Sunday, September 28, 2014

27 სექტემბერი აფხაზეთის ომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ დღეს, განთიადისას, სოხუმი დაეცა. ქალაქის აღებას წინ უძღოდა 27 ივლისის შეთანხმება, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. ამიტომ, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა 16 სექტემბერს რუსეთის ხელშეწყობით სოხუმზე იერიში მიიტანეს, ქალაქი ქართული საბრძოლო აღჭურვილობისგან თითქმის დაცლილი იყო და ჩვენს ჯარს მხოლოდ ადამიანური რესურსების გამოყენებით უხდებოდა ბრძოლა. მიუხედავად ამისა, ქართველები 12 დღის განმავლობაში გმირულად იგერიებდნენ სეპარატისტთა შემოტევას.
სოხუმის დაცემის შემდეგ, 29 სექტემბერს, ოჩამჩირე დავკარგეთ, 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპირებით დასრულდა. ეს ომი ქართველი და აფხაზი ხალხის უდიდესი ტრაგედიაა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.



გვახსოვდეს აფხაზეთი
"თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ"...
"თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ"...

"ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს აფხაზეთს მამულისათვის შეწირულთა სულნი. `მხოლოო ცხოველსმყოფელო უფალო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა შენსა დააწესენ და განსვენება მიჰმადლე მათ, მხსნელო". სამშობლოსათვის თავდადებულნო, ლოცვითა თქვენითა შეეწიეთ საქართველოს.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1993 წლის 27 სექტემბერს გუდაუთაში აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის გარემოებებიდან მრავალი რამ ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ცხადზე ცხადია ერთი რამ: ქართველი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ყველაზე კეთილი ურთიერთობების მქადაგებელი განგმირეს აფხაზური, უფრო სწორად, აფხაზების ტყვიით, მოკლეს მხეცურად მკერდში, მუცელში, თავში ნასროლი ტყვიებით.
ჟიული შარტავას დიდი იმედი ჰქონდა თავისი აფხაზი მეგობრებისა, რომლებიც მრავლად იყვნენ გუდაუთაში. მათ არწმუნებდა, რომ არა აქვთ უფლება, დაარღვიონ არა მარტო პირადი მეგობრობა, არამედ ქართველებისა და აფხაზების მეგობრობა. ასე აზროვნებდა და მსჯელობდა იგი. შესაძლოა, სწორედ "მეგობრებმა" შეუწყეს ხელი ამ დიდი პიროვნების ტრაგიკულ აღსასრულს. არა აქვს მნიშვნელობა, პირადად ვისმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. ნათელია, რომ უკეთეს შემთხვევაში მათ არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, ხოლო უარესში - თვითონ შეუწყეს ხელი ამ მუხანათურ მკვლელობას.
იმ მძიმე დღეებში ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ მინისტრთა საბჭო უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. მისი პასუხი ასეთი იყო: "მე აქ უნდა ვიყო, რადგან ხალხი მუდმივად რეკავს და თუ აღმოჩნდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის, შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს და ამას უარესი შედეგები მოჰყვეს".
ჟიული შარტავას თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა და გმირობაც სწორედ იმით გამოიხატებოდა, რომ აფხაზეთში ყოფნის პირველი დღიდანვე გრძნობდა, თუ რაოდენ არამყარი იყო მისი სიცოცხლის ძაფი, მაგრამ სულიერად არ ტყდებოდა.
ერთ-ერთ ყველაზე უმძიმეს დღეს მას სოჭში მოლაპარაკებაზე წასვლა მოუხდა. როდესაც სოჭში მყოფმა შეიტყო, რომ ქალაქში არ წყდებოდა სროლა, იყო უამრავი მსხვერპლი და ნგრევა, თვალში ცრემლმომდგარმა რამდენჯერმე გაიმეორა:  "რატომ წამოვედი, რატომ დავტოვე სოხუმი ასეთ მდგომარეობაში".
"სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენ ბევრჯერ ვთხოვეთ ჟიული შარტავას, დაეტოვებინა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა, - იტყვის შემდეგ ამ ტრაგიკულ დღეზე, 27 სექტემბერზე სანდრო კავსაძე, -  გამთენიისას თითქმის დავიყოლიეთ და ის მაინც უკან დაბრუნდა. "ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია, ჩვენი მისიაა - შევარიგოთ ორი ხალხი, მე ხელს არ მახლებენ".
გუდაუთელთა რადიოკავშირიდან დაჭერილ ხმებში კი ისმოდა:
"ავიღეთ აფზაზეთის მინისტრთა საბჭო, ხელში ჩავიგდეთ შარტავა და სხვები, რა გავაკეთოთ? ხელისუფალთ გადავცეთ?... წაიყვანეთ გუდაუთაში, მათ აფხაზეთის მიწა უნდოდათ და დაე, ჭამონ იგი"...

* * *
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ 1995 წლის ივნისში ინგლისში ყოფნის დროს კენტენბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქმული სიტყვიდან:
"ერთ მაგალითს გაგაცნობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე იგი კომკავშირის ცკ-ს მდივანი, რუსთავის მერი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მას ყველგან იცნობდნენ, როგორც გამორჩეულად პატიოსან, მომთხოვნ, გონიერ, ერთგულ ადამიანს. კომუნისტური რეჟიმის დროს ის ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. აფხაზეთში ყოფნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფ სამღვდელოებას, ბერებსა და მონაზვნებს. ისინიც ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მას.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული-დავითიც (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო.
სამი დღის შემდეგ სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ბატონი ჟიული-დავითი ტყვედ აიყვანეს (მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ხალხი არ მიატოვა) და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ის ჟიულისა და მისი ერთი თანამებრძოლის მკვლელობის თვითმხილველი იყო. ავტორმა არ იცოდა, რომ ის პიროვნება, ვის შესახებაც მწერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. წერილში, რომელიც რუსულად იყო შედგენილი, ეწერა:  "გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, ამტანობამ, სიმამაცემ, სამშობლოსა და თავისი ქვეყნის სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რომ იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. მჯერა, რომ ასეთი შვილების გამზრდელი ერი არ გადაშენდება". ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც იღებდა მონაწილეობას (შეიძლება პასიურს) შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში".

* * *
15 სექტემბერს, გამთენიისას იგი შექმნილი მდგომარეობის გამო პრეზიდენტთან შესახვედრად სოხუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. 16 სექტემბერს, დილით ადრე სოხუმიდან დაურეკეს. საუბრისას მან თანდათან დაკარგა ფერი, შემდეგ კი მეუღლეს მიუბრუნდა: "მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთში". შემდეგ, სოხუმში წასვლის წინ კიდევ ერთხელ "დაამშვიდა" ის:  "ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ, ახლა ესეც უნდა ვნახოთ". მიმავალმა კი, კარებთან დამშვიდობებისას ასე უთხრა მას: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ".

* * *
მისი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებს კი ასე იხსენებენ:
მონაზონი ევგენია (მახარაძე):
28 აგვისტოს, წირვის შემდეგ ტაძარში შემოვიდა ბატონი ჟიული შარტავა. ტაძარში უკვე აღარავინ იყო. დიდხანს, დიდხანს მარტო ლოცულობდა. ძალიან იმოქმედა, თვალცრემლიანი შევცქეროდი"...
მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე):
"ჩვენი ხშირი სტუმარი იყო ჟიული შარტავა. იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი გვეპყრობოდა. მეუფე დანიელმა, მისივე თხოვნით, სახელი შეუცვალა მას და დავითი უწოდა".
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი):
"ორი ღამე ჩვენთან ერთად გაათია ჟიული შარტავამ. მამამისი მამაჩემს უყვარდა ძალიან. მასთან მუშაობდა და მუდამ დალოცავდა ხოლმე, როცა გაიხსენებდა. ჟიულისაც გაეხარდა, რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემი სულისთვის ილოცეო, - მითხრა. მიგვიწვია კაბინეტში, ის წუთები დაუვიწყარი იყო, მცირე პაუზა ჩამოვარდა... ჟიული ფეხზე წამოდგა, ხატებთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, ხელები ზევით აღაპყრო და - ღმერთო, ყველას მაგიერ მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო, - წარმოთქვა ხმამაღლა, შთაგონებით. გავიღიმე და ვუთხარი:
-რაც ღვთის ნებაა, ისე იქნება, ჩემო ბატონო... ეს ქვეყანაც არსებობს და ის ქვეყანაც... მამათქვენს კალისტრატე ჰქვია, მეც კალისტრატე ვარ და ორივე ვილოცებთ თქვენთვის-მეთქი.
გაიღიმა. მეორე ოთახში გავიდა; ფლომასტერები გამოიტანა და დაგვირიგა... ეჰ, მშვიდობა რომ იყოს, კი ვიცი, როგორი მასპინძლობა გეკადრებათ თქვენო, - გვითხრა. გამოვართვი ის ფლომასტერი და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიქვიას. მისი სულისათვის კი მარადის ვილოცებ... თუმცა, ის, ვინც სამშობლოსათვის წამებით აღესრულა, ვინც მოიხადა თავისი ვალი, უკვე სუფევს სასუფეველში.
უფალმა გაანათოს მისი სული... უფალმა სამშობლო უცოცხლოს"...

* * *

"ღმერთო, სულთაო და ყოველთა ხორციელთაო,
რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე,
და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე,
შენ, უფალო, განუსვენე სულთა მონათა და
მხევალთა ამათ, ადგილსა ნათლისასა,
ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა"...

ხათუნა რაქვიაშვილი

Wednesday, September 24, 2014

აფხაზი გოგოს დღიური, ანუ შემზარავი ისტორია

  • 63

ძალიან შემზარავი ისტორიაა და მხოლოდ მაშინ დატოვეთ კომენტარი როცა ბოლომდე წაიკითხავთ !!!
,,ო! ღმერთო,ისმინე ვედრება ჩემი!,,
ოი, უფალო,ღმერთო,მამაო ჩვენო ზეციერო,პატრონო,მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთმანეთისა სისხლის მსმელად და ხორცის მჭამელად?! რა შეგცოდე,რმერთო,მე უბედურმა ასეთი.რომ ერთმანეთის ხელით დამიხოცო უნდა ჩემი საყვარელი ძმა ნიკო და თემური.
შურა-დედა და ჩემი მშობელი დედა ერთად გაზრდილან, გათხოვებაც ერთ კუთხეში გადაუწყვეტიათ.მე და ჩემი ძუძუმტე ნიკო ერთ კვირაში დავიბადეთ.ერთი თვისაც არ ვყოფილვარ,როცა უფალმა წამართვა დედაც და მამაც,მე და ჩემი უფროსი ძმა თემური დავრჩით ობლად.მამა შახტების აფეთქებაში მოყბა,დედა მანქანით დაიღუპა.ბიძებს წავუყვანივართ გასაზრდელად.მე და ნიკოს დედა-შურას მკერდი დაძმურად გაგვიყვია.რომ წამოვიზარდეთ,ბიძებს ბევრი უცდიათ ჩემი გადაყვანა, მაგრამ მე იმდენად ვყოფილვარ შეზრდილი ნიკო და თამუნას,რომ ვერავინ ვერ შეძლო მოეწყვიტა ჩემი გული ამ ოჯახისთვის. ქართულ სკოლაშიც მათი სიყვარულით მოვხვდი. ჩემთან ხშირად დაიოდა თემური და მისი დახმარებით ვეუფლებოდი მშობლიურ ენას. ათი წლის შემდეგ მე უკვე ზემოთ დავიწყე სიარული მათთან და ჩემი სისხლის სითბო და სიტკბო დღითიდღე იგრძნობოდა და იზრდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
მალე მე შევამჩნიე,რომ მეამაყებოდა ჩემი ეროვნება.მომწონდა ჩვენი ერის სიდინჯე და თავდაჭერა,ახალგაზრდებისაგან უფროსების პატივისცემა.მაგრამ მიხაროდა,რომ მე ვითვლებოდი როგორც საქართველოს მოქალაქედ,ისე აფხაზ ქალიშვილად და არ ვიფიქრებდი არასდროს, რომ მე დღევანდელი დღე მოესწრებოდა ჩემს საამაყო კუთხეს. 18 წელი ისე გავიდა ჩემი ძიძის ოჯახში,ერთი სიტყვაც არ მახსოვს ეთქვათ რამე დამამცირებელი აფხაზეთის მიმართ,პირიქით ყოველთვის აქებდნენ ან ადიდებდნენ ამ ერს. და დღესაც,ღმერთო შენ დაუბრუნე ის ნდობა და სიყვარული ორ,მსოფიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ორ პატარა ერს!
14 აგვისტო
რომ ვიცხოვრო ორი საუკუნე დღეიდან, არასდროს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ეს დღე.აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა და წამება.ამ დღიდან ჩემს სახეს არ გაკარებია ერთI უბრალო ღიმილიც კი.ყოველ ღამე შიშში და ლოცვაში ვათენებ დილას. დილით მუხლმოყრილი ვევედრები ღმერთს,შეიწყალოს მონა მისი და დაუბრუნოს მას დაკარგული გონიერება.
ნიკოდა თამუნა,როგორც ყოველთვის, დღესაც გამამხიარულონ გული, მაგრამ ვერაფერს ხვდებიან.
28 ნომებერი
როგორც იქნა (მოვიცალე),მოვნახე დრო, გამეცნო თქვენთვის ჩემი ვარამი.მე უკვე აღარ ვარ ქართველის ოჯახში.დაუნდობელმა სისხლისღვრამ დამიკარგა ყველა, არც ვიცი,ცოცხლები არიან თუ არა.ქართველთა ნასროლმა ცეცხლმა შუაღამით წამოგვაგდო საწოლიდან: ღამის წყვიდადიდან შემზარავი ჯოჯოხეთური წივილ-კივილიდან უცნობი მამაკაცის ხელმა გამიყვანა.მას შემდეგ ძცემი ძიძის ოჯახზე არაფერი ვიცი,სახლი კი დაინგრა.ჩემი გადამრჩენი აფხაზი ეროვნების იყო.დღეს მე ხიზნულთა წრეში ვარ. ყოველდღიურ შიშსა და ბობვას შევეჩვიე,ახლობლების დაკარგვის კი-ვერაფრით.ყოველდღე ცრემლით გავყურებ დანგრეულ ჩვენს უბანს,ვათვალიერებ ხალხს,იქნებ თემურს ან ნიკოს მოვკრა თვალი,მაგრამ დღემდე ვერააფერი გამიგია.
დღეს იშვიათი ამბავი მოხდა შტაბში.18 წლის ვაჟმა თავი მოიკლა.მკვდარს ხელში სისხლიანი სურათი ეჭირა. სურათიდან ლამაზი გოგონა იყურებოდა. სურათს სრულად ეწერა:
,,მაპატიე,ეკა მეტი აღარ შემიძლია’’.
გავიგე, ეს ბიჭი ქართველ მეზობელ გოგონაზე იყო შეყვარებული; ახლობლები ყველა გასულ დღეებში მიუბარებია მიწისთვის. ზოგიერთმა ისიც კი მოჭორა,მისი საყვარელი გადამთიელებისგან იქნა გაუპატიურებულიო.
ამ დღეს ხალხში ხშირად ისმოდა წყეული არძინბას წყევლა.მე კი გულშუ ,,ამინს ვიძახოდი”.
საღამოს შტაბში ორი აფხაზი ძმა იქნა დახვრეტილი,რაღაც ამბის გატანა ედებოდათ ბრალად.მათი ცოდვით ახლაც ვერ მოვსულვარ გონს.
ღმერთო დიდებულო, შენ მოუღე ბოლო ამ ჯოჯოხეთს.
ამინ!
29 ნოემბერი
თამუნა და დედა-შურა დღეს დავიტირე.ნაცნობმა მითხრა მათI დაღUპვის შესახებ.ოო! ღმერთო,შენ შემინახე თემური და ნიკომშვიდობითმრომ ჩემს ცხოვრებას რაიმე აზრი ჰქონდეს.
ქართველთა მხრიდან შეტევები გრძელდება.ყუმბარას ბათქი უკვე არავის აკვირვენს,არც შიშს გამოხატავს ვინმე.ჩემთვის სულერთია სიკვდილი და სიცოცხლე. ჯიშამოსაწყვეტი გადამთიელების ყოველღამინდელი სიმღერები მიკლავს გულს.აუტანელ ზიზხს მგვრივს მათი ხარბი და დაჟინებული მზერა ჩვენი დაძონძილი ხალათის მკერდთა საკინძეებზე. ნეტავი დამთავრდებოდეს ან სიკვდილით,ან სიცოცხლით ეს ჯოჯოხეთი!
30 ნოემბერი
დღე იყო ძალზე შემზარავი.ამ დღეს დაიმარხა 18 აფხაზი მეომარი და ვერტმფრენით გაიგზავნა 13 გადამთიელის ცხედარი.მათ გაგზავნამდე დაგამთიელებს 15 ქართველი ტყვე უნდა დაეხვრიტათ. მათ შორის ერთ სვანი ვაჟკაცი,რომელიც სილამაზით ძაან ჰგავს ნიკოს,ჩემი მუდარითა და ბიძაჩემის ავტორიტეტით იქნა გადარჩენილი.მე მუხლმოყრილი ვეხვეწე ბიძაჩემს,არ დაეხვრიტათ ეს მზესავით ვაჟკაცი.ის გამოიყვანეს ხელშეკრული.ჯინსის შარვალი და შიშველ მკერდზე ხუჭუჭა თმა,ფართე მხრები და მშვიდი სახე ისე შვენოდა,ასეთი მშვენების მოსპობას,გარდა მხეცისა,ვინ შეძლებს ნეტა!?ის გამოდიოდა მშვიდად ,თითქოსდა დასახვრეტად კი არა.ნადიმზე ეპატიჯებიანო.მან გარშემო მიმოიხედა.თითქოსდა ნაცნობს ეძებსო,და მზერა ჩემზე შეაჩერა.მომეჩვენა,შველას ჩემგან ელოდა.გადამთიელებმა მის თვალწინ დახვრითეს 14 ქართველი. ამ დროს ის ცას შეჰყურებდა,თვალს არიდებდა ამ სანახაობას.დახვრეტილებში ისეთი ახალგაზრდები ერივნენ,რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჩავს. სადღაც,გულის სიღრმეში მიხაროდა,რომ ერთ მაინც გადავარჩინე, სულ თვალწინ მიდგას მისი მშვიდი მზერა, ჩემგან მისი გადარჩენის მიზეზიც სწორედ ეს იყო.ამ მზერამ გააბედინა ჩემს გულს.მეთხოვა მისი გადარჩენა .ნეტავ მომცემს ღმერთმა ის ძალა,ვუშველო და დავუბრუნო გულუშიშარი ვაჟკაცი თავის ოჯახს!
3 დეკემბერი
თემურზე და ნიკოზე კვლავ არაფერი ვიცი.ვერ გამიბედნია საკუთარი გულისთვის მათზე ცუდის ფიქრი.ოო!ღმერთო, შენ დაიფარე ისინი ყოველგვარი უბედურებისგან!
ჩემს საზრუნავს კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა. შტამბში მოიყვანეს 8-9 თვის ბავშვი ქართველის ოჯახიდან, მშობლები და ახლობლები ომის ქარცეცხლს უმსხვრეპლია. უფროსებმა ახალგაზრდა ქალებს შესთავაზს ბავშვის დედობა ყველამ უარი განაცხადა, ჩვენ ჩვენი გვიჭირსო.
ბავშვი მთელი ძალით გაჰკიოდა,ითხოვდა დედას და საჭმელს. ქალები ზოგი ზიზხიტაც კი შეჰყურებდა ამ საცოდაობას. ზოგი ქალი ტიროდა მისი ცოდვით,ახლოს კი არ ეკარებოდა იმის შიშით ,ბოლომდე მე არ დამრჩესო მოსავლელად.ყველამ გაკვირვებით შემომხედა,როცა თვრამეტი წლის გამოუცდელმა კალიშვილმა ბავშვი გულშჰი ჩავიხუტე. ბიძამაც შავი დღე დამაყენა,მაგრამ ჩემი არ დავიშალე.
უკვე ღამის 3 საათია.პატარა ნიკოს მშვიდად სძინავს,მე კი ისევ ვლოცულობ:ღმერთო, შენ მანახე ცოცხალი ჩემი ძმა ნიკო და თემური.შენ დაუბრუნე თავის ოჯახს უცნობი ტყვე,სვანი ვაჟკაცი და მომე იმდენი ძალა.გამოვზარდო ჩემი პატარა ნიკო,როგორც გამომზარდა მე ცხონებულმა დედა-შურმა!
4 დეკემბერი
ჩვენ ქალაქში ბევრი ქართველია დარჩენილი.შიმშილმა შეაწუხა ეს საწყლები.ზოგჯერ ვეხმარები შეძლებისდაგვარად შტაბში მოპარული პურით,მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
დღეს ქართველ მამაკაცთა ჯგუფმა უფროს მოაკითხა, შესთავაზეს-პური და იარაღი ნოგვეცი და თქვენთან დავდგებითო.მეშტაბეს გაეცუნა და უპასუხა: ახლა მშიერი ხართ და ერთგულებას Gმეფიცებით,გაძხებით,ტყვიას დამიშენთო. ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო და მეშტაბეს უთხრა: გამოგვცადე,ბატონო,და თუ გიღალატებთ,ცოლ-შვილით სად წაგივალთო. მეშტაბეს უფრო გაეცინა და უპასუხა: ის აფხაზი,ვინც აფხაზს ტყვიას ესვრის,არც ქართველის ძმა იქნება და ქართველიც ქართველზე მონადირე ჩემი ერთGული არ იქნებაო.
უფროსის პასუხმა ხალხი მოთოკა და დაშლა დაიწყეს.მეშტაბემ შეაჩერა და უთხრა,მოეტანათ სია და დაჰპირდა დახმარებას.გადამთიელები შეეკამათნენ,-დახმარება კი არა,ამოწყვეტა უნდა მაგათო,-განაცხადეს.მეშტაბეს კვლავ გაეცინა და უპასუხა:აფხაზეთში არის შემორჩენილი კუთხე-ები,სადაც ქართველები ინახავენ ჩვენს ხალხს და იმათმადლზე ჩჰვენც უნდა დავეხმაროთ ამათო. აღტაცებული დავრჩი უფროსის პასუხით.იმედი მომეცა იმისა,რომ კვლავ გაიბმება ამ ერთა შორის სიყვარულისა და ნდობის ქსელი.
ღმერთო,შემ შეუწყვე ამას ხელი!ამინ!
7 დეკემბერი
ჩვენი ქალაქის ვარამი დღითიდღე იზრდება.აცივდა,ჩამოთოვა და ომმაც ახლოს მოიწია.ნიკოზე და თემურზე არა ისმის რა,გარდა ჭორისა,თითქოს ნიკომ იარაღს მოჰკიდა ხელი და ფრონტს შეუერთდა.თემურზე კი მეჩვენება,ძიძა მიმალავს რამეს. პატარა ნიკო შეუერთდა თავის ბედსა და ახალ დედას. ჩემს ცხოვრებასაც გაუჩდა ერთი მიზანი: მე უკვე დედა ვარ და სიკვდილის უფლება არ მაქვს,სანამ ნიკოს არმონახავს ნამდვილი დედა (თუ უფალმა არ ინება!).პატარა ნიკოს სიყვარულმა ოდნავ შემიმსუბუქა ჩემი უბედურება.ყველას უკვურს ჩემი სიმარჯვე ბავშის მიმართ და ზოგიერთი მეხმარება კიდეც.
გადამთიელებმა ტყვეები მოყარეს.მათში 13 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონაც ერია.ბიჭუნა ტიროდა,გოგონა ცდილობდა დაემშვიდებინა,თვითონ კი იცრემლებოდა.ერთი, ეშმაკის მსგავსი გადამთიელი,რომელიც ქალების ტილად ითვლებოდა შტაბში ,თვალს არ აშორებდა მათ.გოგონას ბავშვურ სახეს ქალწულობის იერი გადაჰკროდა.გადამთიელმა მახინჯმა თავის ბიჭებს გადაულაპარაკა.ბიჭებმა ბავშვები მახინჯის ოთახში შეიყვანეს,ტყვეები კი ორმოში ჩაამწყდიეს.ბიძასთან ხვეწნამ რო არ გაჭრა, გადამთიელის კარი აცრემლებულმა შევანგრიე. გულამოსკვნით მტირალ გოგონას მახინჯი ხელებით უალერსებდა,ბიჭიU კუთხეში ზურგით იჯდა და შეშინებული სლუკუნებდა.
მხეცო!- ვუყვირე მახინჯს და გოგოს ხელი მოვკიდე,რომ ოთახიდან გამომეყვანა.
გადამთიელი ცალი ხელით მწვდა,მისკენ მიმიზდია,კბენით გავუსხლდი ხელიდან და თავში სკამი დავუშვი.მხეცის თვალებში ცოფმა ამოხეთქა.არ ვიცი,რითი დამთავრდებოდა ეს ყოველივე,უცებ კარში მასიკი რომ არ შემოსულიყო,რომელიც შტაბში გამოირჩეოდა თავისი გულკეთილებით და გულადობით.
მახინჯი გადამთიელი მიხვდა,ფეხზე შეყენებულ თოფთან ხუმრობა რომ არ გაუვიდოდა და ბრაზი ნერწყვით გადაყლაპა.ბავშვები ჩემთან გადავიყვანე და რასაც ბუნტი მოჰყვა და შტაბში უფროსმა ძვლის შეაჩერა ომი..
9 დეკემბერი
პატარა ნიკოს მომავალმა შეაფიქრიანა; დღე-ღამე იმას ჩამჩიჩინებს,გადავფრინდე ვერტმფრენით ნათესავებთან, ადლერში,მაგრამ მტკიცე უარზე ვარ,სულ იმის შიშით ვარ,იქნებ ბიკო მოიყვანონ ტყვედ.შიშით ვერ გადამიწყვეტია წასვლა.
ამ დღეს შტაბში გლოვაა გამოცხადებული გუდაუთიდან ცუდი ცნობების შედეგად.ამას ისიც დაემატა, რომ ბესლახუბის ფრონტიდან სამი ცხედარი მოასვენეს.პირველი მახინჯი გადამთიელის იყო,მეორე-უცნობის,მესამეს ზეწარი უპროსმა ხელის კანკალიდ გადახადა,რომ ყველას დაენახა;ეს კეთილი მასიკასი იყო; ვიტირე მაგრად მიყვარდა ეს ვაჟკაცი როგორც ძმა. ღმერთო,შენ შეუნდე საწყალს,თუ რამე ცოდო ჩაუდენია თავის ცხოვრებაში, შენ მიიღე უფალო მისი წმინდა სული.ამინ!..
ხალხში ლაპარაკსაც მოვკარი ყური,თითქოსდა მასიკი მახინჯმა გადამთიელმა მოკლა,გადამთიელი კიდევ მასიკმა,სანამ სისხლისგან დაიცლებოდა,მაგრამ ამის აღიარებას უფროსობა ერიდებოდა.
13 დეკემბერი.
დილიდან წვიმიანი ამინდი იდგა მთელი ღამე გასაფრენად ვემზადებოდი. ბავშვი დავაძინე და მოსაღამოვდა კოდეც. ლოცვა რომ მოვამთავრე, ნიკოს მივუწექი, რომ ალერსში ჩემი თავი დამვიწყდებოდა. ტანზე არ გამიხდია, რადგან თემურს ველოდებოდი. კარზე ფრთხილი კაკუნი შემომესმა. ფეხაკრეფით გავაღე კარი. თემურის უკან ორი ვინმე დავლანდე. ოო! ღმერთო, დაილოცოს განგება შენი! ბედნიერი ვარ შენი წყალობით, ჩემს სიხარულს საზღვარი არ გააჩნია, დღეს ჩემს გვერდით არიან ჩემი ნიკო და თამუნა, ჩემი თემური და პატარა ნიკო. დედა-შურას სიკვდილი მართლა გამოდგა, მამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ.სანამ ნიკოსა და თამუნას ჩემს პატარა ნიკოს გავაცნობდი, თემურმა ბიძისაგან კიდევ ერთი სიხარული მოიტანა:ხვალ ადლერში ყველა ერთად გავფრინდებოდით, ხუთივე,და ვიცხოვრებდით ხიზანთათვის გამოყოფილ ბინებში, სანამ ომის ქარიშხალი არ ჩადგებოდა.
გვიან ღამე დავწერე ეს ყოველივ.უკვე ყველას ძინავს, ჩემს გარდა. მე ძილი არ მეკარება, ბედნიერებამ გამომაფხიზლა. ღმერთო, მადროვე და არ წამართვა ეს ბედნიერება!თემურს და ნიკოს ერთმანეთს ჩახუტებულებს სძინავთ თემურის საწოლზე. ღმერთო! ასეთი ჩახუტებული მანახე ჩემი საქართველო და აფხაზეთი. თამუნა პატარა ნიკოს ჩახუტებია.ახლა დავუვლი ყველას, გადავკოცნი მათ და მეც ბედნიერი დავიძინებ თამუნასა და პატარა ნიკოს გვერდით. გმადლობთ, უფალო, ამ ბედნიერებისათვის.არ მოუშალო ყველა მართალ კაცს ასეთი სიხარული! ხვალ საღამოს ადლერში ვიქნები და მოწყვეტილი ვიქნები ამ ყოველდღიურ ჯოჯოხეთს.
გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იმ სვან ჭაბუკს ვერაფრით ვერ დავეხმარე. ახალგაზრდა და-ძმა კი დაჭრილ აფხაზ ბიჭებში გაცვალეს. ბიძიას ბევრი ვეხვეწე, იმ სვანს დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მითხრა, ეს ბიჭი გუდაუთაში გაცვლაზე გვჭირდებაო.
14 დეკემბერი
ვუცდით ვერტმფრენს. ურიცხვი ხალხი ირევა. ემზადებიან გასაფრენად. ზოგს უხარია, ზოგს ეშინია, ზოგს კიდეც ცრემლი მოსდის, ენანებათ ახლობლების მოშორება;მეც ვიცრემლები, რაზე, არ ვფიქრობ, მაგრამ მთავარი საფიქრალი მაინც ჩემი ქალაქის მოშორებაა.
ოო!ღმერთო, გემუდარები და გევედრები 18 წლის აფხაზი ქალიშვილი: შენ შეიბრალე და შეიწყალე ქართველი და აფხაზი ერი, მოსპე ეშმაკი, რომელიც თესავს მათ შორის შუღლს და სიძულვილს, დაუბრუნე ხალხს ის ნდობა და სიყვარული, რაც საუკუნეების მანძილზე უტარებია! აპოვნინე ორთავე მხარეს იმდენი გონიერება, რომ გამოიცნონ ნამდვილი მტერი და მოყვარე! ქართველის სისხლით მოსვრილია დღეს აფხაზი მეომრის ულვაში და აფხაზის სისხლით ფერს იკარგავს ქართველთ სინდისი.
ოო! ღმერთო ჩემო! შენ შეისმინე დედათა კვნესა, ბავშვთა ცოდვისაგან ლამის ატირდეს კავკასიონაი. მამების ოხვრით შექანებულან მთები და ზღვები, ჩადენილ ცოდვას ვერ ჩამორეცხავს დიდი რიონი.
ღმერთო, უფალო, შენ გამიზარდე მე ჩემი ნიკო, შენ დამიტოვე ნიკო ცოცხალი, შენ შემინახე მე ჩემი თემური, სოსო, ვარლამი, თეონა, ლია, ნონა, მადონა, შალვა, ბიძინა, ლელა, ალინა და სხვა მრავალი! შენ დაიფარე დაღუპვისაგან საქართველო და მზე აფხაზეთი!
გამოჩნდა ვერტმფრენიც, ხალხს აჩქარება დაეტყო, აწი ადლერში გავაგრძელებ.
ვარგრძელებ ადგილზე.
ხალხი შეშინებულია. რაკეტა გვესროლესო,- აცხადებს მფრინავი. ბევრმა გადაიფიქრა წასვლა. მეც არ მიწევს გული, მაგრამ ბიძა არ მტოვებს. მგონი სვანი ტყვეც მოჰყავთ. დიახ, ეს ასეა, რამდენიმე ტყვეთა შორის ისიც მოჰყავთ; მალე ჩვენ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდებით. გულში თითქოს მიხარია. შენ მიხედე პატარა ნიკოს, უფალო, შენ გვამგზავრე მშვიდობით. ვეცდები ვერტმფრენში სვანის გვერდით მოვხვდე, რომ გავიგო მისი ვინაობა, გვარი უკვე ვიცი ქეთევანისგან, ჩხეტიანია, თავისით ჩაბარებული. დანარჩენს აწი დავამატებ. ღმერთო მშვიდობით გვამგზავრე!
ამინ!..
გადმოცემის თანახმად, ვერტნფრენის კატასტროფამ აქ შეწყვიტა დღიურიცა და აფხაზი გოგონას სიცოცხლეც მაგრამ მისი სიცოცხელე, ფიქრები, ოცნება და ნატვრა ირეკლება ჩემში, შენში, ყველა ჩვენგანში, ვისაც მასავით უყვარს საქართველო, აფხაზეთი და სჯერა მათი ხვალინდელი ერთიანობისა..

აფხაზეთო ჩემო....


1.        პროექტის სახელწოდება : აფხაზეთო ჩემო...
2.      პროექტის მთავარი იდეა :  აფხაზეთის ომის მიზეზების გაცნობა,აფხაზ და ქართველ მწერალთა შემოქმედების მიხედვით ომამდელი და ომის შემდგომი აფხაზეთის წარმოდგენა, აფხაზების მიმართ კეთილგანწყობის შექმნა და ნდობის აღდგენისა და ურთიერთგაგებისკენ მოწოდება. ომში დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემის გრძნობის გაღრმავება და მათ მაგალითზე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.
3.      პროექტის აქტუალობა: დღეისათვის საქართველოს დაკარგული ტერიტორიები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მისი გამთლიანება ყველა ქართველის ოცნება და უდიდესი სურვილია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ ომამდე ქართველი და აფხაზი ხალხის ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა და პატივისცემა როგორ შეცვალა უცხო ძალის მიერ პროვოცირებულმა სისხლისმღვრელმა ომმა, რომელმაც მტრობა და სიძულვილი ჩამოაგდო ქართველებსა და აფხაზებს შორის. ასევე აუცილებელია მოსწავლეები გაეცნონ ორივე პერიოდში შექმნილ ქართველ და აფხაზ მწერალთა შემოქმედებას ად მათში ასახულ სიყვარულისა და მტრობის ისტორიებს, რომელიც მათ რეალურ წარმოდგენას შეუქმნით არსებულ მდგომარეობაზე და დააფიქრებს, რა გზით შეიძლება აღდგეს ძველი ურთიერთობები.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალას / ფოტო–მასალას/აფხაზეთის ომზე,  გამოიკვლევენ მის გამომწვევ მიზეზებს.  მოიძიებენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი მწერლების მიერ საქართველოსა და აფხაზეთზე შექმნილ ლიტერატურული ტექსტების შესახებ, მოიძიებენ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ბიოგრაფებიებს, ფოტოებს, მათ გმირობაზე შექმნილ თხზულებებს, ლექსებს, ჩანაწერებს, სიმღერებს.
5.      მოსწავლეთა ასაკი: 14–15 წელი, მე–9 კლასი.
6.      პროექტის ხანგრძლივობა:2–3 კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები: აფხაზეთის ომის ისტორიაზე შეიქმნება ელექტრონული გაზეთი, მასში ასახული იქნება ომამდელი და ომის შემდგომი ფოტო–მასალა, ნორჩი მხატვრებისა და პოეტების თვალით დანახული აგრესია, ქართველი და აფხაზი მწერლების ლექსები და თხზულებები აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე, ომში დაღუპული  გმირების სურათებითა და ისტორიებით და მათ გმირობაზე შექმნილი ლექსებითა და ჩანაწერებით. ჩატარდება ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია: "კაცი სარანგი  – ჟიული შარტავა"
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ინტერნეტი, კომპიუტერი, წიგნები აფხაზეთის ომზე, სტატიები ჟურნალ–გაზეთებიდან,ინტერვიუები  ლტოლვილებთან, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან.
9.      პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად: ისტორიკოსებად, ლიტერატორებად და ჟურნალისტებად. .ისტორიკოსთა ჯგუფი იმუშავებს აფხაზეთის ომის ისტორიული საფუძვლების, გამომწვევი მიზეზების შესახებ. ლიტერატორთა ჯგუფი ეძებს და აგროვებს ქართველ და აფხაზ მწერალთა ომამდე და ომის შემდგომ შექმნილ ნაწარმოებებს. ჟურნალისტთა ჯგუფი იკვლევს ომში დაღუპული გმირების ისტორიებს და იღებს ინტერვიუს დაღუპულთა ახლობლებისაგან. ჯგუფები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს პრეზენტაციების საუალებით. მასალა ხარისხდება ელექტრონული გაზეთისათვის.  რუბრიკა:  „აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს" ასახავს აფხაზეთის ომის სისხლიან ისტორიას, რუბრიკა: „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო...“ გვიამბობს  ქართველი და აფხაზი ხალხის ძმობისა და მეგობრობის ისტორიას.  საგაზეთო სტატიები გაგვაცნობენ   ომში დაღუპული გმირების ისტორიებს,  გაზეთში წარმოდგენილი იქნება ფოტომასალა, ინტერვიუები .


1006360_570641706365995_1928425775_nზაზა დამენია 
(დ. 22 ოქტომბერი 1972 — გ. 16 აგვისტო, 2004, თლიაყანის მისადგომები) — საქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირი. აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე. 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.
2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ თავისი სიცოცხლის ფასად იხსნა თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან. საოცარია, რომ ზაზამ ეს დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა და ზუსტად აღწერა თავის დღიურში :
“სოხუმი, დაბა აგუძერა. ყოფილ პიონერთა ბანაკ “ჩერნომორეცს” ვუახლოვდებით. ამ ბანაკში უკვე მეექვსე თვეა დგას ბატალიონი. შესასვლელთან ყარაულში მდგომ ბიჭებს მივესალმე და ეზოში შევედი. მრავალწლოვანი ნაძვების ქვეშ ჩვენი ტექნიკა დგას. ადამიანის ხელითა და გონებით შექმნილ საშინელ ურჩხულებს თვალი მოვავლე და გული დამწყდა. ადამიანის სიცოცხლე ხომ ისედაც ბავშვის პერანგივით მოკლეა. ჩემი გულის ტკივილის დრო არ არის… ახლა ომია.. შტაბის წინ მსხდომ ოფიცრებს მივესალმე და ყაზარმაში შევედი. წამოწოლილ ბიჭებსაც მივესალმე. განაპირა ოთახი ოზურგეთელებს გვიკავია. სულ შვიდნი ვართ. შვიდიდან ექვსი ერთი სოფლიდან არიან… მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის… თითოეულის თვალებში მეგობრისა და თანამოძმისთვის თავდადება იკითხება. ასეთი ხალხის გვერდით მშიშარა ვერ იქნები… ომს თავისი კანონები აქვსო, ამბობენ, მე კი ვიცი, ომს საერთოდ არავითარი კანონი არ გააჩნია და არც არაფერს ემორჩილება.
ზაზა! – მომმართა ბატალიონის მეთაურმა შეიარაღების დარგში, – სასწრაფოდ მოემზადეთ, პოზიციებზე მივდივართ. ჯუმბერ მეტრეველი ცხინვალელია. მარცხენა ხელის მტევანზე მხოლოდ ცერა თითი აქვს. სოხუმში ერთ-ერთი დავალების შესრულებისას დაკარგა. ჭრილობის შეხორცებისთანავე ბატალიონში დაბრუნდა, ბიჭებს ვერ მივატოვებო… პოზიციაზე გასასვლელად ვემზადებით. იარაღის საწყობს მივაშურე. მთელი რიგი დგას. იარაღს, ტყვია-წამალს და ყუმბარებს არიგებენ. თვალი შევავლე საბრძოლო იარაღს და გავიფიქრე, ომში რამდენი ტყვიაც გავარდება, ყველამ რომ მიზანს მიაღწიოს, კაცობრიობა გადაშენდება-მეთქი, მაგრამ ახლა მაღალ იდეალებზე ფიქრის დრო არ არის, სამშობლოს გვართმევენ. კარი გაიღო და ოთახში ჯგუფის უფროსი ავთო იოსელიანი შემოვიდა. კადრის ოფიცერია – ჩინით კაპიტანი. ძალზე მამაცი… მე თუ მკითხავთ, ზედმეტად რისკიანი. ჩემი აზრით, რისკს მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ იმედის ნაპერწკალიც ახლავს თან. თუU გადარჩენის იმედი არა გაქვს და ეგრეთ წოდებულ ტარანზე მიდიხარ, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია…
– აბა, მანქანებზე, – გაიცა ბრძანება. მანქანას კალიებივით შევესიეთ. სწრაფად კეცავს კილომეტრებს ჩვენი მანქანა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მძღოლმა მანქანის ფარები გამორთო. უკუნი სიბნელე ჩამოწვა. ვცდილობთ, ნელა და უხმაუროდ დავფაროთ დარჩენილი მანძილი. ვგრძნობ, ფრონტის ხაზს ვუახლოვდებით. ბიჭების გარინდება კიდევ უფრო ამუქებს ომის საშინელ ზრახვებს.
მანქანა გაჩერდა. ბიჭებმა მანქანა დავცალეთ. პოზიციებზე გავედით… ახლა ის წუთებია, როცა სიცოცხლის გადარჩენაზე ინსტინქტურად ფიქრობ. უცნაური გრძნობა მეუფლება, ერთი აზრი მიტრიალებს თავში. ვიცი, რომ დიდი გაჭირვების დროს შენიანს უნდა მიეშველო, გადაარჩინო, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად… აქ ჯოჯოხეთია და საუბედუროდ, ყველას გადარჩენა არ შეგიძლია… ვინ მოთვლის, რამდენ ადამიანს შევხვდი ამ ბრძოლების, ომისა და ნგრევის დროს. რა რჯულისა და ჭკუის ხალხს არ გადავეყარე. მე თუU მკითხავ, ომი კაცობრიობის სირცხვილია, მსახვრალი წისქვილი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უმოწყალოდ ფქვავს. ომი მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა. სხვებისაგან გაგონილი ან მონაყოლი ამბები ზუსტი შეფასებების საშუალებას არ იძლევა. დროის ცნება ომში მეტად პირობითია. შესაძლოა, ერთი საათის მანძილზე უფრო მეტი განიცადო, მეტი ტკივილი, სიხარული და იმედგაცრუება ნახო, ვიდრე მთელ ცხოვრებაში…
დამთავრდა აფხაზეთის ომი. ჩვენ დავმარცხდით. ბევრი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა ამ ომში, მაგრამ სამშობლო ერთია და არც სიცოცხლე მენანება”…73274_561810023845575_1941197740_n
2002 წლიდან ზაზა დამენია მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში ჩაირიცხა. 2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რაიონში ქართული სოფლების დასაცავად შეიყვანეს. ბრძოლა გორის რაიონში, სოფელ ერედვის მთაზე მიმდინარეობდა. 16 აგვისტოს, გარიჟრაჟზე, მტრის ხელყუმბარა სწორედ იმ სანგარში ჩავარდა, სადაც ზაზა დამენია იყო თანამებრძოლებთან ერთად. ზაზა გადაეფარა ხელყუმბარას და ოთხი ქართველი იხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან.
ახდა მისი წინასწარმეტყველება: “მეომარს შეუძლია თავი დაიცვას ტყვიისგან, ავტომატისაგან და ტყვიამფრქვევის ჯერსაც აიცილებს, ქვემეხის ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს, თუკი ბრძოლის ხელოვნება კარგად იცის. ჭურვის დაცემისა და გასკდომისაგან მისი ნამსხვრევები მაღლა ირეკლება თუ მთლად განწირული არა ხარ ღვთისაგან და ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ ჩამოვარდა”.
მისი თანამებრძოლები იხსენებენ: “ზაზას დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზა დამენიამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებოო!”
აფხაზეთი ნეტავი ახლა ასეთ ლექსებს არ ჰქონდეთ ფასი, მაგრამ ვაი, რომ ისტორიის მონაპოვია, ტკივილი, ტანჯვა, ტრაგედია იმ შინაარსის, რომლის სახელიც სამწუხაროდ ძმათა ომია... ვანდალიზმია... აფხაზეთის მწვანე მწვერვალებს წვავდა ტყვიების ქარიშხალი, შფოთვა და გრგვინვა, სანატორიუმს, სოხუმის დილას, წინათ ელვარეს დაღი დაასვა რუსის ცისფერ ჩაფხუტ–გვირგვინმა. მოჰყავდა წილი სამაჩაბლო ცხენებს და ურმებს, რჩებოდა უკან ნასახლარი, ფიქრი, წუხილი, წერდა ავტოგრაფს ტანკი კვალად და ბორდიურებს ხლჩედა, აპობდა ზარბაზნების ჭექა–ქუხილი... ბღაოდა ომი და ყლაპავდა ბიჭვინთას, გაგრას, გაქრა უკვალოდ პაპიროსის ყდაზე წერილი, რომელმაც დედის ტკივილები ვერ გაამაგრა, დედის თვალები, ენგურს იქით შემორჩენილი. ახლა... ტკივილი, მონატრება იმ საფლავების, უსახელოდ და უადგილოდ, გაღმა ნაპირას, გადაკარგული ნაცნობი და უცნობი ძმების სულებს რომ ვითომ სანუგეშოდ ვუთვლით სამძიმარს.... 

წყარო: http://memento.ge/2050-.html
© Memento.Gesaplavi

აფხაზეთი ნეტავი ახლა ასეთ ლექსებს არ ჰქონდეთ ფასი, მაგრამ ვაი, რომ ისტორიის მონაპოვია, ტკივილი, ტანჯვა, ტრაგედია იმ შინაარსის, რომლის სახელიც სამწუხაროდ ძმათა ომია... ვანდალიზმია... აფხაზეთის მწვანე მწვერვალებს წვავდა ტყვიების ქარიშხალი, შფოთვა და გრგვინვა, სანატორიუმს, სოხუმის დილას, წინათ ელვარეს დაღი დაასვა რუსის ცისფერ ჩაფხუტ–გვირგვინმა. მოჰყავდა წილი სამაჩაბლო ცხენებს და ურმებს, რჩებოდა უკან ნასახლარი, ფიქრი, წუხილი, წერდა ავტოგრაფს ტანკი კვალად და ბორდიურებს ხლჩედა, აპობდა ზარბაზნების ჭექა–ქუხილი... ბღაოდა ომი და ყლაპავდა ბიჭვინთას, გაგრას, გაქრა უკვალოდ პაპიროსის ყდაზე წერილი, რომელმაც დედის ტკივილები ვერ გაამაგრა, დედის თვალები, ენგურს იქით შემორჩენილი. ახლა... ტკივილი, მონატრება იმ საფლავების, უსახელოდ და უადგილოდ, გაღმა ნაპირას, გადაკარგული ნაცნობი და უცნობი ძმების სულებს რომ ვითომ სანუგეშოდ ვუთვლით სამძიმარს.... 

აფხაზური კანტატა

...
ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II
რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები 
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქარჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,- 
ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

III
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.


შოთა ნიშნიანიძე



* * *
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს - 
ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი: ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
-
როსმე ’’არგო’’, (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
-
ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!


მურმან ლებანიძე 




აფხაზეთის წვიმა მიყვარს 


აფხაზეთის წვიმა მიყვარს, 
იცი რად? 
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე 
ხმაურობს. 
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი 
და წკირად 

მასზე ზვირთი დადის და 
მოგზაურობს. 
მიიმღერა, მოიმღერა 
აქ ხვითომ... 
აფხაზეთის წვიმა მიყვარს 
ამიტომ... 
წვიმა მოდის, კოკის პირით 
იღვრება, 
ხმა შრიალებს დაფნისა და 
ლიანის, 
და ღრუბლიდან ეშხით 
გადმოიხრება 
მოგონება სიყვარულის 
მზიანის. 
მიიმღერა, მოიმღერა 
აქ ხვითომ... 
აფხაზეთის წვიმა მიყვარს 
ამიტომ... 
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა 
მაჭარი. 
ის ხმაურობს, ის განიცდის 
თავის დროს, 
გამოვიდეს რომელიმე 
ვაჭარი 
და ამ წვიმის პოეზია 
უარყოს! 
მიიმღერა, მოიმღერა 
აქ ხვითომ... 
აფხაზეთის წვიმა მიყვარს 
ამიტომ...


გალაკტიონი




ცა აფხაზური 

მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად -
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად -
ცა აფხაზური.


მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.


ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .


მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.

ირაკლი აბაშიძე

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - 
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი; 
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
მომაგებე შენ იგივე პალმა, 
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, 
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა, 
შენი ძველი მეგობარი მიცან..

გალაკტიონი



Wednesday, September 17, 2014


ტესტები:

„ბედი ქართლისა“

1. საქართველოს დრეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!..
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა  თქვენგანი ერთი მხედარი,
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული


1.   რა უნდა გადაწყვიტოს კრწანისის ბრძოლამ?
2.  რა უნდა დაუმტკიცონ მეომრებმა მამულს?
3.  ხასიათის რა თვისებებს ავლენს მეფე მოცემულ მონაკვეთში?
4.  როგორ მოიხსენიებს მეფე თავის თავს?
5.  როგორ მოიხსენიებს ერეკლე თავის მეომრებს?


2  „შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!“–
შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით,
„ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღედრძელი“!..
ნეტარ მეფისა გულს  მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!


1.  რისთვის გამოხატავემ მეომრები მზადყოფნას?
2. ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც ჯარის ერთსულოვნებაა გამოხატული.
3.  რატომ შენატრის პოეტი მეფეს?
4.  განმარტეთ: მამობრიული, მოყმენი


3.  „შეექნათ მწარე, ძლიერი ომი,
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
და მთკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი...
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას.


1.  რასთან არიან შედარებულნი ქართველი მეომრები?
2.  ვინ არის შედარებული ნადირთან?
3.  რა შთაბერავს ქართველებს ვაჟკაცურ სულს?
4. ამოიწერეთ ტაეპი, რომელშიც გამოყენებულია ჰიპერბოლა?


4.  „რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,

ხმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ თავისებურად“


1.  როდის ჩაიკეცეს ქართველებმა ქუდები?
2.  ამოიწერეთ ორი ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვა(ფრაზა)
3.  განმართეთ:“მყის ჩაიკეცეს ქუდები“


5.  „მრავალთ ყმაწვილთ–კაცთ , ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს იქ თავი მამულისათვის,
აწ საფლავიცა არსად სჩანს მათთვის,
ჰაერში განქრა მათი სახელი
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა.


1.  რატომ არ ახარება გამარჯვება მეფეს?
2.  რის გამო გამოხატავს გულისტკივილს ბარათაშვილი?
3.  ამოიწერეთ ფრაზა,რომლის მნიშვნელობაა მატიანე,
4.  განმარტეთ ფრაზეოლოგიური გამონათქვამი.


6 „ მაგრამ, ჰოი, გმირნო, ნუ შეშფოთდებით
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით,
რაც ერთხელ ცხოვლად სუკს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის.


1.  ვის მიმართავს პოეტი?
2.  გადმოეცით მეორე ტაეპის აზრი თქვენი სიტყვებით
3.  რა დააჩნდება სულს ცხოვლად?
4.  რა გადაეცემა საშვილიშვილოდ?
5.  რა პოეტური ხერხია გამოყენებული მოცემულ ტაეპში?
6.  განმარტეთ: საშვილიშვილოდ.


7.  „თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული
ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ სულით მამაცნი!


1.  განმარტეთ; ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული
2.  ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც ვლინდება ქვეშევრდომთა დამოკიდებულება სოლომონის მიმართ
3.  განმარტეთ ქველი.
4.  ამოიწერეთ სიტყვა, რომლის მნიშვნელობაა მრჩეველი.
5. განმარტეთ:  შინაყმა, ყმა მოცემულ კონტექსტში
6.  რის გამო გამოთქვამს სინანულს ავტორი.
7.  ამოიწერეთ სიტყვა ,რომლის მნიშვნელობაა სახელგანთქმული


8  „დიდხანს უმზერდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ.
ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს:
„ბევრჯერ რჩევანი შენნი,ვითა წყლულს,
მსალბუნებიან მე შეწუხებულს,
აწც, ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელ შვილს.“


1.  ამოიწერწთ ორი სიტყვა ,რომლებითას მეფის სულიერი მდგომარეობაა ასახული
2.  განმარტეთ: მსალბუნებიან.
3.  რა ედებოდა სალბუნად გულდაწყლულებულ მეფეს?
4. რად მიაჩნია მეფეს თავისი მსაჯული?
5. ამოიწერეთ შეწუხებულის სინონიმი.
6.  ამოიწერეთ შესიტყვება რომლის მნიშვნელობაა ოცნება(სურვილი)


9.  „არ მითვისებდა ქართველთა გული,
რომ ვიყავ მათი მეფე ეული...
და ახლა ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განვუმზადებდი ჟამ–კეთილობას,
აი, მის ნაცვლად რაი მომაპყრეს
ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!“


1.  თქვენი სიტყვებით გადმოეციტ პირველი ტაეპის აზრი
2.  განმარტეთ ეული მოცემულ კონტექსტში
3.  განმარტეთ ჯამკეთილობა.
4.  რა რის სანაცვლოდ მიიღო მეფემ
5.  ვინ გაახარეს მეფის ორგულებმა


10.  „ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად –ხანისა მოსისხლე გული
არ დაგვაწყნარებს ამაყობიტა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა
ეს ხმა ლეკთაცა ააყაყანებს,
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყუტებს;
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!“


1.  რა იგულისხმება აღა– მაჰმად– ხანის წაქეზების მიზეზად?
2.  რა მოჰყვება ,ერეკლეს აზრით, დამარცხებას?
3.  რატომ არის მტრის  თარეში გარდუვალი?
4.  განმარტეთ: გაქეზებული.
5..  განმარტეთ: ააყაყანებს.
 6.  რომელი თვისება უბიძგებს ხანს ხელახალი იერიშისაკენ?
7.  რა უწყობს ხელს ხანის გაამპარტავნებას?
8.  რას ელოდებიან ოსმალონი?


11.  ‘მეც თუმცა კვლავ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს,
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარე კახად რომ გინახავარ!
აბა, რომელს შვილს ხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?
ჰოი, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტად
ნუღა განჰსწირავ ქაეთველთა ტანჯვად!“


1.  რა იგულისხმება პატარა კახად ყოფნაში
2.  განმარტე3თ:“ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს“
3.  რას მიაწერს მეფე ძალის(ძლიერების) დაკარგვას?
4.  ამოიწერეთ სამეფო რეგალიის აღმნიშვნელი სიტყვა,
5. რატომ არ აქვს მეფეს მემკვიდრეთა იმედი?
6.  რისთვის არ ემეტება მეფეს ქართველები?
7.  ამოიწერეთ  სიტყვა, რომლითაც   მეფე საქართველოს მდგომარეობას ახასიათებს


12.  „აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია ,გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას სურს, რომ მივცე მემკვიდრეობა
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა.


1.  რით ასაბუთებს მეფე რუსეთის მფარველობაში შესვლის გონივრულობას(პასუხი ოთხპუნქტიანია)
2.  განმარტეთ ქველი.
3.  განმარტეთ მემკვიდრეობა მოცემულ კონტექსტში


13.  „იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი.
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?!


1.  რა ეეჭვება სოლომონს?
2.  რა იგულისხმება ერთა თვისებაში
3.  რის გამო გამოთქვამს შიშს მსაჯული?
4.  როგორ წარმოუდგენია  მსაჯულს რუსეთთან კავშირის ხვალინდელი დღე


14.  „ახლა კი დროა, სოლომონ, რომა,
მშვიდობა ნახოს საქართველომა,
მან საფარს–ქვეშე მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის.
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტიანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა–პაპათა
და განისვენონ აჩრდილთა მათთა.“


1.  რა არგუმენტებით ასაბუთებს მეფე რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლის აუცილებლობას(პასუხი სამპუნქტიანია).
2.  რა შემთხვევაში დამშვიდდებიან წინაპართა აჩრდილები


15.  „ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
„განზრახვა შენი , მეფევ, მაკვირვებს,
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს,
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვის ჭერთ  ქვეშ თავისუფლება“


1.  როგორი ემოციური განწყობა ჭარბობს სოლომონის საუბარში
2. გაიხსენეთ, როგორი ემოციური განწყობით   შეხვდა სოლომონი მეფის განზრახვას მასთან საუბრის დასაწყისში.
3.  რა შემთხვევაში არიან, სოლომონის აზრით, ქართველები ბედნიერნი?
4.  რა გაიაზრება უბედურების ანტონიმურ წყვილად?


16.  „არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულობა
მატთა სიმდიდრის პალატთა შორის!
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის,
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად
ბანოვანტათვის გულგასახარად“


1.  რა სიკეთე ელით, სოლომონის აზრით, დიდკაცთა ცოლებს?(პასუხი ოთხპუნქტიანია)
2.  ამოიწერეთ   ორი სინონიმური სიტყვა


17.  „რა ხელ–ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული?
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა,ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?“


1.  რას ადარებს სოფიო  თავისუფლებადაკარგულ საქარატველოს?
2.  რას უპირისპირებს სოფიო თავისუფლებას?>
3.  განმარტეთ: რა ხელ–ჰყრის
4.  ამოიწერეთორი აფორისტული გამონათქვამი


18.  „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო,
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდატ?
ვინგა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარლ!
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
„ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს,
რის ქართველობა, რა ქართველობა,
მითამ რას გვავნებს უცხო ტომობა?...“


1.  რას უწოდებს პოეტი სოფიოს მსგავს ქართველ ქალებს?
2.  რას უძღვნის პოეტი სოფიოს მსგავს ქართველ ქალებს?  განმარტეთტ   ტკბილსახსოვარი.
3.  რას ნატრობს პოეტი?
4.  რის გამო გამოხატავს ავტორი გულისტკივილს?
5.  რაი მიაწერს ავტორი ქალთა ფერისცვალებას
6.  როგორია ავტორის დამოკიდებულება  თანამედროვეთა მიმართ(ბოლო სტროფის მიხედვით)
7. განმარტეთ: ჯანი გავარდეს.
 

 „ფიქრნი მტკვრის პირას“

1.   „წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად,
აქ, ლბილს მდელოზედ, სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით,
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა

1 რისთვის მიდის ლირიკული პერსონაჟი მდინარის პირას?
2.  რისთვის ეძიებს იგი ნაცნობ ადგილს?
3.  საიდან ჩანს ,რომ ლექსის ლირიკული გმირი აქ პირველად არ არის?
4.  როგორ გამოიხატება პოეტის სევდიანი განწყობა?
5.  როგორ გამოხატავს მდინარის ნაპირი პოეტისადმი თანადგომას?
6.  რას ნიშნავს, რომ მტკვრის ზვირთებში ცის კამარა კრთის
7.  რისი სიმბოლოა ცრემლი?
·         2.   „არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?
მაინც რა არის ჩვენი ყოფა–წუთისოფელი,
თუ არა ოდენ სასწაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს
და,რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?


 როგორ ახასიათებს ავტორი ადამიანთა ამქვეყნიურ არსებობას?
2.  როგორი ადამიანი არ არსებობს პოეტის თვალთახედვით?
3.  განმარტეთ:“საწყაული აღუვსებელი“.
4.  როგორ კითხვებს სვსმს ავტორი ამ მონაკვეთში?
5.  რა პრობლემას სვამს ავტორი ამ მონაკვეთში?
6.  რა ჰქვია წიგნს ,რომლითაც ამაოების მოტივს ჩაეყარა საფუძველი?
3.  „თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს 
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან:“როდის იქნება
ის სამეფოცა ჩემი იყოს?“–და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან
1.  რა  ამოძრავებთ უძლეველ მეფეებს?
2.  რატომ მიაჩნია პოეტს უაზრობად ახალი მიწების დაპყრობა?
3.  ამოიწერეთ  ორი სინონიმური სიტყვა, რომლებიც მეფეთა მოუსვენარ ცხოვრებაზე მეტყველებენ.
4.  გაიხსენეთ სულხანის მსგავსი ნააზრევი.
5.  როგორ მეფეებზე საუბრობს ბარათაშვილი?
6.  რომელი სიტყვა მიუთითებს უძლეველ მეფეთა დიდების წარმავლობაზე.
7.  რა ანადგურებს მეფეთა ამქვეყნიურ დიდებას?
8–9.  უძლეველ მეფეში ვის გულისხმობს ავტორი?
4/ . „თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე, ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავის მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ, თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?
1.         (ვინ) რა არის კეთილი მეფის საზრუნავი?
2.  რით არის დატვირთული კეთილი მეფის ცხოვრება?
3.  რისტვის ზრუნავს კეთილი მეფე თავის ხალხზე?
4.  ამოიწერეთ ტაეპი, რომელშიც კეთილი მეფის ღვაწლის მოტივია გამოკვეთილი.
5.  რატომ არის უაზრობა კეთილი მეფის მოღვაწეობა მოცემული სტროფის მიხედვით?
6.  როგორი მდგომარეობაა წარმოუდგენელი კეთილი მეფისათვის?
7.  რომელ მეფეებს უპირისპირდებიან მოცემულ ტაეპში განდიდებული კეთილი მეფეები?
8.  ლოგიკურად რა აზრი უნდა მოსდევდეს მოცემულ მონაკვეთში განვითარებულ  მსჯელობას?
9.  გაიხსენეთ, რა არის კეთილი მეფის საზრუნავი პოემაში „ბედი ქართლისა“
მაგრამ, რადგანაც კაცნი გქვიან, შვილნი სოფლისა
უნდა ლიდეცა მივსდიოთ მას გვეცმას მშობლისა
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვ
1.რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებულ სიტყვაში „მშობლის“
2.  რას ადარებს პოეტი უმოქმედო, პასიურ ადამიანს?
3.  ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც აღნიშნავა სააქაოს.
4.  რატომ უნდა მიაპყროს ყური ადამიანმა სოფლის(ქვეყნის) მოწოდებას?
5.  რა არის ადამიანის დანიშნულება მოცემული სტროფის მიხედვით?
6.  მისთვის მიუღებელ რომელ საზრისს უპირისპირდება პოეთი სტროფის დასაწყისში მოხმობილი სითყვებით „მაგრამ, რადგანაც“
7.  რა არის იდეა ლექსისა?


„შემოღამება მთაწმინდაზე“


1.      „ჰოი მთაწმინდავ, მთაო  წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ციურნი ცვარნი
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი“


1.  რა აზრს გამოკვეთს პოეტი მთაწმინდის ორჯერ ხსენებით?
2.  ამოიწერეთ  ორი სინონიმი, რომლითაც ავტორი მთაწმინდას ახასიათებს.
3.   როგორ ანაბეჭდს ტოვებს მთაწმინდის ხილვა პოეტის სულში?
4.  ამოიწერეთ შესიტყვება, რომელიც  ნამის (ცვრის) ზეციურ წარმომავლობაზე მიუთითებს.
5. გაიხსენეთ „მერანიდან“ ტაეპი, რომელშიც იგივე შესიტყვება გამოიყენება.






                6.   რის სიმბოლოდ გაიაზრება ციური ცვარი?
         7.  რა უპირისპირდება მთაწმინდის უდაბურებას?
         8.  განმარტეთ    ციაგი.
 9.  ვის ეკუთვნის სტრიქონი:“ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული“
10.  აკაკის რომელი ნაწარმოები ეძღვნება მთაწმინდას?


2.     „ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფა სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზ ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და, ცით გუნდრუკსა სამადლობელსა შენდა აღკმევენ სუნნელებასა!


1.        რას უკავშირდება მთაწმინდაზე  იდუმალების გამეფება?
2.  სად მყოფი ადამიანის თვალია დატყვევებული დიადი სანახაობით.
3.  განმარტეთ ფრაზეოლოგიზმი მეორე ტაეპიდან.
4.  რას ადარებს პოეტი წმინდა ტაბლას?
5.  რით არის შემკული წმინდა ტაბლა?
6. რასთანაა შედარებული ყვავილთა სურნელება?
7.  ამოიწერეთ მთაწმინდის ეპითეტი.
8.  რომელი მხატვრული ხერხია საერთო მეორე– მესამე ტაეპებისათვის?
9.  რომელი წმინდა მამის სახელი უკავშირდება მთაწმინდას?
10.  რას  მოასწავებს სიმბოლურად მთაწმინდაზე ასვლა?


3„მახსოვს იგი დრო ,საამო დრო, როს ნაღვლიანი
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვდიოდი
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი.


1. ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც პოეტის სულიერი განწყობაა ასახული.
2.  როდინდელი განცდაა აღბეჭდილი ციტირებულ სტროპში?
3.  როგორ მოიხსენიებს ბარათაშვილი ადრინდელი გასეირნების ჟამს?
4.  კონკრეტულად რომელ ადგილს უკავშირდება პოეტის მოგონება?
5.  ვინ(რა) მოევლინა ბარათაშვილს მესაიდუმლედ?
6.  რა განცდამ დააკავშირა ერთმანეთთან ბარათაშვილი და მთაწმინდის საღამო.
7.  რომელი სიტყვითაა გადმოცემული მთაწმინდის შეუცნობლობა?
8.  რომელი მხატვრული ხერხია საერთო მესამე–მეოთხე ტაეპებისათვის.
9.  ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც დასტურდება, რომ სევდა– კაეშანი პოეტს ადრეც განუშორებლად სდევდა.
10.  ვისთან(რასთანაა)შედარებული საღამო.
11.  რატომ ეტრფის პოეტი საღამოს?


მე,შენსა მჭვრეტელს მავიწყდება საწუთროება



გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...
მაგრამ ვერ ჰსცნობენ , გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს.“


 რისი ჭვრეტა ავიწყებს პოეტს საწუთროს?
2.  სასდ ეძიებს პოეტის გულისთქმა სულის ნავსაყუდელს?

3.  
რატომ ეძებს პოეტი სხვა სადგურს?
4.  რა აწუხებს პოეტს?
5.  ამოიწერთ სიტყვა ,რომლის მნიშვნელობაა დატოვოს.
6.  განმარტეთ: ზენაართ სამყოფი
7.  რომელი სიტყუითაა პოეტის სინანული გამოხატული?
8.  რა ჰქვია წიგნს, რომლითაც ამაოების მოტივს ჩაეყარა საფუძველი
9.  რა აღემატება,პოეტის აზრით, ადამიანურ შესაძლებლობას?


4.     „ჰსდუმდა ყოველი მუნ არამარე, ბინდი გადეკრა ცისა კამარას,
მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარა,
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?

მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკოგადახრით შუქმიბინდული.


1. განმარტეთ, რით არის მთაწმინდა მოცული?
2.  რა არის შედარებული მიჯნურთან?
3.  რის ამარა ჩანს ცაზე ვარსკვლავი?
4. რასთან არის შედარებული მთვარე?
5. რით არი გარემოცული ცის კამარა?
6.  ამოიწერეთ სულის ეპითეტი; მთვარის ეპითეტი


5.     :ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შემ დაშთი ჩემად სანუგეშებლად
როს მჭმუნვარება შემომესების, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად,
მწუხრი გულისა, სევდა გულისა, ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოვლსა ბინდსა ის განანათლებს!


1.  ამოიწერეთ ეპითეტები, რომლებითაც საღამოა შემკული
2.  ამოიწერეთ სინონიმები მესამე ტაეპიდან.
3.  ამოიწერეთ ანტონიმები მეოთხე ტაეპიდან
4. რას გვრის საღამო პოერს?
5. რატომ მიილტვის პოეტი მთაწმინდისაკენ?
6.  რაში პოვებს პოეტი ნუგეშს?
7.  განმარტეთ მწუხრი მოცემულ კონტექსტში
8. როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა ამ სტროფში?
9.  რისი მეტაფორაა მზიანი დილა


„მერანი“


1.     „მიჰქრის, მიმაფრენს ყგზო–უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი,
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
        1.  განმარტეთ თვალბედითი
2.  რისი სიმბოლური სახეა მერანი; ყორანი
3.  ამოიწერეთ სიტყვა ,რომელიც გამიხატავს გმირის უარყოფით დამოკიდებულებას ყორნის მიმართ
4.  რომელ ტაეპშია გამოხატული სულიერი ტანჯვისაგან გათავისუფლების წადილი
5.  ამოიწერეთ სიტყვა ,რომლითაც ის აზრია გამოხატული, რომ სრბოის ასპარეზი შემოუსაზღვრელია
6.  განმარტეთ სამხღვარი
7.  ამოიწერეთ სიტყვა, რომლითაც პოეტის სულიერი ფორიაქია გამოხატული
8.  რას სთხოვს ლირიკული გმირი მერანს?
2.     „ნუ დავიმარხო ჩენსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისას, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის  ტიალის მინდვრის
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის
1.  როგორ წარმოუდგენია ლირიკულ გმირს მომავალი?
2.  ვინ (რა) ესახება ლირიკულ გმირს მესაფლავედ და ვინ (რა)– ჭირისუფლად?
  
3.  სად გაუთხრის საფლავს ყორანი?
4.  ამოიწერეთ შესიტყვება, რომელშიც იგულისხმება ცხედარი.
5.  ვინ იგულისხმება მწუხარში
6.  ამოიწერეთ არასწორად გამოყენებული სიტყვა (პარონიმი), დაწერეთ კონტექსტისთვის  ზუსტი შესატყვისი
7.  რასთანაა დაკავშირებული პოეტისთვის მამულის ცნება
8.  განმარტეთ, პოეტის როგორი სულიერი განწყობაა გადმოცემული ციტირებულ სტროფში
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩენთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ  სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩენო მერანო, გარდამატარე ბედის სამზღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
       1.  რის მაგივრობას გაუწევს ცვარი პოეტს?
2.  ვის მაგივრობას გაუწევენ სვავნი?
3.  რის გადალახვას ლამობს პოეტი?
4.  განმარტეთ ბედის სახღვრის გადალახვა
5.  ვის(რას) ემონებოდა „ აქამომდე“ლირიკული გმირი?
6.  ამოიწერეთ შესიტყვება ,რომელიც შეესაბამება ლირიკულ პერსონაჟს
7.  გამნარტეთ მივალალებენ
8.  ვინ იგულისხმება გმირის თანანზრახველად?
9.  რისკენ მოუწოდწბს გმირი მერანს?
10.  რომელ ტაეპშია ავტორის მთავარი სათქმელი გამოხატული?
11. ხასიათის რა ნიშნებს ავლენს პოეტი ამ სტროფის მიხედვით?
დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი,
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი,
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
       1.  გადმოეცით მეორე ტაეპის ახრი
2.  ვინ(რა) იგულისხმება მოსისხლე მტერში
3. განმარტეთ ბასრი მოცემულ კონტექსტში
4.  რა მიზანი ამოქმედებს „მერანის“ მხედარს
5. განმარტეთ, რისკენ მიილტვის  მხედარი
6.  ვინ(რა) იგულისხმება ნაცვალსახელებში: მისგან, მისმა
7.  რა არ აშინებს ლირიკულ გმირს  მოცემული სტროფის მიხედვით
8,  განმარტეთ შესიტყვება მისგან ოხერი
9. რომელ ტაეპშია პოეტის მთავარი სათქმელი გაცხადებული
10 ამოიწერეთ რეფრენები

3.      „ ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი, შენგან თელილი ,მერანო ჩემო,  მაინც დარჩება;
 და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი თავის ბედის წინ გამოუქროლდეს
1.  ამოიწერეთ სიტყვა ,რომლის მნიშვნელობაა გაუთელავი
2.  განმარტეთ ცუდად
3. რა ანუგეშებს პოეტს
4.  რა დარჩება მერანის სრბოლის შედეგად
5. რა მიზანი აქვს მხედრის სრბოლას
6. ვის უნდა გამოუქროლდეს ჰუნე
7. რით უნდა დაუპირისპირდეს  შავ ბედს პოეტის შთამომავალი
8. განმარტეთ: სიძნელე გზისა გაუადვილდეს
9. ამოიწერეთ სულიერი მემკუიდრის აღმნიშვნელი სიტყვა
10. თქვენი სიტყვებით გადმოეცით  მეოთხე ტაეპის აზრი
11.  რატომ უწოდებს ლირიკული გმირი თავის სწრაფვას  განწირულის სულისკვეთებას
12.  რა თვისებები ახასიათებს  პოეტს მოცემული სტროფის მიხედვით
13.  ჩამოაყალიბეთ „მერანის „იდეა
 



სულო ბოროტო


1.     „სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წაიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

1. რა როლი შეასრულა ბოროტმა სულმა პოეტის ცხოვრებაში?
2.  როგორი კვალი გაავლო ბოროტმა სულმა პოეტის არსებაში?
3.  რის დაკარგვას აუღელვებია პოეტი?
4.  რა მოუკლა ბოროტმა სულმა პოეტს?
5.  ამოიწერეთ სიტყვა ,რომლის მნიშვნელობაა მიამიტი:გულუბრყვილო
6.  განმარტეთ მარქვი
7.  რა მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ სტროფში
8. რა არის ლირიკული გმირის ბოროტ სულზე მინდობის მიზეზი მოცემულ სტროფში?
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას


                  თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
                     ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
                  და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი
1. რა აღუთქვა პოეტს ბოროტმა სულმა?
2. როთ იყო აღსავსე პოეტის ცხოვრება?
3. ამოიწერეთ ორი სინონიმუეი წყვილი.
4.  რომელი სიტყვითაა გამოხატული ბოროტი სულის მოჩვენებითი კეთილდღეობა გამოხატული
5.  რა ახასიათებს ბოროტ სულს მოცემული სტროფის მიხედვით?
6.  განმარტეთ სოფელი კონტექსტის მიხედვით
7. ბოროტი სულის აღთქმათაგან რომელი იყო პოეტისთვის ყველაზე მომხიბლავი?
8.  განმარტეთ უქადდი
„მარქვი რა იქნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აქმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?
1. რა აუმღვრია ბოროტმა სულმა პოეტს?
2.  ამოიწერეთ მარქვის სინონიმი
3.  რომელი სიტყვითაა გამოხატული პოეტის ნეგატიური დამოკიდებულება ბოროტი სულის მიმართ
4ამოიწერწთ სიტყვა , რომლის მნიშვნელობაა გაქრა
5.  .  რა აფორიაქებს პოეტს?
6. რომელი სიტყვით გამოხატავს, რომ ძალა ,რომელიც მას დაუპირისპირდა, ბოროტი სულის გამოვლინებაა
7.  რომელი სიტყვა მიგვანიშნებს, რომ ძალთა თანაფარდობა პოეტის სასარგებლოდაა შეცვლილი
„წყეულიც იყოს იგი დღე, როს შენთა საქმეთა
ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემს გულისთქმათა!
მას აქეთ არის , დავუკარგე მშვიდობა სულსა
და ვერც ღელვანი ცნებათანი მიკლვენ წყურვილსა!


1.რომელ დღეს წყევლის პოეტი?
2.  რას შესქირა მცხვერპლად თავისი გულისთქმა
3.  განმარტეთ ბრმად მივანდობდი
4. როს შემდეგ დაკარგა პოეტმა სულის მშვიდობა?
5. რა ვერ უხშობს სურვილებს პოეტს?
6.  რას მისტირის პოეტი?
7.  ამოიწერეთ სურვილის აღმნიშვნელი ორი სიტყვა8.  რა შეცდომა დაუშვა პოეტმა?
9. ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც ჩანს ,რომ პოეტს ვნებათღელვანი სურვილებს ვერ უხშობენ


„განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოპლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი.
ვაი  მას ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი?



1..როგორია პოეტის ხვედრი ბოროტი სულის ზემოქმედების შედეგად?
2. ამოიწერეთ სირყვა, რომლის მნიშვნელობაა მომსპობი
3..განმარტეთ მახვრალი
4.  რა დაკარგა პოეტის გულმა; რა დასჩემდა სულს?
5.  ვის მიმართ გამოხატავს თანალმობას იგი
6.  ამოიწერეთ ტაეპო ,რომლითაც ლექსის დედააზრია გამოთქმული
7.  ამოიწერეთ   ბოროტი სულის სინონიმი


"რად ჰყვედრი კაცსა“

1..„რად ჰყვედრი კაცსა ,ბანოვანო, პირუმტკიცობას.
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებად გრძნობას?
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა
ჰგავს ,არ პასუხს სცემ  შენ მას  სულით მშვენიერითა“
1.  რას უსაყვედურებს პოეტი ბანოვანს
    2.  რომელი სიტყვა აღნიშნავს მიჯნურს, მეტრფეს
    3.  რის გამო ემდურის  ბანოვანი მეტრფეს
   4. რატომ აღმოჩნდა ვაჟის გრძნობა ხაბმოკლე
5.  რა მიაჩნია პოეტს საუკუნო ტრფიალების საფუძვლად
6.  გადმოეცით მეოთხე  ტაეპის  აზრი
7.  განმარტთ ბანოვანი

 2..„სილამაზეა მხოლოდ ნიჭი ხორციელების
      და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები“

1. რა არის შედარებული ყვავილთან
2. რით ემსგავსება სილამაზე ყვავილს
3.  რას აღნიშნავს გული მოცემულ კონტექსტში
4.  რა შემთხვევაშია გული ცვალებადი
5.  განმარტეთ ნიჭი
3..„მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული
და კაცტა შორის ,ვიტ კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს, არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

1. რით ნათლდება ყოველი გრძნობა
2. რით უნდა აღფრთოვანდეს გული  ნამდვილი სიყვარულით განსამსჭვალავად
3. რასთან აკავშირებს პოეტი მშვენიერებას
4..რას ანათებს მშვენიერება
5. რატომ უწოდებს ადამიანს კერძოსა ღვთაებობისას
6. გადმოეცით  მე–3– 4 ტაეპების აზრი
7.  განმარტეთ საუკუნო მადლი ტრფობისა
8.  რა არ სწამს ბანოვანს
9. რა მიაჩნია პოეტს ზეციურ საჩუქრად
4..„თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს,
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა
1.  რისი ნაყოფია უკვდავება
2.  როგორ სულთა კავშირი შობს სიყვარულს, მარადიულს
3. რა არის ის, რაზეც მიწიერი კატეგორიები ვერ მოქმედებენ
4.  როგორია მშვენიერ სულთა კავშირით შობილი სიყვარული
5. როგორ იბადება მარადიული სიყვარული
6.  მესამე– მეოთხე ტაეპების აზრი
7.  განმარტეთ დაუხსნელად
8. მშვენიერი სული
9. როგორი ადამიანი ხდება უკვდავებასთან წილნაყარი
10.  რომელი სიტყვა მიგვანიშნებს მადლის ღვთიურობაზე

5..„მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა ესთ სანუკველი
რომ მის უტკბილეს არც კი არის სასუფეველი
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება

1.  როგორ ადამიანთა შორის იბადება სანუკველი გრძნობა
2.  როგორი გრძნობა აქცევს წუთისოფელს სამოთხედ
3.  როგორი გრძნობა არსებობს  მშვენიერ სულთა შორის
4.  რას   აცისკროვნებს მშვენიერება
5. რა აცისკროვნება ჭეშმარიტ სიყვარულს
6.  რით აცისკროვნებს მაღალზნეობრივ გრძნობას მშვენიერება
7. რით აგვირგვინებს მშვენიერ სულთა გრძნობას ჭეშმარიტება
8. რა არის ჭეშმარიტი სიყვარულის გვირგვინი
9. განმარტეთ ცის სხივით გაცისკროვნებული მშვენიერება
10.  განმარტეთ ჭეშმარიტერით დაგვირგვინებული უკვდავება
11. რაზე ტკბილად მიაჩნია პოეტს სიყვარული

არ უკიჟინო...
„არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა,
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა
1. როგორო ფორმოთაა დაწერილი ლექსი?
2. ვინ არის ნაწარმოების ადრესატი?
3,  რად მოიაზრება ლექსის ლირიკული გმირი?
4. განმარტეთ არ უკუჟინო
5. განმარტეთ მოკვდავი ენა
6.  რომელი გრძნობაა უკვდავი
7. როგორ რითმას იყენებს ავტირი მარცვალთა რაიდენობის მიხედვით
8. როგორი რითმაა გამოყენებული  ლექსში  ადგილმდებარეობის მიხედვით
„მინდა მზე ვიყო, რომ სხივი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე რომ დილა უფრო ვაცხოვლო
მინდა ,რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ  ტყეთა ფრინველნი და ვარდნი
1. რას ნატრობს პოეტი(პირველი ტაეპი)
2.  რისთვის ნატრობს პოეტი მზედ ყოფნას
3. რა სურს პოეტს
4. განმარტეთ მორბედი
5. რისთვის
  ნატრობს პოეტი ვარსკვლავად ყოფნას
6. რა ჰქვია განთიადის მაყწყებელ ვარსკვლავს
7. ვისი პარადიგმული სახეა განთიადის ვარსკვლავი
8. ვისი(რისი) ალუზიური სახეა განთიადის ვარსკვლავი
9.  რომელ ლიტერატურულ  მიმდინარეობას ეკუთვნის ლექსი
„მინდა შენ იყო, სატრფო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს
არეს ავსებდეს სიამით, მცენარეთ განმაცხოვებლად,
იყვნენ  მარადის , უხსნელად, სოპლისა განსათავებლად

1. რაზე ოცნებობს პოეტი
2. რისთვის სურს პოეტს, რომ სატრფო ცის ცვარად იხილოს
3.  განმარტეთ შავარნო
4. განმარტეთ ციაგი
5. როგორ უნდა იქცნენ სატრფო და პოეტი ერთარსად
6.რისთვის უნდა იქცნენ მიჯნურები ერთარსად
7.  რამდენ ხანს უნდა გასტანოს მიჯნურთა ერთარსად ყოფნამ
8. რას უნდა დაეფუძნოს  მიჯნურთა ერთარსად ქცევა
9. რას უწოდებს მშვენიერ სულთა კავშირზე დაფუძნებულ სიყვარულს  პოეტი ლექსში „რად ჰყვედრი  კაცსა
„ნუთუ ამ სულის  წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ  მზეც უსხივ–უცეცხლოდ  შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ.
მაშინ ვარდიცა  განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და  ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს
მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა  ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ, რად ერჩევი  მათ შორის  და ციურთ დაედარები?
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვენ კაცთა სახელი

1. რა კითხვას სვამს ავტორი
2. რით არის გამორჩეული სხვათაგან პოეტის სულის წადილი
3. როგორ ასაბუთებს პოეტი ,რომ მისი სულის წადილი არ არის ჩვეულებრივი ,სხვათა მსგავსი (პასუხი ოთხპუნქტიანია)
4. რით გამოირჩევა სატრფო სხვა ბანოვანთ შორით
5. რომელი სიტყვით მიგვანიშვებს  ავტორი , რომ პოეტის სატრფო არ არის ჩვეულებრივი მიწიერი არსება
6. ამოიწერეთ ეპითეტი,რომელიც მიგვანიშნებს ,რომ პოეტის  სატრფო  განსხვავდება სხვა მოკვდავთაგან
7. რატომ არის შესაძლებელი პოეტის გრძნობისთვის სახელის დარქმევა  


„ხმა იდუმალი“


ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
სწორთა ,თანზრდილთა, მეგობართ შორის
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩენთა ზრახვათა  და საწადწლთა

1. როგორ განწყობას  აღძრავს იდუმალი ხმა პოერმა
2. რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული
 i-ii ტაეპებში
3. როგორ ახასიათებს პოეტი სიყმაწვილის წლებს
4. როდის ჩასახლდა პოეტის არსებაში ხმა იდუმალი
5. როგორ აღწევს პოეტი გრადაციას მეოთხე ტაეპში
6. ამოიწერეთ სინონიმები ბოლო ორი ტაეპიდან

ცხადად თუ სიზმრად, იგი მე მარად
სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად
„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!“
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა  ვერ ვპოვებ,
და მით კაეშანს  ვეღარ ვიშორებ

1. ამოიწერეთ ანტონიმური წყვილი, რომელიწ მიგვანიშნებს, რომ პოეტს იდუმალი ხმა განუწყვეტლივ თან სდევს
2. ამოიწერეთ შესიტყვება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ხმა იდუმალი პოერს ტანჯავს, არ ასვენებს
3.  რას ჩასძახის იდუმალი ხმა პოეტს
4. რა აღძრავს პოეტში კაეშანს
5. რომელ ცოდვას აღვივებს პოეტში ხმა იდუმალი
6. რა ჰქვია ამპარტავნებას ძველ ქართულში
ნუთუ ეს ხმა არს ხმა დევნისა
შეუწყალისა სინიდისისა?..
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,
მის საშფოთველოს და საქენჯნავსა
1.  როგორ არიქვამს პოეტი იდუმალი ხმის ძახილს
2. რატომ ფიქრობს პოეტი, რომ ეს ხმა არ შეიძლება იყოს სინდისის ძახილი
3.  ხასიათის რა ნიშნება ავლენს პოეტი მოცემული სტროფის მიხედვით
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმალი, მაცდური ჩემი,
ვინცა ხარ , მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსას რას განუმზადებ?
როც ვცნა მე შენი საიდუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა

1.  რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს პოეტი მოცემულ სტროფში
2.  ვის(რას ) მიმართავს ავტორი
3.  რისი გაგების სურვილს უჩენს პოეტს იდუმალი ხმის გსგონება



                           
                              I ვარიანტი

კლასი ----------------------
სახელი ---------------------
გვარი -----------------------

                ტესტის ჯამური ქულა :






1. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ლექსი „პოეტი“ და უპასუხეთ შეკითხვას. რისთვის ლაპარაკობს პოეტი ღმერთთან?
ა). რომ გაიგოს ერის წარსული  ბ).რომ ერს წინ წაუძღვეს...გ). რომ ჩაწვდეს ერის ტრადიციას


2. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ლექსი „პოეტი „ და გააგრძელეთ მოცემული სტრიქონი:
„ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი...
ა). „ხან მიწისა ვარ , ხან ცისა“ბ). „ხან არც ესა ვარ, არც ისა“...გ). „სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა“


3. რას ადარებს პოეტი „მოკლე პატრუქს“(„ხატის წინ“)?
ა). სიცოცხლეს...ბ). ცხოვრებას გ). გონებას


4. რაზე ოცნებობს პოეტი ლექსში „ელეგია“?
ა). სახელის მოხვეჭაზე  ბ). ქვეყნის გამოღვიძებაზე...გ). კაცთა შორის სიყვარულზე


5. გაიხსენეთ „სოლომან მორბელაძე“ და უპასუხეთ, რატომ არ იწუნებენ არააზნაურ ქათამაძეს აზნაურები სასიძოდ?
ა). მის პირად ღირსებებს აფასებენ  ბ). ნიკო მღვდლად კურთხევას აპირებდა  გ).გავლენიანი პირი იყო


6. ნიკო ლორთქიფანიძის  მოთხრობაში  „დადიანის ასული და მათხოვარი“ ვკითხულობთ: „ტაიჭი იისფერი იყო. წვრილი ფეხებით ოდნავ ეხებოდა მიწას. ასალათ ოქრომკერდით ნაკერი ხავერდი ეფინა, თოქალთოდ- ვეფხის ტყავი, რომლის კბილებდაკრეჭილი თავი ქინჩში ედო ცხენს.“ განმარტეთ რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში  „თოქალთო“
ა). ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილს  ბ). უნაგირის ქვეშ დასაფენ ქეჩას  გ). უნაგირზე ჩამოკიდებული სატერფულს


7. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ლექსიდან „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“
„ შამახდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი
ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა
 ჭალას ჯახ იქნეს რქისანი“
რას ნიშნავს „ბერხენი“?
ა). წინამძღოლს   ბ). ბებერს    გ). მეომარს


8. წაიკითხეთ ციტატა “ მაინც რა არის  ჩვენი ყოფა-წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი“
რა მხატვრული ხერხია „საწყაული აღუვსებელი„?
ა) შედარება  ბ).ეპითეტი. გ)მეტაფორა 


9.  გაიხსენეთნგიორგი ლეონიძის  რომელ ნაწარმოებს უძღვის მოცემული ეპიგრაფი:
„და წარვდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებული ცვილითა“
ა). „ნატვრის ხეს“   ბ).“ მოხუცი გუთნისდედის სიკვდილს“

10. წაიკითხეთ ლადო ასათიანის ლექსის ნაწყვეტი და განმარტეთ ,რა მხატვრული ხერხია გამოყენებული.
„და შურთ რუსთველის პროსპექტის ბედი
ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩებს“
ა). მეტაფორა  ბ). შედარება  გ). გაპიროვნება
11.წაიკითხეთ ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“
„ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა,
ნახეს და ნახვა ნოუნდათ უცხოსა სანახავისა“
უპასუხეთ რას ნიშნავს უსხოსი მკლავისა
ა). მკლავივით მსხვილს   ბ). მკლავზე მსხვილს  გ). მკლავის მსგავსს


12. . წაიკითხეთ ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“
„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი.“
რა მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ნაწყვეტში?
ა). მეტაფორა  ბ). ეპითეტი  გ). შედარება


13.  წაიკითხეთ ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“
“თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს ,დამრჩეს მუნვე
ვინცა მდევდა , ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნე“
განმარტე „ვერ შემომხდა“
ა). ვერ შემხვდა   ბ).ვერ მომწვდა   გ).ვერ შემომხედა


14. გაიხსენეთ გ. ლეონიძის მოთხრობა „მარიტა“.ვის ან რას ახასიათებს ავტორი ამ ნაწყვეტში? „ „მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას..“  
ა). ციციკორეს    ბ). ბალბალუკას   გ). ბრბოს

15.“გენერალი კი ზურგით იყო მიყუდებული ფანჯარასთან, მქირდავი ღიმილით უყურებდა კარმოხურულ კუპეს“მოცემულ კონტექსტში „მქირდავი“ ნიშნავს:
ა) გამკილავი ბ). ბრაზიანი გ). სირცხვილნარევი

16. თანატოლები რად უნდა ვიყვნეთ ქონებული და უქონელი?-თან შავი ალმური ასდიოდა სახეზე.ვინ ამბობს ამ სიტყვებს?
ა) ციციკორე ბ) ჩიჩიკა გ). შეთე

17.სოლომან მორბელაძის აზრით, რატომ არ მიმართავს სასამართლოს პლატონი?
ა) სხვანაირი გულისაა და იმიტომ  ბ). ორი იმდენი დაეხარჯება  გ). სახელს უფრთხილდება

18.როდის გაუჩნდა თნაგრძნობა ვეფხვის დედის მიმართ შვილმკვდარ დედას?
ა). როდესაც სიზმარი ნახა.  ბ). როდესაც შვილის ჭრილობები ნახა და ბრძოლოს სურათი წარმოიდგინა. გ). როცა მიხვდა, რომ სასახელო შვილი გაზარდა

19.გაიხსენეთ პუბლიცისტური წერილი „საქართველოს მოამბეზედ. რა არის ხელოვნების დანიშნულება ამ წერილის მიხედვით?ა) სარკესავით გადმოსცეს ცხოვრება
ბ).მან უნდა გვიშველოს თავისი გამოცნობილი ჭეშმარიტებებით ცხოვრების ახსნა და გაგება
გ).ასახოს ქართველთა ცხოვრებაისე, როგორადაც სურთ ქართველებს, რომ იხილონ

20. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის „რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის შესახებ“ და უპასუხეთ კითხვას.აკაკის აზრით, რით არის გამოწვეული მარტოობის განცდა , რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ლექსებში შეინიშნება.
ა). ამ დროს საქართველო რუსეთის გავლენის სფერო იყო.
ბ). ორივე სულიერ ობლობას გრძნობდა, რადგანაც ხალხის ბედი აწუხებდათ .
გ).მათსავით ნიჭიერი პოეტები საქართველოს არ ჰყოლია





                       ქართული ენა
1.მეტყველების რა ნაწილია „ყავისფერი“
ა) არსებითი სახელი, ბ). განსაზღვრება 3). ზედსართავი სახელი

2. ზედსართავი სახელის რომელი ფორმაა „უნაზესი“
ა) უფროობითის , ბ).ოდნაობითის გ). დადებითის

3. რომელ ბრუნვაში დგას არსებითი სახელი „ხესთან“
ა). მიცემითში. ბ). მოქმედებითში  გ). ნათესაობითში

4. ჩამოთვლილთაგან რომელი სახელია სწორად დასმული მოთხრობით ბრუნვაში
ა) აკაკიმ    ბ).სიმონიმ     გ).ეთერიმ

5.გამოარკვიეთ რა სახის სინტაქსური ურთიერთობაა ხაზგასმულ წყვილში. 
თავს იწონებდა თეთრი ყვავილი
).მართვა  ბ).მირთვა  გ).შეთანხმება

.6.გამოარკვიეთ რა სახის სინტაქსური ურთიერთობაა ხაზგასმულ წყვილში. მზით განათებულიბაღი ლამაზი სანახავი იყო.
ა) მართვა ბ). მირთვა გ). შეთანხმება

7.რომელ წინადადებაში გხვდება შედგენილი შემასმენელი?
ა).  ცხვარი მთის კალთაზე შეფენილიყო.ბ). ეს შველი ახლაც ცოცხალი ყოფილა
გ).ასწლოვან მუხებს მზე მოეფარა

8. თავაწყვეტილი მერანი მთისაკენ მირბის. მოცემულ წინადადებაში ზმნა არის:
ა). მოქმედებითი გვარის ბ). ვნებითი გ). საშუალი

9 დასავლეთით ასვეტილ მთებს  მზე  ეფარებოდა.   მოცემულ წინადადებაშში ქვემდებარე არის:
ა). მზე    ბ).მთებს.  გ). დასავლეთით

10. ღამურას ჩიტად  გადაქცევა უნდოდა. მოცემულ წინადადებაში უბრალო დამატება არის:
ა). ღამურას  ბ). ჩიტად   გ). გადაქცევა

11. მოქმედებითში დასმული უბრალო დამატება აღნიშნავს:
ა). საჭურველსა   და თანაობას. ბ). მასალასა და დანიშნულებას  გ).კუთვნილებასა და თანაობას

12. უშიშარი მონადირის სახლი ტყის პირას იდგა.ხასგასმული სიტყვა არის :
ა). განსაზღვრება. ბ).უბრალო დამატება გ). გარემოება

13. უშიშარი მონადირის მოკლული დათვი ეზოში ეგდო. ხაზგასმული სიტყვა არის:
ა). უბრალო დამატება, ბ) განსაზღვრება გ). გარემოება

14. აქაფებული ზღვა კლდეებს ეხეთქებოდა.   მოცემული წინადადება არის:
ა). მარტივი გავრცობილი. ბ). მარტივი გაუვრცობელი გ). მარტივი უსრული

15.გრილი ნიავი.  ჩიტების გალობა.   იდუმალი შრიალი...მოცემული წინადადება არის:
ა). უქვემდებარო.ბ). სახელდებითი გ). უსრული

16..მკაცრი ქალი იყო თამარი, მაგრამ აღსაზრდელებს თბილად ექცეოდა .ხაზგასმული სიტყვა არის:
ა). მაპირისპირებელი კავშირი. ბ). მაცალკევებელი კავშირი. გ). მაჯგუფებელი კავშირი

17. მთელი სოფელი მიაცილებს თრიალეთის იალაღებზე მიმავალ  მეცხვარეებს.ეს წინადადება არის: ა). მარტივი ბ). შერწყმული. გ). რთული

18. მთელი სოფელი მიაცილებს თრიალეთის იალაღებზე მიმავალ  მეცხვარეებს. რამდენი მთავარი წევრია ამ წინადადებაში ?
ა).ორი.  ბ). სამი გ). ოთხი

19.
 მთელი სოფელი მიაცილებს თრიალეთის იალაღებზე მიმავალ მეცხვარეებს.ხაზგასმული სიტყვა არის:
ა)...განსაზღვრება. ბ). უბრალო დამატება. გ).ვითარების გარემოება

20.
  მთელი სოფელი მიაცილებს თრიალეთის იალაღებზე მიმავალ მეცხვარეებს.ხაზგასმული სიტყვა არის:
ა). ადგილის გარემოება ბ). განსაზღვრება გ).უბრალო დამატება


       ტექსტში დაშვებულია შეცდომები. გაასწორეთ შეცდომები და ისე გადაწერეთ, რომ წინადადების შინაარსი არ შეცვალოთ.

         იყო და არა იყო რა, იყო   ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი.  შვილები რომ გაიზარდნენ, უფროსი ძმა დაცილშვილდა და სოფლის ბოლოს დასახლდა.  უჭირდა ცხოვრება, წლის სარჩოს ძლივს იწვევდა, მაგრამ გულს არ იტეხავდა და მომავლის იმედი ჰქონდა.
      ერთ წელიწადს ცუდი მოსავალი მოვიდა. გვალვამ გააოხრა ყველაფერი ,ყანები, ვენახები, ნათესები.
      უფროსმა ძმამ იფიქრა წელს ცუდი მოსავალი იყო,უმცროსი ძმა სავარაუდოთ უფრო გაჭირვებულია და ძნებს ჩუნად გადაუტანო.ჩუმად აიკიდა რამოდენიმე ძნა და წაიღო.მთვარე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ვიღაც კაცი კი დაინახა გზაზე, მასაც ძნები მოქონდა.შინ რომ დაბრუნდა ისევ 20 ძნა დახვდა.ისევ აიკიდა ოთხი ძნა და წავიდა. შუა გზაზე კვლავ შეეჩეხა ვიღაც ძნებაკიდებული კაცი, გამოელაპარაკა და თავისი პატარა ძმა იცნო. ორივეს ცრემლები მოადგათ  თვალებზე. ერთმანეთს გადაეხვივნენ და დიდხანს საუბრობდნენ.
    ასეთია ნამდვილი ძმობა.






 საკონტროლო წერა
                                                  
„განთიადი“                                   აკაკი წერეთელი

(5)  1.„მთაწმინდა ჩაფიქრებულა,                     დადუმებულა მთაწმინდა
       შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,         ისმენს დუდუნსა მტკვრისასა,
       მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს          მდინარე ნანას უმღერის
       თავდადებულის საფლავსა.                   რაინდსა ურჩსა მტრისასა.
1.  განმარტეთ, რომელი ადამიანური თვისებები აქვს მინიჭებული მთაწმინდას?
2. განმარტეთ,რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული პირველ ტაეპში.
3. განმარტეთ, როგორ გრძნობებს ავლენს მთაწმინდათავდადებულის მიმართ.
4.განმარტეთ, როგორ გრძნობას ავლენს მტკვარი თავდადებულის მიმართ.
5. ვინ იგულისხმება თავდადებულში.
(6) 2. „მთაწმინდა გულში იხუტებს       მგოსანი გრძნობამორევით
         საშვილიშვილო სამარეს                თვალს ავლებს არემარესა
        მამადავითსა ავედრებს,                  და გულისპასუხს ნარნარად
        აბარებს ქვეყნის მოყვარეს              უმღერის ტურფა მხარესა“
1.ვინ იგულისხმება ქვეყნის მოყვარეში?
2. რა იგულისხმება მამადავითში?
3. განმარტეთ საშვილიშვილო.
4. ვინ ვის (რას) ავედრებს ქვეყნის მოყვარეს?
5.განმარტეთ „თვალს ავლებს“
6. ვის გულისპასუხს უმღერის პოეტი მშობელ მხარეს?

(7) 3.“ ვერ ავიტანე ობლობა,                         გულში იფეთქა სიამემ,
           სისხლის ცრემლები ვღვარეო,           სევდები უკუვყარეო,
           წამძლია სულმა და გულმა,                ია და ვარდი დამჭკნარი
           შენს ნახვას დავეჩქარეო                       ხელახლა გამიხარეო.“
1. ამოიწერეთ ფრაზა ,რომელშიც პოეტის მძაფრი განცდააგადმოცემული.
2. ამოიწერეთ ფრაზეოლოგიური გამონათქვამი და განმარტეთ.
3. განმარტეთ „სევდები უკუვყარეო“.
4. ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობაა სიცოცხლე.
5. გადმოეცით ბოლო ტაეპის აზრი თქვენი სიტყვებით.
6.როგორია პოეტის სულიერი განწყობა ბოლო ორი ტაეპის მიხედვით.
7.ამოიწერეთ ფრაზა, რომელშიც გამოყენებულია მეტაფორა.
(3) 4. „ცა ფირუზ, ხმელეთ-ზურმუზტო,             შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
          სულის ჩამდგმელო მხარეო,                        შენზედვე მგლოვიარეო“
1. განმარტეთ „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“
2 რას უწოდებს პოეტი სამშობლოს?
3. ამოიწერეთ სიტყვები, რომლებშიც პოეტის უმთავრესი სათქმელია გაცხადებული“
(3) 5. „ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,  დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ
          ზე კალთა დამაფარეო....                                  შენს მიწას მიმაბარეო,
         და, რომ მოვკვდები ,გახსოვდეს,                     ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
         ანდერძი დავიბარეო:                                        ჩემო სამშობლო მხარეო!“
1.რას სთხოვს პოეტი სამშობლოს?
2.ამოიწერეთ მეტაფორული გამონათქვამი და განმარტეთ.
3.გადმოეცით ნაწყვეტის შინაარსი თქვენი სიტყვებით.