Friday, September 12, 2014

გაკვეთილის მთავარი  თემა  ლადო ასათიანი’’  ქართულ ენა’’
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილიმე–5 კლასი
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობაქართული ენის წარსულის გაცნობიერება,  რომ მოსწავლეებს გაუღვივოს სიამაყის გრძნობა. ლექსი ქართული ენის სადიდებელია  და როგორც მსოფლიოში ერთ– ერთ უზველეს ენას მოვლა და პატრონობა სჭირდება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიმოსწავლემ შეძლოს  პოეტური ტექსტის აღქმა, ლქსიკური მარაგის გამდიდრება, ენის ფუნქციების გაცნობა. გამომეტყველებით კითხვაში ვარჯიში, ორთოგრაფიული და ორთოეპიული ჩვევების ფორმირება.
V.1.- ამ თემის გავლის შემდეგ მოსწავლეები  ავლენენ ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
V.5.- შეუძლიათ სადისკუსიო სტრატეგიების[რიგითობა, რეგლამენტი, კითხვების დასმა , გეგმის შედგენა. . .] გამოყენება.
V.6.გამომუშავებული  აქვთ ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ– ჩვევები.
 v.11.-ლექსის კითხვისას იყენებს  კითხვის სტრატეგიებს–კონტექსტის გათვაიისწინებით, კითხვის დასმით,  ლექსიკონით.. . ცდილობს  სიტყვებისა  მიშვნელობის გარკვევას .
წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა თუ იციან როგორი ენაა ქართული  და რამდენ წელს ითვლის, ვინ შექმნა.მწერლის ბიოგრაფია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო, კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი.
შეფასების საგანი და პროცედურებიკითხვის კულტურა, ზეპირი პრეზენაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო.ჯგუფური მუშაობა.შეფასების რუბრიკა.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენენჯმენტიA-ფაზა–გამოწვევა 5 წუთი)
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და აძლევს დავალებას–გაიხსენონ, რა იციან ქართული ენის შეახებ;რა წაუკითხავთ ამ საკითხზე. რომელი ცნობილი პოეტებისა და მერლების ნაწარმოებებს გაიხსენებენ. თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს  თავის ვარიანტს.
B ფაზა– შინაარსის რეალიზება;(10-12წუთი)
აქტივობა1.ტექსტზე მუშაობა.
1.მოძებნეთ ის ადგილი, სადაც აღწერილია

საქართველოს ბუნება.
2.რასთან არის შედარებული ცხვრის ფარა?
3.რა ნიშნით არის შედარებული?
4.წაიკითხეთ ის  ადგილი , სადაც საქართველოს ისტორიაზე,წარსულზე მიგვითითებს.
5. რა სიტყვებით მოიხსენიებს პოეტი ქართულ ენას?
6.მშობლიური ენის  აღსანიშნავად ქართველები რომელ სიტყვას იყენებენ კიდევ?
7.როგორ ფიქრობთ,რატომ უწოდებენ ქართბელები  მშობლიურ ენას დედაენას ?გაიხსენეთ ის სიტყვები ც, რომლებიც ასევე დედაენას თან არიან დაკავშირებული.რისთვის არის ენა საჭირო?

აქტივობა 2.სალექსიკონო მუშაობა.(10 წუთი)
მოძებნონ  გაუგებარი სიტყვები  და გამოთქმები, გამოიყენონ  ‘’სიტყვის სალარო’’.
ჩუმად კითხვისას მონიშნონ ის სიტყვებიც, რომლებიც წიგნში არ არის  ახსნილი .ამ სიტყვებს შემდეგ  ხსნის კლასის საერთო ძალისხმევით.
აქტივობა 3. ენობრივ მასალაზე დაკვირვება.(10 წუთი)
ა)ომონიმებზე დაკვირვება:
,,გაფანტული ფარის მთაზე დაჯანრება,’’ ,,ქართული ფარის ფარზე დაჯახება’’. პირველ შემთხვევაში საუბარია ცხვრის ფარაზე, მეორე შემთხვევაში– საბრძოლო იარაღზე. ხომ არ გაიხსენებდით სხვა  ასეთ სიტყვებსაც?
ბ) სახელთა წარმოქმნაზე დაკბირვება:
–რას აღნიშნავს ჯაგი?ჯაგნარი?
–მიიღეთ ახალი სიტყვები: ბუჩქი, ნაძვი, ყვავილი( ბუცქნარი, ნაძვნარი, ყვავილნარი)
–მიიღეთ ახალი სიტყვები: ბუჩქი, ნაძვი, ყვავილი( ბუცქნარი, ნაძვნარი, ყვავილნარი)
რა განსხვავებაა ამ სიტყვებს შორის?
გ) სიტყვათა  მართლწერაზე დაკვირვება:
–მოძებეთ ტექსტში რთული სიტყვები და დააკვირდით, როგორ იწერება ისინი(ციხე–კოშკი იწერება დეფისით, ღამისმთეველი იწერება  ერთად). შეადგინეთ და დაფაზე დაწერეთ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით.
–მოძებნეთ ტექსტში არსებით სახელი, რომელიც ორი მ– თი იწერება . რატომ იწერება აქ ორი მ?
c-ფაზა. რეფლექსია.(8 წუთი)
შევაჯამებ გაკვეთილს, მივცემ საშინაო დავალებას.
საშინაო დავალებად ეძლევათ ,,ქართული ენა’’. ასევე , მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ   ქართველი პოეტების ლექსები , რომლებიც ქართულ ენას  ეძღვნება.

No comments:

Post a Comment