა
შორის დავითკურაპალატისათა, მხნე და ახოვანი და განთქმული წყობათა შინა [მეომარი]
... ფრიად საყუარელი და საკუთარი [ახლობელი, დაახლოებული პირი] კეთილად ხსენებუ-
ლისა დავით კურაპალატისა“... მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და აგებულებითა გვამი-
სათა და ბრძენი და გონიერი გონებითა და გულისხმისყოფითა და სავსე შიშითა ღმრთისაი
თა... ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაი გულსა მისსა მძაფრად აღეტკინა, ყოველივე
დიდებაი ამის სოფლისაი შეურაცხყო და ნაგევად შეჰრაცხა... ფარულად ყოველთაი სივ-
ლტოლაი იხუმია“ [განერიდა]. ჯერ ოთხთა ეკლესიას მიაშურა, ფარულად მიიღო მონაზ-
ვნის კურთხევა. როცა მისი იქ ყოფნა შეიტყვეს, ულუმბოს მიაშურა, „ჟამთა არამცირედ-
თა
ჯორთა მსახურებისა ღვაწლი ახოვნად თავს იდვა“... სიმდაბლით აღასრულა...
მძევლად წარგზავნილი შვილი [ექვთიმე] ბერძენთა მეფისაგან გამოითხოვა, ულუმბოდან
მთაწმინდას მიაშურა. მთაწმინდაზე შეურაცხ საქმეს მოჰკიდა ხელი - ორ წელიწადს მზა-
რეულობდა.
სწორედ იოანემ დამოძღვრა ძე, ბრწყინვალე სასულიერო მოღვაწე და მთარგმნელი, ექვთი-
მე ათონელი: „ქართლის ქვეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნ-
ნი აკლან, და ვხედევ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაითა განამრავ-
ლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“...
„და მათ ჟამთა შინა თვისი მისი [მოკეთე] დიდი თორნიკ თვისსა ქვეყანასა მონაზონ იქმნნა
... ფრიადი სიყუარული აქუნდა [თორნიკეს იოანეს მიმართ], მისსა მოჰმართა... [ულუმ-
ბოზე ვერ იპოვა, შეიტყო,მთაწმინდაზეაო და] თვინიერ ცნობისა მეფეთაისა იდუმალ
მთაწმინდას მოვიდა [გიორგი ათონელისცნობას არ თანხვდება აკაკის პოემის მონაცემი,
თორნიკე მეფის უკითხავად არ წასულა ბიზანტიას - ნ.კ.] და კურთხევაი მონაზონებისაი
ხელთაგან იოვანესთა მიიღო... ვინაითგან დაფარვაი არღარა ეგებოდა, ურთიერთას გამო-
ეცხადნეს და სიყვარულითა სულიერითა შეიტკბნეს. ფრიადი სიხარული იქმნა მონასტერ-
სა შინა მას დღესა, რამეთუ არცა დიდი ათანასი უმე ცარ იყო თორნიკის საქმესა და წარჩი-
ნებულობასა და ახოვნებასა... ღირსთა თვისთა ღმერთი გამოაცხადებს და ადიდებს“, - მო-
გვითხრობს გიორგი ათონელი [8,10-11].
იოანესა და თორნიკეს შეხვედრას მთაწმინდაზე ასე აღწერს აკაკი:
ზღვასა და ხმელეთს გადასცქეროდა განმარტოებული, ნეტარების განმცდელი იოანე
[შდრ. პასაჟებიილიას „აჩრდილიდან“, „განდეგილიდან“ - ნ. კ.]. ჩვენებასავით გამოეცხა-
და მწირი. ბერძნულად ჰკითხა ბერმა ვინაობა, მსხემმა კი „ტკბილქართულად“ უპასუხა.
ჟრუანტელდავლილი, დაჩოქილი მწირისაკენ დაიხარა იოანე და... „იმ გლახაკის სამოსელ-
ში იცნო თორნიკ ერისთავი“...
პოემის მეორე კარს აკაკი იწყებს ბერძენთა [ბიზანტიელთა] თავს დატეხილი უბედურების
აღწერით. ტკივილი აჯერებს თხრობას: „სხვადასხვა ჭირმა ბერძნების დაცარა [გააცამ-
ტვერა] ძველი დიდება“. არამხოლოდ გარეშე, შინაური მტრებიც აღლაღდნენ - სპარსთა
მმართველი, სკლიაროსი კონსტანტინესქალაქს (კონსტანტიპოლს) დაემუქრა [იგულისხმე-
ბა ბარდა სკლიაროსის აჯანყება - 976-979 წწ.].ჭმუნვით აევსო გული მცირეწლოვანი იმპე-
რატორების - ბასილისა და კონსტანტინეს დედას -თეოფანიას. მჭმუნვარებდა კარისკაც-
თაგან პირველი - პარაკიმომენიც. ისიც კი იფიქრეს, სამეფო ხომ არშევავედროთ ამბოხე-
ბულ სკლიაროსს, იქნებ, არ ინებოსო სახელმწიფოს მოოხრება...
იგივე ამბები „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“ ამგვარადაა მოთხრობილი: „და მას ჟამ-
სა იქმნაგანდგომილებაი სკლიაროსისაი და ხმელით კერძი ყოველი დაიპყრა. და მეფენი
და დედოფალიშემწყვდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა. და
ამას რაი შინა იყვნეს,განიზრახეს, ვითარმედ: ჩვენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე
[გარდა დავით კურაპალატისა - ნ.კ.] არავინ არს...“ [8,11].
აკაკისთან ამ წინადადებას სევისტოფორი - დარბაისელთაგან გამორჩეული მიაწვდის დე-
დოფალს. პატივისცემით საუბრობს ბიზანტიელი დიდებული „ქრისტეს სჯულის მპყრობე-
ლ“, „ღვთისმშობლის წილხვდომილ“ საქართველოზე, და, თუმც იმედმიცემული დარბა-
ზი თავად სევისტოფორს იგულებს მოციქულად, ეს უკანასკნელი ათონზე დავანებული
იოანეს ან თორნიკეს წარგზავნას ურჩევს კრებულს საქართველოში. ნათლისმცემლის ეკლე-
სიაში მკვიდრობენო ბერები, ჰყვებოდა დიდებული.
მთელი საქართველო შეგვეწევაო, სჯეროდათ.
გიორგი მთაწმინდელის ცნობით, იოვანეცა და თორნიკეც შეუურვებია ათონს აბრძანებუ-
ლი სევისტოფორის თხოვნას. ამაოდ ემუდარებოდა თურმე თორნიკე ათანასესა და იოა-
ნეს:
„ვინაითგან ღმერთმან ღირს მყო და სახე მონაზონობისაი შევიმოსე, მე ამიერითგან არცა-
ღა მეფეთა თანა მიც შესაპოვარი, არცაღა სხვასა ვის ქვეყანასა ზედა (შდრ. „გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“:„სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვის-
სა ხელმწიფებასა ქუეშე არიან,ვინაითგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროისათა ნებსით
და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაიადგილსა გლოვისათა“ [15,557]). ღმრთისა სიყვა-
რულისათვის შემინდვეთ... უკუეთუ წავიდე, ამის სოფლისავე შფოთთა შთამაგდებენ“.
ათანასემ და იოანემ დაარწმუნეს, თუ ვეურჩებით, „რისხვასა მოვაწევთ ჩვენ ზედა და მო-
ნასტერსა ამას ზედაო“. „ძალით დაარწმუნეს წარსვლაი“.
ბიზანტიას დედოფალი და პარაკიმენონი [მესაწოლეთუხუცესი, დიდვეზირი] განაგებ-
დნენ, რადგან „ბასილი და კოსტანტი მას ჟამსა წუთღა ყრმა იყვნეს“.
გიორგი ათონელი აღწერს გულისამაჩუყებელ სცენას, როგორ ზეწამოუდგა დედოფალი
თორნიკეს და უბრძანა უფლისწულებს ბერის „ფერხთა შევრდომა“ (დაჩოქება ბერის წინა-
შე), თავად კი უთხრა წვეულს:
„წმიდაო მამაო, რაიცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა... რაიცა
მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქვენსა ბრძანებასა არა გარდავჰხდე... შრომაი თავს
იდევ და, რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატისა წინაშე და ყოველი ჭირი
ჩვენი აუწყე, და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმერთოი სკლიაროსი და ჩუენ ჭი-
რისაგან განგვარინნეთ“.
ამაოდ ემუდარებოდა „მოუდრეკელ“ დედოფალს თორნიკე, „ჩემთა ცოდვათათვის შევი-
მოსე სახე მონაზონებისაი“, კვლავ ერში დაბრუნება „სწორად სიკვდილისა მძიმე არსო“.
„ოდენ ამათ ობოლთა ხელი აღუპყარ და, რაიცა ბრალი იყოს, ღმერთმან ჩვენგან იძიენო“,
დაარწმუნეს დედოფალმა და დიდებულებმა.
„თორნიკე ერისთავში“ ასე დაწვრილებით არ არის აღწერილი დედოფლისათვის თანხმო-
ბის მიცემის სცენა. მხოლოდ ისაა მოთხრობილი, რომ მთელ საქართველოში გავარდნილა
ხმა თორნიკეს დაბრუნების შესახებ. ყველა ბრძოლის ჟინით ანთებულა, ოღონდ ჯოჯიკსა
და გამრეკელს უბრძანებიათ (ორბელიძეც მათ ეთანხმებოდა):
„თორნიკე თუ არ გვესარდლა, ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო!
წაგვიძღვეს ძველი არწივი, ჩვენც მივყვეთ შავარდნულადო...“
„ეკლესიისგან შეკრული“ თორნიკე „გასალდა“, მხოლოდ მღვდელმთავარს ხელეწიფებო-
და მისთვის - ბერისთვის - ჯარის სარდლობის უფლების მინიჭება.
(გიორგი მთაწმინდელთან ეს დეტალი საერთოდ არ არის წარმოჩენილი. მთაწმინდელი
ლაკონურადჰყვება: „კურაპალატსა წინაშე მიიწია თორნიკ... იხილა რაი იგი კურაპალატ-
მან, ფრიად განიხარა დაწიგნები მეფეთაი მიითვალა (ბიზანტიის მმართველთა წერილები
გადასცეს)... განზრახვაი ქმნეს, რაითალაშქარნი წარმოგზავნენ საბერძნეთს და სპასალა-
რად თორნიკ განაჩინეს“) [8,14].
კათალიკოსისა და ბერის მაღალი საუბარი ერთი უკეთეს ეპიზოდთაგანია პოემისა.
„არსენი იყო იმა დროს ქართველთა კათალიკოსი, პატივცემული ყველასგან, ბრძენი და
პიიტიკოსი, გაბრძნილი საღრმთო მადლითა, გაბრწყინებული“ [იგულისხმება არსენ კათა-
ლიკოსი, არსენ II (დაახლ. 955-980წწ.)].
მარტოა კათალიკოსი [ეს „მარტოობა“ კათალიკოსის სიმაღლის წარმომჩენია], „ჩვეულებ-
რივად ცრემლით მლოცველი ეძლევა საღმრთო ნეტარებასა“.
„ომებში მოპოვებული გამარჯვება ლოცვის სიმყუდროვეში შემზადდა...
ჯერ ლოცვის მშვიდი ატმოსფერო უნდა დაიხატოს, შემდეგ კი - ბრძოლის ზედმიწევნით
ექსპრესიულისურათი“, - წერს ვ. როდონაია „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“-ს შესა-
ხებ, - „საისტორიოთხზულებაში არაერთხელ არის ნახსენები თამარის ცრემლი. თამარი
ბრძოლის წინ ცრემლითავედრებს ღმერთს დავით სოსლანს და „დროშას, ბედნიერად
ხმარებულს.“ მეორეგან „ღმრთისა წინაშეტირილის“ შემდეგ მეფის დანაჩოქ მიწას ცრემ-
ლით დალტობილს იხილავენ... ეს ცრემლები შემწეა,ძალის მომცემია - „არამედ აწ ჯერ
არს მოხსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგანსპათა ჩუენთა“. ერი
ღვთისა და თამარის მოიმედეა, მინდობილია ღმერთსა და თამარის ცრემლს.მტერზე
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნათქვამია: „ესოდენი დიდებული ძლევა მიჰმადლა
ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა“. ცრემლს გარკვეული როლი
აკისრიაქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით,
„ცრემლი მოგვანიჭებსშეწევნასა ღმრთისასა“ [17,448].
საბასთან „ლოცვა არს ლიტონითა სიტყვითა ღვთისა შემწედ მოწოდება, ხოლო ვედრება -
ცრემლიანითა თვალითა და სიტყვითა“ [18,423].
ქვეყნის წადილის აღსრულება ურჩია კათალიკოსმა ბერს, რომელიც ამაოდ უმტკიცებდა,
მსოფლიო საეკლესიო კრების კანონს ვერ გარდავალ, ბერ-მონაზონს საიქიოსკენ უნდა
ეჭიროს თვალიო. ბიზანტიელნი, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართლს ჰპირდებიან ზემო
ქვეყნების დამონებასო“[იგულისხმება ბიზანტიის იმპერიის უკიდურეს ჩრდილოეთ
საზღვარზე მდებარე მიწები, უშუალოდრომ ესაზღვრებოდნენ საქართველოს იმდროინ-
დელ საზღვარს], ჰკადრა კათალიკოსს, მაგრამ, საზღაურის ფასეულობის მიუხედავად,
უწყოდა, რომ ქართველთა ჯარის სარდლობა მის აღზრდილთაგან მრავალს შეეძლო. თა-
ნახმა იყო, ჯვრითა და ცრემლით წარსძღოლოდა მხედრიონს.
კათალიკოსმა დაარწმუნა, რომ მაცხოვარი, ორმოცდღიანი მარხვისას სოფელს განშორე-
ბული, „ქვეყნადსაერო საქმებს ზრახვიდა... დადიოდა დაბად და სოფლად, ხალხის ჭირს
და ლხინს შუა იყოფდა...
ხმა ღვთისა - ხმა ერისაო... დღეს ერი გირჩევს ერთხმად წინამძღვრად... ... ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის არ იყოს ისევ ღვთის სამსახური? გასავრცელებლად ქრისტიანობის საკმაო არის, დიახაც, ჯვარი, მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი“...
კათალიკოსის მტკიცებით, საუფლო „ძღვენია კეთილი საქმე, ქრისტიანობის სვეტიცხო-
ველი“ [იგივ„ლოდ საკიდურ“ - ნ. კ.].
„ზემო ქვეყნების“ საქართველოსთვის გადაცემის შესახებ გიორგი მთაწმინდელი წერდა,
რომბიზანტიას დაბრუნებულმა „თორნიკ(ემ) კურაპალატისა და თავისი წიგნები მეფეთა
წინაშე წარსცა დაყოველი ნებაი კურაპალატისაი აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფეთა ზემონი
ქვეყანანი საბერძნეთისანიკურაპალატსა, რაითა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“...
თორნიკეს „ნატყუენავი“ [ალაფი] აღუთქვეს ბიზანტიელებმა.
„მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მხედარი რჩეული თორნიკს“.
ის, რასაც აკაკი წერეთელმა პოემის მთელი მესამე კარი (ექვსი თავისაგან შემდგარი) მიუძ-
ღვნა, გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება“ ერთადერთი
წინადადებითაა წარმოჩენილი:
„და [თორნიკემ] შეწევნითა ქრისტესითა აოტა (დაამარცხა, გაანადგურა, გააქცია) სკლი-
აროსი დავიდრე სპარსეთამდე მეოტად წარიქცია“...
აკაკი წერეთელი ჰყვება ბარდაველი მთავრის, სკლიაროსის ღალატის შესახებ; სკლიაროს-
მა გათიშა ბიზანტია, „ორად გააპო სამეფო... სპარსელები და სომხები შემოჰხვევიან გარსაო“.
გრიგოლ და ბაგრატ ტარონელები, მოქის თავადი, აფრანიკი, სომეხთა გმირი სკლიაროსის
მხარდამხარ იბრძოდნენ.
სჯულისთვის მეომარ ქართულ მხედრიონს წინ ქრისტეს ჯვარი უძღოდა [შდრ. ფსალმუ-
ნი: „უკეთუუფალმან არა აღაშენნა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“]. თორ-
მეტი ათას ქართველვაჟკაცს ასოცათასიანი სპით დაუპირისპირდებოდა სკლიაროსი
(„თითოს შეგვხვდება ათიო“).
ჰალისის პირას დაბანაკებულიყო სპა.
(მოქი მხარეა სპარსეთში, ჰალისი ძველ წყაროებში დადასტურებული სახელია მცირეაზი-
ული მდინარისა, რომელსაც დღეს ყიზილ-ირმაქი (თურქ. „წითელი მდინარე“) ჰქვია.
ჰალისი (ყიზილ-ირმაქი) სათავეს თურქეთში, ყიზილ-დაღის მთებში იღებს, ანატოლიის
ზეგანზე მიედინება, შავ ზღვას ერთვის) [10,642-643].
ძვ. წ. აღ.-ის 550 წელს, მას შემდეგ, რაც სპარსეთის მეფემ, კიროსმა (კიროს II) მიდია დაიპ-
ყრო, მდინარე ჰალისი იქცა ბუნებრივ საზღვრად ლიდიისა და სპარსეთის სამეფოებს შო-
რის [19,119].
აკაკი დიდი ექსპრესიით ჰყვება ბრძოლის პერიპეტიებს.
ბზარი თვით ქართველ-ბერძენთა შორისაც გაჩენილა - ბიზანტიელებმა ქართველის (თორ-
ნიკეს) სარდლობა ითაკილეს.
გამწყრალმა სარდალმა სპარსელ-სომეხთა პირისპირ მარტო დატოვა „უმიზეზოდ შემომ-
წყრალი“ ბერძნები. სკლიაროსმა ქართველთა გარეშე დარჩენილ ბიზანტიელთ სასტიკი
მარცხი აწვნია. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვნენ ბრძოლაში ქართველნი - თორნიკემ ეს
ხერხი (ბიზანტიელთა დროებითი მიტოვება) განგებ გამოიყენა, სომეხი სარდლები რომ
საფრებიდან ბრძოლის ველზე გამოეტყუებინა.
თუმც იდუმალ შეეძლო თავდასხმა, არ იკადრა თორნიკემ, „ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვი-
ლიაო...“[შდრ. „ვეფხისტყაოსანი“: „ესე მე დამსვრის“...].
თორნიკე, გამოცდილი მთავარსარდალი, ყოველ მხედართმთავარს განსაზღვრულ დავალე-
ბას აძლევს: ასაკოვან ჯავშანიძეს ღამით იდუმალ უნდა აეღო საფარი, რათა, მეორე დღეს,
მთავარი ჯარისგან დევნილ მტერს შერკინებოდა; ასევე, წინასწარ უნდა გადაეხერხა ხიდე-
ბის თაღები ჰალისზე, რათა უკუქცეული ჯარის სიმძიმისათვის ვერ გაეძლო ბურჯებს...
მოწინავე ორბელიძეს ოთხი ათასი რჩეული ახალგაზრდისათვის უნდა ესარდლა, „მემარ
ჯვნე“ და „მემარცხენე“ სარდლებად გამრეკელი და ლომკაც სავარსამიძე დანიშნა, სამ-სამი
ათასი მხედარი აახლა;
ჯოჯიკს „დანარჩენი ათასი კაცი“ გადასცა და თავად იახლა, სპისათვის „გაჭირვების დროს
მოსაშველებლად“.
გამომშვიდობებისას გზა დაულოცა ლაშქარს: „აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი და მაღლით
ღმერთმამოგცეთ კურთხევა!“ (შდრ. ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ - სპას წმინდა გიორგი
მიუძღვის), „დათვითონ კი იქ დარჩა სულ მარტოდ მლოცველად ღვთისა და მადიდებ-
ლად“.
დიდებულია ალიონის სურათი. ბუნების იდილია ამკვეთრებს ბრძოლის უაზრობის შე-
გრძნებას:
„ვითა ეთერი მზეთუნახავი, საყვარლის მლოდე, თრთის და კანკალებს, სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს, ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა და ფერმიხდილად ნათელ-ძლიერი მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა. თითქოს ქვეყანაც, მით მოხიბლული, განმსჭვალულიყო მისის თანგრძნობით და უგალობდა „ციურ ნანინას“ საიდუმლო და უცნაურ გზნობით. სუნნელთა მფენი დილის ნიავი, ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი ბანსა აძლევდნენ ღვთიურს ნანინას და ათანხმებდა მათ ძალთა ძალი“...
(მსგავსია ალიონის სურათი გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელოში“... ორივეგან ბულ-
ბულის სტვენააპრელუდია ხმლების საზარი „ჩახაჩუხისა“...
აკაკის პოემასთან მიმართებითაც შეიძლება განმეორებულ იქნეს გრ.ორბელიანის სტრიქო-
ნები:
„ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მის ფერ-უთვალავს შვენებას? სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!... ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?!“ [23,370]).
... ორბელიძის პირისპირ თავად მოქის თავადი, აფრანიკე გამოვიდა. ერთურთს შეერკინ-
ნენ თეთრ და შავცხენიანი მხედრები ჯერ ისრით, შემდეგ ხმლით. როდესაც ქართველმა
მტერს ხმალი მარილივით გადაუმტვრია, დალაჩრებული აფრანიკე ბრძოლის ველიდან
უკუიქცა, თუმც გამარჯვებული გულმოწყალედ ელოდა, როდის აღიჭურვებოდა ძლე-
ული („გმირთა წესია ლმობიერება!“).
თურმე უკუქცევა ვერაგი აფრანიკეს ხრიკი ყოფილიყო - ხეობაში შეიტყუა მეწინავე ლაშ-
ქარი, იქ, სადაც სკლიაროსს ჯარი ჩაესაფრებინა...
როდესაც ბრძოლის ველს მადლით გადამზირალმა თორნიკემ უმხედროდ იხილა ორბე-
ლიძის თეთრი ბედაური, ცუდად ენიშნა. „შავი დღეების გმირი“, ჯოჯიკი წარგზავნა მაშ-
ველად; თარონელი ძმები, გრიგოლი და ბაგრატი, სომეხი დიდგვაროვანნი, „შავი კლდის
მელად და მიწის მგლად“ წოდებულმა გამრეკელმა უკუაქცია; ლომებრ იბრძოდა სავარსა-
მიძეც და, როცა „გაერთდა ბრძოლა“, სწორედ მა- შინ ჩაერთო ბერკვიცზე ამხედრებული
თორნიკე, „გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომი“ ომში. წინასწარ გაეფრთხილებინა თანამებრ-
ძოლნი, „გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს, დაე, გაიქც(ნ)ენ, მიეცითნებაო“ [თორნიკე-
საც მიემართება ზემოთ ორბელიძეზე თქმული: „გმირთა წესია ლმობიერება...“ - ნ.კ.].
სამი მხრით შეუტიეს ქართველებმა მტრებს (მეოთხე - თავის საშველად დაუტოვეს)... ჰა-
ლის-მდინარეზე გადასულნი წყალში ჩაცვივდნენ - ჯავშანიძეს დავალება ბრწყინვალედ შე-
ესრულებინა...
„მოისრა ჯარი... გადარჩა მხოლოდ თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით და გაეშურა ბაღდადისაკენ სასომიხდილი უბედურობით“...
(ბარდა სკლიაროსის შესახებ ქსე-ში ვკითხულობთ, რომ იგი იყო Xს.-ის ბიზანტიელი სა-
ხელმწიფო მოღვაწე, პატრიკიოსი (ბიზანტიელთა სამოხელეო წოდება, ტიტულთა პირ-
ველი კლასი. ენიჭებოდათ პროვინციათა მმართველებს), დომესტიკოსი, უზურპატორი.
დაწინაურდა იმპერატორ იოანე ციმისხისდროს (969-976). პირველად მასვე აუჯანყდა,
მაგრამ დამარცხდა და შეიწყნარეს.
976წ. კვლავ აჯანყდა უკვე ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის დროს.
მალე თითქმის მთელი მცირეაზია სკლიაროსის განმგებლობაში მოექცა და საფრთხე
შეექმნა დედაქალაქსაც. იმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ბარ-
და ფოკა (სარდალი) და აჯანყების ჩახშობა დაავალა, მაგრამ
ფოკაც დამარცხდა... ბიზანტიამ დავით კურაპალატს მიმართა ათონის მონასტერში მყოფი
თორნიკეერისთავის საშუალებით. თორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული მეომრით ფოკა
ბარდასთან ერთადდაამარცხა სკლიაროსი 979 წლის მარტში. ძლეულმა სარდალმა
აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარსშეაფარა თავი [„თორნიკე ერისთავის“ მიხედვით,
ბაღდადს მიაშურა - ნ. კ.]. 987 წელს შეუერთდააჯანყებულ ბარდა ფოკას [რომელიც ბასი-
ლის აუჯანყდა], მაგრამ უკანასკნელმა მოატყუა სკლიაროსიდა დაატყვევა. 989წ., ფოკა ბარ-
დას სიკვდილის შემდეგ, აჯანყებულმა სკლიაროსმა პატიება სთხოვაიმპერატორ ბასილი
მეორეს და შეწყალებულ იქნა. ხანდაზმული სკლიაროსის ბედი უცნობია.გარდაიცვალა
991 წლისათვის, თრაკიაში [24,425]).
ბრძოლის შემდეგ კვლავ ლმობიერებას იჩენს მთავარსარდალი:
„ ... გაურჩეველად, ქართველი იყოს, გინდა სპარსელი, გინდა ბერძენი, გინდა სომეხი - სულ ერთნაირად მოჰკიდეთ ხელი! სიკვდილი ყველას ათანასწორებს: თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს! ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს - სამარეს. ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს რომ მიაყენოს შეურაცხყოფა! ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა!“
ეს უზენაესი კაცთმოყვარეობაა, ზნემაღალ გმირთა სულიერების წარმომჩენი. სიტყვაძუნ-
წია მწერალი:„ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდა, ახლა შექმნილა ლეში და მძორი...“
„ცუდად, ღალატით“ მოეკლათ ორბელიძე. შური ეძია ჯოჯიკს, ლახტით გადაეფხრიწა
თავი აფრანიკესათვის, სასიკვდილოდ გაეპო გული. ზურგში (!) ჩაეცა მახვილი მტერს,
გულზე ფარი ედო.
მამულიშვილის უკვდავი ვალი მოეხადა, მაგრამ „ვინ იცის, რა და რა საიდუმლო მან სა-
იქიოს თანწარიტანა?
შორს სადმე ქართლში დედამ გამოსცნოს, ან გულის სატრფომ ეს გამოცანა...“
[თითქოს ახდომოდა წყევლა - წინასწარმეტყველებათაგან უსაზარლესი:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის; ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის... სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცმიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!“ (ნ. ბარათაშვილი)].
კიდევ ერთხელ წარმოაჩენს აკაკი ყოველი ომის უსაზარლეს ბოლოს:
„სომხურ, ქართული, ბერძნულ, სპარსული - არეულია სხვადასხვა ენა. გამწარებული გამოთქმის კილო და დედა-აზრი ერთი აქვს ყველას: სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას და გასაჭირში ითხოვენ შველას...“ კვლავ კონტრასტი - ბრძოლის ველს „ნაზად“ გადმომცქირალი მთვარე - „კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა მაღლით ციური აფენდა ნათელს...“
გიორგი მთაწმინდელი „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“ ბრძოლისშემდგომი მოვლენე-
ბის შესახებწერს:
„და მერმე [თორნიკ] შეიქცა და სიტყვისაებრ მეფეთაისა დატყვევნა ყოველნი დიდებულ-
ნისაბერძნეთისანი და მონაგები მათი იავარყო და რომელიმე ლაშქართა განუყო, რომელი-
მე თვითდაიმჭირა ნატყვევანი დიდძალი ფრიად: ოქროი და ვეცხლი და სტავრაი და
სხვაი ესევითარი. დაუკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა“ [8,14].
აკაკი თხრობას სწორედ ამ ეპიზოდიდან აგრძელებს.
„მეფე დავით ბედნიერი“, თავის შვილობილ ბაგრატთან ერთად ქალაქგარეთ გაეგება გა-
მარჯვებულჯარსა და მხედართმთავარ ბერს [„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედ-
ვითაც ხელმწიფენიზეწამოუდგებოდნენ, სიყვარულითა და სიმდაბლით მოიკითხავდნენ
წმინდა ბერებს].
(ბაგრატ III - Xს.-ის 60-იანი წლები - 7 მაისი, 1014წ. - გაერთიანებული საქართვე-
ლოს პირველი მეფე,ბაგრატიონი, გურგენ მეფეთმეფისა და გურანდუხტ
დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთ-მეფის - დავით IIIკურაპალატის შვილობილი
(ბაგრატის მამა, გურგენი, დავით კურაპალატის ბიძაშვილი იყო) [20,19].
დავით III უშვილო იყო. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე
გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის
გადამწყვეტ ეტაპს. X საუკუნის დასაწყისიდან შიდაქართლს „აფხაზთა“ [ანუ
დას. საქართველოს] მეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდალუ-
რიომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ანარქიამ გან-
საკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღოთეოდოსი III უსინათლოს მეფობისას (975-978).
ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმადა დაიწყეს ბრძოლა ქარ-
თლისათვის (ცენტრი - უფლისციხე). 975 წელს ტაოს მეფეთ-მეფე დავით IIIკურაპა-
ლატი ქართლელი დიდებულის, იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და
აქგააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III (თანაგამგებლად, მცირეწლოვანების გამო,
მამამისიგურგენი დაუნიშნა. ბაგრატის დედა, თეოდოსი III-ის და, „აფხაზთა“ მეფის შვი-
ლი იყო. თეოდოსსშვილი არ ჰყავდა (უშვილო იყო დავით კურაპალატიც). ამრიგად, ბაგ-
რატ III დედით დასავლეთსაქართველოს და ქართლის, მამითა და მამობილით - სამხრე-
თ საქართვეოლოს კანონიერი მემკვიდრეიყო. 978წ. დავით კურაპალატმა და იოანე მარუ-
შისძემ ბაგრატ III აფხაზეთში გაამეფეს. 980წ.- ს კი,სრულწლოვანი გახდა თუ არა, ხელში
აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა.80-იანი წლების დასაწყისშიდაამარცხა ქართლის ფეო-
დალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა, 989წ. - რატირატის ძე ბაღვაში
და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.
1001წ., როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბი-
ზანტიისიმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. Bბაგრატ მესამისა და გურგენის ცდა, დაუფლე-
ბოდნენ დავით III-ისმემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიტორია
საქართველოსა და ბიზანტიასშორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო...
ქვეყნის გაძლიერებისათვის ბაგრატი უკიდურეს ზომებსაც მიმართავდა; მაგალითად,
ფანასკერტშიმიწვეული ნათესავები, კლარჯეთელი ბაგრატიონები, სუმბატ და გურგენ
არტანუჯელები, თმოგვისციხეში გამოამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ კიდეც 1012წ.
ბაგრატ მესამემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატის მე-
ფობისას აიგობაგრატის ტაძარი, ბედია, ნიკორწმინდა. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერ-
ტის ციხეში. დაკრძალულიაბედიაში [25,128]).
ჯარს გაგებებულ „ცხებულს“ - მეფე დავით კურაპალატს „თან არა აქვს... გვირგვინი და
სამეფოსამკაული“ - „მაღალთა თავმდაბლობის“ უზენაესი ნიჭის დამმარხველს (მსგავსი
პასაჟი „გრიგოლხანძთელის ცხოვრებაშიც“ გვხვდება - ჯავახეთის კრებაზე მობრძანებუ-
ლი გრიგოლ ხანძთელი თავისიგარეგნობითაც კრძალვას აღუძრავს მზირალთ: „იხილეს
წმიდაი იგი მომავალი კარაულითა შორისკრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილ-
ვითა. რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსამოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა,
ვითარცა სამოსელი ბრწყინვალისა განუცდელისა, ხოლო თავსა მისსაკუკული იხილ-
ვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოი პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდა-
უდებელთაგან აღმკული“) [15,586].
დავით კურაპალატის პიროვნული თავმდაბლობა და ზნემაღლობაა წარმოჩენილი დეტა-
ლით, სულის ის უზენაესი უნარი, დავითისავ შთამომავალს რომ „გალობათა სინანული-
სათა“-ს დააწერინებს...
ერი აღტაცებით მიეგებება „მძლეველ“ ჯარს, საგმირო სიმღერით რომ მიეახლება მეფეს
და თაყვანს სცემს.
„საგმირო სიმღერაში“ კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი წარმოჩნდება საქარ-
თველოს ალეგორიულ ხატებად, ჯაჭვს რომ გაწყვეტს და ჭირი ლხინად შეეცვლება...
თორნიკე გამარჯვებული ლაშქრის დროშასა და დედოფლის „გრამატას“ [ფარმანს] მიარ-
თმევს ხელმწიფეს, ბასილისა და კონსტანტინეს მიერ დამოწმებულს - ბიზანტიელნი
„უთმობენ ზემოქვეყნებს თქვენს შვილსა და შვილიშვილსო“.
(თუკი აკაკისთან ზემოქვეყნებს დავითის შვილსა და შვილიშვილს უმტკიცებდნენ ბიზან-
ტიელნი,გიორგი მთაწმინდელის ცნობით, „მისცნეს მეფეთა ზემონი ქვეყანანი საბერძნე-
თისანი კურაპალატსა,რაითა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“ [8,14]).
თორნიკე მეფეს წარმოუჩენს საკუთრივ მისთვის ნაწყალობევ სამკაულს, ოქროს, ვერცხლს,
თვალ-მარგალიტს, რომელიც „საწყალ ბერს“ არად სჭირდება:
„ჯვარია და სახარება მხოლოდ ბერის სიმდიდრეო; ეს სიმდიდრე ქვეყნის არის და თქვენც - მისი მემკვიდრეო!“
და, რადგან ბერი ვერ იქმს „საქმეს, ღვთის საწყენს“, ნაბოძები ძვირფასეულობის ნახევარს
მეფეს, ნახევარს ქვრივ-ობლებს აღუთქვამს. მეფე ნახევარზეც უარს ეუბნება, შენვე გქონ-
დეს, შენს ღვაწლს რაღა ძღვენი სჭირდებაო...
ცრემლმორეული ბერის ვედრების მიუხედავად, ვერ შეთანხმდნენ.
გაბრიელ სალოსის ბრძნულმა რჩევამ გადაწყვიტა ყველაფერი. აქამდის მდუმარე ბერმა
მხოლოდ იმად დაარღვია დუმილის აღთქმა, წარმოეთქვა:
„მეფევ! სიმდიდრე და ეს საუნჯე არც შენ გეკუთვნის და არც თორნიკეს! ეს ნახევარი სხვებისა არის... სისხლის სანაცვლოდ იმათ მოიმკეს!... მთაწმინდის იყოს ეს თქვენი ძღვენი, იქ ააშენთ მით მონასტრები, რომ სუყოველდღე, წირვა-ლოცვის დროს, იხსენებოდ(ნ)ენ ქართველი მკვდრები. აუგეთ ერთიც ახალი ლავრა ყოვლად წმინდისა დედის სახელსა, რომ მის წილხვედრი მცირე ივერი მსხვერპლს სწირავდეს მის მფარველს და მხსნელსა. მეცნიერების და მწიგნობრობის იქ აენთება ერთ დროს ლამპარი და შვილიშვილთა სხივებს მიაფენს იმათი მამა და წინაპარი!“
(გაბრიელის წინასწარმეტყველურ სიტყვებს ეხმიანება კორნელი კეკელიძე: „რომ არ ყოფი-
ლიყო ათონის ქართველთა სავანე, ქართულ კულტურას ალბათ სხვა სახე ექნებოდა“ [6,71]).
იმ დღის შემდეგ საქართველოში არავის უხილავს გაბრიელ ბერი. ღამის წკვარამში „ორი
მოხუციენახათ გზაზე ხელყავარჯნებით შორს მიმავალი, ათონისაკენ მიემართათ მათ
პირდაპირი გზა დასწორი კვალი. ისე ვიდოდ(ნ)ენ, ვით ბნელ ღამეში თითქოს უძღოდათ
რაღაც ნათელი.
ერთი მათგანი იყო თორნიკე და მეორე კი ის გაბრიელი“ [ამის შემდეგ პოემაში თორნიკე
არ ჩანს -ერთადერთხელ იხსენიება, როდესაც კარის ღვთისმშობლის ხატს გამოაბრძანე-
ბენ ზღვიდან დალიტანიობენ].
გიორგი მთაწმინდელთან თორნიკეს ბიზანტიაში დაბრუნების შესახებ ვკითხულობთ:
„და მერმეშეიქცა და სიტყვისაებრ მეფეთაისა დატყვევნა ყოველნი დიდებულნი საბერძნე-
თისანი და მონაგებიმათი იავარყო და რომელიმე ლ აშქართა განუყო და რომე ლიმე
თვით დაიმჭირა ნატყვენავიდიდძალი ფრიად [განსხვავებით აკაკის პოემის პასაჟისაგან]:
ოქროი და ვეცხლი და სტავრაი და სხვაიესევითარი.
და უკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა და იჯმნა [წავიდა] და მე-
ფეთავე წინაშემოვიდა. ხოლო იგინი დიდითა პატივითა მიეგებნეს და მოწლედ [„მოწა-
დინითა და მხიარულითათვალითა და გულითა“ - საბა, I, გვ.514]. იჯმნა უკუე მათგანცა
და გამოეთხოვა და კვალადმთაწმინდასვე მოიქცა, ლავრად დიდისა ათანასესსა. ხოლო
მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორსუყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან
კუალად მოაქცია მშვიდობით“ [8,14].
მეოთხე კარის უკანასკნელი, მეოთხე თავი უმშვენიერესია და
უმნიშვნელოვანესი აკაკი წერეთლის პოემაშსანამ მასზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ მიმოვი
ხილოთ გიორგი მთაწმინდელის თხზულების(„იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების“) ეპი-
ზოდები:
მთაწმინდაზე მყოფმა წმინდა ბერებმა განიზრახესქართული ტაძრის აგება („კაცნი ვართ
სახელოვანნი და ქართველნი მოგვმართებენ“). იოვანეს დიდადუმძიმდა, „გარნა ქარ-
თველთა განსვენებისა და უფროის ხოლო თორნიკის აშენებისათვის [სიკეთისმისაგებად]
თავს იდვა ამისი ხელყოფაი. და ღმრთისა მომადლებითა პოვეს ადგილი შუენიერი შუა-
მთაწმიდისა და აღაშენეს მონასტერი და ეკლესიანი წმიდისა ღმრთის მშობელისა სახელ-
სა ზედა დაწმიდისა იოვანე ნათლისმცემელისასა ფრიადითა ოფლითა და ღვაწლითა.
ადგილნი მრავალნი,მონასტერნი და სადაყუდებულონი (სოხასტერი, სენაკი) გარემოის
დიდისა მონასტრისა ვიდრეიმიერად ზღვადმდე თვისითა საფასითა იყიდნეს...
[ბიზანტიისათვის გაწეული უდიდესი სამსახურის საზღაურად] „მეფეთა... [ბერებს], რო-
მელნიცა ადგილნი და სოფელნი სთხოვნეს, ყოველნი ოქრობეჭდითა დაუმტკიცნეს...
თორნიკეს ენება, რაითა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკვიდრნი ყოველნი,“
მაგრამ მაინციძულებულნი გახდნენ, ბერძნებიც შეეწყნარებინაც (მონასტერს სჭირდებო-
დნენ ხურონი, კალატოზნი,მევენახენი, მენავენი, მჭედელნი)...
„ხოლო თორნიკ, ვინაითგან იოტა სკლიაროსი და კვალად აქავე მოიქცა ურიცხვითა საფა-
სითა დაგანძითა, რამეთუ უფროის ათორმეტისა კენდინარისა (კენდინარი = 100 ლიტრი)
მოიღო განძი ოდენ,სხვათა ტურფათაგან კიდე - რომელი იგი ყოველივე მამისა თვისისა
სულიერისა იოვანეს ხელთა მისცადა თავი თვისი სრულიად უარყო და არცა თუ მცირე-
დი რაიმე დაუტევა ხელმწიფებასა ქუეშე თვისსა,არამედ ეგევითარმან მან განთქმულმან
და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაი თვისი მოიკვეთა დასრულებით შეუდგა მორჩილე-
ბასა მისსა...“ სულიერი მოძღვრის ბრძანების გარეშე არც წყლის გემოსიხილავდა, არც
სიტყვას აღმოთქვამდა - „სათნოებათა ყოველთა თავი მორჩილებაი არს სულიერთა მამა-
თაი და ნებისა თვისისა განკვეთაი…
ჭეშმარიტად ყოვლითავე სათნოებითა სავსე იყო ნეტარი ესე: სიმდაბლითა, სიწრფოები-
თა დაუმანკოებითა.“ მარადის ეუბნებოდა თავის მოძღვარს, იოვანეს: „დიდად ცოდვილ
ვარ და სიკვდილიჩემი მოახლებულ არს... ნებაი ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა
შენდა მომიცემია... აცხოვნესული ჩემი...“ [„დიდად ცოდ ვილ ვარ“ - თორნიკესეული
თვითდამდაბლება მეხსიერებაშიაცოცხლებს აღმაშენებლის სტრიქონს: „მე ვარ, ვითარცა
უფსკრული, შესაკრებელი ბილწებისაღვართაი“ (გალობა III)].
ხედავდნენ რა თორნიკეს საღმრთო შურსა და „მხურვალებას“, „ჯეროვნად პატივ სცემნ
მას დაერიდებინ და განუსვენებენ და სწყალობნ სიბერესა მისსა. ხოლო, ვინაითგან დიდი
თორნიკ წყობათა[მხედრობა, ომი] შინა აღზრდილ იყო და სალაშქროთა საქმეთა, ამათ
ესევითართა პირთათვის უბნობაიდა ჰამბავი უყვარდა“... სთხოვა სულიერმა მოძღვარმა
თავშეკავება, მხოლოდ გაბრიელ ხუცესს ეუბნეო.
„ხუცესი [გაბრიელი] იგი ესევითარი კაცი იყო, რომელ პირსა მისსა მსოფლიო სიტყუაი
არაგამოვიდოდა, არამედ ყოველივე საღმრთოი და სულიერი“.
აქამდის რად არ მამხილეო, ცრემლით ჰკითხა დაჩოქილმა თორნიკემ „ღმერთშემოსილ“
მამას.
მას შემდეგ მხოლოდ მონასტერში მოსულ უცხოს თუ გაესაუბრებოდა. „ესევითარსა ამას
სულიერსაცხოვრებასა შინა აღასრულნა დღენი თვისნი და ღმრთისა მივიდა... ღმერთმან
შეუნდვნა ცოდვანიმისნი და საუკუნესა ცხოვრებასა ღირს ყო“.
თორნიკეს სიკვდილის შემდეგ, იოვანემ თავის ძესა და რამდენიმე მოწაფეს- თან ერთად
„სპანიად“(ესპანეთში) წასვლა განიზრახა. აბიდოსს მიაღწია, მაგრამ, მეფეთა ბრძანებით,
კონსტანტინოპოლშიიხმეს. განმარტა იოვანემ: „გლახაკი ესე ერისკაცი ვიყავ სოფელსა ში-
ნა მყოფი და თანამდები ყოვლისაბრალისაი და მენება, რაითა უცხოებასა სამე წარვიდე და
სული ჩემი ვიცხოვნო და გლახაკებითვიყოფებოდი... და თუ ვითა მოხდა, არა უწყი - მო-
ვიდა თვისი ჩემი (ნათესავი) თორნიკ და მისითაგზითა დიდთა შუღლთა შთავვარდი და
ერისკრებასა და მნებავს, რაითა ამის ყოვლისაგან თავისუფალვიქმნა და სულისა ჩემისა
ზრუნვასა შეუდგე...
ხელმწიფეთ დიდი საბოძვარითა და ხვეწნით „სპანიად“ წასვლა გადააფიქრებინეს და ბი-
ზანტიაში,თავისსავ მონასტერში, ათონზე დაამკვიდრეს იოანე ... [იოანეს ძემ, ექვთიმემ
„თარგმნნა წიგნნისაღმრთონი, რომელთა აღრიცხვაი კნინ-ღა შეუძლებელ არს...“].
აკაკი თხრობას ათონის მთაზე სასწაულის აღწერით ასრულებს: „მოსცურა ახლოს ღვთის-
მშობლისხატმა და დაიყენა თავს ნათელიო“. ამაოდ ცდილობდნენ ბერები ყოვლადწმი-
დის ხატის გამობრძანებას, მიახლოებისთანავე შორს მიცურავდა, არვის იკარებდა. ყველა
ვერც ხედავდა - „ღამითნათელი და დღისით რაღაც ნისლი ბურავდა“.
[ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისაკენ მიმავალ ისრაელიანთ უფალი დღისით ნისლით შე-
ბურვილი, ღამით - ცეცხლის სვეტად უძღოდა (გამოსვლათა წიგნი)].
„სიწმინდის შეხების ღირსი“ არვინ აღმოჩნდა. ღვთის რისხვად აღიქვეს მომხდარი ბერებ-
მა, ლოცვა და მარხვა გააორკეცეს...
ერთ ბერს ჩვენება ჰქონდა - ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ მხოლოდ ივი-
რონელ წმინდა ბერს, გაბრიელს ძალევდა, შესასვლელ კართან დაებრძანებია ხატი სასწა-
ულმოქმედი, რომელსაც „კარის ღვთისმშობელი“ [პორტაიტისა] დაერქმეოდა.
გალობა იწყეს დამშვიდებულმა მამებმა, კელაპტრებით ხელში გარს უვლიდნენ ტაძრებს,
ლიტანიობდნენ...
ნეტარებით აღვსილებმა დააბრძანეს ბრწყინვალე ხატი, იხილეს ბრწყინვალე ჩვენება:
„გამოიხატა ცაზე გვირგვინი, ვარსკვლავებისგან გამოჭედილი, დაადგა თავზე ივერთ მონასტერს და გაანათა წმინდა ადგილი...“
დიდი ხანია, ეს ნიშანი აღარ ჩანსო, წუხილით აღნიშნავს აკაკი, მიზეზსაც აკონკრეტებს:
„უეჭველია,ჩვენს გულგრილობას გარისხებია, ჩვენზე გამწყრალა!“
(აკაკი აქ პროვიდენციალისტად გვევლინება - თავსდამტყდარ უბედურებას ღვთის სამარ-
თლიანრისხვად აღიქვამს. პროვიდენციალიზმი დამახასიათებელია ქრისტიანული მსო
ფლაღქმისათვის; რომარაფერი ვთქვათ ჟამთააღმწერლის პროვიდენციალისტობაზე,
უკვე პირველსავე ქართულ ნაწარმოებშიწარმოჩნდება ამგვარი მსოფლმხედველობა -
იაკობ ხუცესი აღნიშნავს, როდესაც შევიტყვეთო ვარსქენისგამაზდეანება, „აღვივსენით
მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ გამწარებულნიცოდვათა ჩვენთა წარ-
მოჩინებისათვის“ [15,226]).
„სულმნათსა საქართველოსას“ ღვთისმშობლობა დღეს ეხილა სიზმარი - ქვეყნად ჩამოსუ-
ლიყვნენ ნინო, თამარი, ქეთევანი.
თამარს ძლევის, ქეთევანს - წმინდა მოწამის გვირგვინი ედგა, ნინოს ხელთ ჯვარი ვაზისა
ეპყრა; „შეერთებით, ხმაშეწყობით“ გალობდნენ, ღვთისმშობელს ავედრებდნენ მრავალ-
ტანჯულ მამულს:
„დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული, შეუნდევ ცოდვა! ნუ ააღებ ხელს, ლმობიერებით იბრუნე გული! მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო, და გადმოსახე ძლიერად ჯვარი, რომ აღადგინო ქართველთა ერი, დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი! მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას განუმტკიცებდე აღმაფრენასა და შენს საქებრად, სადიდებელად ნუ დაავიწყებ იმ ტკბილს ენასა, რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა, ქეთევან მარად შენ გადიდებდა და ნინო ძისა შენისა მცნებას შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!...“ (აკაკის პოემის ეს პასაჟი საოცრადა ჰგავს პასაჟს ილიას „აჩრდილისა“: „დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა, მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა, მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა. ძლიერო ღმერთო, შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა, იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს, შეისყიდეს ტანჯვით შენდობა. მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული! ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!“ [26,160]).
აკაკი ემუდარება, ენას ნუ დაავიწყებინებს ქართველთ ღვთისმშობელი, რადგან ენა უპირ-
ველესინიშანია ეროვნებისა; ეს ენა ღვთისმშობლის სადიდებლად ებოძა ღვთისმშობლის-
ავ წილხვდომილ ერს...
(ენის შემნახველად, მფარველად ქალს მოიაზრებს აკაკი - ამადაც მოჰყავს მაგალითად ნი-
ნო, თამარი,ქეთევანი.
ტკივილით წერს აკაკი: „დღეს ბევრ ქალს ნახავთ ჩვენში, რომ დავიწყებული ჰქონდეს
„წმიდათა-წმიდა“ და ქართულად ვეღარ ლაპარაკობდეს! თუ არ სოფლელი ქალი, სხვები
მიწერ-მოწერასერთმანეთში ვეღარ ახერხებენ, თუ არ უცხო ენაზე. სასწავლებელს ათავე-
ბენ და თავს მითიმართლულობენ [იმართლებენ], რომ არ გვასწავლიანო! მაგრამ ეს ტყუი-
ლი თავის მართლებაა. იქ,სადაც შობილან და სადაც გაზრდილან, ადვილია ენის შესწავ-
ლა, რომ გულიდან ამოფხვრილი არჰქონდეთ სრულიად ქართველობა. ქართველი ქალები
რომ ერთად მოიყრიან ხოლმე თავს, უცხო ენაზელაპარაკობენ, ერთ მათგანს რომ შეეშა-
ლოს, ვერ გამოსთქვამს კარგად იმ ენაზე, სხვები საცინლადაიგდებენ და, ქართული რომ
სულ არ იციან, ის არაფერი!“ [4,414]).
საქართველოს წმინდა მეოხთ, განასრულეს თუ არა ლოცვა, დაინახეს ცაზე გამოსახული
ცისარტყელა[ასევე მთავრდება „აჩრდილიც“ - „მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელიცისა“...].
(პასაჟი ბიბლიურია - წარღვნის დასასრული ცისარტყელას გამოჩენით ეუწყა ნოეს: „თქვა
უფალმაღმერთმა: ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყა-
ნას შორის. როდესაცქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბლებში ცისა-
რტყელა, მაშინ გავიხსენებ აღთქმასჩემსა და თქვენ შორის... აღარ გადიქცევა წყალი წარ-
ღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად...“[1,19]).
ერთი დეტალიც: „დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა ბასილი
მეორემ დაიპყრო სამხრეთი ტაო, იხმო საქართველოს მეფე, ბაგრატ III, უბოძა მას კურა-
პალატობა, ხოლო მამამისს, გურგენს უფრო დაბალი - მაგისტროსის თანამდებობა. ამით
იმპერატორს, როგორც მემატიანე სუმბატ დავითის ძე შენიშნავს, მამა-შვილს შორის
შუღლის ჩამოგდება უნდოდა, მაგრამ მიზნისთვის ვერ მიუღწევია. ბიზანტიის იმპერა-
ტორისაგან სამხრეთი ტაოს დაკავება დავით კურაპალატის სამემკვიდრეოს ჩამორთმევას
ნიშნავდა. ამ სამფლობელოზე ბაგრატ მესამეს იურიდიული უფლება აღარ ჰქონდა, რად-
გან დავით კურაპალატს ბასილისათვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ სიკვდილის შემ-
დეგ თავის სამფლობელოს მას დაუტოვებდა. ამასთან, ტაოელმა აზნაურებმაც ფიცით მის-
ცეს პირობა, რომ დავითის გარდაცვალების შემდეგ თავის ციხეებს ბასილს გადასცემდნენ..
. ბასილმა სამხრეთ ტაოსაგან შექმნა იბერიის თემი - საკატაბანო და იქ მმართველად ბიზან-
ტიელი მოხელე დანიშნა... რომელიც, ფაქტობრივად, მომავალი საყრდენი იყო საქართვე-
ლოს საქმეებში ჩასარევად“ [21,159].
(ნიკო მართან კამათისას აკაკის დავით კურაპალატიც მოუხსენიებია:
„თუ გულდაგულ გადავავლებთ თვალს ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ხალხი [სომ-
ხები], სადაცკი შეხიზნულა და თავი შეუფარებია, ცოტა სულის მობრუნების შემდეგ, და-
პატრონება მოუნდომებია,თავიც იქაურ მკვიდრად უღიარებია და ბოგანოდ მოსულობა
გადაუფუჩეჩებია. მიუხედავად ქართულ-ბერძნული ისტორიის წყაროებისა, მათმა ისტო-
რიამ მეფის წართმევაც კი მოგვინდომა და დიდი დავითკურაპალატი თავის მეფედ აღია-
რა, რასაკვირველია, იმ განზრახვით, რომ ქვეყანა დაერწმუნებინა: თუმეფე ჩვენი იყო,
მაშასადმე, მისი სამფლობელოც სასომხეთი ყოფილაო. მომავლის გასაკვლევად სხვისი
წარსულის მისაკუთრება და მისივე ყოფილის უარის-ყოფა უპირველეს ხერხად უჭირავთ
ხელში“[2,323]).
ამავე ისტორიულ ეპიზოდებს უკავშირდება პორტაიტისას ისტორიაც.
გადმოცემით, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მოციქულს დაუწერია. IXს.-მდე მისი
ისტორია უცნობია. IXს.-ში ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს ბრძანე-
ბით, ხატებს ანადგურებდნენ. მცირე აზიის ქ. ნიკეაში, კეთილმორწმუნე ქვრივის ოჯახ-
ში, მხედრებმა იპოვეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი; ერთმა მათგანმა „მახვილი
დასცა პირსა ხატისასა“ - ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. ქვრივმა დიდძალი გამოსასყიდი
აღუთქვა მხედრებს, თავად კი, მთელი ღამისგანმავლობაში მუხლმოყრილი ლოცვის
შემდეგ, ღვთის განგებით, ზღვის ტალღებს მიანდო ხატი, რომელიც, ტალღებზე აღმარ-
თული, დასავლეთისაკენ გაემართა. მცირე ხნის შემდეგ ათონის მთაზე დამკვიდრებულმა
ვაჟმა ქვრივისა მეუდაბნოე მამებს უამბო მახვილდაკრული ხატის ამბავი.
XIს.-ის დამდეგს, დიდმარხვისას, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე ნათლის
სვეტი - ღვთისმშობლის ხატს რომ ადგა. ბერებს (და თავად გაბრიელსაც) ჰქონდათ ხილვა,
რომ ტალღებზე რწმენით უნდა გაევლო გაბრიელს და ყველა იხილავდა ღვთისმშობლის
სიყვარულს ქართველთა სავანისადმი [22,68].
„ქართველთა კლასიკური წარსულის საერთო სურათი პირველად ჩამოაყალიბა ანტონ
ბაგრატიონმათავის „წყობილსიტყვაობაში“. იგი ემყარებოდა ისტორიოსოფიის კულტუ-
რულ-რელიგიურკონცეფციას.
შემდგომ ცდას ეროვნული კლასიკური წარსულის საერთო სურათის შექმნისა წარმო-
ადგენს გრიგოლორბელიანის „სადღეგრძელო“. გაოცებას იწვევს, რომ „სადღეგრძელოში“
განდიდებულ გმირთა შორისარ გვხვდება თორნიკე ერისთავი, რომელმაც ბიზანტიის
დამმარცხებელი ბარდა სკლიაროსი დაამარცხადა რომლის მონაგებთა წყალობით და-
არსდა ივირონი და განივრცო ქვეყანა.
„სადღეგრძელოში“ მოცემული კლასიკური წარსული მოწოდებულია საერთო კულტუ-
რულ-ისტორიული თვალთახედვით. მეტადრე მას მართებდა თორნიკეს ღვაწლთა აღწე-
რა. გარკვეულიაზრით, აღნიშნული ხარვეზის ამოვსებაა „თორნიკე ერისთავი“ აკაკი წერე-
თლისა“ [5,174].
აკაკი ისტორიულ პიროვნებათა ცხოველმყოფელ გალერეას ქმნიდა, წარმოსახული პერსო-
ნაჟებითაცამდიდრებდა გმირთა დასს. ერთიღა ეოცნებებოდა: „მოვა დრო, როდესაც მო-
მავალი ჩვენიისტორიკოსები მოუყრიან თავს... ნაწყვეტ-ნაწყვეტებს, გამოარკვევენ, და
ისე, როგორც ხელოვან-მოსაქნარემ სხვა-და-სხვა ნაწყვეტნაწყვეტ ფერადებისაგან მოქარ-
გოს ძვირფასი სამოსელი, შეადგენენერთ ვრცელ ისტორიას ჩვენი სამშობლოისას, მაგრამ
ეს იქნება... საქართველოს ტრაგედია საზოგადოთდა კერძოთ - მოწმობა ენისა, რჯულის
და ერთობისათვის“ [3,261
აკ.წერეთელი „თორნიკე ერისთავი“( კარი I)
გაკვეთილის თემა
|
ა.წერეთელი - „თორნიკე ერისთავი“
I კარი (ტექსტზე მუშაობა)
|
სწავლებისსაფეხურიდა კლასი
| |
|
საბაზო საფეხური
!x კლასი
|
საგანი,მასწავლებელი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
15 მოსწავლე
|
განსაკუთრებულიმიდგომების საჭიროებისმქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონემოსწავლე კლასში არ არის
|
გაკვეთილის სასწავლომიზნები
|
გააზრებული კითხვისა და ანალიზის, მარტივი
კვლევითი უნარების განვითარება. მოსწავლეები გა-
მოთქვამენ ვარაუდებს ნაწარმოების პირველ კარში გა-
მოყვანილი პერსონაჟებისა და მათი ისტორიულობის
შესახებ.შეეცდებიან, ახსნან, რის თქმა სურდა მწერალს
ისტორიული ამბის გადმოცემით.
|
ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევიშედეგი/ინდიკატორები
|
II.1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის
შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმა-
ციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
* ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა დადე-
ბულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს
არავერბალური ხერხებით: ყურადღებიანი მზერით,
თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
* მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს.
* ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციი-
დან.
* წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებულიგადა-
წყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთანდაკავში-
რებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილე-
ბამდე;
VII. 7 . მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატ-
ვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გა-
ანალიზება, მათ მიმართ საკუთარიდამოკიდებულე-
ბის გამოხატვა და ახსნა.
* კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებსსხვადასხვა
მიზნით
(შესწავლის, ესთეტიკურისიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორ-
მაციის
მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
* საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულ-
მა;რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები;
რა -უცნობი და გაუგებარი;
* ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად დააჯ-
გუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
* ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა
დამოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედ-
ვით;
VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზე-
ბა სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების
მიხედვით.
ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი გან-
წყობას ნაწარმოებში;განმარტავს, რა იქცევს მკითხვე-
ლის ყურადღებას;
* ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების
შექმნის ზოგიერთ ხერხს (მაგ., ავტორისეულ დახასი-
ათებას, მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს დასხვ.);
* ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას,შედა-
რებას, მეტაფორას) და განმარტავს მათს ფუნქციას
ტექსტში;
* განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟე-
ტის განვითარების საფეხურები.
|
თანმიმდევრობა (აქტივობადა დრო)
|
. კლასის ორგანიზება - 2 წთ.
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას და შეფა-
სების რუბრიკებს
2. პრეზენტაცია ისტ-ის გამოყენებით - 4 წთ.
მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციას ისტ-ის
გამოყენებით: „X საუკუნის საქართველო და თორნი-
კე ერისთავი.
3. მინი ლექცია - 3 წთ.
მოკლედ ვისაუბრებ XIX საუკუნის საქართველოს
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.აგ-
რეთვე ბერების ცხოვრებაზე.
4.საკლასო დავალება - 12 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ მცირე ჯგუფებად.თი-
თოეულ ჯგუფს სამუშაოდ ვაძლევ ტექსტის განსაზ-
ღვრულ მონაკვეთს თანდართული კითხვებითა დაც-
ხრილით. (იხ. დანართი #1) მათ ევალებათ წაიკით-
ხონ ტექსტი, უპასუხონ კითხვებს და ცხრილის სახით
წარმოადგინონ, დასახელებული პერსონაჟებიდან
რომელია ისტორიული პირი და ვინ შეიძლება იყოს
გამოგონილი.
I ჯგუფი - შესავალი, პირველი კარის I თავი.
1. როგორი პოემაა „ თორნიკე ერისთავი?“
2. რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ პოემა წარსულში
მომხდარს ეძღვნება?
3. საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს ეძღვნე-
ბა პოემა.
4. როგორ ახასიათებს ავტორი ქართული ნადიმის
ტრადიციას და რას ამბობს ამ კუთხით აწმყოში არსე-
ბული ჩვევის შესახებ?
5. რას მიიჩნევს ავტორი საქართველოს ძლიერების
ორ უმთავრეს მიზეზად?
II ჯგუფი - პირველი კარის II და III თავი.
1. რა მიზეზი ჰქონდათ ქართველებს მხიარულებისა?
2. რას ამბობს მეფე ერთი კაცის „განსჯისა“ და რას -
„სამსჯავროს“ შესახებ?
3.დარბაზობაზე პირველ ბრალმდებლად ვინ გამოვიდა?
4. რაში დასდეს ბრალი თორნიკე ერისთავს?
5.აღწერეთ თორნიკე ერისთავის პორტრეტი!
6. გადმოეცით ეპიზოდი, თორნიკე სამსჯავროს წინაშე!
7. რატომ გადაწყვიტა თორნიკემ საერო სამსახურზე
ხელის აღება?
III ჯგუფი - პირველი კარის IV და V თავი
1.საქართველოს წარსულზე საუბრისას რას უსვამს
ხაზს მხედართმთავარი, როგორ მოახერხა ქართველო-
ბამ,განსაცდელისთვის დაეღწია თავი?
2. რა მნიშვნელობას იძენს თორნიკე ერისთავის სიტ-
ყვები XIX საუკუნის გადასახედიდან?
3. რას ახასიათებს თორნიკე ერისთავი თავის წინამორ-
ბედ მხედართმთავარს?
4. რა არგუმენტით ასაბუთებს მხედართმთავარი საკუ-
თარ გადაწყვეტილებას?
5. რა შეგიძლიათ თქვათ, პოემის მიხედვით, სიტყვის
ძალაზე?
IV ჯგუფი - პირველი კარის VI და VII თავი
1.რომელ მონასტერში მოღვაწეობდა იოანე ათონელი,
ვინიყო ამ მონასტრის წინამძღოლი?
2. აღწერეთ წმინდა მთაზე მდებარე ათანასის ლავრა,
როგორ გვიხატავს ავტორი პეიზაჟს ამ ეპიზოდში?
3. რა არის განსაკუთრებით თვალშისაცემი ბუნების
აღწერისას?
4. იოანეს შესახებ პოეტი წერს: „მაგრამ გული-კი
ისევე უღელავს ხოლმე ვნებითა.“ - რა არის, პოემის
მიხედვით,იოანეს ღელვის მიზეზი?
5. საკლასო დავალების პრეზენტაცია - 20 წთ.
ჯგუფები თანმიმდევრობით წარმოადგენენ ნაშრო-
მებს კლასის წინაშე.
6. გონებრივი იერიში - 2 წთ.
თქვენი აზრით,რატომ აღწერს აკაკი წერეთელი
XIX საუკუნეში X საუკუნის ამბებს?
7. შეფასება და საშინაო დავალება - 2 წთ.
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ წარდგენილი
რუბრიკების მიხედვით. მოსწავლეები უნდა გაეცნონ
სახელმძღვანელოში მოცემულ ნაწყვეტებს „იოანესა და
ექვთიმეს ცხოვრებიდან“, მოძებნონ მათი შესაბამისი
ეპიზოდები პოემაში და შეავსონ ცხრილი. (იხ.სახელ-
მძღვანელო .პოემის ბოლოს)
|
-- |
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
|
საკლასო მენეჯმენტი -საგანმანათლებლორესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი.ნ. ღონღაძე- ქართული ენა დალიტერატურა ixკლასი;
ფორმატები ცხრილებით, მარკერები, ფურცლები კითხვარებით.
|
დანართი #1
|